Page 1 of 3

Bike

Posted: 06 Sep 2018 23:25
by Riddick
:kaffee: მივხვდი რო დროა (მერე უკვე ვაფშე ბებერი ვიქნები). დავიკიდე ინტერნეტ რესერჩი და პალატაში მოხვედრა ინფორმაციის რაოდენობის გამო (მაგას მერე მოვასწრებ). მივაჭერი ერთ-ერთ თანამედროვე ველოსიპეტების მაღაზიაში ბახტრიონზე და გავარკვიე პირველი ეტაპისთვის საჭირო ყველაზე კაი მომენტი. აქვთ ჩვეულებრივი გასაყიდი ბაიკები და აქვთ ნებისმიერი ტიპის გასაქირავებელი ველოსიპეტები. აქირავებენ როგორც დღეობრივათ 24 ს.თ. - 50 ლარი და საათობრივად 1 ს.თ. 5 ლარი. არჩევანი მართლა სერიოზულია, ყბა ცოტა ჩამომეწია დაჟე. და ჩვენნაირი ტიპებისთვის, ანუ ვისაც იმენა ცდა უნდა ამ თემის, არი იდეალური. 2 საათი რო ვიქირაოთ ერთი სამჯერ, უკვე თავიდან ბოლომდე გვეცოდინება ღირს თუ არა კვლევების და ამბების დაწყება. თან დამოუკიდებელ გასართობ თემადაც ძაან საკაიფო მომეჩვენა.

>>>

ანუ თემას ჯერეჯერობით მეტს არ გავავრცობ. ეგრევე ფუნდამენტურ რაღაცეებს არ შევეჭიდები. თუ იქნა მუღამი მერეც მოესწრება ეგ. დალშე ამ ინიციატივაზე რა აზრის ხართ? ქვედა ბახტრიონის ბოლოშია მაღაზია, შეგვილია მივიდეთ, ვიკატაოთ ერთი ორი საათი იპოდრომზე და მერე ლუდიც დავაყოლოთ :) მემგონი კაი თემაა :bats:

პ.ს. https://coub.com/view/1d0vsu / https://coub.com/view/1doj8q

Re: Bike

Posted: 06 Sep 2018 23:33
by hellwalker
იდეა კაია, მაგრამ გაზაფხულამდე ეგეთი თემებისთვის არ მეცლება.

Re: Bike

Posted: 06 Sep 2018 23:40
by Riddick
პრემიერმინისტრის განრიგი გქონია შენ. კაია თუ მაგდენი საქმეგაქ. რავი სხვებს თუ გინდათ ვინმეს შეგვილია ერთად ვიჩალიჩოთ, მე მართლა მომწონს იდეა. თუ არადა მე მარტო ვიქირავებ, ისედაც მაგ ტერიტორიაზე დავრბივარ და დავწერ რა და როგორ. პროსტა მახსოვს რო გაინტერესებდათ თქვენც.

Re: Bike

Posted: 07 Sep 2018 04:39
by SLaYeR
ქირაობა რავიცი აბა, ვერ ვიხმარ ისე თამამად და არ გამისწორდება, თან ლომკა დამეწყება მერე და გამიტყდება :D მე იმენა უნდა ვიყიდო რო ვიკაიფო, კლუჩები და ნასოსი მივაბა და დავაწვე გარეუბნებისკენ :D:D

Re: Bike

Posted: 07 Sep 2018 12:26
by Riddick
თამამად რაიყო შეჩემა იმ ქოუბში რაცაა მართლა ეგრე კი არ ვივლით ))
როგორ დაბერდით ბიჭო რა, იმენა ცრემლები მადგება რო გიყურებთ))

Re: Bike

Posted: 07 Sep 2018 12:43
by hellwalker
ჩემ თამაშს ვუზივარ მინდა შემდეგი წლის დასაწყისში გამოვუშვა და სერიოზულად ვიტისკები დროზე. Outsource-ის მეტი აღებაც მიწევს დამჭირდება მუსიკის და რაღაცეების შეკვეთა, + ევენტებზე წასლვა. + სახლიდან მუშაობა ეგრე ცალკე ნერვებს ღუნავს.

კაი ვიეტნამის სამხედრო ციხეში ნამყოფივით გავეძრობი წლის ბოლოს, მარა შევეცდები რო მოვრჩები რამე 10 დღიანი დასვენების პონტი გავიჩითო სადმე წყნარ კურორტზე და აზრზე მოვალ.

კაროჩე Death March Is ON.

Re: Bike

Posted: 07 Sep 2018 13:34
by Riddick
ჩემთვის მაგარი მიგნებაა. ვნახავ მუხლი თუ გამიქაჩავს უკვე მეცოდინება რო აქ აზრი. თან ზოგადად თუ დაუჭერ მუღამს ეგეც მაინტერესებს. იტოგში ერთ ნაპარნიკს გავაძრობ და ვცდი.

Re: Bike

Posted: 16 Sep 2018 10:35
by Riddick
გუშინ ვცადეთ. სადღაც საათ ნახევარი ვიარეთ, მერე უბრალოდ ბორბალი დაგვეშვა და წავიყვანეთ უკან. ვიკატავეთ გასაქირავებელი ბაიკებით, ანუ პირადი რო მყავდეს იმასთან შედარებით კონფორტი სავარაუდოთ 50% მეტი იქნება. მიუჩვეველზე ტრაკი გტკივა ცოტა )))

პროსტა საერთო ჯამში ჩათვალე რო თან ერთობი და თან მაგრად ვარჯიშობ. სიჩქარეებს მეტნაკლებად რო დაუმუღამებ რელიეფს ერგები დინამიურად და რაც უფრო მარტივად მიდიხარ, ანუ მით უფრო სწორად გაქ სიჩქარეები მორგებული.

მინდა რო ვცადო კიდე რამდენჯერმე, დავაკვირდე ფიზიკურად როგორ აისახება მუხლის პონტში.

Re: Bike

Posted: 26 Sep 2018 16:30
by Riddick
შემთხვევით ბათუმში მოვხვდი რამდენიმე დღით და გატენილია ველოსიპეტებით. ნებიმიერი ზომის და ხარისხის შეგილია ნახო საათში 5 ლარად. ძაან მაგრად გადაება ამ თემას, ერთი სამი დღე ვიკატავე )) საათი, საათნახევარი ვიღებდი და დაახლოებით 12 14 კილომეტრს ვასწრებდი. თავიდან მუხლის მეშინოდა, მარა ამ წელს კარგად გავიმაგრე ეტყობა სიარულით და რავი დასტოინად გამიძლო. თან თითქმის სუ იდეალურად სწორია იქ ყველაფერი და დადიხარ ტყვიასავით :) ინფრასტრუქტურა თითქმის მთელ ქალაქზე გადის თან და რავი საღამოს რო სეირნობ თავი მონტე კარლოში გგონია ისე კარგადაა გზები ორგანიზებული.

თბილისი ძაან ბანძია მაგ პონტში, მარა აქაც შეილება რა მუღამების დაჭერა. ეხა ერთი გაქირავების ტოჩკა ვიპოვე კიდე ვაკის პარკთან. მანდაც უნდა ვცადო. თითონ ველოსიპეტის ფული ეხა დიდიხანი არ მექნება, მარა ესე ქირაობით კაი ვარიანტია. კანათკით შეგილია აიყვანო კუსტბაზე და იქიდან ჩამოხვიდე პახოდუ. ან ვაკესაბურთალოს გზით წავიხდე და ახალი გზით საკაიფო მარშუტი შეკრა.

Re: Beer Talk

Posted: 10 Dec 2018 20:17
by hellwalker
თავის ძველ ველოსიპედს მაძლევს მეგობარი. გავტესტავ თუ აქ მაგ ჰობის აზრი ჩემთვის.

Re: Beer Talk

Posted: 13 Dec 2018 17:23
by hellwalker
კაროჩე რაღაც ესეთი ველო მაჩუქეს https://www.thebikelist.co.uk/images/mo ... 0/Main.jpg
20 წუთი ვიკატავე და დავიღალე მოშნად, სტამინაც და ფეხიც, მარა გაასწორა.
ვნახოთ თუ დავუმუღამე.
თითონ ველო ოფროუდის არის და უფრო ოღრო ჩოღროზე ასწორებს.

Re: Bike

Posted: 13 Dec 2018 17:49
by Riddick
შემთხვევით დაგიდისლაიქე, ვალაიქებდი )
პოსტი ამ თემაში გადმოვიტანე.

შენ რო მაგით რეგულარულად იმოძრაო ფეხის პრობლემა ვაფშე მოგეხსნება. პროსტა თავიდან ბევრი არ უნდა მოგივიდეს რო არ გაიტრამვო.

ბათუმში სადღაც 1 საათში 10 - 12 კილომეტრს დავდიოდი. დინამიურად იღლები, აი ვთქვათ სირბილი თუ ქანცს გაგაცლის, ეს შეგილია უფრო აკონტროლო, გაჩრდე, სისწრაფე დააგდო და ბოლოს იჩითები მაგარი დაბალანსებული გონებრივ დაღლასთან. იტოგში კაი რამეა ველოსიპეტი. ზაფხულში თუ გამომივიდა მუშაობის დაწყება უნდა ვიყიდო მეც.

Re: Bike

Posted: 13 Dec 2018 19:22
by hellwalker
ხო ეგ ნელნელა დავიწყებ და მივყვები. ეხა ორჯერ 20~30 წუთები ვიკატავე და საკაიფოდ დავიტვირთე.
აი სახში სად დავატიო კაი პაზლი მექნება ხვალე. :D

Re: Bike

Posted: 13 Dec 2018 19:57
by Riddick
აივნიდან გადაკიდე :)

Re: Bike

Posted: 13 Dec 2018 20:00
by hellwalker
პატარა გასასვლელია აივნამდე. მგონი ლოგინში მომიწევს ჩაწვენა.

Re: Bike

Posted: 19 Dec 2018 13:27
by Riddick
რაქენი აბა. გამოგიყვანა ცოტა ვირტუალურობის კომიდან, თუ აღარ გივლია?

Re: Bike

Posted: 19 Dec 2018 13:32
by hellwalker
კი ვიარე, პროსტა მთელი ტანსაცმელი დამესვარა ტალახში და გუშინ ვერ გავედი :D
ჯერ ბოლომდე ვერ ვქაჩავ კაიფს, მალე ვიღლები მარა პროგრესი არის. სავარაუდოდ სკამი მაქ გამოსაცვლელი, უვარჯიშებელის პრობლემის გარდა, რაც მიტრაკებს ეხა დამატებით და წვიმისგან დამცავები უნდა დავუყენო ბორბალთან თორე პატარა ტყლაპოც და მთელი ზურგი დასვრილი მაქ.

თითონ კატავი ასწორებს იასნია, მარა ექსპლორაციის თემა მაინტერესებს. ცოტა ჯანზე რომ მომიყვანს დავაწვები შორ მანძილებზე ვნახავ თუ გამისწორდება ურბანული ექსპლორაცია.

Re: Bike

Posted: 21 Dec 2018 17:44
by hellwalker
აუ ზედიზედ 6 დღე სახლიდან არ გავსულვარ 3 წელია მგონი. მითუმეტეს ვარჯიშის ბენეფიტით.

Re: Bike

Posted: 24 Jan 2019 18:22
by hellwalker
აუ დღეს გამეხსნა იმენა და გაუჩერებლივ ვიკატავე საკაიფოდ, გაოფლილი და გახურებული მოვედი. მოკლედ აუწიეთ პრიორიტეტი ველიკას დაითრიეთ.

Re: Bike

Posted: 24 Jan 2019 18:24
by Riddick
ზუსტად მინდოდა მეკითხა რა ეტაპზეხართქო. სირბილს ჯობია ხო აშკარად?