თემის დაწერის სურვილი ვიდეომ გამიჩინა, რომელსაც ბოლოს დავპოსტავ (და რომელშიც 30+ გეიმერს ბევრი საყვარელი თამაში შეგხვდებათ). მაგრამ მთავარი მაინც მათი თავმოყრის ძირითადი მიზეზია, რაც ვიდეოს დალინკვამდე ოდნავ მინდა, რომ გავშალო. და კომპოზიციიდან დავიწყებ.
კომპოზიცია ზოგადად ხელოვნების ვიზუალური დარგებისთვის მთავარი კომუნიკაციის ენაა. კინოში, ან ფოტროგრაფიაში მას ემატება ფოტოგენურობა კონკრეტული რაკურსის, ან კადრის. რაც იდეაში ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ თამაშების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით უჩვეულოდ დაინერგა.
უჩვეულოდ იმიტომ, რომ ვიდეო თამაშების ისტორიის მანძილზე, ვიზუალური ხელოვნების დარგების ეს ფუნდამენტური წესები, მასში უშუალოდ ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო დაიწყო და შესაბამისად გამომთვლელი სიმძლავრეების გაზრდასთან ერთად თითქმის მთლიანად გაქრა.
დღესაც რთული გამოსაჭერია აზრი, თუ რამდენად მაგარ მიგნებას დავარქვით "ტექნიკური შეზღუდვის გამო დანერგილი ხერხი" და რამდენად უაზროდ გაუშვით ხელიდან.
რათქმაუნდა ლაპარაკია Pre-Rendered Backgrounds ტექნოლოგიაზე თამაშებში (რომლის ტექნიკურ განმარტებაში არ შევალ, რომ აზრი არ დამეკარგოს). უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ზუსტად ეს იყო კინოს და ფოტოგრაფიის მთავარი ენა და ინსტრუმენტარი, ჩაშენებული უშუალოდ თამაშების გეიმფლეი პროცესში.
ამ მეთოდით ავტორს, მოთამაშესთვის სიუჟეტის, სცენის, ატმოსფეროს, განწყობის ავტორისეულივე ხედვის შექმნა უწევდა. მას თვითონ უწევდა, გადაეწყვიტა, თუ რომელ კომპოზიციას, რა რაკურსით განახებდა თამაშის კონკრეტულ დროში და სივრცეში, რაც საოცრად მაგარი რამე იყო, რომელიც ალბათ თამაშების ინდუსტრიის ახალგაზრდობის გამო, სრულიად უყურადღებოდ დავკარგეთ.
დღეს კი, როცა რეალურად დადგა "მაგარი გრაფიკის" ეპოქა და ყველა ამ ამბით შებყრობილის მარჯვენამ შედარებით ამოისუნთქა, თამაშების ინდუსტრიას უკან მოხედვა და ნამდვილად ფასეული მიგნებების გადაფასება მოუწევს.
ეს კი თვითონ ვიდეო, რომელიც ცოტა დიდია, მაგრამ გირჩევთ, რომ ბოლომდე ნახოთ. ლეგენდარული თამაშებია თავმოყრილი და ძალიან კარგად ჩანს კონტრასტი თუ რატო იყო უფრო "ჯადოსნური" და დასამახსოვრებელი ბევრი ძველი სათავგადასავლო ჟანრის თამაში - The Magical World of PS1 Pre-Rendered Backgrounds
ამ კონტენტის მერე, ნოსტალგიის მუღამი , თუ უფრო მოგემატებათ, კომენტარებში ყველა დროის ყველაზე საყვარელი, მინიმუმ Top5 Pre-Rendered Backgrounds თამაშით გამოუშვით, სიამოვნებით
ვნახავ