Page 1 of 11

UFC

Posted: 22 Apr 2019 19:27
by Riddick
UFC ჩამითრია Ronda Rousey - Holly Holm ნახვის მერე (ჩემპიონის გასვენება). თრეშთოქერების მზის ჩასვლის ტალღას შევაჯექი ერთი სიტყვით. მარა მთავარი მუღამი კაკრას ზევით ნახსენებ ბრძოლაში ნანახი ტექნიკა გახდა. თრეშთოქი, თრეშთოქათ და მარიაჟობაც ზევიდან, უბრალოდ ისეთი დაუნდობელი შერკინება იყო რო არ ველოდი. პირველ რიგში ქალებისგან იყო მოულოდნელი და მეორე რიგში ზოგადად ამ სპორტში გამიკვირდა ეგეთი დონის ინტელექტი რო დავიჭირე რინგზე.

მერე წამოვიდა Amanda Nunes, ტიპი რომელიც სახეზე ღიმილით შემოდის რინგზე და გააქ მოწინააღმდეგეები კუბოებით სხოდუ. მაგარი სანახაობრივი და ტექნიკური მებრძოლია ესეც.

ხოდა ამის ფონზე, ერთ-ერთ youtube არხს შევაჯექი და ვადევნებ ხოლმე თვალს რაღაცეებს. კაცებიდან Anderson Silva ვცემ პატივს, old school სტილის და ინტერექტის მქონე ლეგენდა და Max Holloway "უკვდავების" გამო, მარა დანარჩენი უმეტესობა youtub-ზე და პორნოგრაფიაზე გაზდილი, უზდელი ბავშვების იქით ბევრად შორს ვერ მიდიან

ხოდა რატო გადავწყვიტე თემის გახსნა. შემთხვევით გავიგე რო ეხა, 7 მაისის ტურნირზე UFC 239 კაკრას Amanda Nunes და Holly Holm ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ბრძოლებიც ეპიკურია და წესით მაღალი დონის ივენთი იქნება, ხოდა თუ ხართ მუღამში, ერთად გავარჩიოთ. თავს ვდებ რო ერთ-ერთი ტოპ Fაითი იქნება ამ დისწიპლინის ისტორიაში.

Re: UFc

Posted: 22 Apr 2019 19:36
by hellwalker
ჩემი ძმა უყურებდა და ირიბად მხვდება ხოლმე. მე თვითონ ვერც ამას და ვერცერთ სხვა სპორტს ვერ დავუმუღამე. მითუმეტეს ყურების ამბავში.

Re: UFc

Posted: 23 Apr 2019 11:10
by Tom Clancy
მე ვუყურებ, თან რო ვვარჯიშობ საბრძოლო ხელოვნებაში, გართობასთან ერთად ტექნიკების დონეზეც ვინტერესდები და ველოდები ხოლმე კვირა დილის მოსვლებს)

სილვა წესით უკვე ბელატორში უნდა გამოდიოდეს, ჩემი აზრით. ბოლოს ადესანიასთან კი დადო მაგარი ბრძოლა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ უშანსოდ დააწვენდა.

ბოლო ბრძოლებიდან Holloway VS Poirier იყო საკაიფო, ძააან მაგარი კარდიო და ბოქსინგი აქვს ჰოლოვეის, მინდოდა რომ მოეგო, მაგრამ დასტინმა ძაან ჩაატარა საწყის რაუნდებში. ვნახოთ ხაბიბთან რას იზამს (სავარაუდოდ წააგებს)

ყველაზე მაგრად მაინც ჩვენი რომან დოლიძის დებიუტს ველოდები. უკრაინის ლიგიდან (WWFC) დაუმარცხებელი შევიდა UFC-ში და ივნისის ბოლოს ექნება ბრძოლა. 5 მაისს მერაბ დვალიშვილის აქვს და მაგასაც მაგრად ვგულშემატკივრობ.

Re: UFc

Posted: 23 Apr 2019 12:21
by Riddick
სილვას ადესანიასთან ბრძოლას მეც უყურე და აზრი ვერ გამოვიტანე. ბოლომდე იმის განცდა მქონდა რო იგებდა. რაღაც ძაან არაცალსახა მოვლენა იყო.

ქართველების თემა ეხა გავიგე საერთოდ. დავაკვირდები.

Re: UFc

Posted: 23 Apr 2019 12:28
by Tom Clancy
ვიტეკერს შეხვდება მალე ადესანია და მანდ ჩამოსვამენ მატარებლიდან.

► Show Spoiler

Re: UFc

Posted: 23 Apr 2019 16:01
by Riddick
UFC 236 ძაან მაგარი გამოვიდა. სერიოზული ბლოკბასტერივით უყურე. ეხა UFC 239 ველოდები, მართლა გოგოების პონტში, ძაან კრუტოი პორჭყნაობა დაიდება. სავარაუდოთ ნუნისი მოიგებს, მარა ჰოლიც ძაან მაღალი კლასის მებრძოლია და შეილება კაკრას ნუნისის ემოციური ფონი გამოიყენოს მის წინააღმდეგ.

► Show Spoiler

Re: UFc

Posted: 25 Apr 2019 15:40
by Slacker
ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ხაბიბს მოუგებს პორიე, როგორ უნდა მოუგოს არ ვიცი, მაგრამ იმედი მაინც მაქვს)))

Re: UFc

Posted: 25 Apr 2019 16:59
by Tom Clancy
პირველ ორ რაუნდში თუ არ დაამთავრა - ვერაფერს ვერ უზამს, გამორიცხული ამბავია :(

Re: UFc

Posted: 26 Apr 2019 13:22
by Slacker
ის თემაცაა, რომ, თუ პირველი და მეორე რაუნდი მოუგო, მესამე და მეოთხე ხაბიბმა, რომ წაიღოს ბოლო რაუნდში კარდიოს პონტში ორივე კაია და შეიძლება გაუქაჩო. რათქმაუნდა ასე არ მოხდება))))

ტონი ფერგიუსონი და ნეიტ დიასი არის ხაბიბის ყველაზე ცუდი მოწინააღმდეგეები და არცერთს არ ეძლევა შანსი, რომ შევიდნენ ოქტაგონზე

Re: UFc

Posted: 26 Apr 2019 14:00
by Riddick
აი ამას (Ben Askren) ვაჩხუბებდი ჰაბიბთან. ისეთი ბრძოლა მოიგო ბოლო რო ჰაბიბს ნაღდად გაუძლებდა ))

Re: UFc

Posted: 26 Apr 2019 14:38
by Slacker
Riddick
ჩემი საყვარელი მებრძოლია ერთ-ერთი, ძაან გიჟია და დარწმუნებული ვარ დაკუჭავს ხაბიბს, პროსტა არ მიუშვებენ, თან წონაში ხაბიბი არ მოიმატებს და ეგ უკვე ისეთ ასაკშია ვეღარ დაიკლებს)))

დანა უაითთან რომ არ ჰქონოდა პრობლემები, მთელი ცხოვრება UFC-ში იქნებოდა

Re: UFc

Posted: 26 Apr 2019 15:09
by Tom Clancy
მასვიდალს ვერ გასცდება ასკრენი. $5 ჩამოვდივარ აქ გეიმოვერზე

Re: UFc

Posted: 26 Apr 2019 16:04
by Riddick
რავი მე რო დავინახე ეგრევე ცემა მომინდა )) პროსტა მაგ ცემის სურვილის გამო უკვე დაუმუღამე რა, მაგარი კომიკური გმირია. აი ეს ორია ერთად, მარცხენას ზედა უნდა ქონდეს და მარჯვენას ქვედა ))

Lawler-მა ისე ცემა პლანეტაზე არავის არ ჯეროდა რო ეგ ფაითი ასკრინმა მოიგო )) ეგრე რო კაცი ეცემათ და ეგრე სასაცილოთ მოეგო, მართლა არ მახსოვს, მარტო მაგიტო რესფექთი მაგას ))

Re: UFc

Posted: 27 Apr 2019 21:33
by Slacker
დამსახურებულად მოუგო, ნუ რობი ძაან მაგარია მარა ფაქტია რომ დაიჭირეს კისრით და თუ ადრე გააჩერეს რომ გაგრძელდებოდა ბრძოლა მერე მაინც გაგუდავდა ბენი. კი ძაან ღადაობა მასტია, ნახევარს რასაც ცანცარებს ღადაობს და თან არავის არაფერს უშავებს, პირად შეურაცხყოფას არ აყენებს მებრძოლებს, პროსტა სახე აქვს ისეთი გინდება რომ ჩაარტყა რაღაც))))))

მასვიდალზე არ ვიცი ნაღდად, მე მგონია რომ ასკრენს სპეციალურად უჩალიჩებენ ორი ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო ჯერ ლოულერი და ეხლა კიდე მასვიდალი)))) თვითონ იმედიანადაა და ვნახოთ, მეც მგონია რომ წააგებს

და ეს იყოს აქ ვისაც არ უნახავს

https://www.youtube.com/watch?v=vFvb2HeB5g0

Re: UFc

Posted: 28 Apr 2019 13:47
by Riddick

Re: UFc

Posted: 28 Apr 2019 20:33
by Riddick
ბოლოზე მაგრად ვიცინე https://www.youtube.com/watch?v=EyOjRE4Yb4U

Re: UFc

Posted: 02 Jun 2019 23:59
by Riddick

Re: UFc

Posted: 04 Jun 2019 02:00
by Riddick
UFC Fight Night 153 - Jimi Manuwa უყურეთ ვინმემ? ვბალეშიკობდი ადრე. ეხა რო გავაძრე, ვიფიქრე ისევ ხოდზეათქო და მოვემზადე საყურებლად ))) 10 წამში ისეთი ფეხი მოხვდა რო ეგრევე კატაფალკაში შევარდა უკვე სმოკინგიანი და ბალზამირებული

Re: UFc

Posted: 04 Jun 2019 02:46
by Riddick

Re: UFc

Posted: 07 Jun 2019 21:43
by Tom Clancy
https://www.youtube.com/watch?v=AYGByTs ... 5xm2jP_ZNg


სასწაული ივენთი მოდის.