Page 1 of 4

Books / Audio Books

Posted: 11 Mar 2020 13:39
by Riddick
თქვენ შორის მე ალბათ ყველაზე ნაკლებად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, მარა რატომღაც არ ხსნის არავინ ამ თემას. იყოს ექსფერიანსის გასაზიარებლად და რეკომენდაციებისთვის :coffee:

ამ ბოლო დროს დაუმუღამე აუდიო წიგნებს. ეხა უსმენ Orwell-ის 1984, მარა თან საკმაოდ დიდი ეკრანიაქ ტელეფონს და კითხვაც მინდა რო ვცადო. იმდღეს ვფიქრობდი რო რამე The Terror მსგავსს წავიკითხავდითქო, აი სერიალი რო იყო. თუ გაიხსენებთ რამე ეგეთ ატმოსფერულს, გამოუშვით.

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 14:49
by hellwalker
კაი ხანია არ წამიკითხია არაფერი. მალაზანი მიგდია ათასში ერთხელ გადავფურცლავ. იმდენი ხანი მიწევს ეკრანთან ყოფნა სამუშაოს პონთში მეტასკავება კიდე ცალკე კითხვაზე თვალის ძაბვა.

ჰორორ მისტიკას ბევრს არ ვიცნობ. ედგარ ალანა შემიძლია გირჩიო ერთადერთი.

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 15:11
by SLaYeR
მე მითოსზე და ისტორიაზე ვარ გადასული ბოლო დრო, ან ძველ ვეშებს ვიხსენებ ან რაც მაინტერესებს ახალი იმას ვიკვლევ. არადა კაი წიგნს ჩავუჯდებოდი ახლა სიამოვნებით მეც, ატმოსფერულს და აზრიანს.

ტერორში რავი, ნებისმიერი მკვლელობის თემაზე დეტექტივი დაჯდება მგონი ბასკერვილების ძაღლივით თუა რამე კიდე ცხოველი რო ერიოს. ნუ რამე სათითაოდ რო იხოცება ხალხი ეგეთებიც შეიძლება, აგათა კრისტის And There Were None სტილში, მგონი სხვებშიც არის იგივე პონტი. ცივი მიტოვებული ადგილის თემა თუ გინდა ლავკრაფტის At The Mountain of Madness არის ეგეთი.

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 15:15
by Riddick
hellwalker
რამე რომანის ამბავში უფრო გამისწორდება. პატარა მოთხრობები რაღაც ვერ მიქაქაჩავს. პოსი რაც წამიკითხავს ძირითადად ეგეთი, მოკლე მოთხრობები და ლექსები იყო. აი ლავკრაფტის ინსმუტიც ძაან მიყვარს, მარა არვიცი მეტი მაგ სიდიდის და მუღამის თუ აქ რამე. ნეკრონომიკონის წაკითხვას ააქ რამე აზრი ?

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 15:20
by Riddick
SLaYeR
ხო ადგილის პონტში უფრო მინდა, ვიდრე სიუჟეტური წყობის. ტერორში ზუსტად ეგ ქმნიდა ატმოსფეროს. მიტოვებული ადგილები მაგარი მსუყე თემაა კარგი ამბების მოსაყოლად. At The Mountain of Madness რამხელაა, დიდია?

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 15:32
by SLaYeR
არა პატარაა, 2-3 საათში მორჩები ნელი კითხვით ან მოსმენით, 200 გვერდიც არაა მგონი.

ლავკრაფტს აქვს რამდენიმე რომანი (Novel) ან ნოველა (Novella), გააჩნია ზოგი რომანად მიიჩნევს ზოგი ნოველად და დანარჩენი მოკლე მოთხრობები. ნეკრონომიკონი კრებითი სახელია კოლექციის და ძირითადად კონკრეტული გამომცემლობა არჩევს ხოლმე თუ რეები შეიტანოს შიგნით, თან ბევრს გამოუყენებია წლების განმავლობაში ისეთი სახელი ქვია ))))

ლავკრაფტის რომანები არის შემდეგი:
The Dream-Quest of Unknown Kadath - ამან დამღალა
The Whisperer in Darkness - ეს რატომღაც დღემდე არ წამიკითხავს
At the Mountains of Madness - ეს კაია
The Shadow over Innsmouth - ეს გემრიელი რამეა, მარტივი და საკულტო ჰორორ ფიქშენში
The Shadow Out of Time - ესაც არ ვიცი
The Case of Charles Dexter Ward - ეს ბუნდოვნად მახსოვს და რაღაც მოთხრბებში მერევა, მგონი იკვეთებოდა სთორი რომელიღაც მოთხრობებთან

პოს რომანები არის ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი, მკვლელობა მორგის ქუჩაზე, მარი როჟეს მკვლელობა. პიმი დიდია ცოტა, ის ორი პატარა დეტექტივებია.

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 16:33
by hellwalker
ამაზე გიყვებოდით ყველას და ეხაც გირჩევთ წაკითხვას:
https://en.wikipedia.org/wiki/The_Warlord_Chronicles

The Last Kingdom რო სერიალი. ეგ არის დაფუძვნებული Warlord Chronicles-ის ავტორის სხვა წიგნზე. პროსტა Warlord Chronicles ბევრად კარგია ჩემი აზრით.

სიუჟეტი მიყვება მეფე არტურის, მერლინის და მაგათ მითებს. ოღონდ არაფერს არ გავს რაც არტურის ლეგენდაზე გინახავთ. ნუ კირა ნაითლი რო თამაშობს ფილმს მაგას შეილება ოდნავ.

ძირითადი ტვისტი არის რომ მაქსიმალური ისტორიული რეალიზმია დაცული და არტური არის ჩვეულებრივი Warlord. არანაირი კამელოტი, რაინდების მრგვალი მაგიდა და ეგენი არ აქ. უბრალოდ იდეალისტი, ქარიზმატული კაცია და რაგნარივით თავის ხედვის გარშემო იერთიანებს ხალხს. ძალიან მაგრად არის ნაჩვენები პაგანური კულტურა, ადრეული ქრისტიანობა და მაგათ შორის დაპირისპირებები.

Re: Books & Audio Books

Posted: 11 Mar 2020 20:09
by Riddick
hellwalker - სადმე ხოარ გეგულება რუსულად?

SLaYeR - ლავკრავტს ხო აქვს თავისი მოგონილი ღმერთების ნეკრონომიკონი? შემხვედრია, რამდენიმე სხვადასხვა მოთხრობა, თუ ნოველა შედის. ზუსტად სტრუქტურა არვიცი როგორია და ეგ მაინტერესებდა.

Re: Books & Audio Books

Posted: 12 Mar 2020 03:20
by SLaYeR
fictional წიგნია თითონ ეგ, სხვადასხვა მოთხრობებში ჩნდება. თუ სადმე ნახავ რო ნეკრონომიკონი აწერია ლავკრაფტის წიგნს, გამომცემლების მიერ შედგენილი კოლექციებია :D

აი Gollancz-ისგან არის ეს კარგი best of კოლექცია Necronomicon-ის სახელით https://www.amazon.com/Necronomicon-Bes ... 0575081562
ასევე აქვს მეორე ნაწილი დანარჩენი მოთხრობებისთვის Eldritch Tales https://www.amazon.com/Eldritch-Tales-H ... 0575099631

არის კიდე ეს ერთ წიგნად Barnes & Noble-ისგან https://www.barnesandnoble.com/w/barnes ... 1106658815 და თითქმის იგივენაირი https://www.amazon.com/Complete-Fiction ... B00UZ2G8PY Knickerbocker-ისგან. სრული აწერია ორივეს მარა რაღაც წვრილმანები აკლია მაინც, მარა ერთ წიგნად ძალიან პოპულარულებია ორივე.

არის კიდევ ორ ნაწილიანი New Annotated Lovecraft https://www.amazon.com/New-Annotated-H- ... 0871404532 და New Annotated Lovecraft: Beyond Arkham https://www.amazon.com/New-Annotated-H- ... 1631492632. ესენი კარგია ლიტერატურული ბექგრაუნდები და ღრმა კვლევა ვისაც აინტერესებს მაგ მწერლის. როგორც კოლექციები ზედებზე უკეთესი ვერაა. შეიძლება მომავალში მესამე ნაწილიც გამოვიდეს და მერე კარგი იქნება.

Penguin-საც აქვს რაღაეები გამოცემული მარა სხვადასხვა სერიების წიგნები უნდა შეაკოწიწო რო სრული გამოვიდეს, ამიტო ეგ ზედები კარგია.

Gollancz-ის გამოცემების სარჩევებით რო იხელმძღვანელო კარგი იქნება, მე მაგას ვიყენებ. პირველ ნაწილში ყველა რომანი და მნიშვნელოვანი მოთხრობაა შესული, მეორე ნაწილში ზოგი მნიშვნელოვანი და ზოგი ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთხრობაა.

Re: Books & Audio Books

Posted: 12 Mar 2020 04:44
by Riddick
მე ნეკრონომიკონი მგონია რაღაც ბისტიარის ვარიანტი, ოღონ სხვა ტიპის არსებების :) აქ რაღაც წერია მაგაზე https://en.wikipedia.org/wiki/Necronomicon

აგერაა მთლიანი კრებული იმისი რაც დაუწერია https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=5592044

და მეუბნები რო At the Mountains of Madness არი კარგი. მაგას ვნახავ.

Re: Books & Audio Books

Posted: 12 Mar 2020 10:38
by GHOST
https://www.goodreads.com/book/show/138 ... of_Our_War
ეს არის ძალიან კრუტოი ვეში.

Re: Books & Audio Books

Posted: 12 Mar 2020 12:26
by Riddick

Re: Books & Audio Books

Posted: 12 Mar 2020 12:31
by hellwalker
ბიჭო რუსული რესურსები არ ვიცი. ადრე მამაჩემს ესენი გავუძრე თუ გამოგადგა.
https://aldebaran.ru/
http://lib.ru/

Re: Books \ Audio Books

Posted: 25 May 2020 23:52
by Riddick
phpBB [video]

აბერკრომბის გარდა, რამაც დამაინტერესა:
Чайна Мьевиль «Вокзал потерянных снов»
Бром «Потерянные боги»
Наталья Игнатова «Последнее небо»
Танит Ли «Владыка ночи»
ხო არ იცით რომელიმე (ამ ოთხიდან)?

Re: Books \ Audio Books

Posted: 26 May 2020 08:41
by GHOST
მიევილი საკაიფოა, დანარჩენი არ ვიცი. ნუ, მე weird fiction მევასება და მიევილის შემოქმედებაც მომწონს.

Re: Books \ Audio Books

Posted: 26 May 2020 21:17
by Ripster
The Whisperer in Darkness - ეს რატომღაც დღემდე არ წამიკითხავს

ძალიან საკაიფო რამეა

პო ახსენეთ და მაგის მოთხრობებს დღემდე ვერ ვეგუები როგორც პოს მთავარ შემოქმედებას
პოეტია ჩემთვის ეგ კაცი და მოთხრობები მეორეხარისხოვანია
რაც უფრო დიდია მით უფრო დამღლელი თან
ართურ გორდონ პიმს საერთოდ ბოლომდე როგორ გავუძელი არ ვიცი ;დ

ისე რომ ვუფიქრდები ტერორის სეთინგი მაგას აქვს, თუმცა პირადად მე არ გირჩევ ;დ

აი კინგის ფილერებით გატენილ ორიათას გვერდიანი რამე სისულელე რომანი მირჩევნია პოს ნანტუკეტს ;დდდდდდ


კაი ხანია არაფერი წამიკითხავს ისე
ნეირომანსერს მინდა ჩავუჯდე
ორი წელია მგონი ლოგინის გვერდით მიდევს

Re: Books \ Audio Books

Posted: 25 Jun 2020 10:30
by Riddick
1984
ისეთი წიგნია რო ჩემი თაობის ტიპს უცებ ხდის "90 წლისას" და ჩვენი უფროსი თაობების ყოფის მთავარ ელემენტებს დეტალურად უშლის.
ვინსტონის ტყავში დატელეპორტებულმა, ჩემ თავზე ვიგრძენი რა იქნებოდა ის ყველაფერი, რასაც ომის შემდგომ პერიოდში, სისტემის ჩაგვრის ქვეშ ცხოვრება ქვია.
იქვე მახსენდებოდა რეალური ისტორიები, რაც ჩემი სანათესაოდან, ან საახლობლოდან ვიცი კომუნიზმზე. ეგეთი ცოცხალი წარსულის გამო, წიგნი რაღაც დოკუმენტურ ქრონიკას უფრო გავს, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს. კარუსელივით გაკატავებს სეთინგის ყველა კუთხეში და მერე გარეთ გისვრის, რო უფრო ადეკვატულად შეხედო გარემოს.

Re: Books \ Audio Books

Posted: 25 Jun 2020 11:28
by hellwalker
აუ კი სიამოვნებით ჩავუჯდებოდი რამე სათავგადასავლოს ეხა. მარა ალბათ აუდიო წიგნი უფრო, თვალებზე მეტი სტრესი არ მინდა.

Re: Books \ Audio Books

Posted: 17 Jul 2020 20:40
by Riddick
აბერკრომბის The Blade Itself დაუბრუნდი ისევ. ადრე მობილურში ვკითხულობდი, მერე წიგნის ყიდვის მცდელობა მქონდა, ვერ ვიშოვე რუსულად. ეხა აუდიო დავწიყე და ძაან მომეწონა ესეთ ფორმატშიც. ორ საათზე მეტი ისე ვიარე დღეს გარეთ ამის სმენაში, ვერ შევამჩნიე ვაფშე )))

Re: Books \ Audio Books

Posted: 17 Jul 2020 21:07
by hellwalker
მაგის მერე The Heroes არის ძაან მაგარი :D