"კრაუდფაუნდინგი" ბევრისთვის უცხო ტერმინია და იგი თამაშის, გულშემატკივრების მიერ გადარიცხული ფულით, დაფინანსებას გულისხმობს. ყოვლის მომცველ და ყველა აზრის განმავრცობელ ინტერნეტ სივრცეში, ზევით ნახსენები მარტივი ფულის მოხვეჭისთვის, სპეციალური საიტი არის შექმნილი. სადაც ყველა ჩვენგანს შეუძლია შევიდეს და მისთვის მისაღები პროექტი "დააფინანსოს", დაეხმაროს მას დაბადებაში. მაგრამ ვინ იქფიქრებდა, რიმ თვითონ ლეგენდარული გეიმ დიზაინერის, ტიმ შეფერის სტუდია გამოიყენებდა მოცემულს ფულის დასაგროვებად? შემქმნელებმა განმარტეს, რომ ტიპიური არკადის შექმნა 2-3 მილიონი დოლარი ჯდება, რის უფლებასაც, ზოგჯერ ცნობილი სტუდიებიც ვერ აძლევენ თავიანთ თავს და გამომცემლის მოძიება უწევთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაფინანსების შემდეგ, ყველა კომპანია საკუთარი პირობების დაკისრებას იწყებს, რომელ პროცესშიც, თავიდან ჩადებული თამაშის აზრი იცვლება და საბოლოოდ სხვა პროექტს ვიღებთ. მოცემული სქემა კი ტიმს, მისი ახალი "point-and-click" სათავგადასავლო თამაშისთვის, არ აწყობდა და მან ზევით ნახსენებ გზას მიმართა, "ხელი ხალხში გაიწოდა". თავდაპირველად, თამაშის გამოშვებისთვის საჭირო თანხად 400 000 დოლარი დასახელდა. მინიმალური შესატანი თანხა 1 დოლარიდან იწყება, ხოლო უფრო გულუხვი სპონსორებისთვის სპეციალური ბონუსები დაწესდა:
15$ - სპეციალურ ჯგუფში გაერთიანება, თამაშის შექმნის პროცესის თვალყურის დევნება, რჩევების მიცემა შემქმნელებისთვის, ბეტა ტესტში მონაწილეობა და თამაშის გამოსვლის შემდეგ მისი უფასო კოპიის მიღება.
30$ - საჩუქრად ფართო გამოცემა
100$ - ზევით თქმულს, დაამატებენ თამაშის პოსტერს
250$ - პოსტერი გუნდის წევრების ხელმოწერით
1000$ - სტუდიის მხატვარი, თქვენს მინი პორტრეტს დახატავს
5000$ - მიიღებთ ორიგინალი 10 არტიდან ერთერთს (ყველა გაყიდულია)
10000$ - Double Fine-ის ოფისში ექსკურსია და ტიმ შეფერთან სადილი (გაყიდულია)
როგორც ალბათ უკვე იცით, შემქმნელებმა არ დააფასეს მოთამაშეების შესაძლებლობები. თანხა უკვე 2 000 000 დოლარზეა ასული და გაჩერებას არ აპირებს. ამ ყველაფრის დადებით მხარეზე, ჯობია თვითონ ილაპარაკოს: >>>
ორ მილიონიანი ნიშნულის გადაბიჯების შემდეგ, ტიმმა მის ძველი პროექტებზე დახარჯულ თანხებზეც ილაპარაკა:
1993 წლის საკულტო ქვესთი - Day of the Tentacle - 600 000$
1995 ასევე საკულტო - Full Throttle - 2 000 000$
1998 ყველასთვის ცნობილი - Grim Fandango - 3 000 000$
ხოლო თანამედროვე ბაზრის მძიმე სიტუაცია, წარმატებული სერვისების, უაზროდ მაღალი ფასებით ახსნა. მაგალითად, თამაშის უბრალო განახლების Xbox Live ატვირთვა 40 000 დოლარი ღირს. პარალელის გასავლებად I Shall Remain მოყვანა შეიძლება, რომლის ბიუჯეტიც ზუსტად 40 000 დოლარს შეადგენს.
საერთოდ, მოცემული თამაშის გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟია აწეული და ბევრი დამატებითი ინფორმაცია ტრიალებს მის გარშემო, თუნდაც მასთან შედარებით ირიბ კავშირში მყოფი psychonauts 2-ის ისტორია და სხვა პატარა დეტალების, რაზეც შეგვილია აქვე ვისაუბროთ.