Dishonored, PC, Xone, PS4 / Immersive Sim / მონახაზი

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#1 » 09 Jul 2011 22:30

>>>

ჟანრი - First-Person Stealth/Action Adventure
დეველოპერი - Arkane Studios
გამომცემელი - Bethesda Softworks
გამოსვლის თარიღი - TBA 2012
ოფიციალური ვებ-გვერდი - http://www.dishonored.com/


ვინც არ იცის, Arkane Studios არის Arx Fatalis და Dark Messiah of Might and Magic-ის მწარმოებელი დევ-სტუდია. Bethesda-ს ბლოგის ხშირმა სტუმარმა შარშანდელი QuakeCon-ის პერიოდში (2010 წლის აგვისტო) წავიკითხე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც იტყობინება, რომ ის მთლიანდ შეუსყიდია Zenimax-ს.
ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, თვალში მომხვდა Bethblog-ის პოსტი, სადაც იტყობინებიან, რომ Bethesda ოფიციალურად აანონსებს ახალ პროექტს - Dishonored, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, როგორც FPS stealth/Action adventure ჟანრის წარმატებულ თამაშზე.

GI - გამომცემელი ყველანაირად უწყობს ხელს სტუდიას შექმნას ღირებული პროდუქტი: აძლევს საჭირო დროს, ფულს და დეველოპერულ დახმარებას (yeah, believe it audience).

თამაშის დეველპმენტის სათავეში ზის ძალიან გამოცდილი და ინდუსტრიაში ცნობილი ხალხი.
მათ შორის არის Harvey Smith, Viktor Antonov და Raf Colantonio.
გუნდს ასევე ხშირი შეხვედრა აქვთ BGS-ის დეველოპერებთან, რომლებიც არიან Matt Carofano და Todd Howard.

თუ ეს ხალხი აქ ვინმესთვის უცნობია, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ Harvey Smith პირველ ორ Deus Ex-ში (Human Revolution-ში არ მუშაობს, რამდენადაც ვიცი) ერთ-ერთი მთავარი იყო მომუშავე პერსონალებს შორის (game designer), ვიქტორ ანტონოვი Dark Messiah of Might & Magic -ის გარდა Half Life 2-ის გამოც არის ცნობილი (designed City 17), Raf Colantonio Arkane Studios
დამაარსებელია და Todd Howard/Matt Carofano BGS-ის master დეველოპერები არიან.

როგორც დეველოპერები ამბობენ, თამაში მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე, მის ქმედებებზე. პროტაგონისტის გადაწყვეტილება მიიღება არა საუბრით, არამედ თავისი მოქმედებიდან გამოდმინარე.
აღწერენ შემდეგნაირად - მკვლელობის თამაში, სადაც არ ხარ ვალდებული მოკლა.
ფორუმის ადმინისტრაცია (ZeniMax/BethSoft) გვარმუნებს, რომ ამ თვეს შთამბეჭდავ ინფორმაციას მივიღებთ.
დეველოპერებიც შემართებით არიან და ერთი სული აქვთ, მეტი გვანახონ.

[quote]"Dishonored is the antithesis of a edge-of-your-seat roller-coaster ride. It's a game about assassination where you don't have to kill anyone. It's a game about infiltration where you can set up traps and slaughter the entire garrison of an aristocrat's mansion rather than sneak in. It's a game about brutal violence where you can slip in and out of a fortified barracks with nobody ever knowing you were there. It's a game about morality and player choice where the world you create is based on your actions, not navigating conversation trees.

****
GameInformer ჟურნალის ახალი ნომერი გამოვიდა, შესაბამისად თამაშზე ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი, რომელთაგანაც რამდენიმე გამოაქვეყნა CVG-მა:
http://www.computerandvideogames.com/31144...ls-in-the-wild/
ტექსტში მოცემულ ინფორმაციაში შედის შემდეგი ახალი დეტალები:

მთლიანი თამაშის განმავლობაში დიალოგები სულ რამდენიმეჯერ შეგხვდება, რომელთა დროსაც მოთამაშის მიერ არჩეული გადაწყვეტილებები თამაშის მიმდინარეობაზე განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენენ.
საბრძოლო იარაღებში სხვებთან ერთად შედის ხაფანგები, მისაკრობი დინამიტები, სხვადასხვა სახის საძილე ისრები (sleeping darts).
NPC-ების დიალოგების მოსმენა დაეხმარება მოთამაშეს ამოხსნას დავალებები.
The Outsider - ასე ჰქვია იმ ზებუნებრივ არსებას, რომელიც წყაროა Dishonored-ის სამყაროში არსებული ყველანაირი მაგიისა. ის აღიწერება, როგორც ნაწილობრივ ბოროტი, კეთილი და გაურკვეველი ქმნილება. მას თამაშში შევხვდებით.
მოთამაშეს სხვა უნიკალურ ბუნებრივ ძალებთან ერთად გააჩნია მცირე მანძილზე ტელეპორტაცია, ნახტომის გაორმაგება, სისწრაფის აჩქარება, დროის გაჩერება და სხვა.
კონსტრუქციებზე ძრომიალი is in!
ქათსცენების უმრავლესობა მიმდინარეობს ხედის შეუცვლელად ანუ მოთამაშე რჩება First Person მდგომარეობაში.
სხვა დანარჩენისთვის წაიკითხეთ სტატია.
I won't miss.

Riddick
Posts: 11862

Dishonored

Unread post#2 » 11 Jul 2011 21:15

ჯერ რაიმეს თქმას აზრი არააქ აშკარად. მარტო იმას თუ ვიტყვი რო საინტერესო ხალხის ხელშია პროექტი და იმედია რამე ხარისხიანს გააკეთებენ.

User avatar
Spawn
Posts: 157

Dishonored

Unread post#3 » 16 Jul 2011 14:25

God made the priest – devil made the skomorokh

Riddick
Posts: 11862

Dishonored

Unread post#4 » 25 Oct 2011 21:47

ამწამს ატვირთული Gamescom 2011 მიძღვნილი მცირე რეპორტაჟი. ფაქტები და რაღაც კარგის მოლოდინი:
>>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#5 » 25 Oct 2011 22:23

საინტერესოა Mirror's Edge-ს რით მიამსგავსა.

ვეშაპის ნახვა მინდა in-game.
I won't miss.

Riddick
Posts: 11862

Dishonored

Unread post#6 » 25 Oct 2011 22:49

გადაადგილების მექანიკა მიამსგავსა სავარაუდოთ. მეტი არამგონია რამეში გავდეს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#7 » 25 Jan 2012 19:17

ახლა დავაკვირდი და ამ სქრინში გემით ვეშაპი გადაყავთ : D
>>>
ნეტა მოძრაობის კადრი იყოს ^^

ახ, ბოლოს როდის დავწერე ნახევარი წლით პრესისგან ჩრდილში შედის Arkane მეთქი, აღარ მოვიდა ახალი რეიჯის დრო? ბლინ, წავალ ერთი ვნახავ ფორუმზე რას წერენ.
I won't miss.

BoromiR
Posts: 638

Dishonored

Unread post#8 » 25 Jan 2012 19:37

ინსტანტ კლასიკის სუნი მცემს. რაღაც არ პრ-დება ეს ვეში. რაშია საქმე? პოტენციალი სახეზეა.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#9 » 25 Jan 2012 19:45

იყო სქრინების/რევიუების/ინტერვიუების ერთი ტალღა და უკვე დიდი ახალი არაფერი გამოჩენილა. Grandstaff-მა დაპოსტა ფორუმზე რელიზამდე კიდევ ბევრი Dishonored related stuff იქნება, მაგრამ ჯერ არაო.
I won't miss.

Riddick
Posts: 11862

Dishonored

Unread post#10 » 13 Mar 2012 12:46

ახალი დეველოპერებთან ინტერვიუ ინგეიმ მომენტებით. თავიდან ეგრევე HL2 გამახსენდა, მარე Bioshock და ბოლოს რაღაც ძველი, კარგი ქვესთების ანტურაჟი იყო
>>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#11 » 13 Mar 2012 15:40

ვაა გამოვიდნენ ჩრდილიდან : D

ვნახო აბა, წამოვა ახლა ტალღები : D

მშვენიალურია.

საუბრით ახალი არაფერი (ნუ, სენდბოქსს გაუსვეს ხაზი და ცურვა არ მახსოვს იყო თუ არ დადასტურებული), მაგრამ კადრებმა დაგლიჯა. სამყარო მოძრაობაში კიდევ უკეთ გამოიყურება. ვეშაპის სქრინი რომ ვნახე, მაინტერესებდა გემი მოძრაობდა თუ არა. აქაც მიწერია ბოლო გვერდზე, რამდენიმე პოსტით ზემოთ. თურმე მოძრაობს ^___^

საღოლ Arkane-ს. მაგრად მიდის და ალბათ ასეც დაამთავრებს.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Dishonored

Unread post#12 » 13 Mar 2012 22:48

ვაჰ ეს რა სერიოზული რამეა
მუსიკასთან ერთად ეგრევე მოიტანა უკვე ეფექტი
ნაკლებს არც ველოდი მარა უკვე ხასიათი გამოიკვეთა
ძალიან გემოვნებიანი სტიმპანკია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#13 » 16 Apr 2012 19:20

Bethesda-მ გამოაქვეყნდა შემდეგი სურათი

>>>

და მიაწერეს "Tomorrow" ანუ ხვალ იქნება Bethesda-ს ერთ-ერთი პროექტის სიახლე (ან ახალი IP).

მე მგონია Dishonored-ის CGI Trailer-იდან არის. ზოგი ფიქრობს Fallout 4-ს, თუმცა ამ უკანასკნელის ანონსისთვის ხვალინდელი დღე შეუსაბამოდ მიმაჩნია, თან next-gen-ამდე არ ველოდები. ზოგი Skyrim DLC-საც ამბობს, რომელშიც მე აზრს ვერ ვხედავ. მოკლედ ალბათ უფრო Dishonored-ს შეეხება, ამიტომაც ვპოსტავ ამ თემაში.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#14 » 17 Apr 2012 18:28

როგორც ვამბობდი, Dishonored-ის ტრეილერი აღმოჩნდა
>>>>
I won't miss.

Bulletstorm
Posts: 104

Dishonored

Unread post#15 » 17 Apr 2012 19:45

მაგარი ჩანს არა?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Dishonored

Unread post#16 » 17 Apr 2012 19:53

კი თან ძალიან.

მაინც სხვაა წაკითხულის მოქმედებაში ნახვა. შესრულებას ხედავ უკვე და ბევრად ნათელი წარმოდგენა გექმნება.

რა ატმოსფეროა, ერთი Thief 4-იც გაააქტიურონ და I can live with those.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6208

Dishonored

Unread post#17 » 17 Apr 2012 22:20

action based Thief-ია ფუტურისტულ სტიმპანკში )))
როგორც კი ქალაქი დავინახე ეგრევე Thief გამახსენდა
რაღაც assassin-ობის სიიმულატორი იქნება ეს ოღონდ )))
ახალი Thief მაინტერესებს ეხლა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dishonored

Unread post#18 » 17 Apr 2012 22:39

<3 სულში წავიდა ატმოსფერო პირდაპირ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 638

Dishonored

Unread post#19 » 18 Apr 2012 18:49

watch out, we gotta epic coming out!!
>>>

Riddick
Posts: 11862

Dishonored

Unread post#20 » 19 Apr 2012 04:03

ამ ბოლოდროს ყველა თამაშში ბიოშოკისას ვხედავ )))
სინემატიკის დონეს რაც შეეხება პატალოკია >>>

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 44 guests


cron