Top Gameplay, გამოკითხვა

საერთო დისკუსიები ◀ გამოკითხვა ◀ შედარება ◀ ჩამონათვალი ◀ გაზიარება ◀ განხილვა ◀ გარჩევა
Riddick
Posts: 11059

Top Gameplay

Unread post#1 » 01 Sep 2021 15:00

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, გეიმინგში ყოველთვის ყველაფერზე ლაპარაკობენ უშუალოდ გეიმფლეის გარდა. რატომღაც ეს მთავარი კომპონენტი ყველგან და ყველაფერში თითქოს უბრალოდ იგულისხმება და ფასდება როგორც კარგი, კომპლექსური, საინტერესო, ან რაიმე სხვა მსგავსი სიტყვა... ამის იქით იშვიათად მიდის საქმე და თუ კონკრეტულად რა არის "კარგი" და რატომ, ამის გარჩევა მე პირადად ძალიან იშვიათად შემხვედრია, მათ შორის ჩვენთან ფორუმზეც.
>>>
შევიტანოთ პატარა ცვლილება. დაწერეთ TOP 10 თამაში, რომლებიც გიყვართ გეიმფლეის გამო და მათი მექანიკები, რის გამოც გაქვთ ეს სიმპატია. მაგრამ თამაშები უნდა იყოს მხოლოდ სინგლი და არა ონლაინ :bats:
I see the fire in Your eyes, You better run ...

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Top Gameplay

Unread post#2 » 01 Sep 2021 15:34

ცოტას წავუჩიტერებ თორე თვითონ თამაშების ამორჩევა შეიძლება გამიჭირდეს

Baldur's Gate 2: Shadows of Amn - ცოტა გატეხილი კია თუ იცნობ უკვე კარგად, მარა თუ არ იცი ძალიან სააზროვნო და გემრიელი ფენტეზი კომბატი იხოდება, თითქმის ყველა კომბატი საინტერესოა მოთამაშისთვის. real time with combat crpg ტოპ ნიმუშია.

Divinity Original Sin 2 - აქაც BG-ს მსგავსად არის მიდგომა და ყველა კომბატი აზრიანია, ოღონდ რაღაც ასპექტებში ბევრად ღრმა და გასართობი. turn based crpg ტოპია.

Soul Reaver - ეს მტრებთან ბრძოლის მექანიკების გამო მიყვარდა, თან აქეთ-იქით სმაყაროს ცვლაც საიტნერესო იყო, ზედ მიბმული Tomb Raider-ული საინტერესო ფაზლები და მთელ მინიმალისტურ სთორითელინგში გეიმფლეის გამო ხდებოდა თამაში. სოულსებს რო hand to hand კომბატი და დაჭრილი მტრების ხელში აყვანა, სარებზე ჩამოცმა და აქთ იქით თრევა შეეძლოს ეგ დონე იყო.

Minecraft - აქ გეიმფლეი ქმნის ყველაფერს, დიდი ადგილი უჭირავს ჩემთვის.

Deus Ex და მაგ ფილოსოფიაზე მდგარი იმერსივ სიმები - ლეველ დიზაინი და იარაღის/პერსონაჟის უნარები ერთმანეთს რო ერწყმის და დიდ თავისუფლებას იძლევა, მანდ ფაქტიურად შემქმნელი ხდები გეიმფლეის.

ფაზლების და ექშენ ედვენჩერის შერწყმა სადაცაა ყველაფერი მიყვარს, კლასიკური Tomb Raider სერიებიც თავისი უნიკალური საინტერესო პლატფორმინგით, რაც მთელი გეიმ დიზაინის განმაპირობებელია და კლასიკური Survival Horror ჟანრის წარმომადგენლებიც (Resident Evil, Silent Hill, Fatal Frame), სთორი მინიმალისტურადაც რო იყოს (მაგ. Tomb Raider) გეიმფლეი ხდება ძალიან ჩამთრევი და წინსვლის სურვილს გაძლევს სულ, ერთგვარი hook-ია ჩემთვის.

Shadow of The Colossus - ნუ ესაც შეიძლება ფაზლების და ექშენ ედვენჩერის ნაზავში გავიდეს, მარა პრეზენტაციის გამო ვთვლი რო ცალკე ადგილი სჭირდება, ეგეთI რამე ამ დონეზე არ ვიცი მეტი

Point & Click მექნაიკის თამაშებიც მიყვარს, ჩაისთან ერთად წამოსაწოლი და საფიქრალი გეიმფლეი მექანიკაა ეს ჩემთვის, ფიზიკური ჩართულობა მინიმალურია და გონებრივი სამუშაო ხდება სიუჟეტური წინსვლის ძრავი. ყველა სირთულის ამოხსნისას გიხარია მაუსის კლიკი. ნუ სიუჟეტი და პერსონაჟები ასრულებს აქ დიდ როლს და ფაქტიურად მაუსით რო კარგი ან ცუდი ფილმი/მულტფილმი ითამაშო ეგ გამოდის.

Super Metroid და დანარჩენი მეტროიდვანიას ღირსეული გამგრძელებლები, სადაც თითო ახალი ნაპოვნი გაჯეტი იძლევა სამყაროში ახალი გეიმფლეის მიდგომას, ყველა გაჯეტი ახალი მექანიკა და ახალი კომბინაციური ცდების საფუძველი რო ხდება და მაგას რო საიდუმლოებების პოვნის ელემენტი ემატება. ჟანრის ყველა თამაში ამ დონეზე ვერ მიდის და ზოგიც შეიძლება რაღაცეებს უკეთ შვრებოდეს, მარა Super Metroid ფაქტიურად ძველი მწვერვალია მაგის და ჟანრის სახელმძღვანელო, რამაც ჯერ Castlevania Symphony of The Night დაასპაუნა და მერე მთელი მაღალი კალიბრის ინდი მეტროიდვანიები.

ნუ ძირითადად ეს მექანიკებია ალბათ როცა მარტო გეიმფლეის გამო შეიძლება რამე ვითამაშო. ნუ ფაზლებიც დეფოლტად მაგ მიდგომას განეკუთვნება, პროსტა სათითაოდ წერა და გახსენება მეზარება. World of Goo, Braid, The Witness მექანიკები ყველა საინტერესო და ხარისხიანი იყო, Talos Principle-საც ქონდა ბევრი კაი მომენტი, ფაზლს გააჩნია ხოლმე რა, ზოგჯერ თამაშში ინდივიდუალური ფაზლი ისე შეიძლება მოგეწონოს რო მთელი თამაში მაღლა აწიოს. თუ გამახსენდა კიდე რამე მექანიკა ან თამაში დავწერ.

EDIT:
Okami - ძალიან დიდია ეს გეიმფლეის ამბავში, ზელდას დონის ექშენ ედვენჩერია მთელი ხატვის ელემენტებით, ხან მზეს დახატავ კომბატში, ხან ბალახს,, ხან ყვავილს ამოიყვან პლატფორმისთვის და ასე შემდეგ. ექსპლორაციაშიც იგივე, პლუს საიდუმლო ადგილებში შეღწევა ამ მეთოდებით. ზოგადად გეიმფლეი ვისაც აინტერესებს, ყოფილი კეპკომის ტვინებისგან და ზოგადად იაპონური დეველოპერებისგან ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია ეს, დღესაც კი მაგალIთია თუ რა დონეზე ფიქრობდა მაშინ ხალხი გეიმდევის განვითარებას

Heavy Rain - ნუ კი ფარენჰეიტმაც ზუსტად იგივე ქნა, მარა ეს იყო ჩემთვის მწვერვალი ინტერაქტიული ფილმის, სადაც თამაშური და სინემატიკური მომენტები ძალიან დაბალანსირებული იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11059

Re: Top Gameplay

Unread post#3 » 01 Sep 2021 18:24

ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა არასტანდარტული მიდგომა გეიმფლეიში. ანუ ის თუ რამდენად ახერხებდნენ ბანალური კომბატის გარდა დეველოპერებით, თამაშში რაღაც უცხო, საინტერესო მექანიკებსი დანერგვას. და შემდეგ უკვე სტანდარტული გეიმფლეი მექანიკები, თუნდაც ისეთი როგორიც არი კომბატი, მაგარამ აქ უკვე შემოდის ხარისხის, სიღმის თემა და თუ რამდენად კომპლექსურად არი ეს ელემენტები გაშლილი.
ეხა რასაც გადავხედე ძველ თამაშებს, ტოპიც ეგეთებიდან მინდა შევადგინო.

1. პირველ ადგილზე მინდა გავიყვანო Antichamber. გენიალური ფაზლ პლადფორმერი, სადაც საერთოდ არავის მოკვლა არ გიწევს და რომლის მერეც პორტალი საკმაოდ რუტინული და მოსაწყენი მომეჩვენა, რის გამოც დიდხანს ვერ ვითამაშე. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ გეიმფლეის ასპექტში ყველაფერი მომცა რაც თამაშისგან მინდოდა.

2. მეორეზე გავიყვან Bully: Scholarship Edition. თავი რო დავანებოთ იშვიათად მაგარ ატმოსფეროს. თამაშში მოცემულია "მილიონი" თემატური და სიტუაციური გეიმფლეი მექანიკა, რაც სამყაროს ისე აცოცხლებს, რომ მის "დიდ ძმებსაც" ძალიან შურთ მისი დღემდე. ყველა მექანიკა იდეალური არ არი, ზოგი საკმაოდ ზედაპირული და სასაცილოა, მაგრამ თამაშის დადებით აღქმას ისე ეხმარება, რომ ყველაფერს პატიობ. ჯერ მარტო გაკვეთილებით რო დავიწყოთ და მერე ქალაქის აქტივობები მივუმატოთ, ერთი 5 თამაშის საკმარისი გეიმფლეი მექანიკაა მხოლოდ ერთ პროექტში ჩასმული, ისე რომ ზედმეტი არაფერი არ გეჩვენება.

3. აქ მინდა რო იყოს თამაში, რომელიც არ დამიხურავს, მარა დღემდე მომყვება გაგრძელების სურვილი The Witness. ამის შემთხვევაში მეშიანია რო სიძნელემ არ გამიფუჭოს დამოკიდებულება, მაგრამ ის 50% პროცენტამდე თამაშის რაც გავიარე, ვთვლი რო აფსოლიტური შედევრია და ანალოგი არ ყავს. თამაში სადაც ყველაფერი რასაც ხედავ ფაზლის ნაწილია.

4. სამყაროსთან არასტანდარტული და საინტერესო ინტერაქციების პირველი და განუმეორებელი ექსფერიანსი იყო Shenmue. რომელმაც თავის დროზე დამანახა თუ როგორ შეიძლებოდა, რომ თანამედროვე ცხოვრების რუტინა ყოფილიყო ნებისმიერ ფენტეზი ჟანრზე ჩამთრევი.

5. პროექტი რომელმაც ჩემთვის ზოგადად RPG ჟანრის აღქმა გადააკორექტირა და დამანახა თუ როგორი უნდა იყოს ის, რომ მე ყველა მისი პერსონაჟი მაღელვებდეს და მაინტერესებდეს - Vampyr. ეს არი ალბათ ყველაზე დიდი ჰიდენ ჯემი რაც როდისმე მითამაშია.

6. ჩემი საყვარელი სტრატეგია, იმის მიუხედავათ რო სეთინგი საერთოდა არ მიყვარს Company of Heroes. საქმე ყოველთვის გეიმფლეიში იყო, რომელიც უმაგრესად აერთიანებდა სტრატეგიის და RPG ელემენტებს, რის გამოც სტრატეგიაში, ყველა იუნითის ბედს, როგორც მთავარი პერსონაჟისას ისე აღიქვავდი და ყველა ჯარისკაცის გადარჩენა რეალურად გიხაროდა. ნაცნობი, განვითარებული ქვედანაყოფებით რო ებმები ახალ შეტაკებებში, რეალურ ომში და ნაცნობებში გგონია თავი. ყველა სერიას გავყვა ეგ მომენტი.

7. თამაში რომელიც უშუალოდ გეიმფლეის სიღრმის გამო ვაზადროტე წლები და ერთ საათს არ ვნანობ იყო Diablo II, რომელშიც რეალურად იშვიათ ლუთს ისეთივე სიამოვნება მოქონდა, როგორც რეალურ ცხოვრებაში ნაპოვნს.

8. ჟანრის ეტალონია იმ დღიდან როცა ვითამაშე და მას მერე 20 წელია. ანუ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტია Max Payne ზე მაგარი ექშენ გეიმფლეი, მესამე პირის შუთერში არ შქმნილა და აქაც მინდა რო ეწეროს.

10. იგივე ვაიბში მინდა ვახსენო Driver. ზოგადად რეისინგებზე ცალკე ტოპის გაკეთება შეილება, მაგრამ დრაივერი უფრო სიუჟეტური თამაში იყო და ამიტომ აქაც მგონი იდეალურად ერგება. დღემდე ანალოგი არ ყავს ამასაც.

9. დღეს ალბათ მოძველებული და ნაკლებად სასიამოვნო სათამაშო Red Faction: Guerrilla, რომელმაც თავის დროზე ტონა სიამოვნება მაჩუქა. საშინლად მინდა ამის რამე თანამედროვე ტექნოლოგიებზე გაკეთებული ანალოგი.

კიდევ რამდენიმე ისეთს ვერ ვატევ რომელიც ძალიან მინდა, მაგრამ იმედია სხვები დაწერთ :)
I see the fire in Your eyes, You better run ...

User avatar
Slacker
Posts: 349

Re: Top Gameplay

Unread post#4 » 02 Sep 2021 15:11

ჩემთვის საკმაოდ რთულია ესე გამორჩევა.
ვფიქრობ საკმარისი თამაშები არ მაქვს ბევრ სხვადასხვა ჟანრში ნანახი, მაგრამ რა ჟანრსაც უფრო უკეთ ვიცნობ იქიდან გამოვარჩევ.
1. დარქ სოულსი
ან აქამდე რატომ არ დაწერეთ მიკვირს, ბევრად უფრო მარტივი გეიმფლეის მექანიკები შემოიღეს და ამის ხარჯზე უფრო საინტერესო გახდა ექშენ რპგ ჟანრი, დღეს კიდე ცალკე კლონები გამოდის, რომელიც იმ დონეს ვერ დებს რა თქმა უნდა.
2. ბული
ბაჩომ დაწერა კარგად და არ დავაკოპირებ.
3. ვამპირი, რომელმაც ძალიან გამაკვირვა, არ მჯეროდა რომ ესეთი მაგარი თამაში შეიქმნა და ხალხმა გაატარა.
4. ახალ შერლოკ ჰოლმსებს აქვთ საკმაოდ კარგი გეიმფლეი, შერლოკის როლში კარგად შეყავხარ თამაშს.

თუ კიდე რამე მომაფიქრდა დავწერ.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
Tom Clancy
Posts: 1942

Re: Top Gameplay

Unread post#5 » 02 Sep 2021 16:23

ვწერ ისეთ თამაშებს, რომლებზეც პირველ რიგში გეიმფლეი მახსენდება, მერე სხვა დანარჩენი

პირველი სექცია არის თამაშები, რომლებსაც დღესაც გადმოწერ, ჩართავ და ითამაშებ მხოლოდ გეიმფლეის ხათრითაც კი.
მეორე სექცია არის უფრო ერთჯერადად გასვლადი თამაშები, მაქსიმუმ 2-3 ჯერ თუ გადავითამაშებ კიდევ, მაგრამ შედევრი თამაშები სწორედ პირველ რიგში გეიმფლეის გამო არიან.


1. Super Meat Boy
2. Dark Souls
3. Age of Empires II
4. Tekken 3/TT2/7
5. Driver 2
6. Fifa 13/21
7. Red Faction: Guerilla
8. Mario Karts 8
9. Rocket League
10. Batman: Arkham Series


1. Antichamber
2. Braid
3. Shadow of the Colossus
4. Vampyr
5. Dishonored 1/2
6. Deus Ex: Human Revolution / Mankind Divided
7. Sherlock Holmes: Crimes and Punishments


Honorable mentions:
Mirror's Edge - პარკურის მექანიკების გამო
Assassin's Creed - პარკურის მექანიკების გამო, კაპიშონიანი გმირით
Dying Light - პარკურის მექანიკების გამო, ზომბებიან ქალაქებში
The Witcher - ბევრი უკრიტიკებს კომბატს, მაგრამ მე კომბატიანად და ალქიმიის მექანიკიანად მიყვარს


ზემოთა სიას ანოტაციას მოგვიანებით მივუწერ და ალბათ კიდევ გამახსენდება თაითლები. ახლა შესვენებაზე შემოვედი და უცბად ჩამოვყარე
TELL THE TRUTH

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Top Gameplay

Unread post#6 » 02 Sep 2021 16:42

სოულსში ატმოსფერო/სამყარო და ლეველ დიზაინი უფრო მუშაობს, თორე გეიმფლეი რაღაც გამორჩეული არ აქვს, roguelike-ებს და მეტროიდვანიებს უქნიათ ეგენი რასაც ეგ შვრება, პროსტა AAA ხარისხის ეპიკური დადგმა აქვს.

ჰოლმსები ბოლო ნაწილები ნამდვილად აღსანიშნავია, გეიმფლეი კია მაინც კლასიკური ედვენჩერი მარა ის დეტექტიური გამოძიების შეკვრა ნამდვილად კარგი ელემენტია და კარგი წინსვლაა, რაც ძალიან მომწონს.

Shenmue სწორად ითქვა და ბარემ Yakuza-საც არ დავივიწყებ, Shenmue-ში მთელი გეიმფლეი ფაქტიურად სიმულაციაა მთელი გვერდითი აქტივობებით, ვარჯიშებით, პერსონაჟის განვითარებით და მინიგეიმებით და ძალიან დიდი რამეა ეგ თავისი დღის რეჟიმებით. მომავალში RPG-ებმა აითვისეს კარგად ეგ ელემენტი და გეიმდიზაინში დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. Yakuza-ში სიმულაცია რო მოაკლდეს და მინიგეიმები და საიდ აქტივობები გასამმაგდეს ეგრეა, ფაქტიურად ატრაქციონზე ხარ, ცალკე თამაშებს თამაშობ თამაშში და ყველა ნაწილში ზოგჯერ განვითარებულს, ზოგჯერ განსხვავებულს, ზოგჯერ ახალს, თანაც სეგას ხარისხით და გინდა თუ არ გინდა სიმულაციურ შეგრძნებას იძლევა მაინც. დღე და ღამე რო ქონდეს შენმუსავით და თავისი მასშტაბის შესაფერისი NPC-ები, საერთოდ ეგეთი არაფერი არ იარსებებდა, მარა ნუ გეიმფლეიების პაკეტი უფროა რა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1942

Re: Top Gameplay

Unread post#7 » 02 Sep 2021 17:39

SLaYeR1

PvP-ს პონტში გამყავს გეიმფლეიში, იშვიათადაა PvP თამაში ეგეთი გამართული ზუსტი მექანიკებით

კი ჰოლმსი ზუსტად მაგ მექანიკის გამო გავიხსენე
TELL THE TRUTH

Riddick
Posts: 11059

Re: Top Gameplay

Unread post#8 » 02 Sep 2021 17:49

სოულსის გეიმფლეი მექანიკა მომბეზრდა მე და პრინციპში უშუალოდ გეიმფლეის გამო არასდროს არ მითამაშია. ყოველთვის ვთამაშობ მიაძაკის მხატვრული ხედვის გამო :)


SLaYeR კი, მე რა დონეზეც ვნახე იაკუძა ზუსტად ეგ მოიტანა. სერიოზულად არცერთი არ მითამაშია, მარა ის არკადულობა რაც ქონდა ჩემი არ არი. Shenmue როცა მე სადღაც 15 20 წლის ვიყავი იყო ჩემი პარალელური ცხოვრება, იმდენად კარგი იყო სიმულაციის დონე და ემოციური კავშირიც ალბათ ძალიან იშვიათად რო რამეს შეედაროს. იაკუძასაც აშკარად უჩანს პოტენციალი, მარა უფრო პოპკულტურის მხარეს დაძრულ რაღაცას გავს, მასებზე გათვლის (რაც შეიძლება საერთოდ არაა მართალი, უბრალოდ შთაბეჭდილებას გეუბნები), მაგრამ Shenmue ჩემთვის იმენა ინდივიდუალური, პირადული თავგადასავალი იყო. მე, როგორც რიო ჰაძუკი, ვიძიებდი ჩემი მამის მკვლელობის ამბავს :) აი სეთინგი რო აიღო დღესაც. ეგეთი სიღრმისეული როლფლეი თანამედროვე, რეალისტურ გარემოში, რავი ტოპია დღემდე. ისევე როგორც დრაივერი და მაქსპეინი. რაღაც დონე დაიდო თავის დროზე, დავბერდით და ისევ ის თამაშები არი სათავეში.
I see the fire in Your eyes, You better run ...

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Top Gameplay

Unread post#9 » 02 Sep 2021 17:56

ხო შენმუში რიო ჰაძუკი ხარ, პირად შურისძიებაზე მიდიხარ და იქ ცხოვრობ, განსაკუთრებით პირველ ნაწილში.
იაკუძაში მაყურებელი ხარ, მაღალი დონის ოტოკო ფილმების სერიებს უყურებ მაგარი კაცით მთავარ როლში და საიდ აქტივობებს უვსებ მერე და ერთობი მაგით.
არადა ერთი ნაბიჯია ეს ორი რო შეაზავოს ვინმემ და იაპონიაში ცხოვრების სიმულატორი გამოვიდოდა ჩემნაირი ტიპებისთვის :D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1942

Re: Top Gameplay

Unread post#10 » 02 Sep 2021 18:04

offline-ზე კი, დაჟე აგერ სეკირო ორჯერ მაქ დახურული მარტო, მარა ლეველ დიზაინით და ატმოსფეროთი ვიკაიფე დაახლოებით 200 მაქსიმუმ საათი, დანარჩენი სუფთა ჩელენჯები და პვპ იყო, ჯამში 600 საათზე მეტი მარტო პირველ დარქ სოულსზე. ამიტომ ჩემს შემთხვევაში გეიმფლეიმ წაიღო საათობრივი უპირატესობა. თორე მთავარი ღირებულება რა თქმა უნდა ლეველ დიზაინის და უცხო სამყაროს უცნაური გზებით თხრობაშია მანდ

ბოლოს სპორტის დონეზე მყავდა აყვანილი PvP. Action RPG ამის საშუალებას რომ გაძლევს ჯერ მარტო მანდ იმსახურებს გეიმფლეიზე ხოტბის შესხმას
TELL THE TRUTH

Riddick
Posts: 11059

Re: Top Gameplay

Unread post#11 » 02 Sep 2021 18:15

SLaYeR
ისეთი მაგარი რაღაც გამოვიდოდა, რო უამრავი ჟანრის გადააზრებას გამოიწვევდა. მაგრად მინდა რო მოვესწროთ მაგას :) არადა იდეაში სწორი კონცეპტის ამბავია, დანარჩენი ყველაფერი არი უკვე მაგისთვის მზად. გააჯმევინე "გასართობ" დატვირთვას და გააკეთე სერიოზული დრამა, ცხოვრების სიმულაციის ელემენტებით, თანამედროვე სეთინგში.
ან სიტყვაზე საილენთ ჰილის მსგავსი ჰორორი, შენმუს შეფუთვაში. სამსახურში რო დადიხარ და იქვე რაღაც გახსნილი მიკრო სამყარო როა, რეალური. ემოციურ მხარეს ცალკრე რო ებრძვი და რეალურ რუტინაში ცალკე რო ხარ გაჭედილი. ისეთი კომპლექსური ემოციური გამოცდილების დადება გამოვიდოდა ხალხი მეცნიერული კვლევების წერას დაიწყებდა მაგაზე.

პ.ს. და ყველაზე ღადაობა ის არის, რომ როცა გეიმფლეის არჩევ, ზუსტად აქ ხვდები, თუ რატოა სტაგნაცია. სიუჟეტი, ვიზუალი, კიბატონო. მარა უშუალოდ შიგთავსის კუთხით ინოვაციური ხელზე ჩამოსათვლელი რაღაცეები გამოდის. იგივე Vampyr არი პატარა რევოლუცია, იმიტო რო ტიპებმა ააწყეს "სწორი" როლფლეი სისტემა, სადაც პერსონაჟებთან ურთიერთობა რეალურად თამაშის გეიმფლეი ელემენტია. უბრალოდ ქვესტს კი არ იღებ და ვსო, ინტერაქციაში შედიხარ მათთან, ისევე როგორც რეალურ ადამიანებთან. ერთიდან მეორეზე იგებ რაღაცას, მეორედან მესამეზე. ლაპარაკით ფსიქოტიპებს ადგენ და ცდილობ რო ფარული დიალოგები გახსნა, რაც მერე ქვესთების გადაწყვეტაში გეხმარება.
I see the fire in Your eyes, You better run ...

User avatar
SLaYeR
Posts: 5819

Re: Top Gameplay

Unread post#12 » 02 Sep 2021 21:10

Tom Clancy
ხო არსებობს ეგეთი თამაშები. აი PS1-ზე მაგალIთად მთელი ზაფხულები მაქვს გატარებული Syphon Filter 2-ში და Medal of Honor 1/2-ში. თავის მხრივ თავისი დროისთვის ორივე კაი გეიმფლეის მქონე შუთერები იყო, მარა ვერსუსში ისეთ competetive ხარისხს დებდა რო ცალკე ფასს მატებდა ეგ, ზოგი მარტო მაგ ვრსუსისთვის ყიდულობდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 349

Re: Top Gameplay

Unread post#13 » 11 Sep 2021 15:46

რამდენად გეიმფლეის თემაა, რაც ფარენჰეიტში ხდება თქვენ გადაწყვიტეთ, მაგრამ კინოს ყურების გათამაშების იდეა მაინც დავუფასოთ ქუანთიქ დრიმს.

ყოველშემთხვევაში, მე რამდენი კაციც შევსვი მაგათი პროდუქციით თამაშებზე, ვერც კი ჩამოვთვლი :whitewolf:

EDIT:
თოლიას დაუწერია უკვე, გამომრჩა))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests


cron