Lifetime Exclusives, გამოკვლევა

საერთო დისკუსიები ◀ გარჩევა ◀ გამოკითხვა ◀ გამოკვლევა ◀ შედარება ◀ სია ◀ გაზიარება
User avatar
Riddick
Posts: 11497

Lifetime Exclusives

Unread post#1 » 26 Oct 2021 13:19

რა პლიუსიები აქვს სამუდამო ექსკლუზივებს ?

ეს კითხვა დამებადა God of War პერსონალურზე გადატანის ამბავი რო გავიგე და მივხვდი, რომ PS4 ფაქტიურად ექსკლუზივის გარეშე დარჩა. აშკარად არ მომწონს ეს ტენდენცია, მაგრამ რო ვფიქრობ რეალურ მიზეზს, თუ რატო უნდა არსებობდეს სამუდამო ექსკლუზივები, ესე ცალსახად ვერ ვაყალიბებ. პარალელურად არის ნინტენდო, რომელიც თავის ექსკლუზივების პოლიტიკით გახდა ის რაც არის დღეს მილიონობით ადამიანისთვის. ექსკლუზივების გამოა, რომ დღემდე გამოდის 3xA თამაშები და ვითარდება ფუნდამენტი გეიმ დეველოპმენტის (ჩემი აზრით). მაგრამ არის თუ არა ამ ექსკლუზივების სამუდამოდ ესეთებად დატოვებაში რაიმე ჯანსაღი აზრი? თუ კონსოლის სიცოცხლის ციკლის დასრულების შემდეგ, მაინც ჯობია, რომ მულტიპლადფორმა ხდებოდეს ეს თამაშები, რითიც მგონი რეალურად მართლა ყველა მოიგებს... რას ფიქრობთ ?
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
Tom Clancy
Posts: 2068

Re: Lifetime Exclusives

Unread post#2 » 26 Oct 2021 17:19

ცოტა შერეული აზრები მაქვს ამ საკითხზე.

ის მომენტი მომწონს, რომ ისევ ნინთენდოს მაგალითზე, ხარისხს და უნიკალურობას ინარჩუნებენ თავიანთ ექსკლუზიურ პლათფორმებზე. სვიჩს ან ვიი-ს რომ ყიდულობ, იცი რომ განსხვავებულ და უნიკალურ კონტენტს მიიღებ მაღალი დონის შესრულებით.
მეორეს მხრივ ხდება ის რომ ამ პროდუქტებს 5 წლის განმავლობაში რელიზის ფასები ადევთ.

ასევე ის მომენტიც ასწორებს რო ექსკლუზივს რომ ყიდულობ ძალიან დიდი ალბათობით მაღალი დონის პროდუქტთან გაქვს საქმე. იმიტომ რომ თამაშის გარდა კონსოლიც სახეც არის.


რეალურად ერთგვარი კულტურაა ეს ექსკლუზივები და ექსკლუზივების გამო სხვადასხვა კონსოლების ქონა, ამ კულტურას აზიანებს ესე ჰევი რეინების და გად ოფ ვორების გამოშვება PC-ზე, მეტს არაფერს.
ექსკლუზივების ხარისხი ამით არ დაბლა არ დაიწევს (პირობითად ის 5 წელი, რაც ექსკლუზივად უნდა გაატაროს, ხომ უნდა იყოს სათანადო დონის პროდუქტი?) და მეტი ფანიც გაუჩნდება ფრენჩაიზს.
კანადიელი დეველოპერები

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Lifetime Exclusives

Unread post#3 » 26 Oct 2021 17:36

ციკლს რო ასრულებს კონსოლი, მერე აღარაა პრობლემა. ან ახალ კონსოლზე უნდა დაპორტო, ან მულტპლატფორმა ქნა. GOW-ის გადატანის ამბავი აშკარა კრიზისზე მიანიშნებს, ვინ ვინ და სონი ძალიან ჟმოტი იყო მაგ ამბავში, მარა დაინახეს PC ფასი და შემოსავალი და უღირთ უკვე.

ბევრი PS2 თამაში დაიპორტა მაგალითად გვიან, მარა ეგ კონსოლი რო გაქ და ტელევიზორზე აერთებ მაინც სრულფასოვანი იქსფერიენსია მანდ. თუ ემულატორით არ ჩალიჩობ, პორტებს ორიგინალი ჯობია ხშირ შემთხვევაში. ამიტომაც არის რო ამ კონსოლზე დღემდე არ მომკვდარა ფანბაზა, დებენ ვინჩესტერებს შიგნით და თამაშობენ.

აი PS4-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა და მაგის ექსკლუზივების რაოდენობა სასაცილოა. 3-4 სერიოზული ექსკლუზივი რო აქვს მარტო და 4 წელში რო დაუპორტავ და მოუკლავ, იმ კონსოლზე ნადირობაც აღარ ღირს სამომავლოდ. თამაშების დეველოპმენტის დრო როა გაზრდილი, ფაქტიურად ვერ ესწრება კაი ბიბლიოთეკის დაგროვება რა. ნინტენდოს კიდე ეგ კიდია, რამდენიმე სტუდია რო იმენა ექსკლუზივებზე მუშაობს და კონსოლის ინოვაციებს იყენებს, ეგ ნიშა დაკავებული იჩითება და ყოველთვის აქვს აზრი ნინტენდოს ქონას. ნუ მეორე საკითხია რა ასაკის კატეგორიისთვის და რა გეიმფლეის მოყვარულთათვის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Lifetime Exclusives

Unread post#4 » 26 Oct 2021 21:22

Edit

რატო ვიყიდი PS5, ან Nintendo ახალ კონსოლს, თუ ვიცი რო ციკლის ბოლოს მთლიანი ბიბლიოთეკა სტიმზე და ეპიკზე დაიპორტება?
მე რეალურად მარტო მაგიტო ვყიდულობ კონსოლს, რომ უნიკალურ ექსფერიანსს მაძლევს ის ეკოსისტემა.
აქ რაღაც ილუზია იქმნება მაგის. გაყიდინებენ სამმაგ ფასად თავიანთ კონსოლს, რომლის კიდე 3 ვერსია გამოვა + 80 დოლარად ექსკლუზივებს და ბოლოს PC ზე დაპორტავენ ყველაფერს ნახევარზე იაფ ფასად. ანუ გამოდის, რომ ის ვინც თავიდან მათ კონსოლებს და თამაშებს ყიდულობს, იმიტო იხდის ამხელა ფულს რო პირველმა ითამაშოს...
რავი მგონია რომ ამ მეთოდით, მათი ძირითადი მომხმარებელი გარკვეულწილად დაბოლებული რჩება - იმან იცის რომ უნიკალური კონტენტი, რომლის გამოც რეალურად ამხელა თანხებს იხდის, ამ უნიკალურობას დაკარგავს და ცოტახანში "ზელდაც" და "მარიო ოდისიც" სტიმზე დაიპორტება, სადაც ჰარდის შეზღუდვის გარეშე შეძლებს თამაშს.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

User avatar
SLaYeR
Posts: 6045

Re: Lifetime Exclusives

Unread post#5 » 26 Oct 2021 21:33

მე არ ვყიდულობ მაგის გამო. რო გაიაფდება მერე შეიძლება თუ საკმარისი ექსკლუზივები იქნა დარჩენილი.

დღეს რო ვყიდულობდე PS2-ს, აუცილებლად ვიყიდიდი. მულტიპლატფორმული ვერსიებიც კი ძირითადად უკეთესი ვერსიები ქონდა და დღესაც იდეალური იქსფერიენსია.
PS4 ყიდვა ორი თამაშის გამო მიწევს მხოლოდ და ცოტა დამამცირებელია ჩემთვის ორი თამაშის 700 ლარად ყიდვა.
PS5 სანამ სიცოცხლის ციკლის შუაში არ მივა და არ შეფასდება ზოგადად რა დევს ამ კონსოლზე, მაგარი ლოხობაა მაგ ფასად ყიდვა საქართველოს ბაზარზე. აქ სტიმის თამაშებიც იაფია და დაჟე მორალური პრობლემა თუ არ გაქ პირატობაც მოსულა. ნუ დენის ფული ცოტა მეტი მიგდის მარა ნახევარი ფასი რო ღირს თამაში, მაგას ნაღდად ვერ გადაფარავს.

ბრიტანეთში ან ევროპაში, სადაც სტიმზეც ძვირია თამაშები (60 დოლარი, 60 ევრო, 60 ფუნტი სტერლინგი) და პახოდუ ვიდეო კარტა PS5-ზე ძვირი ღირს, მანდ ყველა ვარიანტში სწორი ფორმაა კონსოლის ქონა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11497

Re: Lifetime Exclusives

Unread post#6 » 20 Jan 2022 13:48

გამოვიდა God of War PC -ზე და მოხსნა სტიმზე კონსოლიდან დაპორტილი თამშების რეკორდი, გაყიდვებით. ეხა ნელ-ნელა მეწევა გეგმის გენიალურობა (შეილება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ აზრიანობა მინიმუმ).

მარტო ერთი მაგალითით რო ვილაპარაკოთ.
პირველ რიგში წარმოიდგინეთ რამხელა აუდიტორია დაემატა God of War -ის ფან ბაზას.
პლიუს ამას, რამდენ ხალხს მოუნდება God of War Ragnarök ნახვა.
პლიუს რამდენს მოუნდება PlayStation 5 ამის გამო (და რათქმაუნდა იყიდის ბევრი ამის გამო).
პლიუს God of War უკვე პერსონალურზეა, რაც იმას ნიშნავს რო ძალიან მარტივად იქნება მომავალში ხელმისაწვდომი და სიტყვაზე MGS სერიებივით, ისტორიას არ ჩაბარდება.
პლიუს PlayStation 4 უკვე მკვდარი ექსკლუზივები, რომელიც სრუფლასოვან, ახალ რელიზს და ძალიან დიდ აუდიტორიას იძენენ.
პლიუს PlayStation 5 ახალ ექსკლუზივებს ელოდება ხალხი PC -ზე და მაინც ადევნებს ამ თამაშებს თვალყურს, რადგან იცის რო გამოუშვებენ, ან თუ გამოშვებამდე თვითონ მოახერხა და დიდხანს გაეწელათ, წავა და იყიდის გაიაფებულ კონსოლს. ანუ PlayStation ტუსოვკაში რთავს ისეთ ხალხს, რომელსაც კონსოლი საერთოდ არააქ და არც ფიქრობს ყიდვას.
ერთადერთი ვისაც ეხა ვხედავ და ვინც ზარალდება ამით არი ის ხალხი, რომლებსაც კონსოლის ციკლის დასრულების მერე, უნდათ რო ექსკლუზივების გამო ის ძველი კონსოლი კოლექციაში ქონდეთ. რაც მთლიანობაში დიდი დანაკარგი მგონი მაინც არ გამოდის.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 26 guests