Unread post#220 » 25 Jun 2023 19:39
ის ენდინგი არაა რაც გვინდოდა მარა მაინც ლუდის თემაა.
რამდენიმე თვის წინ ვინმე იფიქრებდა რო აფრიკის ქვეყნის გარდა სადმე მასე ტიპი დაიძვრებოდა თავდაცვის მინისტრის დასაბრედად? :D პროსტა ხო არ მიდიოდა, პრეზიდენტს გადაახტა ტიპი. გზები დათხარეს, ვერტმფრენებით დააყარეს და ბოლოს რაღაც მოხდა რაც არ ვიცით. ძიება გაუუქმეს და პოზიტიურ ნოტაზე გაუშვეს ბელარუსში ხალხთან დამშვიდობებებით. მაგას დამატებული მესაზღვრეები და პოლიციელები გვერდზე გადგნენ, აქა-იქ კიდე საჯარისო ნაწილები აჯანყებულს მიემხრნენ.
რამხელა რეპუტაციული ზიანია ეხლა ეს რუსეთისთვის ხო ხვდებით.
ყველა ვარიანტში აჯანყებად მოინათლა და პუტინიც, რუსეთიც და მაგის თავდაცვაც გამოჩნდა უსუსური საერთაშორისო ასპარეზზე, რაც იასნად გვაწყობს. წარმოიდგინე რა *** უნდა იყოს აწი კაცი რო ასეთ არასტაბილურ მოშლილ სახელმწიფოზე გააკეთოს რამე პოზიტიური პროგნოზი და მასთან მეკავშირეობაზე იფიქროს.
ხო კიდე მოგებულ ომებს ასეთი აჯანყებულები არ ყავს რომლებიც ჯანყს ხელების შეწმენდით იწყებენ და წარმატებულ დანაყოფებსაც მასე არ შლიან. ფრონტზე უცბათ თუ დაენძრათ, გუშინდელი დღე დასაწყისი იქნება.
ამ პრიგოჟინის მოკვლა კიდე თუ უნდოდათ პროცესში უნდა ექნათ, აღკვეთა გამოუვიდოდათ, ეხლა თუ დაალევინეს ჩაი ეგ ზემოთქმულს არ შეცვლის მაინც :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.