
Steam, kickstarter და სხვა მსგავსი სერვისების განვითარებასთან ერთად გეიმინგში ბევრი ახალი მცნება გაჩნდა. დღეს კი ერთერთზე, კერძოდ Early Access-ზე მინდა ვილაპარაკო - ანუ თამაშებზე რომლებსაც დეველოპმენტის დასრულებამდე ყიდიან და მსგავსი ხერხით მათ დასამთავრებელ რესურსს შოულობენ.
მოცემული მიდგომა არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ ამ პერიოდში უკვე ბევრი თამაშის გადარჩენა შეძლო. მისი მეშვეობით უშვებენ ძველი, კლასიკური თამაშების თანამედროვე ვარიანტებს. იბადება აქამდე უცნობი და ინოვაციური ჟანრები. მაგრამ ბევრი კრეატიული პლიუსის მიუხედავათ, ამ ყველაფეს საკმაოდ ბევრი მინუსიც აქვს, მაგ. შუა გზაზე მიტოვებული პროექტები, დეველოპერების აუსრულებელი დაპირებები, უზომოდ გაწელილი დევეოპმენტის პროცესი და სხვა.
მაინტერესებს თქვენი აზრიც. როგორ ფიქრობთ, მაქინაციისკენ უფროა მიდრეკილი, თუ რამე სარგებლის მოტანაზე?