დიდიხანია ამ თამაშს უმიზნებ, მაგრამ ვერა და ვერ ჩაუჯექი რო დამეწერა. გუშინ რაღაც მუზა მომივიდასავით, გადავწყვიტე მომეძია ინფო და პირვანდელი კუთხე მაინც შემექმნა. მასალა საკმაოდ ბევრი იყო და შევეცადე მაქსიმალურად საინტერესო ფაქტები დამეტოვებინა.
მოცემულის უშუალო შექმნის პროცესი უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ, 2008 წელს დაიწყო, ხოლო ანონსი გასული 2011 წლის VGA მსვლელობისას გაკეთდა. თამაშზე მომუშავე სტუდია, "კონსოლშიკების" სფეროში უფრო კარგად ნაცნობი და თბილად მიღებული Naughty Dog გახლავთ. ვინც არ იცის, მოცემულმა გუნდმა სათავგადასავლო ჟანრს Uncharted 1/2/3 აჩუქა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, მათი მომდევნო პროექტიც PS3 ექსკლუზივი იქნება.
The Last of Us-ის შიგთავსი ერთი შეხედვით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ჩვენ დროში ძალიან პოპულარულ, პოსტაპოკალიფსის თემას ეხება. მოვლენების ჩამონათვალი სტანდარტული - გამანადგურებელი ვირუსი, რომელმაც მთელი პლანეტის მოსახლეობა შემზარავ მონსტრებად გადააქცია. შემდომში გავრცელებული ინფორცმაციით, დაავადების გამომწვევ მიზეზად შხამიანი სოკო სახელად Cordyceps Fungus დასახელდა. The Last of Us-ის მოქმედება 2026 წლის შეერთებულ შტატებში განვითარდება და მის ბევრ ცნობილ ქალაქში გვამოგზაურებს. მოცემული შტატების და ქალაქების ზუსტი ჩამონათვალი უცნობია, მაგრამ ყურადღებიანმა მაყურებელმა, ტრეილერის საშუალებით, ერთერთი მათგანის ვინაობა მაინც გამოარკვია - შტატი
ოჰაიო.
თამაშში ორი მთავარი გმირია, შუა წლების კონტრაბანდისტი სახელად ჯოელი და ახალგაზრდა, თავის ასაკთან შედარებით გაცილებით გონიერი გოგონა სახელად ელი. მათი შეხვედრა ჯოელის მეგობრის მეშვეობით ხდება. იგი სიკვდილის წინს თავის კონტრაბანდისტ მეგობარს ერთი გოგონას კარანტინიდან მოტაცებას სთხოვს, ზუსტად ასე იწყება 14 წლის ელისა და იარაღით მოვაჭრე ჯოელის გრძელი თავგადასავალი. "The Last of Us კიდევ ერთი ზომბი ექშენი არ გეგონოთ, თამაშში, მოცემული თემა, საერთოდ სხვა რაკურსით იქნება წარმოდგენილი"-აცხადებენ შემქმნელები.
ეხა კი ცოტა ტექნიკურ მხარეზე. ჯოელის ხმა
ტროი ბეიკერი იქნება (ჰარვი დენტი, ორსახიანი Arkham City-დან და ჯეიმს სანდერლანდი Silent Hill 2 HD), ხოლო ჯილს
ეშლი ჯონსონი გაახმოვანებს ("რა უნდათ ქალებს" და "ფასტფუდის ნაცია"). უშუალოდ მართვადი პერსონაჟი მხოლოდ ჯეილია - ხედი მესამე პირიდან. სახის ანიმირება Uncharted-ის მსგავსად, ხელით არის შესრულებელი. თამაშის ოსტებზე ორი ოსკარის მფლობელი Gustavo Santaolalla მუშაობს. პროექტზე ასევე დაკავებულია Enslaved-ის წამყვანი პროდიუსერი მარკ რიჩარდ დევისი. კამერა შეეცადნენ კიდევ უფრო ცოცხალი გაეხადათ და ამიერიდან ყველა მოქმედებას, ოპრეატორის მიერ ჩაწერილის მსგავსი ეფექტი ექნება. შემქმნელების ერთერთი მთავარი მიზანი, თამაშებში კინომატოგრაფიულობის ახალ ეტაპზე აყვანაა.
ბოლოს მინდა Naughty Dog-ის წარმატების ფორმულა შეგახსენოთ და გითხრათ, რომ დრამატული სიუჟეტი, ღრმად დამუშავებული პერსონაჟები და კინომატოგრაფიული თხრობის სტილი, მათი მსოფლიო არენაზე გასვლის მთავარი მიზეზი გახდა, ამჯერადაც ზუსტად ეს არის მოცემული პროექტისადმი ესეთი ინტერესეს გამომწვევი. Naughty Dog-ის და პოსტაპოკალიფსისგან, შედევრი თუ არა, ძალიან საინტერესო და ორიგინალური თამაში მაინც გამოვა. ველოდებით მოვლენების განვითარებას.