Alcoho0l, საერთო თემა > Cheers

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Alcoho0l

Unread post#1 » 30 Dec 2018 04:35

ალკოჰოლი არის მომწამვლელი სითხე რომელიც დისბალანსში აქცევს ორგანიზმს და ხშირი მოხმარებისას იწვევს მილიონ პრობლემას ორგანიზმში და ბევრ შარში შეიძლება გაგხვიოს. მაგის გარდა აქ ერთი საინტერესო გვერდითი ეფექტიც. თუ რამე სერიოზული ფსიქოლოგიური ან ცხოვრებისეული წნეხის ქვეშ არ ხარ, გეხმარება ფსიქოლოგიურად მოეშვა, მოხვიდე კარგ ხასიათზე და დაიცალო სტრესისგან. რაც სხვა უფრო ჯამრთელი ფორმის რეკრიაციის ხელმიუწვდომლობის დროს ძალიან საჭირო და გამოსადეგ ხელსაწყოდ იქცევა.

ასე რომ ხელზე გვაქ გამოსადეგი მაგრამ საშიში პროდუქტი, რომლის ზომიერი და სწორი გამოყენებაა საჭირო. თემაც ამ კონტექსტში მინდოდა გამეხსნა. სხვასხვა საინტერესო და ხარისხიან სასმელებზე ინფორმაციის დასაწერად და პირადი გამოცდილების და რეკომენდაციების გასაზიარებლად.

დავიწყებ ორი სასმელით რომელიც მომწონს.

ლუდი:
ლუდი ხორბალზე დაფუძვნებული დაბალ-ალკოჰოლური(2%~15%) სასმელია. ძირითადი ინგრედიენტები ხორბალი, სვია და წყალია. ფერმენტაციის პროცესის მიხედვით ლუდი იყოფა ორ ძირითად სახეობად Lager და Ale. ეს ორი არის ყველა ლუდის ბაზა, რომლის მოდიფიკაციებით მიიღება სხვა სახეობის ლუდები.

Lager - ეს არის რასაც ძირითადათ ვიცნობ "ლუდათ". განსაკუთრებით ჩეხურ და გერმანულ პროდუქტს. ლუდს ეილთან შედარებით უფრო დამჯდარი და "სუფთა" გემო აქ. მზადდება უფრო ცივ ტემპერატურებში ფერმენტირებადი საფუარით. უამრავი ვარიაცია არსებობს ლაგერების. უფრო მსუბუქი და "მოტკბო" გემოთი დაწყებული, მომწარო ვარიანტებით დამთავრებული. ფერითაც ღია ყვითელიდან შავ ფერამდე მერყეობს.

Ale - ელი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ფერმენტირდება. ამ დროს ინგრედიენტების გემო უფრო გამოიკვეთება და უმეტესობა ეილებს ძალიან სპეციფიური გემო ახასიათებთ.

ლუდები ხშირად არ მიყვება კონკრეტულ სტრუქტურას, ამიტომ მათი გემოს კლასიფიკაცია რთულია. იგივე კატეგორიის ორი ლუდი შეიძლება ძალიან განხვავდებოდეს გემოთი.

რამდენიმე ცნობილი კლასი ლუდის:

Pilsner - ჩალის ფერი, დაბალ-ალკოჰოლური და მაღალგაზიანია. ყველაზე უპრობლემო დასალევი.
Blonde Ale - საშუალო დონის სიმწარე და ხორბლის არომატი.
Hefeweizen - ხორბლის გამოკვეთილი გემო.
Pale Ale - გამოკვეთილი სპეციების გემო. ხშირად დამატებითი არომატების ასოციაციას იწვევს.
Indian Pale Ale - გამოკვეთილი სვიის გემოთი და მეტი სიმწარით.
Amber Ale - ხორბლის გემო გაბალანსებული სვიის სიმწარით.
Irish Red Ale - ხორბალი აქცენტირებული კარამელის სიტკბოთი.
Brown Ale - მოხალული ხორბლის და ყავის არომატი, ოდნავი სიტკბოთი. გავს ბურახს ცოტათი.
Porter - ძალიან მუქი ლუდი, "დამწვარი" და მწარე გემოთი.
Stout - პორტერის მსგავსი, მოხალული ხორბლის გემოთი, ნაკლები სიმწარით და ყავის გემო მეტად იგრძნობა.

საინტერესო ლინკები:
https://i.pinimg.com/564x/bf/af/b1/bfaf ... a87823.jpg
https://static1.squarespace.com/static/ ... ormat=750w
http://time.com/5218581/types-of-beer-guide/
http://www.thebeerstore.ca/beer-101/beer-types

იმის მიუხედავათ რომ ლუდი ძალიან მიყვარს არ მაქ ბევრი კატეგორია ან ბრენდი დამახსოვრებული. ძირითადათ იმიტომ რომ მაღაზიებში ხშირად ძველი ლუდი დევს რომელსაც გემო აქ შეცვლილი და შეუძლებელია დარწმუნებით თქვა ნამდვილი გემო როგორი უნდა ქონდეს.
რამდენიმე ლუდი რაც განსაკუთრებით მომწონებია და ეხლა მახსენდება: New Castle, Guinness (ახალი), Harp, Pauliner, გაუფილტრავი მირზაანი ადრე :))))

ბურბონი:
ბურბონი არის ვისკის სახეობა რომელიც მზადდება ამერიკაში და დაფუძვნებულია სიმინდის მარცვალზე. სკოჩისგან და სხვა ვისკიებისგან განსხვავებით ბურბონზე ვრცელდება ძალიან მკაცრი კანონები ამერიკაში. იმისთვის რომ ბოთლზე შეგეძლოს ბურბონის დაწერა ამ რეგულაციებს უნდა დაემორჩილო. ძირითადათ:
  • უნდა იყოს ამერიკაში დამზადებული.
  • უნდა შეიცავდეს 51% სიმინდს.
  • უნდა იყოს დაძველებული მუხის ახალ, გამომწვარ კასრებში.
  • 80 გრადუს ალკოჰოლზე მაღალზე არ უნდა იყოს გამოხდილი და კასრებში უნდა ჩაისხას ~60 გრადუსზე.
  • ბოთლში უნდა ჩაისხას მინიმუმ 40 გრადუსზე.
  • არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის დამატებებს. (გემო, ფერი, კონსერვანტი)

ბურბონი მზადდება 51% სიმინდის სხვადასხვა ხორბლებთან შერევით. ამ ნარევის ფერმენტაციის შემდეგ ხდება სპეციალურ დანადგარში დისტილაცია (ალკოჰოლის განცალკევება წყლისგან). ამ დონეზე მიყვანილ ვისკის "თეთრ ვისკის" ან "Moonshine" -ს ეძახიან.
გამოხდილი ბურბონის დაძველება ხდება გამომწვარ მუხის კასრებში. კასრი ახალი უნდა იყოს. მინიმალური დაძველების დროა 2 წელი. თუმცა ხარისხიანი ვისკი 4~6 წლამდე ძველდება მინიმუმ. დაძველებისას ვისკის გადატანა ხდება მეორე ადრე გამოყენებულ კასრში, რაც დამატებით გემოს და ხასიათს აძლევს.
დაძველების შემდეგ ზოგ ბურბონს ფილტრაციას უკეთებენ, და აზავებენ წყალში ან სხვა ბურბონში სპეციფიური გემოს მისაღებად.

ბურბონის ძირითადი ვარიაცია გამოიხატება დამატებით ხორბალეულში რომელიც მის შექმნისას იყო გამოყენებული. ეს შეიძლება იყოს ჭვავი, ხორბალი ან ალაო. ბურბონის მსგავსი ვისკიები არის ტენესის ვისკი და კანადური ვისკი.

ბურბონს ძალიან კომპლექსური და სახასიათო გემო აქ. იმისთვის რომ გაიგო როგორ ბურბონი მოგწონს უნდა მიაქციო ყურადღება გარკვეულ მახასიათებლებს.

1) "სიძლიერე" - რამდენად მაღალი ალკოჰოლის პროცენტი აქ. დაბალ-ალკოჰოლური უფრო მარტივი დასალევია და "წრუპვაზე"-ა გათვილი, მაღალ-ალკოჰოლური უფრო "გადაკვრაზე" და სტაჟიან ალკოჰოლიკობას მოითხოვს. მაღალ ალკოჰოლურს უფრო მეტი და გამოკვეთილი გემოები აქვთ ხოლმე, მაგრამ რთული აღსაქმელია დამწყებისთვის.

სიძლიერის გასარკვევად პირველ რიგში უნდა დააკვირდე ალკოჰოლის პროცენტულობას. ეს შეილება ეწეროს ევროპული %-იებით, ან ამერიკული "Proof"-ით. ამერიკული ვერსია 2-ზე უნდა გაყო რომ ევროპული მიიღო. მაგალითად 90 Proof ნიშნავს 45 გრადუსიანს.
ბურბონი 40 გრადუსით იწყება და 50- და მეტ გრადუსზე შეიძლება ავიდეს.

გრადუსის გარდა ზოგიერთ ბურბონს აწერია Barrel Strength ან Cask Strength რაც ნიშნავს რომ კასრიდან პირდაპირ ბოთლში უშვებენ სასმელს ფილტრაციის და გაზავების გარეშე. ხშირად ძალიან მაღალ გრადუსული, მაგრამ არომატული ბურბონი გამოდის.

2) ხარისხი - აქ რთულია პარამეტრებით ლაპარაკი მაგრამ უხეშად არსებობს:
არაყი(<30Gel) - საშინელი დასალევი ბურბონი რომელსაც ურევენ კოკაკოლაში ან კოქტეილებში.
დალევადი(<50Gel) - სავსებით მისაღები გემოს პროდუქტი, რომელიც ხარისხით და გემოს სირბილით ვერ აღწევს მთლად ბურბონის დონეზე. ძირითადათ რაღაც ერთი გამოკვეთილი ნაკლი აქ ხოლმე. მაგალითად თეთრი Jim Beam.
ყოველდღიური(60~120Gel) - გემრიელი, ხარისხიანი ვისკი რომელზეც უარს არცერთი მოყვარული არ იტყვის. აქ რეინჯი არის უფრო იაფიან(Four Roses) და უფრო ძვირიანებს(Maker's Mark) შორის. იაფიან ვარიანტებს ისეთი რბილი და "ერთიანი" გემო არ აქ როგორც ძვირიან ვარიანტებს.
მაღალი ხარისხის(120Gel+) - სპეციალურ ევენტებზე დასალევი უფრო მაღალი დონის ბურბონი. ასეთ ბურბონებს უფრო გამოკვეთილი და სახასიათო გემოები აქ. ამიტომ საშენო ვარიანტს თუ შეარჩევ ძალიან ისიამოვნებ.
საკოლექციო (200Gel+) - სპეციალური გამოცემები და ა.შ.

ცუდი ვისკიები ძირითადათ არის 4 წელზე ნაკლებად დაძველებული. კარგი 6~8 წლის დაძველებული. უფრო მეტი დაძველება დიდად არ აუმჯობესებს ბურბონს და შეიძლება გააფუჭოს კიდეც. იდეალური შუალედი 6~8 წელია. ბურბონის დაძველება ხდება მხოლოდ კასრში, ბოთლში გადატანისას ის აღარ იცვლის გემოს მანამ დალუქულია და კარგავს არომატს თუ ჰაერზე დატოვებ დიდხანს.

ბურბონს ახასიათებს რამდენიმე სტადია გემოსი. ერთი როდესაც პირველად მოგხვდება რეცეპტორებზე, მეორე როდესაც პირში იჩერებ და მესამე რომელიც რჩება დალევის შემდეგ.("პრივკუსი"). ნაკლებ ხარისხიანი ხშირად ცუდია ხოლმე რომელიმე სტადიაში. შეილეძა ძალიან მაგრად გირტყავს რო გადაკრავ და მერე გემრიელ გემოს ტოვებს, შეილება პირიქით თავიდან კაია და რო გადაკრავ უსიამოვნო გემოს გიტოვებს.

ერთი დამატებითი აღსანიშნავი ფაქტორი არის Single Barrel, ანუ ერთ კასრიანი ბურბონები. რაც ნიშნავს რომ სხვა ბურბონებთან არაა შერეული. ამის გამო კონკრეტული კასრის სახასიათო ელემენტები დაკრავს და არცერთი სხვადასხვა კასრის ბოთლი არ არის იდენტური გემოსი.

კიდევ ერთი სახეობა არის შერეული ვისკიები. ეს არის მცდელობა რომ კარგად დაძველებული ბურბონის გემო მიცენ 2 წლიან ბურბონს და უფრო იაფად მოგცენ კარგი გემო. ეგეთი ვისკია მაგალითად Jim Beam Devils Cut სადაც კარგად დაძველებული ბურბონის კასრის ხეში შეწოვილ სასმელს წურავენ, რითიც იღებენ გემოს კონცენტრატს (Devil's Cut) და ურევენ 2 წლიან ბურბონში.

3) გემობრივი პროფილი.
როდესაც გემოს უფასებენ ვისკის, ორ სხვადასხვა რამეს ურევენ ხოლმე. 1 არის რეალური გემო რომელსაც გრძნობ დალევისას, მეორე არის ასოციაცია რომელსაც იწვევს ვისკი. ამიტომ ხშირად არის ხოლმე შეფასებებში "ვანილის არომატი რომელიც ბებიის გამომცხვარ ვაშლის პეროგს გაგონებს". თავად მიხვდებით რომელზე ღირს მეტი აქცენტის გაკეთება.

გარკვეული გამოცდილება და შეილება გენეტიკაც არის საჭირო ბურბონის ყველა გემო რო შეიგრძნო. ძირითადი მახასიათებლები არის:

სიტკბო: ტკბილი ბურბონი უფრო ადვილი დასალევია და ვანილის და სიროფის გემო წაკრავს.
ხილის არომატი: ზოგ ვისკის ოდნავ ლიქიორისებური ხილის არომატი დაკრავს.
თხილის/ხის არომატი: რთული აღსაწერია, მაგრამ ზოგ ბურბონზე(Jim Beam Double Oak) იგრძნობა ხის გემო რომელიც კასრიდან გაუჯდა.
შებოლილი - ზოგჯერ გამომწვარი კასრიდან ნახშირის არომატს იღებს და რაღაც შეშაზე შემწვარი/შებოლილი-ს გემო დაკრავს.
მცენარეული/სპეციები - მარტინის, Jaggermeister, Ale-ის მსგავსად სპეციფიური არომატები და პრივკუსები შეიძლება გაუჯდეს ვისკის ჭვავისგან. ოღონდ ნაკლებად გამოკვეთილი ვიდრე იგივე მარტინი ან ეილი.

დასაწყისითვის უფრო უნდა დააკვირდე მოგწონს თუ არა მცენარეული არომატი, და უფრო მოტკბო გემო გირჩევნია თუ მუხის/შებოლილი.

მაღალი ჭვავის შემცველი ბურბონები უფრო სპეციების გემოებს შეიცავს. ხორბლის ბურბონი უფრო კლასიკურ გემოზეა. ხის/ბოლის გემო უფრო გამოკვეთილია ხოლმე ბურბონებზე რომელსაც აწერია კასრის ან ფილტრაციის თავისებურებები. (Double Barrel)



სამი ბურბონი რისი გასინჯვაც ღირს დამწყებისთვის არის Buffalo Trace (დაბალ ჭვავიანი), Bulleit (მაღალ ჭვავიანი), Maker's Mark (ხორბლის). სამივეს რომ გასინჯავ, ჩამოყალიბდები რა მოგწონს და შემდეგ შეიძლება უკვე გზის გაკვლევა.



ბურბონის დალევა:
უმეტესობა ბურბონები არის 45 გრადუსიანი. ასეთი მაღალი დონის ალკოჰოლის დალევისას უმეტესობას უბუჟდება პირის გემოს რეცეპტორები და ერთი ორი ჭიქის მერე ვერანაირ გემოს ვერ აღიქვავს. ამიტომ სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ ვისკის დალევისას.

On-the-rocks - ვისკის დალევა ყინულით. არაა ეს რეკომენდირებული თუ ძაან ბანძ რამეს არ სვავს. რადგან გემოს უნეიტრალებს ყინული.
Straight-up - როდესაც კოქტეილის შეიკერში ყინულთან ერთად შეანჯღრევ ვისკის და და მერე უყინულოდ ჩაისხავ ჭიქაში.
Whiskey with water - ცოტა გაფილტრული წყლის დამატება ვისკიში. ამითი ეცემა გრადუსი და შეგილია წრუპო რამდენიც გინდა.
Neat, Letting it breath - როცა ბურბონს ასხავ ჭიქაში და რამდენიმე წუთი დააცდი რომ "ისუნთქოს". ამითი ზედმეტი ალკოჰოლი ორთქლდება და სხვადასხვა გემოები უფრო იკვეთება. (მე ესე მიყვარს დალევა)
Neat - დაისხი, გადაკარი კაცურად :D
Whiskey Stones - სპეციალური ქვები რომელსაც საყინულეში ყინავ და ყინულის მაგივრად ხმარობ. ასე გემოს არ დაუკარგავ ბურბონს, მაგრამ შეილება ქვებმა წინა ბურბონის არომატი დაიტოვოს და "წაგიკოქტეილოს" ახლანდელი ბურბონი.

4 ტიპის ჭიქა არის რეკომენდირებული. https://imgur.com/a/3nOO4gV
1) ყინულთან დალევისას ჯობია.
2) ამაში სუნი იგრძნობა კარგად თუ მაგი გიყვართ. ბრენდის(სასმელი) ჭიქა.
3) ღვინის ჭიქაა, მთავარი ღირებულებაა რომ არ გითბება ვისკი ხელში ჭერით.
4) ყველაზე კაი ვარიანტი, პირველი ორის ღირებულებას ითავისებს. ესეც ბრენდის ჭიქაა და The Glencairn ქვია.

ბოლოს ბოთლის შენახვის რჩევები:
გრილ, მშრალ ადგილას უნდა შეინახო და მზეს მოარიდო. არ დატოვო დიდხანს გახსნილი ბოთლი და ბოლოს არ ანჯღრიო ბოთლი. "პრობკასთან" შეხება გემოს უცვლის.

საინტერესო ლინკები:
https://docs.google.com/document/d/17CC ... 1yO8/edit#
https://docs.google.com/document/d/10zd ... SNfBk/edit
https://docs.google.com/document/d/1mrV ... vwwdjxkepg
https://www.reddit.com/r/bourbon
https://distiller.com/

გასინჯულებიდან მომეწონა: Jim Beam: Double Oak - ხის და ბოლის არმომატის გამო. Four Roses - რბილი და ადვილად დასალევი გემოს გამო.
არ მომეწონა: Jim Beam: White Label, Jack Daniels Black.

სია რაც მირჩიეს რედიტზე როგორც დამწყების ბურბონები:

Maker's Mark
Buffalo Trace
Bulleit
Basil Hayden
Ezra Brooks
Eagle Rare
Angel's Envy
Russel’s reserve 10 year
Woodford reserve
Woodford Reserve Double Oaked
Maker's Mark 46
McKenna 10yr
Larceny
Dryfly Wheat Bourbo
Blanton's
Knob Creek
Four Roses Single Barrel
Elijah Craig
Tin Cup
Wild Turkey Longbranch
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#2 » 31 Dec 2018 10:50

ლუდის სახში მოტანის თემა დღეს https://irisee.ge/market/4/210-206
თითონ მაღაზიაში მეტი ფასდაკლებაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#3 » 31 Dec 2018 13:43

არ ველოდი ესეთ დეტალურ და შემეცნებით სტატიას, საინტერესოა, საღოლ.

ზოგადად სასმელში ყველაზე მთავარი ჩემთვის ყოველთვის გემო და თრობის ტიპი იყო. მაგის გამო ყველაზე მეტად ვაფასებ კარგ ღვინოს. უფრო მიყვარს ღია წითელი და ცოტა გაზიანი ღვინოები. ვთვლი რომ კარგი ღვინო ყველაზე ახლოა მაგიურ სასმელთან, მისი თრობის დადებითი ხასიათის გამო.

ზოგადად ბურბონის პირველად გასინჯვის მერე უკვე მივხვდი რო ცა და დედამიწა იყო ნებისმიერ სხვა "სპირტიან" სასმელთან შედარებით, ყოველშემთხვევაში ჩემთვის. მე ეხა შენი გარჩევის დონეს ვერ დავიწყებ, რიგითი ტიპის სიტყვებით ვიტყვი, რო იყო გაცილებით არომატული, რბილი დასალევი, სასიამოვნო თრობის ეფექტით და ნაკლებად დისკოფორტიანი პახმელიით.

ზოგადად ბრენდებში ძაან პატარა გამოცდილება მაქ. Kentucky Tavern და Four Roses. პირველი დაბალი ხარისხის ბურბონია, საკმაოდ იაფიანი, მაგრამ მაინც ბევრად ჯობია აქაურ სპირტიან სასმელებს. მეორე შედარებით მაღალი ხარისხის იყო და ექსფერიანსიც გაცილებით უკეთესი დადო.

სიამოვნებით გავსინჯავდი შედარბით მაღალი კლასის ვეშებს. ვფიქრობ რო დღეს ღამე მექნება მსგავსი ექსფერიანსი და დავწერ :)

პ.ს. დამდეგს გილოცავთ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#4 » 31 Dec 2018 14:01

მეც გავალ შევხედავ დღეს რამე ბურბონს. Buffalo Trace-ს ვფიქრობ. თუ გადაურჩა ბიძაჩემს ამ ახალწლებზე )) და დარჩა რამე ბოთლიდან, წამოვიღებ შემდეგ შეკრებაზე.

მეც გილოცავთ. Cheers!
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#5 » 01 Jan 2019 13:00

Jim Beam devil's cut - ძლიერი და ნაკლებად არომატული ვისკის გემო ქონდა, დიდი ვერაფერი :connie:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#6 » 01 Jan 2019 14:52

ხო რაღაც ეგეთი უნდა ყოფილიყო ეგ. 2 წლიანი ვისკია რომელშიც გარეულია უფრო ძველი ვისკის კასრიდან გამოწურული "ესენცია" (ჰაერში აორთქლილი ნაწილს ანგელოზის წილს ეძახიან, კასრის ხეში გამჯდარ ნაწილს ეშმაკის წილს და მაგ პონტში ქვია). Four Roses ჯობია ხო მაგას?

Buffalo Trace - ცოტა ძლიერი ალკოჰოლის კბენა აქ პირველად რო მოგხვდება ენაზე. მაგრამ ჯერჯერობით რაც დამილევია ყველაზე რბილი სასმელია. გემო ოდნავ ტკბილისკენ მიდის მაგრამ Four Roses-ს მსგავსი ტკბილი არაა. კლასიკური და ხარისხიანი ვეშია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#7 » 01 Jan 2019 14:56

კი ბევრად მაგარი იყო ოთხი ***

User avatar
GHOST
Posts: 1974

Re: Alcohol

Unread post#8 » 01 Jan 2019 15:06

ბურბონის რა გითხრათ, მაგრამ მე თექვსმეტ წლიან ლაგავულინს დავადგი თვალი. B)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#9 » 01 Jan 2019 15:22

8 წლიანს ისეთი ფასი ადევს https://www.alcoshop.ge/products/whisky ... n-8yo-70cl
16 წლიანი ევერესტზე რო აძვრები კაცი მანდ უნდა აღნიშნო :D

Edit: არა 8 წლიანის ფასზე ყოფილა https://wishlist.ge/%E1%83%90%E1%83%9A% ... 3%98-0.70/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#10 » 01 Jan 2019 15:28

ეგეთ სასმელს უნდა დავარქვათ ძალა ერთობაშია ))

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#11 » 28 Mar 2019 19:16

დღეს მაჩუქეს და უნდა ჩაუჯდე ამდღეებში https://i.imgur.com/VHAS5fR.jpg

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#12 » 31 Mar 2019 13:49

მექსიკური ლუდი გაეძრო Sol. https://balaskas.shop/cms/uploads/2018/04/75001629.jpg
არაუშამს. ლაითია, ხორბლის გემო აქ და ძალიან რბილი ტექსტურა. ევროპულ ლუდს არ გავს, ხორბლის ლიმონათივით ილევა. გემო/გაგრილება თუ გინდა მარტო კაი ვარიანტია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#13 » 31 Mar 2019 14:52

Singleton დეგუსტაცია მქონდა
თავიდან ძაან არომატულია. რო სვავ ბუკეტს გრძნობ, რბილად ისმევა. გამისწორდა, მარა ორი ჭიქის მერე უკვე მწარე გახდა, იმდენად რო აღარ დავლიე მეტი. ბურბონივით არაა, ბოლომდე რო გერგება, უცებ მწარე ვისკი შემრჩა. ეს მაქსიმუმ ერთი ვისკის ჭიქათ რაც ითვლება ეგ უნდა დალიო საღამოს და ეგაა.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#14 » 17 Apr 2019 13:02

ესეთი სურათი დამხვდა დღეს სმაგლერში https://i.imgur.com/m16tc8Z.jpg
სამი სახეობის ახალი კენტუკიაქვთ შემოტანილი და ტავერნზე ისევ ფასდაკლებაა 35
ლიტრიანი ბუფალო 70 ლარი
სადმე წასვლა თუ მოვახერხეთ კაი თემებია
პ.ს. Singleton მაქ ნახევარი ბოთლი კიდე სახში, თუ გაინტერესებთ წამოვიღებ თუ გავალთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcohol

Unread post#15 » 17 Apr 2019 13:14

სეილია თუ ეგრე ღირს აწი ბუფალო?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcohol

Unread post#16 » 17 Apr 2019 14:58

არააო სეილი

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcoho0l

Unread post#17 » 15 May 2019 18:13

რაღაც ხასიათი დაემთხვა თუ რაღაც და ვიყიდე მერფი. პირველად გამისწორდა ცხოვრებაში ეს მწარე გემო. https://res.cloudinary.com/ratebeer/ima ... /beer_1099
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11834

Re: Alcoho0l

Unread post#18 » 07 Aug 2019 00:56

Buffalo Trace დაგემოვნების შანსი მომეცა და ძაან ნასიამოვნები დავრჩი.
თავიდან ძლიერი გემოაქ ბურბონისთვის, მარა ისეთი საკაიფო ბუკეტიაქ მერე რო ეგრევე ანეიტრალებს. მაგარი დარტყმა და უცებ რბილ არომატში გადასვლა რაღაც უცხო ვეში იყო. მშვენიერი რამეა.

ეხა რაც მაინტერესებს არი Wild Turkey და Maker's Mark

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcoho0l

Unread post#19 » 10 Aug 2019 14:59

ამის დაგემოვნებისგან ალბათ ჯობია შეიკავოთ თავი :D https://i.imgur.com/YjEF42v.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Alcoho0l

Unread post#20 » 07 Sep 2019 22:05

გაუფილტრავი ბოთლში https://www.beersofeurope.co.uk/images/ ... 1558526881 თან იაფია. ბოთლის კვალობაზე არაუშავს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests


cron