ეხა ისე მიტრიალებ კითხვას, უკვე მე მეღიმება მაგაზე.
საქართველო და უკრაინა, რომ მიიღონ ნატოში, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ტერიტორაზე განთავსდება ნატოს ჯარების სხვადასხვა ტიპის სამხედრო, სარაკეტო შეიარაღება. რაც მგონი არცერთი ჩვენგანისთვის რთული მისახვედრი არ არის, თუ რას ნიშნავს - ამაზე რუსეთი გამოვა და იტყვის, რომ მის უსაფრთხოებას პირდაპირ ემუქრება ეგ ფაქტი, რაც ეგრეც არი რეალურად (შენ შეიძლება თვლი რომ არ არი). დარწმუნებულივარ კარგად იცი რაც იყო კუბის კრიზისი და რამაც გამოიწვია. კუბაზე კომუნისტების მიერ ბირთვული იარაღის შეტანამ. ანუ რუსეთმა მინიმუმ თავის ჩადენილითვე იცის რა საფრთხისგან იცავს თავის თავს.
ამის მერე თვითონ კითხვის ფორმა..
უკრაინა და საქართველო რომ მიიღონ ნატოში, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებს ვეღარ შეუტევს და ეგ არის აგრესია რუსეთის წინააღმდეგ?
ძალიან უცნაური და გაუგებარია.
მე ძალიან ბევრი მიზეზის გამო მინდა რო ნატოს და ევროპული ცივილიზაციის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ამ მიზეზებიდან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად რუსეთისგან დაცულობაა - მარა მე აქ მარტო იმაზე ხო არ ვლაპარაკობ, თუ რა მინდა მე, შენ და ჩემ ქვეყანას.
საქართველო და უკრაინა უნდა შევიდეს ნატოში, მაგრამ ამას ჩვენი მტერი არ იღებს, იმიტომ რომ მას თავის გლობალური მტერი ყავს და მინდა რო ეგ სურათი გავშალო. და მე შემილია საერთოდ არ ვილაპარაკო, უბრალოდ კუბის კრიზისის პროეცირება გავაკეთოთ უკრაინაზე.
თუ ჩემი პირადი შეხედულება რაღაცაში მცდარი გგონია, არავითარი პრობლემა არაა. შენი ხედვა დადე სიტუაციის და იმის გარშემო ვიბაასოთ.