Unread post#10 » 08 Dec 2022 04:22
საფრანგეთის და ინგლისის გარდა ყველას წარმატებები.
საფრანგეთი განსაკუთრებით არ მინდა მარა მგონი მეორეს დადებენ ზედიზედ ისეთი პირი უჩანს.
ბრაზილია ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ძველი რომანტიკა დააბრუნეს. თან პელე ვეღარ გადარჩება ავადმყოფობისგან და ამათ რო თასი ჩაახუტონ კარგი ენდინგი იქნება.
ხორვატების და პორტუგალიის მიმართაც სიმპათია მაქვს 98-2000 წლებიდან. პორტუგალიას ძლიერი შემადგენლობა ყავს თან და მართლა აქვს შანსი ფინალში თამაშის.
არგენტინაც ასე თუ ისე ფორმაშია და თუნდაც მესის და თუნდაც მაგ ნაკრების კოლორიტობის გამო მშვენიერი იქნებოდა მაგათი ჩემპიონობაც.
ეს ნიდერლანდები ჯერჯერობით არ მომწონს, თუმცა მაგ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს, პროსტა ამ შემთხვევაში არგენტინას უფრო ეკუთვნის.
მესის და რონალდოს ფინალიც ეპიკური დასასრული იქნებოდა, არცერთ სპორტში არასდროს რო არ მომხდარა მაგ მასშტაბის დაპირისპირება დაიდებოდა, მსოფლიო ბლოკბასტერი. ამ შემთხვევაში ბრაზილია შემეცოდებოდა ძალიან მარა შეიძლება ღირდეს კიდეც ამ ფინალად ყველაფერი :D შეიძლება მესამე ადგილზე დაჯახებაც გამოვიდეს და ეგ ის შემთხვევა იქნება როცა მესამე ადგილის მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ფინალი :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.