WTF is Metaverse & NFT ?, გამოკვლევა

საერთო დისკუსიები ◀ გარჩევა ◀ გამოკითხვა ◀ გამოკვლევა ◀ შედარება ◀ სია ◀ გაზიარება
User avatar
Riddick
Posts: 11497

WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#1 » 13 Jan 2022 14:42

ორი საკმაოდ დიდი და ერთმანეთთან კავშირში მყოფი თემა მინდა რო შემოვიტანო, რომელიც მაინტერსებს და მინდა რო უკეთ გავერკვე იმაში თუ რა არი და რისთვის კეთდება. ნუ რაღაც დონეზე უკვე მაქ წარმოდგენა შექმნილი, მაგრამ ერთიანი თემის უფრო საინტერესო იქნება ინფორმაციის მოგროვება ამ ყველაფერზე.

>>>

და ამ ყველაფერში ვგულისხმობ Metaverse და NFT (ბლოკჩეინ თამაშებს). რომლებზეც ჯერ დიდათ არაფერი არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ გვატკენენ ტვინს მომავალში...
კულტურის ფარგლებში, რომ დავრჩეთ აგერ პატარა დისქრიფშენი ორივესი:

Metaverse
A metaverse is a network of 3D virtual worlds focused on social connection. In futurism and science fiction, the term is often described as a hypothetical iteration of the Internet as a single, universal virtual world that is facilitated by the use of virtual and augmented reality headsets.

NFT
Non-fungible token - A non-fungible token is a unique and non-interchangeable unit of data stored on a blockchain, a form of digital ledger. NFTs can be associated with reproducible digital files such as photos, videos, and audio.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ფიგურალურად ავხსნა, იმ დონეზე რაც მესმის - Metaverse არის ვირტუალური "სოციალური" სივრცის, ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა, რომელიც ძირითადად უნდა მოხდეს სხვადასხვა VR სათვალეების მეშვეობით (ვირტუალური რეალობის). ანუ იქნება რაღაც ვირტუალური გარემო, სადაც სათვალის გამოყენებით შეძლებ "ყოფნას" და იმ აქტივობების კეთებას, რასაც ეხლა ჩვეულებრივი ბროუზერის გამოყენებით შვრები.

ხოლო NFT, ძალიან გამარტივებულ ენაზე, რომ ვთქვა, არის საშუალება, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ იყიდოთ რაიმე სახის ციფრული "ფაილი" - ნახატი, 3D მოდელი, აუდიო ჩანაწერი და სხვა - ნებისმიერი ციფრული "რაღაც" რაც შეგიძლია რო ვინმეს "შეტენო" როგორც "პროდუქტი".

და საქმე რაშია. ჯერჯერობით Metaverse არ გადავსულვართ და საეჭვოა მოგვინდება თუ არა ყოველდღიურობაში სათვალეების ხმარება, მაგრამ NFT დანერგვა უკვე სრულფასოვნად მიმდინარეობს და მათ შორის რათქმაუნდა თამაშებშიც.

ანუ ეს არის ახალი მეთოდი თამაშების ციფრული სამყაროების მონეტიზაციის, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია იყიდოს ნებისმიერი ერთეული რამ, ამ შემთხვევაში თამაშების მაშტაბით - შენობა, NPC, სატრანსპორტო საშუალება, გემი და სხვა... :whitewolf:

იდეაში სიგიჟეა, მაგრამ სიგიჟე რომელმაც შეიძლება რომ ძალიან დიდი ფული მოიტანოს, განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში - სიტყვაზე CSGO სკინი რომელიც მარტო შენ გაქ, წარმოიდგინეთ რა მოხდება ფასებზე.

>>>
მე კი ამ ყოველში მინდა უკეთ გავიგო, წარმოვიდგინო თუ რეალურად რას აპირებენ. ფაქტია რომ რაღაც ლეგენდარული "лахатрон" ამუშავების მომსწრეები ვხდებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიაზრებ როგორ აისახება ჩვენს ყოველდღიურ მოხმარებაზე, რა პლიუსები და მინუსები აქ ამ ყველაფერს და რას უნდა ველოდოთ, როგორც თამაშებში, ასევე ზოგადად ონლაინ სივრცეში - სადაც აწი ყველა "ნოლიანის და ერთიანის" ცალკე მონეტიზაცია უნდათ და ჰაერზე გადასახადის დაწესებაც ალბათ. ვიდისკუსიოთ ამაზე და თუ რაიმე თემასთან ახლო, საინტერესო რესურსები იქნება ისიხ გამოუშვით.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#2 » 13 Jan 2022 14:46

პ.ს. დავდებ ორ ვიდეოს, რომელიც უშუალოდ თემას ეხება და რომლის გამოც გადავყწვიტე ტოპიკის გახსნა:

https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#3 » 16 Jan 2022 10:31

გეიმფლეი ტრეილერის გაყიდვის ხერხს რო მოიფიქრებ კაცი https://gamemag.ru/news/163295/konamis- ... arned-over
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#4 » 17 Jan 2022 01:44

წამოვიღებ ამას FB გვერდიდან
What the hell are NFT's?

დიდია, მაგრამ მთლიანად უყურე და რეალურად სქამერული/თაღლითური გეგმაა, სადაც მყიდველი ვერ იღებს ვერაფერს :) მარა გამყიდველი კანონის წინ მართალია ჯერ-ჯერობით. მყიდველი კი უბრალოდ ლოხი, რომელსაც გონია რო რაღაც იყიდა.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#5 » 17 Jan 2022 08:56

ონლაინ თამაშში რო ვეშს ყიდულობ ეგეთი პონტია. იმ წესებზე და იმ "პლატფორმაზე" თუ თანხმდები და ყიდულობ, ესეიგი გაწყობს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#6 » 17 Jan 2022 12:00

ვერაფერს ვერ ყიდულობ, მაგაშია მთავარი მუღამი. ფაქტიურად ყიდულობ ჩემიას თქმის, თქმის უფლებას :D რაც იურიდიულად არანაირ უფლებას არ გაძლევს იმაზე რაც იყიდე. ერთადერთი შეგილია, რომ სხვა გაუთვიცნობიერებელ ტიპს მიყიდო ეგ უფლება უფრო მეტად.

მთვარეზე რაღაც ნაკვეთზე ჩემიას თქმის უფლება რო მომყიდოს ვინმემ და მერე მე შენ უფრო ძვირად რო მოგყიდო ეგ დოკუმენტი დაახლოებით ეგ ამბავია.

უყურე მთლიანად და ჩემზე უკეთესად ხსნის, ბლოკჩეინის და უნიკალური ციფრული კოდის მაგალითზე, რაც რეალურად არი ვაჭრობის საგანი და რაც ასევე რეალურად არაფერს არ ნიშნავს.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
GHOST
Posts: 1887

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#7 » 17 Jan 2022 23:25


User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#8 » 19 Jan 2022 10:02

ჯერ თვითონ კრიპტოვალუტის ფასი საიდან მოდის ეგ არაა ამოხსნილი და ვერც მე მივხვდი და ეს რაღაა ამაზე ფიქრის თავი არც მაქ, მარა ზოგადად თამაშის, ფეხბურთელის ფიგურის (რაც შემხვდა) და მსგავსი რაღაცების ვალუტად ქცევა გულისამრევია.

თუმცა მეორეს მხრივ კრიპტოვალუტის წინსვლა ყოველთვის მიხარია, რაღაც ისე ილექება ტვინში თითქოს ბანკების და სისტემის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი, აზრი არც აქ რეალურად 50კ ეღირება ბიტკოინი ტუ 5კ მთავარია რო არ იტრეკება გადარიცხვები ეგაა რეალური წინსვლა და არა ის რამდენი ღირს თითო კოინი
smothered in the crib

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#9 » 19 Jan 2022 11:39

ბიტკოინიც საბოლოო ჯამში დიიდი სქამერობა მგონია. ვინც წლებია აკეთებს, ვერ გიხსნიან რას აკეთებენ. იტრენდება პირამიდასავით რაღაც ქოინები და ამ ვიდეოკარტებით რას ამაინებენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ 80% თვითონაც აზზე არაა.

და ეს კიდე, აი რაც ახსენე, ფეხბურთის გუნდის ფიგურა, მაგასაც ვერ ყიდულობ რეალურად, მაგის ყიდვის ილუზიაა და გონიათ რო ყიდულობენ. მაგიტო იხდის ხალხი ფულს. მაქინაციაა რა, ჰაერს ყიდიან.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
grigoli1970
Posts: 830

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#10 » 19 Jan 2022 11:52

რო მიუყვე ვაბშე ისეთი თემაა რო 1 ბიტკოინსაც ვერ გაანაღდებ რეალურად, სანამ 1 ბიტკოინის განაღდებამდე მიხვალ საიტი მოიხევა სადაც ეგ ბტც გაქ შენახული, საკითხავი ისაა კიდე ეგენი სად გაანაღდებენ და კიდე ბევრი ესეთი ფაქტორია. მეორე ფაქტორია რაც მეტი კონკურენციაა ძნელად იშოვება კოინები, ანუ ჯობია ბტც 600 დოლარი ღირდეს და კონკურენცია არ იყოს ვიდრე 60კ ღირდეს და ესეთი კონკურენცია იყოს, მეტს აღარც განვავრცობ ეხლა... თავიდანვე ეს თემა რო გაიჩითა ვიფიქრე ამას ნერვებს არ ვატყვნევინებ თქო და არც ვიყიდე ვაბშე, არადა 600 დოლარი ღირდა მაშინ 1 ცალი, ერთადერთი პლიუსი ეგაა რო რაღაც ციფრული ვალუტის განხრა შემოიტანა ამ ყველაფერმა და იქნებ კარგად განვითარდეს მომავალში ვნახოთ ...
smothered in the crib

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#11 » 22 Jan 2022 11:21

ამუშავდა лахатрон -ი https://youtu.be/vw1YWm44PWY?t=867
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: WTF is Metaverse & NFT ?

Unread post#12 » 03 Feb 2022 13:12

ერთი საყვარელი ადამიანი შემოვიდა კიდე ბიზნესში https://www.youtube.com/watch?v=YbnLBl9eX_M
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests