Unread post#2 » 07 May 2016 10:01
სტელსი არის RPG -ს მერე ჩემი საყვარელი ჟანრი. მახსოვს Thief Metal Age იყო პირველი "ინტელექტურლუარი" თამაში PC -ზე რაც ვითამაშე. თამაშებზე ძირითადათ ბიძაჩემზე ვიყავი დამოკიდებული და ბიძაშვილებზე, მაგათ ქონდათ პატარა კოლექცია დაგროვილი და სულ შუტერებს თამაშობდნენ, შესაბამისად მეც მათი თამაში მიწევდა.
Thief რო დავინახე ბიძაჩემის ეკრანზე რაღაც გადატრიალდა ტვინში ეგრევე, "რეალისტური" გრაფიკის არათანამედროვე სამყაროს "ხმლებიანი თამაში" რაღაც სხვა მოვლენად წარმომიდგა თავიდანვე. მაგრამ ეს თამაშიც ექშენად გავიცანი რადგან მასე თამაშობდა ბიძაჩემი, Thief'ის მოუხერხებელი Melee კომბატით და ძალიან საკაიფო რეალისტური მშვილდის კომბატით 3~4 ჯერ დავხურე მთელი თამაში და მერე აღმოვაჩინე რომ ექსპერტ მოუდი ქონდა, უფრო რთული და მეტი მისიებით და მაგას ჩავუჯექი.
ერთ დღეს ვთამაშობდი მისიას სადაც ძალიან დიდი ქალაქის რუკაა, ბევრი მცველით და ბევრი მისიით. მინი გახსნილი სამყაროს ექსპერიენსი. რაღაც მომენტში ჩამოვვარდი სიმაღლიდან, თითქმის მოვკვდი და Quick Load -ის მაგივრად Quick Save დავაჭირე. თავიდან დაწყება არ მინდოდა მისიის, მაგრამ მტრები იმდენი იყო ძნელი იყო ძაან ყველას მოკვლა ისე რომ ერთხელ მაინც არ დაერტყათ შენთვის და ამ მომენტში იძულებული ვიყავი სტელზისთვის მიმემართა და მანდ აღმოვაჩინე რომ მთელი ახალი განზომილება ამოვხსენი.
რამდენიმე თვის მერე თვალებდახუჭულს შემეძლო ოთახში ფეხის ნაბიჯის ხმით დამეფიქსირებინა რამდენიმ მცველი იყო სად, შემეძლო მცველების პატრულის გზის დამახსოვრება და ინსტინქუტრად გაპარვა მათ შორის და მტრის მიერ დანახვა ან მტრის მოკვლა იქცა სასირცხვილო წაგების წინაპირობად. ეს ყველაფერი ისე რომ სიტყვა Stealth საერთოდ არ გამეგო და ისიც არ ვიცოდი რომ მაგ ჟანრზე იყო მორგებული თამაში.
მაგის მერე ყველა თამაშს ვცდიდი რომელშიც მიპარვის მექანიკები იყო, თუმცა აქამდე მარტო Thief, Hitman და MGS 5-ზე ვიპოვე სტელზი რომელიც მომეწონა.
Stealth-ის განსაზღვრება და ფილოსოფია არის "An art of deception", "მოტყუების ხელოვნება". შენ ატყუებ თვალს, სმენას, გონებას და დამალობანა ამ ტყუილის მხოლოდ პატარა ნაწილია. შეიძლება მიწაზე გაწოლილი მიხოხავდე და თვალის ხედვის არეალს გაურბოდე, შეიძლება შენი გარეგნობა ან პიროვნება შენიღბო და ფიზიკურად დაუმალავად მოატყუო თვალი და გონება.
არაფილოსოფიურად კი სტელზის მუღამი ჩემთვის არის:
*ძალიან სარისკო და მაღალი სკილის მომთხოვნი მანევრები, შესრულებული იმპროვიზაციის და გარემოს ტაქტიკურად შესწავლის ხარჯზე.
*ფარული სამყაროს შეუმჩნეველ ნაწილად ყოფნა, იმ შეუმჩნეველ ნაწილად რომელიც ამ სამყაროს ნამდვილ შეუნიღბავ სახეს ხედავს.
ჯერ რუკაზე სწავლობ და ცდილობ სივრცულად წარმოისახო გარემო სადაც მოგიწევს ნავიგაცია, მერე აკვირდები მცველებს მენტალურ სურათს იწყობ მათი ტრაექტორიებს. ფორმულირებას უკეთებ უხეშ გეგმას, ღრმად ჩაისუნთქავ და იმპროვიაზიის და სკილის ხარჯზე ახორციელებ გეგმას.
ეს რაღაც თეატრის პერფომანს გავს ან ორკესტრის დირიჟორობას. რაღაც მოვლენების ჯაჭვია, რომელიც თუ იმპროვიზაციის და სკილის ხარჯზე შეიკრა ქმნის ერთგავრ კომპოზიციას. როდესაც უზარმაზარი, მცველებით და კამერებით სავსე ოთახის ნავიგაციას მოახდენ ერთი ცდით, ან იდეალურად დაგეგმილ ასასინაციას განახორციელებ და სუფთად გამოიპარები უკან ძალიან მაგარი, ადრენალინით სავსე და კრეატიული feel მოდის.
ამასობაში თუ სამყარო სრულ იმერსიაში გაქცევს, გაძლევს საშუალებას სხვების პირადი ცხოვრება ნახო სხვა კუთხით კიდევ უფრო ივსება ექსპერინსი და სრულფასოვანი ხდება. წვიმიან ღამეს სახურავის კიდეზე ჩამოკიდული რომ მიიპარები და ფანჯრიდან გესმის ცოლი როგორ ცდილობს ქმრის მანიპულაციას რომ მოითხოვოს უფროსისგან ხელფასის მომატება, ან ნაგვის ყუთიდან ამოღებული 5 დაუმთავრებული წერილის წაკითხვით ხედავ როგორ ცდილობდა კაცი შეყვარებულის ხან მოთაფლვას, ხან გალანძღვას და ხან მისთვის პატიების თხოვნას და წერილზე ხელის ჩაქნევის მერე მერე პოულობ ამ კაცს გალეშილს ბარში. რაღაც სხვანაირ დონეზე ცოცხლება ესეთი დეტალებით, პერსონაჟებიც, სამყაროც და შენი ექსპერიენსიც.
იმისთვის რომ სტეალზის ესეთი ტიპის სიამოვნება განიცადო:
*თამაში არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. შეიძლება მთელი მისია არ გქონდეს გახსნილი, მაგრამ საკმარისად დიდი არეალები უნდა გქონდეს თავისუფლად გადაადგილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ თამაშობ თაიმინგიან Puzzle თამაშს და საკუთარ იმპროვიზაციას კი არ ახდენ, დიზაინერის Puzzle ჩანაფიქრს ხსნი.
*არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენი გმირი იყოს ყველა პერსონაჟის ინტრიგების "ძუკნა", სადაც ყველა ვისაც არ ეზარება სიუჟეტურად ახერხებს რომ მოგატყუოს, გამოგიყენოს და არანაირი კონტროლი არ გაქვს საკუთარ ბედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არ თამაშობ "მოტყუების ხელოვნების მასტერს" ეს კი აუცილებელია სტელზის იმერსიითვის.
*აუცილებელია საკმარისი სიღმე ქონდეს გეიმპლეის და AI's, და ინტერფეისი იყოს მორგებული იმერსიაზე. არავითარ შემთხვევაში არ შეილება გქონდეს ინტერფეისის ელემენტები რომელიც იმერსიის დარღვევით გამცნობს მტრის ადგილმდებარობას, ხედვის არეალს და ა.შ. ამის ამოცნობა და გათვლა არის მთელი მუღამი სტელზით სიამოვნების.
*აუციელებლია სამყაროს ქონდეს სიღრმე და იყოს დინამიური. რაც მთავარია ცოცხალი და პერსონაჟები ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, და მათზე მიპარვით ან მათ ოთახში შეპარვით შეგეძლოს მათ ფარულ ცხოვრებას და საუბრებს დააკვირდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.