Darkwood, PC

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11862

Darkwood

Unread post#1 » 01 Sep 2013 12:17

სამი დეველოპერისგან შემდგარმა გუნდმა, რომლებიც თავიანთ თავს "Acid Wizard სტუდიას" უწოდებენ, სადებიუტო პროექტი წარმოადგინა. Darkwood - პროცედურულ გენერირებაზე დაფუძვნებული ძველი სტილის survival horror. წინასწარ გაწერილი რაიმე სახის სიუჟეტი და სცენარი თამაშს არ გააჩნია, ხოლო მოვლენები და თვითონ სათამაშო სამყარო ავტომატურად გენერირდება. Darkwood ორ განზომილებიანია და ზედხედის კამერას იყენებს.

>>>

Darkwood-ში ერთი-ერთი უცნაური ჟანრის სახელად rogue-ის ელემენტებიც იქნება რეალიზებული - გმირს სხვადასხვა გამოსადეგი ნივთების შეგროვების პარალელურად, ბარიკადების შენება, ფიცრებით კარებების, ან ფანჯრების ამოჭედვა და გენერატორების შეკეთება შეეძლება. ასევე მოსალოდნელია პერსონაჟის განვითარების RPG-სეული ელემენტები. მაგრამ სერიოზულად განვითარება სავარაუდოთ არ გამოგივათ - თამაშში პირველივე სიკვდილი საბოლოოა, ხოლო ახლიდან დაწება სრულიად ახალ სამყაროს და სხვა მოვლენათა ჯაჭვს დაარეგენერირებს. კი ეს ზოგისთვის შეიძლება ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდეს, მაგრამ შემქმნელების ბუნდოვანი მინიშნებებით თუ ვიმსჯელებთ, ხელახლა დაწყებისას ძველი პერსონაჟის გარკვეული ამუინიციის შენარჩუნებას მაინც შევძლებთ. დაახლოებით მსგავს მოდელს ვხვდებით DayZ-შიც.

>>>

საშინელებათა ჟანრის თამაშის იდეა რომელშიც ყველანაირი მოვლენა განუსაზღვრელი იქნება, რათქმაუნდა ძალიან საინტერესოა. მაგრამ Darkwood წარმატების შანსების განსაზღვრა ჯერმ მაინც ძალიან რთულია, რადგან პროცედურული გენერირება - განსაკუთრებიდ დამწყები დეველოპერებისთვის, საკმაოდ რთული თემაა. და ამის მიუხედავად, სწორ ხელებში მოხვედრის შემთხვევაში ეს ნამდვილად უძლიერესი ინსტრიმენტი შეიძლება გახდეს - Diablo, Minecraft.

Riddick
Posts: 11862

Re: Darkwood

Unread post#2 » 19 Mar 2019 02:57

2013 გახსნილ თემას ვეხმაურები 2019 ში - 6 წლი wtf :) მახსოვს რო ვნახე პირველი გეიმფლეი ეგრევე რაღაც ორიგინალური დავიჭირე, დამაინტერესა. მერე ძალიან დიდხანს გაეწელათ დეველოპმენტი, ინდის ოქროს ხანა დამთავრებული იყო რო გამოუშვეს და საკმაოდ ჩუმათ ჩაიარა რელიზმა. ხოდა კაკრას გუშინ ჩავწერე, გაცნობით ამბავში წავითამაშე და ეგრევე მივხვდი რო რაღაც ისეთი იყო რასაც ველოდებოდი. ხოდა დღეს ერთი ორი საათი რეალურად ემოციებით სავსე ექსფერიანსი მივიღე :) თამაში არი უაზროდ ატმოსფერული ჰორორი, ძაან გემირელი კონცეფტით. გაქ დღე ღამის ციკლი - დღე იკვლევ სამყაროს, ღამე ცდილობ გადარჩენას. მარა გადარჩენას აი ესეთ გარემოში, თავის კაკუნებით, ყვირილებით, შეღრენებით და ამბებით. აი ოთახის ყველა შესასვლელი რო ამოქოლილიგაქ და უცებ ოთახის ბნელი კუთხიდან რო გესმის ვიღაცის ფეხის ხმა ))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Darkwood

Unread post#3 » 19 Mar 2019 12:42

აუ ამ თამაშის სტენდი ჩემს უკან ედგათ TGS-ზე, და ერთი იაპონელი მასტი ისეთ ხმაზე ყვიროდა თამაშისას, ეგრევე დავჰაიპდი :D
I won't miss.

Riddick
Posts: 11862

Re: Darkwood

Unread post#4 » 22 Mar 2019 17:03

აუ ისეთი სერიოზული რამეა ესე ერთ წინადადებაში ვერ დადებ. თან ისეთი მექანიკებიაქ რო სუ რაღაც მაგარი სახასიათო ხდება. გუშინ მაგალითად შემთხვევით ერთერთი მთავარი პერსონაჟი მოვკალი. შევდივარ რაღაც მიტოვებული გარაჟია, გვერდზე სახლი უდგას. ვლუტავ იმენა ჭიანჭველის ნაბიჯებით, გენერატორი გაეძრო უცებ, ავანთე, წავედი ვიფიქრე სახში შევალთქო. შევაღე შესასვლელი, იმენა პიზდეცი ხდება . ნელნელა მივიწევი, ნათურებს ვანთებ, მოლოტოვი მიჭირავს ხელში, შევაღე შიდა კარები და ვიღაცის HP დაეწერა, გამოჩნდა ოდნავ და ბრახ ანთებული ბოთლი ეგრევე პირში ჩაუდე შიშისგან. და თურმე ერთერთი მთავარი ჩარაქტერი. დაასეივა სხოდუ.

სადღაც ტყეში მივდივარ, ვაფშე ტრაკში, მგონია რო არაფერი არაა და უცებ სახლი, შედი მიდი, ერთ დარტყმაში გაგდებენ თუ რამეა.

მარა ეგ არაა პრობლემა, აი ესეთ გარემოშიც გიწევს სეირნობა რო რამე

სახში, ღამე. ყველაფერი ამოჭედილიმაქ, მარა უკვე მაინც ვეღაც ვშვრები ვერაფერს. ჯერ ქვევიდან მინგრევდა, ბრახ დედა უტირა თრეფმა, უცებ სულები გაიჩითნენ, გენერატორის ნათურებს აქრობენ და თუ სიბნელეში დგახარ იმენა გჭამენ ეგრევე. მეორე ოთახის ნათურა აფეთქდა, ამოვიღე ლამპა და ვდგევარ ნაჩნიკთან მააგრი მიჩმორებული. სურათზეც ჩანს რადღეშივარ, გაზის კამორკის უკან მინდა შეძრომა ))

Riddick
Posts: 11862

Re: Darkwood

Unread post#5 » 24 Mar 2019 22:09

https://i.imgur.com/eZaX6Kj.jpg https://i.imgur.com/039HmZo.jpg https://i.imgur.com/xivNevH.jpg

პირადპირ სპოილერებს არ დავწერ, მარა თან მინდა მოვლენების გაზიარება ))
პერსონაჟების განხრით DS გავს. ყველას თავისი, ბნელი მოტივაციააქ და შენი მოქმედება წყვიტავს დარჩებიან თუ არა ცოცხლები, მარა ამის პარალელურად არასდროს არ იცი რა მოყვება ვინმეს დახმარებას, ან გაწირვას. ქვესთები ისეა გაკეთებული რო, პატარა გაუაზრებელი ნაბიჯი და ეგრევე შეცდომას უშვებ. გახვედრებს რო თავიდან, გააზრბულად უნდა გაიარო თუ კარგი ენდინგი გინდა.

მსგავსი კონცეფციით რამე დიდი ბიუჯეტის თამაში სერიოზულად გაისვრის. ანუ ერთის მხრივ გაქ ავტო გენერირებული სამყარო, მარა ეს გენერირება ეხება უბრალოდ აქტიური ზონების განლაგებას ცენტრალურ ლოკაციებში. პლიუს გაქ ძალიან აზრიანი სურვაიველ მექანიკა, რომელიც გაიძულებს რო ყოველ ღამე სახში დაბრუნდე, ამ სახლს მოუარო და შიგნით კრაფტო ითებები. პლიუს ძალიან კარგი ჰორორის სიუჟეტი, თავის საიდ ქვესთებით, პერსონაჟებით და საიდუმლოებით. ანუ გრუბათ რო ვთქვა გაქ ბნელი ატმოსფეროს მქონე მაინკრაფტი, თავის სიუჟეტით, ქვესთებით და პერსონაჟებით, რაც მაგარად ასწორებს.

Riddick
Posts: 11862

Re: Darkwood

Unread post#6 » 30 Mar 2019 00:00

გადატენა არვიცოდი და მოლოტოვი გახდა ჩემი საყვარელი იარაღი. ეხა ვნახე შემთხვევით ვიდეოში და ბორბალივით აღმოვაჩინე. ბედნიერი არაბი მილიონერივით შევარდი სროლით ))

გაითვალისწინეთ თუ ითამაშებთ, რომ R არი გადატენა, არსად არ წერია, პროსტა ინვენტარში უნდა გედოს აბოიმა (ფანარსაცააქ გადატენა იგივე ღილაკით, ოღონ ბატარია ინვენტარში). პლიუს, აუცილებლათ იყიდეთ საათი, ერთერთი ყველაზე გამოსადეგი ნივთია თამაშში.

ძაან ბევრი ისტორია დამიგროვდა ამ დღეებში, ისეთი სიტუაციაა რო ინდივიდუალურ ამბებათ ნამდვილად ვეღარ გავარჩევ. ჩვეულებრივი, 3A თამაშის ხელა თავგადასავალია და თან რაც ყველაზე მაგარია, უნიკალურ ექსფერიანსს აგენერირებს, ისეთ სიტუაციებში ვარდები რო მეთითონვე მეცინება. ერთი სახლიდან რო მეორეში ნივთები გადამაქ. ორი სამი ნაბიჯით წინ რო ვთვლი სახლიდან გასვლას და ზოგადად დღის მარშუტს და ცოტა შევცხოვრდი უკვე. ეხა მეგონა რო მოვრჩი და მეორე ჩაპტერი დაიწყო :) ვნახოთ რა იქნება დალშე...

იმდენი ვიბოდიალე, დეველოპერების ოფისს მივაგენი https://i.imgur.com/dffTy3y.jpg

Riddick
Posts: 11862

Re: Darkwood

Unread post#7 » 03 Apr 2019 04:42

გუშინ დავხურე. ენდინგი, ანუ მთლიანად ეპილოგი ცალკე ფასეულობა იყო. თან ისეა გაკეთებული რო ჰაერში არ დაგტოვებს (ანუ თუ უყურადღებოდ იქნები დაგტოვებს, მარა შანსი გაქ გადათამაშების), მოგცემს პასუხებს და ეს პასუხები დაკმაყოფილების გრძნობას გიჩენს, ანუ კრავს იმ ყველაფერს რაც მანამდე მოხდა. ღია, მარა ტრაკში პერო გარჭობილი ენდინგებით დაღლილს, ეს ძაან მომეწონა.

ეპილოგამდე იყო მეორე ჩაფტერი, რომელსაც საერთოდ არ ველოდი :) დაიწყო როცა უკვე დარწმუნებული ვიყავი რო მთავრდებოდა და ...

კონკრეტულ მოვლენებს და პერსონაჟებს არ დავასპოილერებ, საკმაოდ სახიფათო თამაშია მაგ მხრივ. ზოგად განწყობებს რაც შეეხება, თითქმის ყველაფერს გავს რაც ამ ბოლო დროს აქტუალური და ხარისხიანი ყოფილა სათავგადასავლო ჟანრში. გავს სტალკერს, მაინკრაფტს, დიაბლოს, დარკ სოულსს, რეზიდენტს, ლიტერატურას და ფილმებს არ შევეხები. ერთი სიტყვით არი უზომოდ მრავალფეროვანი, მსგავსი მაშტაბის თამაშისთვის.

მაგრამ რაც ყველაზე სერიოზულია, მოცემული მრავალფეროვნება ერთმანეთთან ჰარმონიულად მუშაობს, რაც ერთი შეკრული, გააზრებული სამყაროს შეგრძნებას გაძლევს.

სამყარო https://i.imgur.com/CnoSM92.jpg / https://i.imgur.com/Cp3iYT1.jpg / https://i.imgur.com/hkvNRCn.png / https://i.imgur.com/EdlO75m.jpg / https://i.imgur.com/gXSbnXX.jpg / https://i.imgur.com/NFT7x6Z.png

ღამე სახლში https://i.imgur.com/moDTph5.jpg / https://i.imgur.com/3EZyx2O.jpg

მორწმუნენო https://i.imgur.com/t3i3Zxv.png / https://i.imgur.com/DvGH0Jd.png / https://i.imgur.com/ZwQMRqQ.jpg / https://i.imgur.com/I03gkbs.jpg / https://i.imgur.com/Zd4xQS2.jpg

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Darkwood

Unread post#8 » 29 Nov 2021 16:20

"სულში წავიდა"
I won't miss.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 26 guests