
დღეს გავაკეთე გვაკამოლე https://www.mylatinatable.com/wp-conten ... -heroe.jpg, ბანკის ძაან არ მომეწონა და ცოცხალი მაინტერესებდა.
საჭიროა 1 მწიფე ავოკადო, მწიფე ნიშნავს რომ თითით რო დააწვები ოდნავ რბილი უნდა იყოს მარა არა ძაან რბილი. შეილება მყარის ყიდვა და რამდენიმე დღე სახში დაგდება რო დამწიფდეს.
ავოკადოს გათლი, კურკას ამოიღებ და პატარა ჯამში ან ფიალაში ჩააგდებ, მერე დასრისავ ჩანგლით, ძაან გაპიურება არაა საჭირო ცოტა ნატეხები რო დარჩეს არაუჭირს.
ნახევარ ლიმონს ან lime-ს დააწურავთ ზედ.
დალშე საჭიროა 1 მწარე წიწაკა პატარა, 1 დიდი პამიდორი ან 2 პატარა, ნიორი, მარილი, წიწაკა დაფქვილი, პილპილი.
ჯერ ნახევარ ან 1 თავ ნიორს დაჭრით წვრილათ ან დანაყავთ, თუ ნიორის გემო არ გევასებათ თვილ წყალში დატოვეთ 10 წუთით და დაიკლებს გემო.
მერე იგივენაირად 1 მწარე წიწაკას დაჭრით ან დანაყავთ.
პამიდორს უნდა გააცალო რბილი ნაწილი შიგნიდან, და დაჭრა დანარჩენი პატარა კუბიკებად. (რბილს აცლი რო არ გაწყალდეს ძაან)
ამ ყველაფერს დააყრი ავოკადოს.
მერე მარილი, პილპილი და დაფქვილი წიწაკა გემოვნებით.
გამოდის რაღაც აჯიკას მაგვარი, ოღონდ ავოკადოთი განელებული და იდეალურად მიდის ჩიპსებთან და ლუდთან. განსაკუთრებით ტორტილას ჩიპსები როა ან კლასიკური სხვა ჩიპსი.
ცოტა რთულად ჯღერს მარა იმენა 3 წუთის ბაზარია და ძაან თესლ ვეშს იღებ.
ავოკადოს ჩანაცვლება შეილება არაჟნით, იგივე რეცეპტი პროსტა ლიმნის გარეშე. მარა ავოკადო იმენა თესლია ამაში.
ქინძსაც უშვებიან შიგნი ეგეც მოსულა, მარა მე არ ვუქენი და მაინც კაი იყო.