Unread post#4 » 22 Nov 2020 04:32
ჩემზე რაც ყველაზე ეფექტურად მოქმედებს არი რამდენიმე რამე
1 - ამბავი უნდა იდგეს პერსონაჟის შინაგან სამყაროზე, ანუ გადაბმული იყოს მის ფსიქიკასთან (და არ უნდა იყოს მხოლოდ გარემოებებიდან მომდინარე).
ეს იმას ნიშნავს, რომ ფოკუსი არ გვაქ არც სერიულ მკვლელზე, არც უცხოზე, არც რაიმე კულტზე, ინფიცირებულ ზომბებზე და სხვა ...
ფოკუსი გვაქვს უშუალოდ მთავარ გმირზე და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ტრამვაზე - ფსიქიური ტრამვის ბუნებაზე, შინაგან ტანჯვაზე, ბრძოლაზე, რომელიც ქმნის გარშემო რეალობის სურიალისტურ აღქმას.
ეს მდგომარეობა, ანუ ერთგვარი მთავარი პესონაჟის უნიკალური პრიზმა რეალობაზე, თამაშში განვითარებული მოვლენების ფონზე შეიძლება, რომ იცვლებოდეს.
აქედან უკვე, უშუალოდ ამ ფსიქოლოგიური აშლილობის შთაგონებით, შეგვილია შევქმნათ მონსტრების სახეობები, ან თუნდაც ერთი რამე ხიფათის გამოვლინება.
ანუ სიტყვაზე, სუ რო გეშინია რო რაღაც უკონტროლო შეტევა არ დაგეწყოს და ეს შეტევა როა წარმოდგენილი მოსნტრის სახით. ან ანექსია, რომ გაქ და ადამიანებს რო ხედავ როგორც მონსტრებს...
2 - დაუცველობის განცდა. ესეც კარგად ებმება ზედას.
ყველაზე კარგად იგრძნობა როცა არანაირი იარაღი არ გაქ თავის დასაცავად, რის გამოც იძულებულიხარ რო უბრალოდ გაიქცე, ან ჩაიდინო რაიმე თვით გდარჩენაზე მიმართული ქმედება. ეს იმდენად მძლავრი ინსტრუმენტია მექანიკად, რომ ტექნიკურად სლაბ თამაშსაც სერიოზულ ექფერიანსად აქცევს (ამნეზია). ერთფეროვნების თავიდან აცილებისთვის, შეგვიძლია გვქონდეს კრაფტი. იარაღებიდან რაიმე ლეტალურის მაგივრად, უკეთესი იქნება, რომ უბრალოდ ანელებდეს მტერს და არ ანეიტრალებდეს მას.
ასევე რაიმე მძიმე დამაწყნარებლები და სხვა ტიპის წამლები, რაც სიტყვაზე სტრესისთვის, ან შეტევისთვის გაგვაძლებინებს.
3 - ჩვენი ყოველდღიური რეალობის ალეგორია.
ყოველთვის საინტერესოა რაიმე მობეზრებული თემის, უჩვეულო და ჩვენს შემთხვევაში, ბნელი მხატვრული ხედვის ნახვა. ყოველდღიური რუტინა, სამსახური, ფული, ურთიერთობები და ნემისმიერი იმ მომენტში აქტუალური თემები.
4. ამბავში გმირის ზეამოცანა უნდა იყოს უფრო ზნეობრივი, ფილოსოფიური, მხატვრული ხასიათის, ვიდრე რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა (მაგ. ბოლო ბოსის მოკვლა, ან უცხოპლანეტელების შემოტევის შეჩერება). უნდა ეძებდე სულიერ თავისუფლებას, საზრდოს, გადარჩენას ...
კომფლიქტის ამოხსნა - შიშის, დაავადების, ტანჯვის რეალური მიზეზის, სახის მიგნება.
პ.ს. იქიდან გამომდინარე, რომ რესურსების მენეჯმენტი ამ ტიპის თამაშებს განსაკუთრებულ ხიბლს და ატმოსფეროს აძლევს, ყველაფერს მოვარგებდი კრაფტზე.
იდეა იგივე Darkwood -დან, რომელშიც სიტყვაზე გვაქვს მარტო ღამე გადასარჩენი და შტაბის ამოსაჭედი ინსტრუმენტები, საჭმელი, ბენზინი და მსგავსი.