Books / Audio Books, საერთო თემა > წიგნები და აუდიო წიგნები

თავისუფალი თემების ფორმატები:
⫸ გამოკითხვა ⫸ ტოპი ⫸ განცხადება ⫸ საერთო თემა ⫸ მოვლენა
User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Books \ Audio Books

Unread post#41 » 24 May 2021 11:29

The Heroes დავიწყე და ძაან საინტერესო სიტუაცია დამხვდა. იგივე სამყაროა ზუსტად 8 9 წლის მერე. ბაიაზი ისევ გამოჩნდა (მთავარი მაგი) და ბევრი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები წამოიწიენ. ეხა სუ იმის ინტრიგაშივარ ძველ პერსონაჟებზე გაკვრით მაინც როდის იქნება ლაპარაკი. ერთი ლოგინზე თქვეს რო ზუსტად არ ვიცით გადარჩა თუ მოკვდაო და ეგრევე წამოიღო ემოციებმა :)) ზოგადად ემჩნევა რო საინტერესო იქნება რომანი, მარა მარტო ძველი პერსონაჟების ბედის გაგების გამო ვნახავდი სუ რო არაფრად არ ვარგოდეს :) იმედია სხვებზეც მომცემს ავტორი ინფოს.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Books / Audio Books

Unread post#42 » 16 Nov 2021 19:37

The Heroes [Joe Abercrombie]
დღეს დავამთავრე. ძაან გამეწელა და პრინციპში ვიცი რატომაც...

ავტორი აშკარად დაიხვეწა წერაში. ბევრად მხატვრული და დეტალურიაქ გადმოცემა. ძაან ზუსტად გაგრძნობინებს ბევრ მომენტს, პერსონაჟს და გარემოებას. არი უამრავი ახალი პერსონაჟი. ზოგი საინტერესო, ზოგიც ნაკლებად. და არი ომი.

69 ვე თავი წიგნის არი ომი. რამაც რეალურად დამღალა და არ დამღლიდა, რომ არა ერთი რამ. მთელი ამხელა რომანი, ამდენი მოვლენით და ბატალიით თითქოს ერთ ადგილას დგას. არ გივრცობს სამყაროს, არ შეაქ მასში ახალი დეტალები, არ გიღრმავებს მას... ასევე გამქრალია ყველანაირი მაგია და მისტიკა, რაც პირველი კანონის სამივე წიგნს თავის უნიკალურ შარმს აძლევდა.

ცოტა მიტყდება ამის დაწერა, მარა ყველაფერი ერთი დიდი ფილერივით აღიქმება. ფილერივით რომელიც რეალურად კრგად არი დაწერილი. მოგწონს პერსონაჟები, დიალოგები, სიტუაციები, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს არაფერს არ ემსახურება. ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ავტორმა გამოავლინოს წერის ნიჭი... (?) მე ეხა ეს რომც არ წამეკითხა, დაახლოებით იგივე ვიცოდი აბერკრომბის ამ კონკრეტულ სამყაროზე, რაც ამის წაკითხვამდე. ან აი ოდნავ მეტი, რაც ამხელა ტექსტის გავლად ნამდვილად არ მიღირდა.

თუ თვითონ ავტორის ხელწერით არ კაიფობთ, დიდი აზრს ვერ ვხედავ ამის ნახვაში. ამას რაიმე სხვა, უფრო კონსისტენციურის წაკითხვა ჯობია ჩემი აზრით.

პ.ს. გოსტ საინტერესოა შენ რას ფიქრობ წიგნზე. ვიცი რო წაკითხული გაქ.

User avatar
GHOST
Posts: 1913

Re: Books / Audio Books

Unread post#43 » 16 Nov 2021 20:35

მე არ მომწონს ჰეროუზი. როგორც თქვი ფილერივით არის, ჩემთვის შეიძლება ეგ სხვა მომენტმა მოიტანა. მომენტები რომ აქვს, რომ იწყებს მოყოლას ერთ პერსონაჟზე, მერე მეორეთი აგრძელებს, მესამეს ურთავს, როცა იბრიდებიან.... :დ დამღალა მაგ მომენტებმა. პერსონაჟებიც დიდად მეკიდა, რომ დავფიქრდე, ის მუღამი არ ჰქონდა ჩემთვის რასაც ტრილოგიას.

აი, Red Country, მაგის მერე რაც მოსდევს, ის გამისწორდა. ახალი ტრილოგიაც, ასე თუ ისე, მომეწონა, რამდენიმე კარგი ახალი პერსონაჟი გაიჩითა, თუმცა არც ეპიკურია პირველი ტრილოგიასავით და როგორ შეკრავს ჯამში კი მაინტერესებს. მესამე ნაწილი გამოსულა უკვე და წასაკითხი მაქვს, როგორც ჩანს.

კაროჩე, მე გირჩევ the year of our war-ს ჩაუჯექი, შეიძლება გაგისწორდეს. :დ

https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=1841571 რუსულად

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Books / Audio Books

Unread post#44 » 16 Nov 2021 20:51

პირველ ტრილოგიასაც საკმაოდ ბევრი მინუსიაქ, განსაკუთრებით შუა წიგნს, მარა მთლიანობაში მაინც შემიყვარდა. დიდი და კარგი თავგადასავლის შთაბეჭდილება მოახდინა. საინტერესო იყო მაგიის კუთხითაც. ნუ მთავარ პერსონაჟებს აღარ ვამბობ. აქ კიდე რავი, არაფერი არ მოახდინა გარდა იმისა, რომ კაცი უბრალოდ ძალიან კარგად აღწერდა ამ ომს სხვადასხვა რაკურსით და საკამოდ დეტალურად.

რო მოვრჩი მეგონა, რომ მეც ის ომი გამოვიარე და რატო გამოვიარე, ან რა მომცა ამისმა გამოვლამ ვერ მივხვდი, ისევე როგორც პრინციპში წიგნის ბევრი პერსონაჟი )) მარა ნუ, ესე ცალსახად უარყოფითს ვერ ვიტყვი. ალბათ უფრო მოყვარულზეა. სპეციფიური საკითხავია.

პ.ს. Best Served Cold - ამაზე რას იტყვი, ღიირს ნახვა?
პ.ს. რეკომენდაციას გავითვალისწინებ. გაიხარე.

User avatar
GHOST
Posts: 1913

Re: Books / Audio Books

Unread post#45 » 16 Nov 2021 21:10

Best Served Cold იც არ მომეწონა და შუაგზაზე მივაგდე, მაგრამ ეგ შეიძლება იმის ბრალი იყო, ტრილოგიის მერე რომ დავიწყე და ძველი (მთავარი) პერსონაჟები დამაკლდა, თორემ ნაცნობი მეორადი პერსონაჟები მანდაც ჩითავენ.

User avatar
GHOST
Posts: 1913

Re: Books / Audio Books

Unread post#46 » 15 Jun 2022 14:27

https://www.goodreads.com/en/book/show/ ... alled-city
http://library.lol/fiction/2665E95DD602 ... FDD846B25A

ეს დავიწყე და მაგარი საკაიფოა. :დ

Ripster
Posts: 1838

Re: Books / Audio Books

Unread post#47 » 16 Jun 2022 12:29

GHOST wrote:https://www.goodreads.com/en/book/show/37946419-sixteen-ways-to-defend-a-walled-city
http://library.lol/fiction/2665E95DD602 ... FDD846B25A

ეს დავიწყე და მაგარი საკაიფოა. :დ

გუდრიდსზე როგორ დაგიძმაკაცდე?????
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Ripster
Posts: 1838

Re: Books / Audio Books

Unread post#48 » 16 Jun 2022 13:08

მოკლედ, სტივენ კინგის დიდი მოყვარული ვარ წლებია
ორი დიდი თარო მაქვს გატენილი ბებერი მგელის წიგნებით

2014 წელს პირველად შემხვდა დარქ თაუერის სერიია ქართულად ნათარგმნი, განსლინგერი და ეგრევე მივხვდი რომ უნდა გამომეზოგა. მაშინ ვთქვი ქართულად როცა გამოსცემენ შემდეგებს მაგით მივყვები და არ მივასკდები ყველას ეგრევე თქო ;დ თავიდან მარტივი იყო, ასე თუ ისე სწრაფ სწრაფად გამოდიოდა, მერე გამომცემლობა შეიცვალა, ბოლო წიგნზე კი ყოველ თვე ვწერდი გამომცემლობას და სხვებსაც ვაწერინებდი ;დდდდდ
წელს დაადგეს საშველი ბოლო წიგნის თარგმნას და გამოცემას. წიგნის ფესტილვაზე რომ მივედი ეგრევე ხელში ავიღე და მერე უკვე წყნარად გავაგრძელე სხვა რაღაცების თვალიერება
გადასახდელად რომ მივედი ლამის თითი დავიდე და მე ვიყავი თქო ვუთხარი, დარწმუნებული ვარ მიხვდებოდნენ რას ვამბობდი ;დდდდდდ

8 წლიანი კოშკისკენ სიარული რამდენიმე დღის წინ დავასრულე და ვერ მოვინელე დასასრული
ისევ ისე მტკივა
რომ თქვა ცუდი ენდინგი ჰქონდაო 5 %საც არ იტყვი
რომ თქვა კარგი ენდინგი ჰქონდაო ასევე 5%ს არ იტყვი
საშინლად კარგი რამეა
მტკივნეული, ლამაზი, საინტერესო

ახლა მაქვს ქვესთი დარქ თაუერთან ცოტა მაინც კავშირში მყოფი ყველა წიგნი წავიკითხო და შემდეგ კრუგზე წავიდე კოშკისკენ

19მდე ავალ ასე მგონია სანამ სიცარიელეში შევაბიჯებ
მაგრამ არ ვიცი ბოლო ნაწილს როგორ გაუძლებს ჩემი გული კიდევ ერთხელ

ძალიან მაგარი რამეა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
GHOST
Posts: 1913

Re: Books / Audio Books

Unread post#49 » 17 Jun 2022 10:00

Ripster wrote:
GHOST wrote:https://www.goodreads.com/en/book/show/37946419-sixteen-ways-to-defend-a-walled-city
http://library.lol/fiction/2665E95DD602 ... FDD846B25A

ეს დავიწყე და მაგარი საკაიფოა. :დ

გუდრიდსზე როგორ დაგიძმაკაცდე?????


არ მაქვს ექაუნთი. :დ

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 38 guests


cron