ვირუსი არის ძველი კორონავირუსის ჯგუფის წარმომადგენელი, ოღონდ ახალი შტამით. ზოგადად ეს ვირუსი გვხვდება სხვადასხვა საქონელში და ღამურებში და აქვთ გაციების მაგვარი სიმპტომი, მაგრამ ამ ახალი მუტაციით ადამიანებისთვისაც საშიშია და ჯერჯერობით არ გვაქვს მაგის იმუნიტეტი.
ზოგადად ვირუსის ამბავში რაღაც ახალი არაფერია, ღორის გრიპიც და ფრინველის გრიპიც თავის დროზე ღორებში და ფრინველებში იყო გავრცეებული და მერე გადავიდა ადამიანზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში ღორის გრიპმა (H1N1) 50 მილიონი ადამიანი მოკლა - ამერიკელები, ბრიტანელები და ინდოელები. ერთ დროს შავი ჭირიც მიწის ჩვეულებრივი ბაქტერიისგან მუტირდა ისიც ჩინეთში და სავაჭრო გზებით გავრცელდა ევროპაში, რამაც ნახევარი შუა საუკუნეების ევროპა გაჟლიტა ))) ზოგადად ვირუსები სულ ტრიალებს, უბრალოდ თანამედროვე მედიცინის წყალობით ნაკლებად გვეხებოდა და ამ ეტაპზე რაღაც გაუთვალისწინებელი და უპასუხისმგებლო სიტუაცია შეგვექმნა.
ჩინეთში ალბათ ნოემბრის ბოლოდან გამოჩნდა ან შეიძლება ცოტა ადრეც და პირველი ინფიცირებულები იყვნენ ზღვის პროდუქტების ბაზრის მუშები. ჩინელმა ექიმმა გააბაზრა დეკემბერში მარა დაიჭირეს/გააჩუმეს და სანამ არ იფეთქა და უკონტროლო არ გახდა მსოფლიოს არ აცნობეს რა იყო და როგორ.
როცა გაირკვა ვირუსი რას იწვევდა, მაგ დროს იტალიაში უკვე მოდებული იყო და როგორც ჩანს ტურიზმით შევიდა, მაგრამ უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ როგორც გრიპს და შედეგმაც არ დააყოვნა. იქაურებს თუ დავუჯერებთ, კარანტინის გამოცხადების შემდეგ როცა სამსახურებიდან დაითხოვეს, ხალხმა ნათესავებთან სტუმრობა, პაბებში სიარული და გართობა დაიწყო. კოცნით მისალმება იციან მანდაც ჩვენსავით.
ესპანეთშიც და საფრანგეთშიც თავისუფლად გადავიდა, მართალია იტალიამ საზღვრები გვიან ჩაკეტა მარა გადასვლა მაინც ხდება თუნდაც სამკურნალოდ, ზოგი უბრალოდ გარბის. ჩრდილოეთ იტალიაში უბალოდ ვერ აუდიან მკურნალობას რესურსის პონტში.
ვირუსი იწვევს პნევმონიას და მწვავე რესპირატორულ-სასუნთქი გზების ანთებას. ორივე განკურნებადია მაგრამ საჭიროა იმუნიტეტი და უფროს ასაკში უკვე ორგანიზმზეა დამოკიდებული. ცუდი და ყველაზე ვერაგობა ის არის რომ ორი კვირა ისე შეიძლება იყოს ადამიანი ვირუსის მატარებელი რო ვერ გაიგოს და ამასობაში სხვასაც გადასდოს.
ვაქცინის გაკეთებას ბევრი არაფერი არ უნდა დღევანდელ პირობებში, უბრალოდ ტესტი წაიღებს დიდ დროს და შედეგებზე დაკვირვება, სადღაც წლიდან წელიწადნახევრამდე.
ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან დასავლეთ ევროპა და ამერიკა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, მომავალი ყველაზე დიდი ეპიდცენტრი ამერიკა გახდება, თან თუ დავამატებთ რო ეკონომიკური კრიზისის შექმნა არ უნდათ და ტრამპი პარალიზების წინააღმდეგია, დიდ დარტყმას მიიღებენ ძალიან თუ ეს ასე მოხდა.
ბრძოლის მეთოდი დღეს მხოლოდ ერთია ეფექტური: ესაა ჩინური მეთოდი, სახლში ჩაკეტვის. მეორე მეთოდი ტრამპზეა დამოკიდებული რას იზავს და იქიდან გამომდინარე მიბაძავს მერე ყველა. ბრიტანეთს ვირუსთან თანაცხოვრება არ გამოუვიდა.
ვირუსი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ თანამედროვე საზოგადოება უნდა მიეჩვიოს სხვა რეჟიმში ცხოვრებას და შეამცირონ ამით მსხვერპლი. ამას ცოტა დრო უნდა და ჩადგება ნორმაში, მთავარია კონკრეტულმა მთავრობებმა სისულელეები არ ჩაიდინონ.
Kurzgesagt-ის ვიდეო ვირუსზე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.