Project.MIST, გამოკითხვა - ქვესთების იდეები

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11700

Project.MIST

Unread post#1 » 14 Jan 2023 18:32

მინდა რო ერთი საინტერესო აქტივობის შესახებ მოგიყვეთ და პარალელურად მჭირდება კრეატიული იდეები, განსაკუთრებით იმ ხალხისგან ვისაც უყვარს Fallout, Stalker, Metro სერიები (გვჭირდება ქვესთების მოფიქრება).

>>>

ეს საინტერესო აქტივობა არის Project.MIST. , რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა საქართველოში და რომელიც არის - როლფლეი თამაში პოსტ-აპოკალიფსის სეთინგში.

ერთ-ერთი პირველი ივენთი. ჯერ კიდევ ლილოში რო ტარდებოდა მაშინ გადაღებული.

ეხლა კი უშუალოდ თამაშის რამდენიმე დეტალი:
მისტის ფარგლებში, მოთამაშეს მოეთხოვება საკუთარი პერსონაჟის შექმნა, თავის სახელით და ბექგრაუნდით. ასევე მისი ჩაცმულობა მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოცემულ სეთინგთან.
თამაშს აქვს თავისი ეკონომიკა, რომელიც თითქმის ყველაფერზეა მიბმული.
ადგილობრივ ფულს ქვია მოდული.
თამაში შედგება სხვადასხვა ტიპის ცენტრალური და გვერდითი აქტივობებისგან (ქვესთებისგან).
საბრძოლოდ და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტური სიტუაციებში გამოიყენება ეარსოფტის იარაღები.

თამაში ამ ეტაპზე იმართება ორ კვირაში ერთხელ, წავკისში, ყოფილი ბიო-ქიმკომბინატის ტერიტორიაზე

სადღაც ერთი წლის განმავლობაში თამაშის წესები რამდენჯერმე შეიცვალა და ეს პროცესი მუდმივად მიდის. იყო ისეთი იდეები რომლებმაც არ გაამართლა და იყო ისეთებიც რომლებმაც თამაშს უკვე თავისი სახე მისცა.

გუშინ ვიყავი მის ორგანიზატორებთან ერთად და ძველით ახალი წლის წინა საათები თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე ლაპარაკში გავატარე. გვქონდა პატარა ბრეინსტორმინგიც, თუ როგორ უნდა მივახვედროთ ადამიანები მარტივად, თუ რა არი Project.MIST. ხოლო იმ ხალხისთვის, ვინც უკვე იცის და დადის, გავხადოთ პროცესი უფრო საინტერესო.

მე პარალელებს თითქმის სუ თამასებთან ვავლებდი, რადგან ჩემთვის MIST პირველ რიგში არი ვირტუალური თამაშის, რეალობაში გადმოტანის მცდელობა. და დამიჯერეთ, უკვე არსებული "ქვესთებიდან" და "მექანიკებიდან", რაც უკვე გამართულია, იმდენად დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება და ისე გავს ვირტუალურ თამაშს, რომ ნამდვილად ღირს ამ ამბის კიდევ უფრო დახვეწვა და მეტი ადამიანის ყურამდე მიტანა.

ეხლა უშუალოდ ის, რასაც ამხელა წინასიტყვაობა დაჭირდა. გუშნ ნალაპარაკებიდან ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აქტივობები და მათი მრავალფეროვნება, ანუ იგივე ქვესთები. ივენთს ჭირდება მეტი საინტერესო ქვესთი და მათ მოფიქრებაში მინდა, რომ გთხოვოთ დახმარება.

ქვესთები თამაშში არის ორი ტიპის, ცენტრალური და დამატებითი. ცენტრალური ქვესთები არი ორგანიზატორების მიერ გაკეთებული აქტივობები, რომელიც ყველა ივენთზე ხდება, ხოლო საიდ ქვესთები მოაქვთ თვითონ მოთამაშეებს და თამაშის პროცესში თვითონ წყვეტენ იმას თუ რაში მდგომარეობს ქვესთი და ვის მისცენ იგი.

>>>

თქვენი დახმარება კი მჭირდება იმაში, რომ დაწეროთ იდეა, ან იდეები რომლებიც მომდინარეობს უშუალოდ თამაშის გამოცდილებიდან, რასაც შემდგომში ქვესთებად გარდავქმნით.

უბრალოდ გაიხსენეთ რომელი აქტივობები და მექანიკები მოგწონდათ ყველაზე მეტად პოსტ აპოკალიფსურ თამაშებში ? შემდეგ შესაბამისად გავარჩიოთ, თუ რამდენად განხორციელებადია იგივე მისტის ფარგლებში და თუ იმუშავებს, აუცილებლად იხილავთ თქვენ იდეას თამაშში :=P:

მაგალითისთვის, ამ ეტაპზე გვაქს ლოკაციაზე რაიმე ნივთის პოვნის და მოტანის, ესკორტის ტიპის ქვესთები. ასევე არი რადიაციული ზონა, სადაც გაზ-მასკის გარეშე შესვლა არ შეიძლება. ასევე ტერიტორიაზე გაფანტულია არტიფაქტები, რომლებიც შემდგომ მოდულებში იცვლება და ბარში იხარჯება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Project.MIST

Unread post#2 » 15 Jan 2023 16:29

უცებ რაც მომაფიქრდა, ცოტა ტროლინგია მარა მაინც )))
ვინაიდან ამ სეთინგში სუფთა წყალი იშვიათობაა, წყალი იყიდებოდეს ვალუტაზე მხოლოდ კონკრეტულ ჭურჭელში ჩასხმული (რამე ლოგოიანი ბოთლით) და თამაშისას მარტო იმის დალევა შეეძლოს ხალხს. დაღლილზე ყველა პონტში დასჭირდებათ წყლის დალევა მოთამაშეებს.
ხოდა ეკონომიკა თუ გამართულია, ეს მუდმივად დაახარჯინებს მოთამაშეებს ვალუტას :DDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Re: Project.MIST

Unread post#3 » 15 Jan 2023 21:08

ძაან კარგი იდეაა ეგ. ყველაზე მეტად ეკონომიკის შევსება ჭირდებათ, იმიტო რო სუ დანარკში გადიან. თან წყალიზე სხვა მექანიკების მიბმაც შეიძლება. ეხა პირველი რაც მომდის აზრად, დასაწყისში სადმე ზონაში უნდა იყოს წყალი დამალული და სანამ არ იპოვიან და ესკორტს არ გაუკეთებენ ბაზაზე, წყალი არ უნდა იშოვებოდეს.

Riddick
Posts: 11700

Re: Project.MIST

Unread post#4 » 15 Jan 2023 22:16

>>>
მარტივი თემა არ არი, ამიტო რაღაც სეთინგის შესაფერისი ნივთების სურათებისგან ავაწყე დაფა. ვფიქრობ გაადვილებს პროცესს და ფანტაზიის ჩართვაში უფრო დაგვეხმარება.

Riddick
Posts: 11700

Re: Project.MIST

Unread post#5 » 21 Jan 2023 00:09

ყველაზე კარგი იდეა მგონია რეალური რესურსების, თამაშების რესურსებად ქცევა და ამის გარშემო აწყობა ქვესთების.

წყალმა ფანტაზია გახსნა ესე ვთქვათ.

ივენთის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი რესურსები რაც რეალურად ჭირდება ყველა მოთამაშეს არი წყალი და საჭმელი.

+ სიცივეში ყავა, ჩაი - ანუ ცხელი წყალი (თერმოსით).

+ დამატებითი რესურსებია ალკოჰოლი (ძირითადად ლუდი), ტკბილეული , სნექები.

ამ ეტაპზე ეს ყოველი ყველას თავისთვის მოაქ და როცა უნდა, რასაც უნდა მიირთმევს. მაგრამ ეს ყველაფერი რო ივენთის ეკონომიკაზე გადავიდეს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ამბები მოხდება.
ანუ არავის არ ექნება თავისთვის საჭმლის, ან სასმლის მოტანის უფლება და ამ რესურსების მოპოვება უშუალოდ თამაშში მოუწევს (რაც მგონი საკმაოდ სტალკერულია და ახლოს არი სეთინგთან).

ივენთზე უკვე არი ბარი, რომელიც მოთამაშეების მიერ, თავიანთთვის მოტანილი საგზილს გარდა, დამატებით ყიდის იმ ყველაფერს რაც ჩამოვწერე. ანუ უკვე საფუძველი არსებობს.

ყველაზე მარტივი რაც ეხა უცებ მომდის აზრად ივენთის დაწყებისას, შეიძლება, რომ ცალკეულად განაწილდეს ყველა ეს მნიშვნელოვანი რესურსი და ვთქვათ:

წყალი ჩაისხას რაიმე ბორბლებიან რეზერვუარში და დაიმალოს ლოკაციაზე. რეზერვუარი უნდა იყოს ისეთი, რომ მისი ესკორტირებისას რაც შეილეაბა ხმამაღალი ხმა ისმოდეს, რომ სხვა მოთამაშეების ყურადღება მიიქციოს. შესაბამისად მისიის მსვლელობისას ბევრი მოულოდნელი გადაკვეთა მოხდება მოთამაშეებს შორის. ვინც წყალს ბაზაზე მოიტანს, უნდა ეკუთვნოდეს რაღაც რაოდენობით უფასოდ და შეეძლოს ამ წყლის სხვა ნივთებში, ან მოდულებზე გადაცვლა.

საჭმელზე შეილება უფრო საინტერესო რაღაცის მოფიქრება. თუ ბევრი იქნება გადანაწილდეს, თუ ერთი კაცი შეძლებს რუგზაკით ტარებას, ერთმა წაიღოს და მისია აქვს, რაც შეილეაბ დიდხანს დაიმალოს მისტის რუკაზე. ძალიან ბევრი ხალხი მოძებნის მარტო საჭმლის გამო და ვინც მოკლავს, იმას მოაქ საჭმლით სავსე ჩანთა ბაზის ბარში. მაგრამ თვითონ საჭმლის ჩანთა არის სპეციფიური ვიზუალის და სხვა მოთამაშეებმა უკვე იციან, რომ მასზე ნადირობაა გამოცხადებული, შესაბამისად ჩანთის მეორე პატრონიც ავტომატურად მსხვერპლი ხდება.
ვინც მიიტანს ბაზაზე საჭმელს, იღებს რამდენიმე უფასო პორციას. თუ პირველი ვინც ქვესთს დაიწყებს, ისე კარგად დაიმალება, რომ ვერ მოძებნიან რაღაც პერიოდის განმავლობაში, ავტომატურად მას უნდა ეკუთვნოდეს პრიზი.

ალკოჰოლი საინტერესო იქნება ვინმე ინგეიმ მონსტრმა რო ატაროს. სიტყვაზე სპეც კოსტუმიანი მოთამაშე, რომელიც იარაღით არ კვდება და რაღაც კონკრეტული ჭირდება მოკვლას (დანის დარტყმა, ან დანის სროლა). რომელიც მარტივად კლასვს ყველას და შესაბამისად გაურბიან.
და ამასთან მიმართებაშიც წესი - თუ რაღაც დათქმული დრო ვერ მოკლეს, გარკვეული რაოდენობით ალკოჰოლი თვითონ ეკუთვნის (მოტივაცია, ჩელენჯი თვითონ მოსტრისთვის).

ეს რაც ამ მომენტში მომივიდა აზრად. ამ თემის რესერჩს აუცილებლად დაუბრუნდები და იმედია თქვენც მომეხმარებით ცოტას. მანამდე კი კიდევ ერთი რამ.

ზევით ჩამოთვლილის გარდა, თამაშში არი უშუალოდ თამაშის ელემენტები, რომლებიც ასევე მარტივად მორგებადია ეკონომიკაზე და შეიძლება რომ ქვესთებს დაედოს საფუძვლად.

ესენია:
იარაღის ტყვიები / ყუმბარა / შპრიცი, რომ სხვამ გაგაცოცხლოს დაჭრილი / შპრიცი, რომ შენი თავი გაიცოცხლო დაჭრილმა / გაზ მასკა, რის გარეშეც რადიაციულ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება / რაციები...

შეილება რამე მრჩება და მოგვიანებით დავამატებ, მაგრამ იდეა მგონი გასაგებია.
მოგვეხმარეთ რო მისტი გავხადოთ უფრო კარგი, კარგი იმდენად, რომ თქვენც მოგინდეთ მოსვლა :hah:

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 70 guests


cron