ყველა ინდი ინდია?!, გამოკვლევა > პასუხისმგებლობის თავიდან არიდება...

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#41 » 12 Nov 2020 02:04

მარტო რო შევეხოთ მაშინ რაც თქვა კაცმა პირველ პოსტში.

ინდის ხისტად განსაზღვრული განმარტება არის ინდივიდუალური მეწარმე, ანუ ის ვინც თავისით ყიდის საკუთარ პროდუქტს. ამაზონ.com იქნება თუ სემიჩკის ბებია.

მაგის გარეთ ხალხი მოიხმარს ძალიან ცვალებად და კონტექსტზე დაფუძვნებულ ფორმატში. ვისაც როგორ უნდა და როგორ ესმის ისე ატრაკებს ამ ტერმინს.


მინდიას როგორც მივხვდი ორი პრობლემა აქ.
1) რომ არ მოწონს რომ ოდნავ მაინც მოზრდილი Team-ები სარგებლობენ იგივე ინდი პრივილეგიით რასაც გარკვეული რაოდენობა მოთამაშეების და პრესის ანიჭებს სოლო და დუო დეველოპერებს. რადგან განსხვავებული მაშტაბის თავდადებაზე და შრომაზეა იგივე პოზიტივი განაწილებული დაუმსახურებლად.

2) არ მოწონს რომ თავს იმართლებენ შედარებით დიდი დეველოპერები ხარისხის ნაკლებობაში ამ ინდი პრივილეგიით. ან შეილება თითონაც არ იმართლებენ, მარა მოთამაშეების გარკვეული ნაწილი ამართლებს.

და აჰა პირდაპირ ვუპასუხებ.
არა ძმაო, მე არ მიტყნ*ვს ტვინს არცერთი ეს ფაქტი. იმიტომ რომ ჩემ ყოველდღიურობაში ასეთ რამეს არ ვეჩეხები ხოლმე. 10 წლის წინ რო გეკითხა ალბათ უფრო დაგთანხმდებოდი.

რაც შეეხება შენი პოსტის მეორე ნაწილს. რომ ინდი თამაშებს გადმოწერ და რაღაც ასპექტი ნაკლული აქ ხოლმე. ნუ პირველ რიგში ეს ინდი ფენომენი არაა.

მეორე რიგში როგორც წესი ფასით რეგულირდება ეგ პრობლემა ხოლმე. არის A კლასის თამაშები, B კლასის თამაშები უფრო იაფად, C კლასის თამაშები კაპიკებში. და მიღებული პრაქტიკაა ყველა სფეროში რომ ფასის და ხარისხის თანაფარდობით იყოს არჩევანი მომხმარებლისთვის.

მაგ ორი ასპექტის ნახვით, და რამდენიმე სტიმის რევიუს წაკითხვით ან lets play'ს გადახედვით, როგორც წესი კარგი წარმოდგენა მექმნება როგორი ექსპერიენსია და მაგის მიხედვით ვწყვეტ გადმოვწერო თუ არა. ამიტომ არც ეგ არ მაწუხებს დიდათ.

უფრო მეტი ექსპერიმენტალური თამაშები რო მიტაცებდეს უფრო გამიჭირდებოდა მაგის გარკვევა. მაგრამ ჩემთვის ეგ ბუნებრივი და გარდაუვალი side effect-ია ნებისმიერი ექსპერიმენტალური პროექტის, და მანდ გარანტიებს არ ვითხოვ.

ვისაც ჩემგან განსხვავებული ექსპერიენსი გაქვთ ამასთან კიბატონო. მაგაზე არც, და ვერც შეგეკამათებით.

დალშე პაბლიშერი, მაბლიშერი, ინდი, მინდი არის სხვა პრობლემებზე და საკითხებზე გამოპასუხება და არ ეხებოდა ამ საკითხებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#42 » 12 Nov 2020 11:12

ინდის განმარტება რო დავწეროთ ოთხივემ, ეგრევე მივხვდებით რაზეა ლაპარაკი და რაშია პრობლემა. მაგის მაგივრად გამოდიხართ და იცავთ რაღაცას რაც თავის ბუნებით ჩამოუყალიბებელი, აფსტრაქტული გაუგებრობაა და რაღაც ნონსენსი იჩითება ლაპარაკის მაგივრად.

"ტიპი მეკითხება რას იცავო და მე უხსნი კარგიათქო და ვაგრძელებ დაცვას, იმის მაგივრად, რომ განვმარტო რა არი" - აი რაღაც ესეთი კურსი გვაქ ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#43 » 12 Nov 2020 12:11

რაღა უნდა გავმარტო რა არის ტო. დაიდო ინდის ძალიან გასაგები, ფაქტუალური დახასიათება და რამის ისტორიულ, კულტურული ანალიზი.

აი ესეთი რამე ეძრობა უკვე:
"ჩემთვის ინდი არის არტისტული თამაშები და თამაშების ხელოვნებად აღქმა, ტვ*ნი მომეტყნ* გეიმპლეიზე ორიენტირებული პლატფორმერებით რომ ინდიობას იბრალებენ. "

"ინდიები არასდროს ყოფილა არტისტული თამაშებით შეზღუდული და თავიდანვე გეიმპლეი ინოვაციებსაც შეიცავდა."

"რატო იცავ ინდის პრობლემა არ გესმის შენ, პაბლიშერების ხანაში იყო საქართველო გაბრწყინებული".
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#44 » 12 Nov 2020 14:02

"შენთვის ინდი არის" - აი ეს არის პრობლემა - ყველასთვის ინდივიდუალური რამე რომ არის. მარა შენ რაში გაინტერესებს ეგ, მთავარია რო შენ ის მოგწონს როგორი აღქმაც შენ გაქ და იმას იცავ :) რა საქართველო გაბწყინებული ტო, კარგი რა ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#45 » 12 Nov 2020 15:10

ინდივიდუალურად მიცემული მნიშვნელობა ტერმინზე ობიექტურად როგორ უნდა განიხილო არ მესმის.

ანუ შენ მნიშვნელობას თუ არ იზიარებს იმდენი ადამიანი რომ მაგ კუთხით საერთო ენის, შეფასების კრიტერიუმის და კატეგორიზაციის კომფორტი და საშუალება გქონდეს იმ ჩენელებზე რომელსაც იყენებ ამ ინფორმაციის გაცვლისთვის. ესეიგი არ ვარგა შენი დეფინიცია იმისთვის როგორც იყენებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#46 » 12 Nov 2020 21:04

ბიჭო შენ გემჩნევა დიდიხანია არ გასულხარ ჰაერზე

ეს რა არი ტო, აქ რა გავიგო, იმენა ტვინი მეტკინა )))

ანუ შენ მნიშვნელობას თუ არ იზიარებს იმდენი ადამიანი რომ მაგ კუთხით საერთო ენის, შეფასების კრიტერიუმის და კატეგორიზაციის კომფორტი და საშუალება გქონდეს იმ ჩენელებზე რომელსაც იყენებ ამ ინფორმაციის გაცვლისთვის

თან ვიცინივარ, იმენა გავერკვიეთ უცებ ბიჭები ყველაფერში )))

ესეიგი არ ვარგა შენი დეფინიცია იმისთვის როგორც იყენებ.

კალაძემ რაც ჭავჭავაძეზე გააკეთა ის გააკეთე ეხა შენ ჩემ თავში )) ჩემ ავატარს დამამსგავსე

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#47 » 12 Nov 2020 23:02

ინდივიდუალურად მიცემული მნიშვნელობა ტერმინზე ობიექტურად როგორ უნდა განიხილო არ მესმის.

ინდივიდუალურად მიცემა იმიტო ხდება საჭირო რო თავისი განმარტება არააქ და ეგ არი პრობლემა და გაუგებრობის ტრიგერი. მაგიტოა ზოგადად ინდი ყ*ლე მცნება, რომ ობიექტური განმარტება ვერ განესაზღვრა

სიტყვიდან გამომდინარე, ინდი უნდა ნიშნავდეს "ინდეფენდენთს", დამოუკიდებელს ამ შემთხვევაში "ფაბლიშერისგან" (ფინანსური პარტნიორისგან), მაგრამ როდესაც სტუდიის თანამშრომლების რაოდენობა და ფინანსური რესურსი ისეთია როგორიც ვთქვათ იუბისოფტის რამე მსხვილი სტუდიის, მაგ სტუდიის თამაშის ინდეფენდეტში გატარება უკვე ხდება გაუგებარი უხერხულობა. სიტყვაზე "ბლიზარდის" "ოვერვოჩი" ვხვდბით, რომ რატომღაც ვერანაირად ვერ არის "ინდი". მეც ვეთანხმები და არ მომწონს, რომ მაგის დეფინიცია არ არის ჩამოყალიბებული. ჯერ მარტო იმიტო, რომ ვიცოდეთ რა არის რეალურად ინდი და რა არა, რადგან როცა 50 100 კაციანი სტუდია, მილიონობით რესურსით რაღაც დიდ პროექტს დებს, ის ისევე ინდიში არ გატარდეს, როგორც რეალურად საავტორო, რაიმე პატარა თიმიანი ჰიდენჯემი.

აქ იმის ლაპარაკი თუ რამდენად კარგია, ან ცუდი ინდი თამაშები - რეალურად შეცდომაში შესვლაა. აქ გასარკვევია თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ეს ტერმინი, ისე რომ ყველასთვის ერთ დონეზე იყოს გასაგები. თუნდაც ისევე როგორც ერლი ექსეს პროექტი, ან ეპიზოდური თამაში. შეეცადე ესე გაიაზრო და გთხოვ იმის მტკიცება აღარ დამიწყო რო ინდი კარგია.

ესეთი კონტრავერსიული დეფინიციების გამო - რასაც მე რეალურად ვხედავ ამ ყველაფერში, როგორც დეფინიციას - არის თამაში, რომელიც შექმნილია უნიკალური (სხვებისგან განსხვავებული, საავტორო) ელემენტის, ან ელემენტების გარშემო. თუ ჩვენ ესეთ მუღამში დავიწყებთ ინდის გარჩევას ყველაზე მეტად მიუახლოვდებით იმ ფაბულას, რაც რეალურად აქვს ინდის ფასეული. ანუ ეს არის თამაშები, რომლებშიც ხდება ისეთი იდეების ხორც შესხმა, რასაც დიდ ბიუჯეტიან პროექტებში ვერ რისკავენ. ეს არის ერთგავრი არტჰაუსი თამაშების ინდუსტრიაში, რომელსაც ქვია "დამოუკიდებელი", მაგრამ ეს სიტყვა ვერ აძლევს ბოლომდე აღქმას, თუ რეალურად რა არის ეს.

ზედმეტი ენერგიის და დროის ხარჯვა რო თავიდან ავირიდოთ, ძალიან გთხოვთ, გაიაზრეთ ჩემი ნაწერი, სანამ რამე კონტრ არგუმენტით დამეტაკებით. ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებაა და ვცდილობ, რომ კამათი არ გავიდეს უზომოდ უაზრო ჩიხში.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#48 » 13 Nov 2020 00:42

გასაგებია ეგ პირველი გვერდიდან. და იმას ვწერთ ამდენი ხანია რომ ეგ საკითხი სადმე პრობლემას ქმნიდეს თქო რეალურს ეგეთი რამე არ შეგვხვედრია და მაგ მოცემულობის ორიჯინს ვერ ვხვდები. ვის ერევა ბლიზარდი მით ბოიში რა ხდება საერთოდ ვერ გავიგე რომ საპრობლემო გახდა.

პრობლემა თუ არაა და თუ გინდა უფრო კარგი ტერმინი მოუნახო კონკრეტულად მაგ ინდი-ინდი სტუდიებს ეგ სხვა ამოცანაა უკვე.

დანარჩენი პასუხები მოყვა საერთოდ სხვა თემებს რომელიც წარმოიშვა დიალოგში. კონკრეტულად პაბლიშერზე, თანამედროვე და ძველი ინდუსტრიის შეფაზებას, და ინდიების როლს. არ ეხებოდა ინდის დეფინიციას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#49 » 13 Nov 2020 01:29

შენ არ გინახია, რომ ამას პრობლემა შეექმნას, მე რას მაძლევს საერთოდ? ანუ შენ არ გინახია და ვსო მე უნდა ავიღო შენი ექსფერიანსი, წავიდე და სანდროს არ უნახია პოზიციით ვიყო?

ვზივარ. ვწერ, რა და რატომ. ვასაბუთებ, ვეყრდონი იმ ცოდნას, გამოცდილებას რაც მაქ, პირადს და ზოგადს, ვიღებ რაღაც მდგომარეობას და ჩანს, რომ ტერმინს დეფინიცია არააქვს განსაზღვრული და ვამბობ. იმის მაგივრად, რომ ამიხსნა რა განსაზღვრებააქ, მეუბნები, რომ არააქვს, მარა მაგას შენთვის პრობლემა არ შეუქმნია. სამი გვერდი გავავსეთ და ეს სამი გვერდია ვცდილობ გავერკვე. და თურმე პროსტა უნდა დავიკიდო, იმიტო რო პრობლემა არ შეუქმნია შენთვის.

მე რიალურად ის პრობლემა მაქ რო ყველაფერ ყ*ეობას ინდი იარლიკით ყიდიან სტიმზე და ამ იარლიკის გამო მოთამაშეები თვალს ხუჭავენ იმაზე რაზეც არ ხუჭავენ იგივე თამაშების სხვა პლადფორმებზე გამოსვლისას. ვილაპარაკე მაგაზე. ეს სიტუაცია აგენერირებს უზომოდ დიდ ფეკალს რაც ნახსენებ პლადფორმაზე ხდება (წევს დაბლა თამაშების ხარისხის მარჟას), რომელზეც უკვე შესვლა მეზიღება იმდენი ხუი ივო ზნაეტ რაღაც დევს, ხუი ივო ზნაეტ ხარისხის და მე ვერ ვენდობი ვერც სტიმის რევიუს და ვერც მოთამაშისას - იმიტომ რომ ინდი მოძრაობამ ჩამოაყალიბა, ის რომ მოთამაშეები ამ პლადფორმაზე თვალს ხუჭავენ ბევრ ყ*ეობაზე - და კიდე გაინტერესებს რა პრობლემას ქმნის ინდი და მისი განუსაზღვრელი მისტიფიცირებული დეფინიცია? რავი თუ კიდევ არ გესმის ჯობია რო დავანებოთ თავი ამაზე დისკუსიას. მე არაფერი არ მაქ მეტი სათქმელი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#50 » 13 Nov 2020 02:09

შეგილია მაგალითი მომიყვანო სად ხდება ეგ რომ ბლიზარდი ჩათვალა ინდიდ ვიღაცამ და აპატია რამე, ან ინდითი გამართლდა წარმატებით ნაგავი.

ინდით გამართლებულ ნაგავში, საშუალო ან დაბალი ხარისხსი პროდუქტის გაყიდვადობის ფენომენს თუ გულისმხობ. იმ ადგილებში სადაც უფრო ხარისხიანი პროდუქტის ნაკლებობაა. მაგაზე აქ უკვე ინდუსტრიას პასუხიც და ანალიზიც.

ქვია B-movie ან B-Game. მაგალითად ჰორორ კინოებია მაგისი ყველაზე ცნობილი მაგალითი.

მაგის გარდა არის ნიშის ფენომენიც, სადაც საკმარისი წონა თუ არ აქ ნიშას, ხარისხიანი დეველოპერები არ დებენ შიგნი ინვესტიციას და ამიტომ უფრო უხარისხო პროდუქტით მარაგდება.

► Show Spoiler


ანუ ეგ დაბალხარისხიანი პროდუქტის ფენომენი, მათი მომხმარებელი და ტენტენციები არის ვაბშე სხვა ბევრი ფენომენის კომბინაცია. და რეალური პროდუქტია რომელიც იმ მყიდველს აწყობს და ყიდულობს, რადგან სხვას უკეთესი ალტერნატივა არ შეაქვს.

ნატახტარს რო ვსვავთ როცა სხვა ლუდი არაა ყ*ე მაღაზიაში ან ფული არ გვაქ ეგ ფენომენია და არ ვსვავთ ლეფეს.

ხოდა აგერ კითხვა, ამ ყველაფერს ერთად აერთიანებ შენ ცუდ ექსპერიენსში ინდის პრობლემის ფაბულის ქვეშ თუ კონკრეტულად ამათ გარდა კიდე სადღაც არის ეგ ინდი ფანბოიების კედელი?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#51 » 13 Nov 2020 02:13

ძმებო, საუბარი დაიწყო ინდის თემაზე და მე ვაფშე იმიტომ გამიჩნდა ეს აზრი და ამ თემაზე ლაპარაკი რომ, 90-ების ბოლოში და 00ებში ბევრად უკეთესი თამაშები იყო პირადად ჩემთვის, მასიურად კარგი გემრიელი თამაშები გამოდიოდა და მისწორდებოდა, დღეს აღარ მისწორდება და ნაღდად არ ჩამქრობია გეიმინგის მუღამი, ანუ მიზეზი ეს არაა.

ჩემი აზრით, პირადად ჩემი და მხოლოდ ჩემი აზრით, (;დდდდ) ამ ყველაფერში დამნაშავე არის დღეს არსებული ეს ინდის ბუმი, იმიტომ რომ ტვინი მომე**ნა სულ ინდი ინდი ინდი ან უბისოფთის და ეა-ს ნაგავი, ლამაზად შეფუთული. ასასინს ქრიდი მეასედ გამოვიდა უკვე და ერთი და იგივეს გადამღერება იყო კაი ხანი, მერე ორიჯინსში შეცვალეს რაღაცეები და ცუდი არ იყო, ეხლა ისევ ამ ორიჯინსს ამღერებენ რაც ვნახე ამ ვალჰალას გეიმფლეი, ბევრი არაფერია ისეთი მასიური რომ "ახალ თამაშად" მოვიხსენიო.

მეორე მხარეს ტოტალიზატორია იმენა ჩესთი გახსენი და ამოგივა პრიჩოსკა, სპორტულ თამაშებშიც ასეა და რპგ-შიც, არსად განსაკუთრებული სხვაობა არაა, ყველა მაყუთს წერს, ერთი და იგივე თამაშს ყიდულობ 5ჯერ)))

ხოდა ის დავწერე, რომ მომწონდა ძველი დრო და მაშინ გამოსული თამაშები და არ მომწონს ახალი ტენდეციები და ახალი თამაშები. მორჩა.

მერე ვეცადე როზგზე ამეხსნა)))))))))) მე მგონია რომ როზგი უფრო ხშირშემთხვევაში საჭიროა, ვიდრე არაა საჭირო.

კაი შეკრება უნდა ამ თემას და განხილვა რა, ესე წერით არაფერი გამოვა))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#52 » 13 Nov 2020 02:19

ეხლა გამახსენდა კაპკომის ხოდი, 2012-ში იყო მგონი სტრიტფაითერ X ტეკენი რომ გამოუშვეს, ვიღაცამ დისკზე იპოვა 12 დი ელ სი, რომელიც ერთი წლის მერე უნდა გამოსულიყო და ცალკე ფული გადაეხადა ხალხს ამაში, უკვე შექმნილი ყველაფერი დალაგებულ დავარცხნილი)))) ინდუსტრიაა მძღნერში კაროჩე მთლიანად, მაშინ თუ ამაზე დედა აგინეს, დღეს ჩვეულებრივი მომენტია. სეზონ პასი, ბრატ იყიდე, არ გინდა? ორი ახალი პერსონაჟი და ერთი ახალი არენა 29.99 დოლარად, მაგარი არენაა ძმა და პერსონაჟების ერთი ორი თვე დასანერფები იქნებიან)))))))))))))))

ანუ იმენა ყველგან მძღნერია და ამ დროს ნიჭიერი ხალხი ინდი პროექტებზე მუშაობენ თესლად წამოწოლილები, 2 წელი მიდის ერლი ექსესი, მერე გამოდის თამაში და მერე კიდე 2 წელი პაჩები)))))))))

იტოგში მე ამაზე გული მერევა და ის ძველი პერიოდი მირჩევნია, როცა ვიღაც ერთი კონკრეტული მაყუთს იხდიდა და საათზე თუ არ ჩააბარებდნენ თამაშს დედას უ**ნავდა)))))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#53 » 13 Nov 2020 03:05

Slacker wrote:ძმებო, საუბარი დაიწყო ინდის თემაზე და მე ვაფშე იმიტომ გამიჩნდა ეს აზრი და ამ თემაზე ლაპარაკი რომ, 90-ების ბოლოში და 00ებში ბევრად უკეთესი თამაშები იყო პირადად ჩემთვის, მასიურად კარგი გემრიელი თამაშები გამოდიოდა და მისწორდებოდა, დღეს აღარ მისწორდება და ნაღდად არ ჩამქრობია გეიმინგის მუღამი, ანუ მიზეზი ეს არაა.

მასიურად კარგები არ იყო არც მაშინ :D მარა AAA მეტი იყო და მანდ მომენტი იყო რო უფრო მალე მზადდებოდა თამაშები და დღეს არ მზადდება მასე მალე. დიდი ხნის პრობლემაა ეგ. პახოდუ ემატება ის რო სწორედ დიდმა კომპანიებმა მოჯვეს თამაშების ხარისხში, იმენა სერიებია რომლებსაც დედა მოუ**ეს და ხალტურას და ნაგავს ყიდიან დღემდე ათწლეულზე მეტი ხანი. თუ გინდა აგერ მსუქანი ღორი სონის ექსკლუზივებს შეხედე და Playstation 2-ზე გამოსული ექსკლუზივების რაოდენობა შეადარე Playstation 3/4-ს ერთად აღებულს და მერე ხარისხობრივადაც გავიაროთ PS1 და PS2 ლეგენდა თამაშების სერიები როგორ დაასახიჩრეს მომდევნო კონსოლებზე. არაფერ შუაშია მანდ ინდი :D
პირიქით გამოსული თამაშების რაოდენობას აბევრებს დღეს ეგ პატარა სტუდიები/ხალხი და ავსებს დანაკლისს რაც კაკრაზ ხარისხობრივად მოკლებულია დიდი სტუდიებისგან :D

მერე ვეცადე როზგზე ამეხსნა)))))))))) მე მგონია რომ როზგი უფრო ხშირშემთხვევაში საჭიროა, ვიდრე არაა საჭირო.

როზგი არის გაყიდული/არგაყიდული თამაშების რაოდენობა, სხვა როზგი მანდ არაა. თუ გგონია რო ფაბლიშერი გაროზგავს ვინმეს, ჩემი ფეხები, ისე გაყიდიან ხალტურას როგორც არაფერი და ამ დიდი კომპანიის სახელზე დახარბებული მომხმარებლები პრეორდერზევე იყიდიან. ეგ მასე რომ არ იყოს დიდი სტუდიები აქამდე დფიქრდებოდნენ ხარისხის აწევაზე. ხოდა ვისაც არ გვინდა ეს უგემოვნობა, ვუხდით გემოვნებიან და საინტერესო ტიპებს ფულს, რომლებსაც არ სჭირდებათ როზგი და ცდილობენ გულით მოგაწონონ პროდუქტი.. რეალურად მაგათი რეპუტაცია და მომავალი დგას მაგაზე.
ხო იაპონურ კომპანიებში ხშირია ეგ როზგის თემა დაჟე თანამშრომლებზეც. Squareenix-ის, Capcom-ის, Konami-ს დაფაბლიშებული რამდენი თამაში გახსენდება ბოლო ათწლეულში რო ბოლომდე კარგი ყოფილიყო და უპრობლემო? Mankind Divided-ზე გაამართლა როზგმა თუ Phantom Pain-ზე? :D თუ Tomb Raider-ია კარგი და ხარისხიანი რიბუთი? თუ Resident Evil რიმეიქებით წველა რო დაიწყეს? :D
დასავლეთშიც გვაქვს მშვენიერი მაგალითები როზგის, PC-ზე დაპორტილი Mortal Kombat X იყო კარგი თუ Arkham Knight იგივე სტუდიას რო დააპორტინეს, ერთი წელი რო ძლივს სწორდებოდა და ბოლომდე ვერ გასწორდა ოპტიმიზაცია ვერცერთის?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#54 » 13 Nov 2020 04:07

ვუხდით გემოვნებიან და საინტერესო ტიპებს ფულს, რომლებსაც არ სჭირდებათ როზგი და ცდილობენ გულით მოგაწონონ პროდუქტი..

ტრუხა მგონია ძმაო ეს ბაზარი, ოღონდ შენი სიტყვების გულწრფელობაში არ მეპარება ეჭვი. იმათი გულწრფელობის არ მჯერა, კიკსტარტერზე მოგროვილი მაყუთების სულ გეიმერებზე ფიქრში დახარჯვის და ა.შ. მე პირადად ვერ ვკაიფობ ამ ინდი "შედევრებზე" და აი რა გავაკეთო მითხარი?
მინდა კარგი ხარისხის მაღალბიუჯეტური თამაშები და არ მაინტერესებს რის შედეგად მივიღებ ამას. ეხლა გეტყვი მე როგორ ვხედავ ამ ყველაფერს: ნიჭიერ და ჭკვიან ხალხს, არ სურთ იმუშაონ ვიღაცის ზედამხედველობის და ტვინის ტყვ*ის ქვეშ(ნებისმიერ სფეროში ასეა, შემოქმედი კაცი ბუნებით თავისუფალია ;დდდდ) და ძაან მარტივად ადრე თუ გასაქცევი არ ჰქონდათ, ეხლა აქვთ.

ხო იაპონურ კომპანიებში ხშირია ეგ როზგის თემა დაჟე თანამშრომლებზეც. Squareenix-ის, Capcom-ის, Konami-ს დაფაბლიშებული რამდენი თამაში გახსენდება ბოლო ათწლეულში რო ბოლომდე კარგი ყოფილიყო და უპრობლემო? Mankind Divided-ზე გაამართლა როზგმა თუ Phantom Pain-ზე? :D თუ Tomb Raider-ია კარგი და ხარისხიანი რიბუთი? თუ Resident Evil რიმეიქებით წველა რო დაიწყეს? :D
დასავლეთშიც გვაქვს მშვენიერი მაგალითები როზგის, PC-ზე დაპორტილი Mortal Kombat X იყო კარგი თუ Arkham Knight იგივე სტუდიას რო დააპორტინეს, ერთი წელი რო ძლივს სწორდებოდა და ბოლომდე ვერ გასწორდა ოპტიმიზაცია ვერცერთის?

არ გეთანხმები ძმაო და რა გავაკეთო, რაც ჩამოთვალე კაკრაზ ყველა ჩემთვის პირადად კარგი თამაშია Mankind Divided-ის გარდა, იმიტომ რომ არ მითამაშია. დაჟე კარგი კიარა ძაან კარგი თამაშებია. რესიდენტ იველი 2 ლანჩზე ვითამაშე პს4-ზე და მშვენიერი იყო, დავხურე საკაიფოდ. მორტალ კომბატიც, მარა მანდ ონლაინის პრობლემა ჰქონდათ, რაც ფაითინგებში ზოგადად სულ არის.

პრობლემაა მთლიანად მექანიზმი რა კაროჩე, როგორც დალაგდა სიტუაცია ინდუსტრიაში.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#55 » 13 Nov 2020 04:34

რავი ეგ უკვე გემოვნების ამბავია, მე ობიექტურ ხარისხის შეფასებაზე ვიძახი :D
ექსპერიმენტული თამაშები ადრეც არსებობდა და კარგები მარა ნუ მიმართულება თუ არ გაინტეესებს და არ მოგწონს ეგ სხვა საქმეა.
კონკრეტულდ რა ჟანრს ითხოვ პატარა სტუდებისგან რო დონე დადონ?

რომელია ძაან კარგი თამაში? რა კრიტერიუმითაა კარგი? ნებისმიერი გავიაროთ..
MKX პორტი იყო დაუოპტიმიზირებელი ნაგავი რომელიც არ გასწორდა ძალიან დიდი ხანი და კი ონლაინზე ქონდა ეგ პრობლემა საკმაო ხანი. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც სირებს დააპორტინეს.
Arkham Knight-იც ზუსტად იგივე და დიდი ხანი ასწორეს და ბოლომდე ვერ გაასწორეს. ბოდიში მოიხადეს დაჟე დეველოპერებმა და ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე გასწორებასო...
Phantom Pain არის ცუდი სიუჟეტის მქონე ხალტურა, პლოტ ჰოულებით სავსე სერიების სირცხვილი
Peace Walker-საც მეჰ სიუჟეტი ჰქონდა იქამდე და საწველი პროდუქტი იყო
საილენთ ჰილებს რა უქნა კონამიმ აღარ ვიტყვი
Resident Evil 2 კი არის კარგი თამაში სადაც ნახევარი კონტენტი არის ამოჭრილი და ბოლოს საერთოდ რელსებზე გადადის. არ არის ძმაო ორიგინალი ასეთი და ეს როგორც რიმეიქი ვერ ასრულებს იმ პირობას რო რიმეიქი იყოს, მოშნად იხალტურეს. რავი პირველი ვიჩერის რიმეიქი რო გაგიკეთოს ვინმემ და კვესტები და ექსპლორაცია ამოგიჭრას, მარა გეიმფლეი საკაიფო ქონდეს ეგეთი შემთხვევაა რა. ბევრ ჰორორს ჯობია კი და გამისწორდა, მარა ტიპებს შეეძლოთ ოცწლეულის თამაში დაედოთ სრული კონტენტის ჩადებით.
Resident Evil 3-ში სამი მეოთხედია ამოჭრილი და საერთოდ გადაკეთებულია თამაში
ზოგადად Resident Evil ფრენჩაიზს რაც მოუვიდა RE4-ის მერე ეგ როგორ შეიძლება დადებით მოვლენად შეირაცხოს და კეპკომს არ შეეწეროს დედის ტრაკზე???
Mankind Divided-ს ენდინგი არ აქვს, კარგი თამაშია და არ მთავრდება.
Tomb Raider რიბუთები არის ანჩარტედის ტრენდის კოპირება და არაფერი ლარა კროფტთან და ფრენჩაიზთან საერთო არ აქვს. სთორიც მაგარი ძიშოვია და ქრინჯი სამარცხვინო მომენტებითაა სავსე.
Squaresoft-მა დედა უტირა Final Fantasy სერიებს. 2000 წლის მერე წესიერი FF სერია არ დაუდიათ ტიპებს, ყველგან რაღაცას აკლებენ და აფუჭებენ. მეშვიდეს რიმეიქზე ამხელა მასა წამოიკიდეს ჰაიპზე და ვაბშე სხვა სთორი დაუდეს სირცხვილით რო გაწითლდები მასეთი მომენტებით. დაფაბლიშებულიდან დრაგონ კვესტია კარგი და ეგ დეველოპერის გამოა მასე, Level 5 რო უფაბლიშებდა მაშინაც ხარისხს დებდა, ასე რო როზგი არ ეხება მაგას და იუჯი ჰორიისთან როზგით დამდგომი კაცის დედავატირე მე :DDD.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#56 » 13 Nov 2020 04:38

კაროჩე მე და შენ 10 წლის მერეც აქ ვიქნებით და ნახავ სად წავა ინდი თამაშების იმედად დარჩენილი გეიმ ინსდუსტრია :D

სინგლ ფლეიერზე მაქვს საუბარი რა თქმა უნდა, თორე ისპორტსი მოიხოდება გიჟივით მომავალში კიდევ უფრო მეტად
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#57 » 13 Nov 2020 04:51

hellwalker - რას ვაერთიანებ, რაში ის დაგიწერე დეტალურად, მეტი მოვრჩი მაგ ამბავს. ჩემი ნაწერიდან აზრის გამოტანა თუ არ გამოგდის, ეხა თავიდან რო დავწერო აზრი არ ექნაბა, ისევ იგივეს შემეკითხბეი.

აი ეს არი ჯაჭვი რაც ერთიანად მუშაობს:
მე რიალურად ის პრობლემა მაქ რო ყველაფერ ყ*ეობას ინდი იარლიკით ყიდიან სტიმზე და ამ იარლიკის გამო მოთამაშეები თვალს ხუჭავენ იმაზე რაზეც არ ხუჭავენ იგივე თამაშების სხვა პლადფორმებზე გამოსვლისას. ვილაპარაკე მაგაზე. ეს სიტუაცია აგენერირებს უზომოდ დიდ ფეკალს რაც ნახსენებ პლადფორმაზე ხდება (წევს დაბლა თამაშების ხარისხის მარჟას), რომელზეც უკვე შესვლა მეზიღება იმდენი ხუი ივო ზნაეტ რაღაც დევს, ხუი ივო ზნაეტ ხარისხის და მე ვერ ვენდობი ვერც სტიმის რევიუს და ვერც მოთამაშისას - იმიტომ რომ ინდი მოძრაობამ ჩამოაყალიბა, ის რომ მოთამაშეები ამ პლადფორმაზე თვალს ხუჭავენ ბევრ ყ*ეობაზე - და კიდე გაინტერესებს რა პრობლემას ქმნის ინდი და მისი განუსაზღვრელი მისტიფიცირებული დეფინიცია?

სტიმზე დადებითად შეფასებული ცუდი თამაშები არ გინახია და იმენა ფრუვი გჭირდება ?)))) რა კლასის ანუ რთიფელA თუ უცნობი სტუდიების )) რამე ესეთი https://store.steampowered.com/app/2994 ... d=26866921 https://store.steampowered.com/app/3690 ... d=26866921 https://store.steampowered.com/app/1882 ... d=26866921 https://store.steampowered.com/app/1049 ... d=26866921
https://store.steampowered.com/app/4277 ... d=26866921 https://store.steampowered.com/app/5816 ... d=26866921

რავი პროსტა სერჩს მივეცი. ესეთს გიპოვი ათასობით )) ჯერ მარტო იაპონური თემატიკით დავიწყებ.

თქვენ რაღაც მაგარ ტანკში ზიხართ :) ესეთ ეპოქებს https://imgur.com/KyZM3dz https://imgur.com/fprDkDp რო დღევანდელიდან ვერ ანსხვავებთ, საღოლ თქვენ ძმაო. ნამდვილად ვერ ვხვდები რა ხდება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#58 » 13 Nov 2020 04:52

ნიჭიერი ხალხი სანამ იარსებებს სულ წინ წავა ინდუსტრია.
მე 10 წლის წინ მქონდა ეგეთი პესიმისტური განწყობა რო რაღაცეები წინ ვერ წავიდოდა.
ერთი ოთხი საყვარელი სერია მაინც დამიჩეხეს, რასაც ვეღარ მივყვებოდი და სერიოზულად დაგრუზული ვიყავი ხოლმე, ამიტომ ავდექი და ძველ კარგ თამაშებს ჩავუჯექი.
მაგის მერე რავი, აი RPG-ში მაგალIთად, მას ეფექტის მოთამაშე ხალხს როცა ვურჩევდი რო აი ის ძველების ნახეთთქო, ის ითვლებოდა წინ წასულ მოვლენად, ხოლო ბალდური, პლეინსკეიპი, ნევრვინთერი და კოტორი ჩამორჩენილად. დღეს ჩანს უკვე რა არის წინ წასული როულფლეი და რა ფასობს ჟანრის ფანებში და ეგ ქნეს პატარა დამოუკიდებელმა სტუდიებმა კიკსტარტერის მაყუთით :D
დღეს რამდენიმე სტუდია უკვე მაიკროსოფტმა დაითრია, ანუ ოტენციალია რო სანამ ღორულ რეჟიმზე გადასვავენ, რამდენიმე AAA RPG დაიდება და მერე ისევ თავის გზებზე წავლენ კონკრეტული დეველოპერები და რაც დააინტერესებთ იმას მოკიდებენ ხელს ახლიდან.
პროცესი რასაც ბოლო 15 წელია ვხედავ არის შემდეგი: სადაც დიდი ფული ჩნდება, იქ ხარისხი ვარდება, ხდება გაქეჟუალება, გამარტივება და დიდი მასებისთვის შეტენვა. მე კიდე მიყვარს ხელოვნების დონეზე აყვანილი ვეშები და ინტელექტუალურად მასტიმულირებელი სთორი და გეიმფლეი, ხოდა ასეთ რაღაცეებს პატარა ტიპები უფრო აკეთებენ ბიუჯეტში და შესაძლებლობებში ლიმიტირებით. რავიცი ახლა, ბიოშოკის ორი სერიის მერე ინფინიტს რო დამიდებს ავტორი რაღაც კლიშე საიფაი პარალელური სმაყაროებზე ნძრევით და პოსტმოდერნისტული დაუპოლიშებელი ენდინგით, გამოექანოს აწი რა, მირჩევნია სულ არ ვითამაშო მაგ დონის თამაში ვიდრე ეგეთი იმედგაცრუებული დავრჩე )))) ფანტომ პეინზეც იგივე, 2001 წლიდან 2015 მდე ფანი ვიყავი სერიების და კაცმა თავზე დააჯვა ჩემ ინტელექტს და შეურაცხყოფა მიაყენა, გამოიღოს აწი რა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#59 » 13 Nov 2020 05:01

შენ რა გეშლება იცი სლეიერ? შენ რაც გიყვარს იმის 80% ზუსტად ფაბლიშერების ეპოქის პროდუქტია და რაც არ გიყვარს სერიებია რომლის წველაც დაიწყეს შემდგომში. ეხა გამოდიხარ და ინდის აპრავებ, ისე რომ იმ ფაბლიშერ-დეველოპერის დადებულ ხარისხს გვერდზე დებ, რაზეც უკვე მეცინება.

ერთ ხელზე ჩამოსათვლელი თამაშები, რომლებიც რეალურად დიდი სტუდიებიდან წამოსულმა ხალხმა მოასწრო და შექმნა ამ ციფრული სანაგვის დაგენერიებამდე. ეგ არი თქვენი რეალური გამართლება ამ სიტუაციის და მეტი არაფერი.

Riddick
Posts: 11696

Re: ყველა ინდი ინდია?!

Unread post#60 » 13 Nov 2020 05:05

არი რეალურად პატარა ინდი, რომელიც თავისთავში ძალიან კარგია, მარა ვერცერთი შოველკნაითი ვერ მოვა დარკ სოულსთან რა :) რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ძაან დონე ბისედაა ))

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 200 guests


cron