ინფორმაციულ შეტევაზე გადასული თამაშები, განხილვის შემოტანა

საერთო დისკუსიები ◀ საერთო განხილვა ◀ საერთო გარჩევა ◀ გამოკითხვა ◀ შედარება ◀ ჩამონათვალი ◀ გაზიარება
User avatar
hellwalker
Posts: 5848
Contact:

ინფორმაციულ შეტევაზე გადასული თამაშები

Unread post#1 » 06 Aug 2019 00:26

რისერჩის გამო ბევრი ძველი და ახალი თამაში მივაყარე ბოლო დროს და ერთი ტრენდი რაც დავაფიქსირე ძაან მკაფიოდ რომ ინფორმაციულ შეტევაზეა თანამედროვე გეიმ დევი გადმოსული. შენთვის წყნარად რომ მოგცენ თამაშის საშუალება არ გაცლიან. კითხვის ნიშნები, ეჩივმენტები, ტუტორიალები, ნოტიფიკაციები, პროგრესის ედვენსედ ტრექინგი, მეგობარმა რა არჩევანი გააკეთა ქვესტში, 2% მა იპოვა ეს გამოქვაბული, ვირთხის ჩონჩხის 3 გვერდიანი ბიოგრაფია Lore კოდექსში, 50 DLC ნივთი მოგივიდა საფოსტო ყუთში, 100 მეტრის რადიუსში 40 ახალგაზრდა მუტ..ქვესტის მომცემია და ა.შ.

თან ვერცერთზე ვერ ვიტყვი რომ მიუმჯობესებს თამაშს ან სასიამოვნოს ხდის უფრო. პირიქით, როგორც Completionist მოთამაშეს ვისაც 100%-ით ნახვა უყვარს ყველაფრის დამღლელ სამუშაოდ ხდიან თამაშს. რაც მთავარია კიდე აღმოჩენის მუღამი მთლიანად მომსპარია როდესაც სადმე 1000 წლის მიტოვებულ რუინებში შეხვალ და ამოგივარდება ტექსტი "ღოჩაღ!!!! 7-დან მე-3-ე მსოფლიოს მიკარგული საოცრება იპოვე."

ამის ფონზე კიდე ძველი თამაშებია ან ზელდა-სნაირი ძველი ყაიდის ახლები, სადაც ექსპლორაციაც უხვადაა, ქვესტებიც და ათასნაირი აქტივობა. არც არაფრის მიგნება არ გიჭირს და შენთვის წყნარად რჩები თამაშთან პირისპირ და ირგებ ჯიგრულად ყველაფერს.

ხოდა საბოლოოდ ჩემი აზრით ძალიან ცუდი ტრენდია დეველოპერის ხელი რომ მუდმივად ეტყობა თამაშს და უფრო მოთამაშისთვის უჩინარი ფორმით რომ აღარ აკეთებს ექსპერიენსის guiding-ს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10881

Re: Game Design Trends

Unread post#2 » 06 Aug 2019 09:46

დათანხმება მგონი არც ჭირდება მაგ ნაწერს. ადრე დეველოპერის წარმოსახვაში გაჩენილ სამყაროში მოგზაურობდი, რაც იყო მათ მიერ ცხოვრებაში ნანახზე და გააზრებულზე რეფლექსია. მაგიტო იყო ეგეთი მაგარი. ეხა მოგზაურობ კომპანიების მიერ აწყობილ ატრაქციონებში, რომლებიც ეწყობა სტატისტიკურად მუშა მექანიკების შაბლონებზე.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests