Horror Movies, ფავორიტები და რეკომენდაციები

თავისუფალი სივრცე < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11749

Horror Movies

Unread post#1 » 17 Jan 2021 23:22

დღეს ვნახე ერთი ძალიან კოლორიტული ვიდეო ჰორორებზე, სადაც ავტორი ყვება იმ ყველაზე დისკომფორტულ, საშიშ ფილმებზე რომლებიც ცხოვრების მანძილზე უნახავს.

ყურების დროს მივხვდი, რომ 34 წლის ასაკში მეც და ალბათ თქვენც საკმაოდ დიდი სია გვექნება კარგი ჰორორების დაგროვილი. საინტერესო იქნება თამაშების ჰორორების თემის მსგავსად, ფილმებსაც რო ცალკე ტოპიკი დაუთმოთ.

აქ ესე სიას, გასაგები მიზეზების გამო ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ ძაან ბევრი კარგი ფილმია , მაგრამ შეგვიძლია ყველამ დავწეროთ ჟანრში ჩვენი საყვარელი პრეოქტები. ასევე რაიმე ახალს, ან დავიწყებულ ძველს რო ვნახავთ, ფილმების თემის მაგივრად აქ გაუკეთოთ რეკომენდაცია.

ინსპირაციულ ვიდეოს აქვე მივადებ, რამდენიმე საინტერესო ახალი ჰორორი გავიგე. შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო იყოს. ხოლო უშუალოდ ჩემ ტოპ ჰორორებს კარგად გავიხსენებ და კომენტარებში გამოუშვებ. არ დაგეზაროთ, ისეთი სახასიათო ჟანრია ვფიქრობ საინტერესო თემა დაიდება.

User avatar
GHOST
Posts: 1957

Re: Horror Movies

Unread post#2 » 17 Jan 2021 23:30

ჩემი ფავორიტები:
The Witch
Suspiria
It Follows პრემისი მაგარი ბანალურია, მაგრამ ფილმი ატმოსფერულია, რეტრო "დუხითა" და საუნდტრეკებით.


The Lighthouse -ს ვერა და ვერ ჩავუჯექი, არადა, ხარისხში რომ დაიდო , გადმოვერე მაშინ, ალბათ ერთი წელია რაც მიდევს და შესაბამისი დრო ვერ ვიპოვე. :დ

Riddick
Posts: 11749

Re: Horror Movies

Unread post#3 » 18 Jan 2021 00:47

The Blair Witch Project - ეს ამ სიიდან რეალურად ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ კიდე სკოლის პერიოდი იყო. სადღაც მქონდა თვალი მოკრული და მაგრად მაინტერესებდა. ვიდეოს ბოლო ეპოქა იდგა და კასეტები იყიდებოდა ძალიან მაგარ პირატულ შეფუთვებში, თავის აღწერებით და სქრინებით უკან. ახალი წლების პერიოდი იყო თან. შეთვარიელებული მქონდა ამის პიზდეც ლამაზი კასეტა, ფული ვაგროვე და სკოლიდან წამოსულმა სახში წამოვიყოლე. ზუსტად ისეთი ამინდი იყო თბილისში როგორიც ფილმში, მარა სახში თბილად ჩამჯდარმა უყურე და ატმოსფერულდ ჩა**მა დავიძინე ))) <3 ნოსტალჟი

Paranormal Activity - დაჟე ეხაც მახსოვს, რო მორჩა სამზარეულოში გასვლაზე სერიოზულად კომპლექსური დიალოგი დამჭირდა საკუთარ თავთან :) ზოგი მაგრად კაიფობდა ამ ფილმზე, მარა მე მათ რიგებში ვერ მოვხვდი

Paranormal Activity 2 - და რო მეგონა რომ აი პირველის მერე რა უნდა იყოს... ამაზე პირველი ამნეზიის მსგავსი რაღაც მომივიდა. კინაღამ გავჭაღარავდი )) დაჟე ეხაც რო უყურო მაგრად გამიტყდება დარწმუნებულივარ.

Midsommar - ძალიან საშინელი ფილმია, სამწუხაროდ კარგი გაგებით :) კინოში უყურე და მთელი დარბაზი დაჩმორებულები ვიჯექით :) თან რაც ყველაზე მაგრად მუშაობს ის არი რო არაფერი არაა მოგონილი, ან რაიმე დოზით გაზღაპრულებული. იდეალურად რეალისტური ამბავია, რომელიც ნათლად განახებს რო თვითონ ადამიანები გყავს აგერ ჰორორისთვის, ვაფშე არაფერი არ არი მეტი საჭირო ))

Hereditary - ესეც იგივე რეჟისორის და კიდე უფრო შავბნელი დედა**ლი რამეა. ძაან გამიჭირდა მომენტებში ყურება, მარა ჟანრში ვინც ტრა** ვერ აყენებთ აუცილებლად ნახეთ :)

The Lodge- Midsommar -ის მსგავსად, ამ ფილმშიც ყველაზე მაგრად რეალიზმმა მოიტანა. ყველანაირი პარანორმალურისგან დაცლილი ჰორორია, რომელიც ცნობილი ფსიქიკური დაავადებების და ამ დაავადებებისთვის ნეგატიური გარემოებების ერთობლიობის შედეგს გვიდებს, რითიც ჯამფსქეარების და მონსტრების გარეშე გვაძლევს ჰორორ ექსფერიანსს.

Jacob's Ladder - ეს ფილმი მომავალშიც ჟანრის დიდ კლასიკად უნდა დარჩეს. "შინაგანი იმპერიის" მოშლის სამაგალითო სადემონსტრაციო ნამუშევარია. და უზომოდ ატმოსფერული.

Angel Heart - შემთხვევით მივაწყვილე, მარა ეს და ზედა განსაკუთრებით უხდება ერთმანეთს. ერთი ეპოქის ჰოლივუდია. Jacob's Ladder -ის დონის ეს შეილება არ იყოს, მაგრამ რაღაც სერიოზულად სახასიათოდ ჟუტკი და მისტიკური ამ ფილმშიც არი.

The Descent - ეს ფილმი იყო ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი. ამდენი წელი გავიდა ამის გამოსვლის მერე და ესეთი ჰარმონიული გადასვლა სათავგადასავლო ფილმიდან ჰორორში არ შემხვედრია.

The Others - ჰარმონიულ გადასვლებზე <3

The Fourth Kind - არ მახსოვს რატო და არ მახსოვს ზუსტად რა ხდებოდა, მაგრამ მახსოვს, რომ მაგარი შეშინებული ვიყავი რო მორჩა )) ეხა შეილება თრეშია უკვე, მარა თავის დროზე ძალიან გამისწორდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6154

Re: Horror Movies

Unread post#4 » 18 Jan 2021 00:52

ფილმში ჰორორის მუღამებს ვერ ვიჭერ, უფრო იდეების და სიუჟეტის გამო მევასება ხოლმე. გადაღებასაც თავისი ეფექტი აქვს დაძაბული თუა მითუმეტეს, იქ ცალკე ფერებით მუშაობა და კამერის იმერსია.
რავი უფრო ღირებულ ვეშებს ჩამოვწერ რაც მომეწონა, არაა აუცილებელი რო საშიში იყოს, უფრო შთამაგონებელი ფილმები რაცაა ჩემთვის ან ხარისხი რაშიც დავინახე დროსთან მიმართებაში.

ჰოლივუდურებში ჰიჩკოკის Rear Window, Psycho, Birds სამივე ჰორორის მოსაზღვრეა, Invasion of The Body Snatchers ორი ვერსიაა და ორივე ასწორებს ენდინგის გამო, პოლანსკის Rosemary's Baby, კუბრიკის Shining, პირველი Texas Chainsaw Massacre, კარპენტერის Halloween და Thing, სპილბერგის Jaws, რიდლი სკოტის Alien და კემერონის Aliens, ლეინის Jacob's Ladder ალბათ საუკეთესო ფსიქოლოგიური ჰორორი. ახლებიდან It Follows, Annihilation, Get Out. EDIT: Paranormal Activity პირველი მაგარი იყო, სერიოზულად დამძაბა.
ასევე A24-ის გადაღებული არი ასტერის Hereditary და Midsommar კარგად იყო გაკეთებული ორივე და საკმაოდ შემაწუხა. Lighthouse უფრო ფსიქოლოგიური ტრილერია და სიუჟეტურად დიდი არაფერი მარა ატმოსფეროს გამო კაია ეგაც.

ბრიტანული Wicker Man

იტალიურებში giallo ჰორორები აუცილებლად. არჯენტოს სუსპირიასთან ერთად ერთი ხუთი ფილმი მაინც ასწორებს. ლუჩიო ფულჩის House by The Cemetery მომეწონა ძალიან. ჰორორის ყველაზე გროტესკული დამუშავება იტალიელებს აქვთ <3

ფრანგული Eyes Without Face მომწონს როგორც ფილმად, უფრო დრამაა ჰორორის ელემენტებით.

იაპონური ნიუ ვეივის ჰორორები 90-იანების ბოლოდან 2005-მდე ალბათ ყველა საინტერესოა, ერთი პატარა აფეტთქება იყო რამაც თამაშებშიც ეპოქა დაასამონა

კორეულებში Tale of Two Sisters არის ხარისხიანი მოჩვენებების ჰორორი და The Wailing გამისწორდა ძალიან.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests