ტაკ ეს მარინადის თემა თურმე მთელი ამბავი ყოფილა და გემრიელი. თან ერთ ღამიანი მარინადებია.
აი ხახვის რეცეპტი:
https://www.youtube.com/watch?v=RAhQgbs4VvUწითელი ხახვი უნდა დაჭრა თხელ ნახევარ რგოლებად.
დაასხა ადუღებული წყალი და 1 წუთით გააჩერო.
გადაწურო ცხელი წყალი და ცივ წყალში გააგრილო.
მერე დებ ფიალაში ან ქილაში.
ეხა მარინადი:
ნახევარ ნახევარი წყალი და ძმარი
მარილი
მარილზე ორჯერ მეტი შაქარი
წამოადუღებ ამას და დაასხავ დაბინავებულ ხახვს.
12 საათი დააცდი. ინახება 1 კვირა მაცივარში.
მეორე დღეს გამოდის ძაან საკაიფო, აი რაღაც წითელი კომბოსტოსავით ვეში რომელიც უხდება კარტოფილს, სენდვიჩებს, ბურგერს.
მოდიფიკაციები:
შაქარი არ უქნა.
მდოგვის ან ქინძის მარცვლები ჩააყოლო.
ნიორი ჩააყოლო.
დაფნის ფოთოლი.
+ ათასი ექსპერიმენტი შეილება.
სხვა ბოსტნეულებსაც უკეთებენ თითქმის ყველაფერს მარინადს და ზამთარში თემაა ეხა მჟავე.