Books / Audio Books, საერთო თემა > წიგნები და აუდიო წიგნები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#21 » 17 Aug 2020 10:55

The Blade Itself დავამთავრე.
რატომღაც მეგონა, რომ უბრალოდ იგივე სამყაროს, მარა სხვა პერსონაჟების ისტორია იქნებოდა დანარჩენ ორ წიგნში, მაგრამ სრულფასოვანი ტრილოგია იქნება როგორც ჩანს და ასწორებს.

ვისიამოვნე. ძაან მსუყე თხრობის სტილიაქ ავტორს, მარა ხანდახან იკლებს დინამიკა. დროთადრო ცენტრალური სიუჟეტის განვითარების ნაცვლად, უფრო ლოკალური მოვლენის გარჩევაზე გადადის და ერთი ორჯერ გაწელილად მომეჩვენა სიტუაციები.
ზოგადად ჯეზალის ხაზი, თვითონ პერსონაჟის სეთინგიდან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებდა. მაგას ეტყობა თვითონ ავტორიც ხვდება და არდის დახმარებით შველის სიტუაციას. მარა მთლიანობაში ყველა პერსონაჟი ახლოს მოვიდა. ყველას რაღაც თავის დამახასიათებელი აქ მიცემული, ქარიზმატულია და გემრიელად ერგება, ავსებს სამყაროს.

დამაჯერებლად იკვეთება სხვადასხვა პერსონაჟები და მათი რეალობები. ხვდები დაახლოებით როგორი აღქმა ექნებოდათ ადრე, სხვადასხვა ხალხებს ერთმანეთის. და მანდ ძაან ლაითად და გრამატიკულ დონეზე შემოყავს მაგია.
სიცოცხლისგან და სილაღისგან დაცვლილ, გაცინიკოსებულ ქალაქს რო უცებ ეგზოტიკური ქვეყნებიდან წამოსული ხალხის თვალით უყურებ და თან უცებ იქვე მაგია რო ჩნდება. მაგია რომელიც სპეციფიური, სიღრმისეული ცოდნის სიმბოლო უფროა, ვიდრე რამე სასწაულმოქმედება. სერიოზული ატმოსფერო მოდის მაგ დროს.
ასევე არი რაღაც ისეთი დიალოგები და პერსონაჟების გადაკვეთები, რომლების დროსაც დაძაბულობა ბევრად მეტია, ვიდრე თუნდაც რაიმე კარგი ექშენისას და ეგეთი მომენტებიც საკაიფოდ მატებს ფასეულობას.

მოკლედ გავაგრძელებ ნელ-ნელა და ვნახოთ შემდეგი ორი როგორი იქნება. ეს უფრო ბილდაფია და მეორეში წესით ბოლომდე გაიშლება რისი თქმაც უნდა ავტორს.

:coffee:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#22 » 17 Aug 2020 11:19

The Heroes ვახსენებ კიდე ერთხელ მაგაზე. რაც ისწავლა მაგ წიგნებით აქ გაუკეთა ბოლომდე რეალიზება :D თან ერთ წიგნშივე რჩება ისტორია ჰეროსი და ბევრ ინვესტიციას არ ითხოვს.

აქვე გამახსენდა Murder In Lamut, ფენტეზი სამყაროში დეტექტივითაა ცალკე წიგნი ესეც. რო წავიკითხე თავის დროზე ძალიან მომეწონა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#23 » 17 Aug 2020 11:28

ეს ექვსი ამიხსენი, თუ იცი https://i.imgur.com/oUHciRy.jpg

პირველი სამი ერთმანეთის პირდაპირი გაგრძელებებია და ქვედა სამი უკვე იგივე სამყაროში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტები? თუ რა ხდება?

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Books \ Audio Books

Unread post#24 » 17 Aug 2020 11:36

პირველი სამი ტრილოგიაა და შემდეგი სამი არის სთენდ-ელოუნ რომანები, იგივე სამყაროში, იგივე გმირების მონაწილეობით. რომანის სიუჟეტი იწყება და მთავრდება ერთ წიგნში.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#25 » 17 Aug 2020 11:57

ხო, ნუ მეტა პლოტით და ზოგიერთი პერსონაჟით ვითარდება მაინც სიუჟეტი ქვედა სამში. მაგრამ კონკრეტული თვიდმყოფადი ისტორიებია.

Red Country - სუფთა ვესტერნია ჩვეულებრივი.
The Heroes - ბევრ გმირიანი სპექტაკლივით არის რომლის ცენტშიც ტორნადოსავით არის ადამიანის ბუნება და ირონია და ეპიცენტრისკენ მიათრევს ყველას.
Best Served Cold არ წამიკითხავს არ ვიცი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#26 » 30 Oct 2020 23:24

Before They Are Hanged
ბოლო ორი თავი დამრჩა. პირველის მერე სერიოზული იმედგაცრუებაა. 90% წიგნის გავიარე და 80% ისეთი გაწელილი და არაფერზე იყო, რო ერთ 5 ფურცელში მოყვები ყველა მოვლენას. ბოლოსკენ ეხა ცოტა წამოვიდა აზრიანი და საინტერესო მოვლენები თორე ნაღდად დავანებებდი თავს. ალბათ ხვალ მოვამთავრებ და დავრწერ საბოლოო აზრს.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#27 » 31 Oct 2020 21:52

დღეს მივედი ბოლომდე და გრძნობა, როგორც ზევით დავწერე, იგივე დამრჩა. ერთადერთი რამაც გამაქაჩინა იყო პერსონაჟები და მათი მეტნაკლებად გაღრმავება სიუჟეტის განვითარების პარალეურად. მაგრამ საერთო ჯამში არაფრის მომცემი ექსფერიანსის გრძნობა მაქ. რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, ზუსტად ისეთივე, როგორც თვითონ წიგნის გმირებს
► Show Spoiler

თან ღადაობა ისაა, რომ ამხელა რომანი მთავრდება რაღაც 25 წუთიანი სერიალის მომდევნო ეპიზოდივით. არანაირი განსაკუთრებული კულმინაცია. პრინციპში იგივე იყო პირველ წიგნთან დაკავშირებითაც და ძნელია მაგ ფაქტის არ აღნიშვნაც.

ეხა საკაიფოდ დაბნებული ვარ. რაღაც დიდი საქმის მიტოვებასავით გამომივა მესამე რო არ ვნახო. თან დაწყებაც მეზარება, იმიტო რო საკმაოდ დიდია შანსი, რომ ამაშიც იგივე იმედგაცრუება დამხვდეს.

პ.ს. რამდენიმე მიმოხილვა ვნახე იუთუბზე და ძალიან აქებენ. ზოგი იმასაც ამბობს, პირველ წიგნს ჯობიაო, რაც სრულიად აფსურდი მგონია, რადგან პირველი ბევრად აზრიანი, მოვლენებით დატვირთული და ესენციური ნამუშევარი იყო, რომელიც რეალურად კმაყოფილს გტოვებდა...

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#28 » 31 Oct 2020 23:21

არ მახსოვს ეგრე დეტალებში რო გირჩიო. მარა როგორც მახსოვს მე მომეწონა მეორე, ამ ფართის გაშლა იყო მანდ ძირითადათ? მესამეში უფრო გლობალური მოვლენების მოგვარება და კულმინაცია ხდება. სპოილერის გარეშე რო ვთქვა ცინიკურ და არა-გმირულ მიდგომას ინარჩუნებს სთორილაინი. ცოტა სიცარიელის განწყობასაც ტოვებს მაგრამ სიუჟეტურ ხაზებს კრავს.

ზოგადად ფენტეზის ეგ მიმართულება ეგეთია. "რეალურთან" მიახლოებული პერსონაჟები, ბევრი ცინიზმი, ირონია და მუდამ უიღბლო გმირები. დაუკმაყოფილების განცდით რო გტოვებს ხოლმე რასაც ბალელშიკობდი რომ არ გამოვიდა ბოლოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#29 » 01 Nov 2020 00:00

ეგ საერთო ჟანრის თვისებები ეგრე იქნება კი, მარა მე სხვა რამეს ვამბობ. თვითონ მოვლენები არ მომხდარა მნიშვნელოვანი. ერთი დიდი ფილერივით იყო მთელი წიგნი. ძირითადად უკვე ნაცნობმა პერსონაჟებმა გაიცნეს ერთმანეთი და ნუ ქალაქი დაკარგა გლოქტამ, ისიც დიდი მნიშვნელობის მოვლენად არ აღიქმება საერთო ჯამში (რაც იქ მოხდა იქვე დამთავრდა).
იყო რამდენიმე თავი სადაც სამყაროს მითოლოგიური მოვლენების ჭრილში ლაპარაკობენ, რა, როგორ და ვინ შექმნა, მერე ამ შემქმნელებიდან ვის ვინ დაუპირისპირდა და სუ ეგ იყო. ანუ კონსისტენცია აკლია წიგნს შინაარსობრივი. გაწელილია ეს მოგზაურობა, რომელშიც ძირითადად იმას გიყვებიან თუ როგორ ვითარდება რაღაც უმნიშვნელო, ლოკალური შეტაკება ბანდიტებთან, ან რაიმე მსგავსი.
ბიტოდთან დაპირისპირება როგორც იყო საწყისში, წიგნის ბოლოშიც ფაქტიურად იგივე დონეზე დარჩა.

ცოტას დავისვენებ და მესამესაც ვნახავ. იდეაში ისიც პერსონაჟების გამო და თუ რამე საინტერესო მოხდა ხო საერთოდ გადასარევი (და ალბათ მოხდება კიდეც).

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#30 » 01 Nov 2020 00:15

კი, ლოადინგ სკრინივით არის მეორე მაგ მხრივ :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#31 » 17 Jan 2021 00:09

Ray Bradbury - Fahrenheit 451
გაფეტიშებაში გადასული მომეჩვენა ეს წიგნების თემა, მითუმეტეს დღეს როცა ყველაფერი ხელმისაწვდომია, მარა მაინც პიზდეცი ხდება. ცოტა დროს აცდენილია უკვე დღეს. თან ვაფშე არ ვიყავი ამ თემატიკის მუღამზე, 1984 -მა ამოიღო ეგ წყურვილი მაგრად და ჯერ მყოფნიდა. არვიცი შეილება მე ვერ დაუმუღამე, მაგის შანსიც დიდია.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#32 » 22 Jan 2021 12:54

იმის მიუხედავათ რო მეორე რომანი უმეტესწილად ფილერი იყო, ამ ბოლო ერთ კვირაში მაგრად მომაწვა მუღამი გაგრძელების. რაღაც როადმუვის რო უზიხარ და შუაში რო გაწყვიტავ ეგეთი გრძნობა მქონდა სუ და გუშინ დავიწყე Последний довод королей <3 წამო მამი ჩავჯდეთ შიგა

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#33 » 23 Mar 2021 00:26

ყველაზე დრამატული, ცივი და სიცარიელის მომგვრელი იყო ფინალი. იმდენად მკვეთრი რო მთლიანი კადრირება თავში მაქ.
დასასრულისკენ რო წავედი ძაან არ მეთმობოდნენ გმირები, ვიცი რო მომენატრებიან.
დიდი გზა გავიარე ავტორის ნამდვილი ჩანაფიქრის სანახავად, ძალიან დიდი. მარა ეს უხეში რეალიზმით სავსე ამბები ისე გულახდილად დამილაგდა წინ, რო ნამდვილი ხელოვნების გარდა ესეთ სიცარიელის განცდას ვერაფერი ვერ დადებდა.

The First Law

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Books \ Audio Books

Unread post#34 » 29 Mar 2021 15:44

რიდიკ რა წიგნის სერიებზეა პოსტები დალინკე რა
საუკუნეა დიდი არაფერი წამიკითხავს მგონი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Books \ Audio Books

Unread post#35 » 29 Mar 2021 15:48

აბერკრომბის The First Law Trilogy
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#36 » 29 Mar 2021 16:56

მე აუდიო ვარიანტებს მოუსმინე (რუტრეკერზე ნაპოვნს). კაი დიდიხანი დამჭირდა, წასაკითხადაც არ იქნება ორი სამი დღის ამბავი. მარა პერსონაჟები შემიყვარდნენ და მთლიანად ვნახე სამივე რომანი. ადრე მეუბნებოდა კიპერა რა არი ამ სამთან ყველაზე ახლო, ის უნდა გავიხსენო და უნდა ჩაუჯდე. ეს სამეულიც ისე მთავრდება ნიხვატკაში დავრჩი :) მარა თან ძაან მომეწონა ენდინგი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#37 » 29 Mar 2021 17:11

მაგ კაცისვე The Heroes მირჩევნია მე ტრილოგიას. კიდე red country-არის კარგი. იგივე სამყაროა.

მსგავსი სხვა არ მახსოვს რა ვთქვი. The Way of Kings მომწონს, Murder in Lamut, Warlord Chronicles <3, ასასინის ტრილოგიაც (თამაშის არაა) კარგია. Prince Of Throne-ს პროსტა მთავარი გმირი პრ*ჭია მაგარი და არ ვიცი ეგ თუ გაგისწორდება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Books \ Audio Books

Unread post#38 » 29 Mar 2021 17:35

"მაგ სამყაროში" მახსოვდა ესეიგი. იდეაში ამ გმირების მომავალზე არსად აღარ იქნება, ვერაფერს ვეღარ გაიგებ ტრილოგიის იქით, არადა ეგ მუღამი მაქ.
Red country ალბათ დავსკიპავ და The Heroes ვნახავ.

ამ ორ ტრილოგიაზე რა იცი
https://www.goodreads.com/series/211497 ... of-madness
https://www.goodreads.com/series/108746-shattered-sea

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Books \ Audio Books

Unread post#39 » 29 Mar 2021 18:19

Ghost_ს მოეწონა ეგენი. მე არა და დავდროპე.
Red Country-ში შეხვდები ერთ ნაცნობ პერსონაჟს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Books \ Audio Books

Unread post#40 » 29 Mar 2021 22:20

რედ ქანთრი არ არის დასასკიპი. :)))

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 24 guests


cron