Unread post#4 » 08 May 2017 01:34
Parasite Eve - პირველი ორი ნაწილი. არც ჭირდება პირველი რეზიდენტის დონის რემასტერი. უმარტივესია დღევანდელი გათვლებით ამის დაბალი დონის პრერენდერის დახვეწვა, ან მოდელების. განსაკუთრებით პირველის.
Fear Effect - ესეც ზუსტად იგივე მდგომარეობაა რაც ზედა. მარა ამის ვიზუალური მხარე თავის დროზე ძალიან მაგარ ატმოსფეროს იძლეოდა, ეგეთი ჩაძირული არასდროს არ ვყოფილვარ კიბერპანკში. თანამედროვეს ვნახავდი დიდი სიამოვნებით.
Driver - პირველი ნაწილი. 18 წლის წინ გამოვიდა და ანალოგი არ ყავს. ხმები, ფიზიკა, მისიები იგივე რო დატოვონ და მარტო ვიზუალი განაახლონ დარწმუნებულივარ ისევ გაისვრის.
Red Faction: Guerrilla - სუფთა ტექნიკური ელემენტების დემონსტრირებაზე გათვლილი თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი ემოცია მოქონდა. გათანამედროება საერთოდ სხვა დონეზე გაშლიდა.
Need For Speed Underground - პირველი ორი სერია. დატოვონ ხელუხლებელი ყველაფერი ვიზუალის გარდა და გამოვა უმაღლესი დონის კანფეტი. იმას მაინც გავიხსენებთ ამდენი მძღნერი ნაწილის მოთმენა რატო გვიწევს.
Comix Zone - ესეც უნიკალურია თავის მხრივ. უბრალოდ დახვეწვა უნდა რაღაც მოემენტებს, რო თანამედროვე მონიტორებზე ბუნებრივად გამოჩდეს. და არა გადახატვა რაც საცოდავ ჯიმს უქნეს...
The Witcher - მე ძალიან მაგარ კრასოტკად მახსოვს, მარა ეხა სქრინებს რო უყურებ ცრემლები მომდის. ძაან პატარა წრემ დააფასა რეალურად ამ თამაშის სიმაგრე და მესამეს გამოცდილებით ონავ რო ხელი შეავლონ მაგარი საჩუქარი იქნება.
System Shock 2 - ბიოშოკის რემსატერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამისი კიდე უფრო საინტერესო გამოვიდოდა.
Thief: Deadly Shadows - ისეთი ვიზუალიაქ რო თამაშობ გგონია რო გრაფიკა დაწეული ვარიანტია. ძალიან ცოტაზე უნდა ხელის წაკვრა და უსერიოზულესი ეფექტი ექნება.
Gothic II - ეს უპატრონო ხო თითქმის ყველას უყვარს, მარა ყველა დატანჯა )) ეხა რო რაღაც ყ...ს უშვებენ ამის ავტორები, მაგის მაგივრად მეორე გოტიკის გათანამედროვებული ვარიანტი რო დაედოთ ყველასთვის კარგი იქნებოდა. მარა მგონი ეხაც დაბაგული გამოუვიდოდათ ))
Beyond Good & Evil - ფერებით და მარტივი ტექსტურებით იყო მთელი თამაში აწყობილი, ამიტო ამის რემასტერის იდეაც არ მგონია ცუდი.
Psychonauts - იგივეს ვიტყვი აქაც. ულამაზესია თავისი კრივოი ერთ პოლიგონიანობითაც.
Commandos 2: Men of Courage - ამას არაფერი არ ჭირდება გარდა ოფიციალური თანამედროვე ვერსიის, რომელიც უპრობლემოდ ჩაირთვება თანამედროვე ოსზე და ექნება მონიტორების მხარდაჭერა. ისეთი ვიზუალიაქ არასდროს არ დაძველდება.
https://www.youtube.com/watch?v=Ep_35FTnYVA