არი ცუდი თამაშები და არი დაუმთავრებელი თამაშები - ანუ ხალტურა.
ციფრული დისტრიბუციის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მინუსი არი ბაზარზე დაუმთავრებელი კოდების გამოჩენა, რომელსაც თამაშებს ეძახიან, მარა საქმეზე ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რო უბრალოდ ტრეილერის გადასაღებად შექმნილ დეკორაციაში დარბიხარ.
მახსოვს რო ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ, უცხო სტუდიების თამაშების გატესტვა განსაკუთრებული ექსფერიანსივით იყო, კი ხალტურა მაშინაც იყო , მარა მთლიანობაში დეველოპერების ორიგინალური მიგნებები გაცილებით ჭარბობდა, რის გამოც მთლიანად სათამაშო ინდუსტრია თვითონ წარმოადგენდა ერთგავრ ექსფლორაციის სივრცეს. დღეს მსგავსი "ექსფლორაცია" უფრო იმედგაცრუებაა, ვიდრე რამე ახალის აღმოჩენის მუღამი.
ამ თემის გახნსა We Happy Few თამაშის მერე მომინდა. თავიდან ძაან მომეწონა იდეა, რომელიც თანამედროვე, რიგითი ტიპის ცხოვრებას კარგად გამოხატავს. რეტრო ვიზუალი და მუსიკა, ორიგინალური გეიმფლეი მექანიკები და ვთამაშობ სიამოვნებით, მარა უცებ გავდივარ მთავარ ლოკაციაზე და იჩითება ბაგებით გატენილი, ცარიელი, ბრტყელი, საერთოდ დაუმუშავებელი სივრცე და თამაშის მაგივრად ხვდები რაღაც დეველოპერების ვერსიაში...
ეს არი თამაში რომელიც ყურადღებას იქცევს საინტერესო იდეით, მარა საქმეზე ამ იდეის ხვდები რომ უბრალო "სატყუარაა".
არი კიდე მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, ანუ თამაშები, რომლებიც აწყობილია დეველოპერისგან დამოუკიდებელი ხალხის შექმნილი კონტენტით, დეველიპერი კი ამ შემთხვევაში გამოდის კონსტრუქტორი. და ერთი შეხედვით ცუდი ამაში არაფერი არაა, მაგრამ მსგავსი თამაშები, თითქმის ყოველთვის, სხვა, შედარებით კარგი პროექტების, დაბალ ხარისხიან კლონებს წარმოადგენენ და ფაქტიურად არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ.
კიდე მახსენდება თამაშები, რომელიც ტექნიკურად იდეალურადაა გამართული, მაგრამ 3 საათში მთავრდება. კი ის 3 საათი შეილება კარგი იყოს, მაგრამ 3 საათი თამაშისთვის ... ჯერ დაწყებული არ გგონია, უკვე დახურულიგაქ. რავი ჩემთვის ეგეც გარკვეული ტიპის ტყუილია, თუ ეს სამი საათი რეალურად რაღაც განსაკუთრებულს არ წამოადგენს მაგ. Journey, ABZÛ, Inside...
ზევით ნათქვამიდან გამომდინარე, ხალტურაში ვგულისხმობ:
1. თამაში რომელშიც იმდენი ბაგია, რომ დასრულებულ პროექტად არ აღიქმება.
2. მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, რომლებშიც არაფერი არაა საავტორო.
3. 2 3 საათიანი პროექტები, რომლებშიც ზომის მიხედავათ, ორიგინალურიც არაფერი არ ხდება.
ეხლა კი თვითონ თემის დანიშნულება:
1. როცა რაიმე ხალტურას გადაეყრებით, შემოდით, დაწერეთ, გვეცოდინება.
2. თუ რაიმე მსგავსი კუთხით საეჭვოს თამაშს აპირებთ და გაინტერესებთ როგორია, დაწერეთ თამაშის სახელი და თუ ვინმეს გვეცოდინეაბ დაგეხმარებით.