Camping Equipment, საერთო თემა > სალაშქრო ამუნიცია

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Camping Equipment

Unread post#1 » 27 Apr 2016 16:06

შარშანდელი რაჭის კემპინგით ახალ დონეზე ავწიეთ ეს ჰობი ფორუმზე და კიდევ უფრო ჩელენჯინგ დონეებზე ასასვლელად გამოჩნდა საჭიროება უკეთესი აღჭურვილობის მოძიების.

4+ დღიან გასვლებზე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომფორტული და არადამღლელი იყოს მაქსიმალურად ტანსაცმელი და აღჭურვილობა. და ასევე არ იყოს საზიანო სხეულისთვის ამხელა დატვირთვით (ზურგი, ფეხები). ასევე მნიშვნელოვანია მინიმალური ნივთების წაღებით დავფაროთ საჭირო მოთხოვნილებები (განათება, საჭმლის მომზადება)

ხოდა ამ თემის გახსნა რატომ მომინდა. თან მარტო მეზარება ყველა ამ დეტალის მოძებნა, თან რამდენიმე ფორუმელს გვჭირდება ერთი და იგივე აღჭურვილობა, და ნელ-ნელა ერთად რომ ვიპოვოთ და სია შევადგინოთ. რა არის საჭირო, რისი ყიდვა შეიძლება, სხვადასხვა ფასების ოპციები დავლინკოთ და ა.შ. მგონი კარგი იქნება.

დავიწყებ საჭირო ნივთების ჩამოწერით და მერე დავურთოთ ლინკები ვინ რას იპოვის ან რაში აქ გამოცდილება:

ინდივიდუალური ინვენტარი(რაც ყველას თავისი ჭირდება):

1) ჩანთა
კარგი ჩანთა მოიაზრებს ერგონომიულად სწორედ აგებულ კარკასს რომელიც წონას კარგად გადაანაწილებს და არ მოაქცევს სხვეულის გარკვეულ წერტილებს მთელი დაწოლის ქვეშ (მხრები, ზურგი), რაც ნიშნავს რომ არ დაიღლებით მალე და არ დაიზიანებთ სხეულს. ასევე გამძლეობას რომ არ დაიხეს მალე და ბოლოს კომფორტულობას.

ვრცელი აღწერა ჩანთის ასარჩევად:
ხარისხიანი ჩანთა ღირს $200+ და კარგ ჩანთაში ინვესტიცია ღირს რადგან დიდი ხანი გაძლებს და ძალიან კომფორტული იქნება სატარებლად და მოსახმარად. 200 ბაქსი რათქმა უნდა ძვირია ძალიან, ამიტომ სეილებს უნდა ჩაუჯდეთ სადაც $70~$130 დოლარის ფარგლებში იყიდით კარგ ჩანთას.

ყურადღება მისაქცევი დეტალები:
მოცულობა: რამდენიმე დღიანზე 50 ლიტრიდან 80 ლიტრამდე საკმარისია. 60 არის კარგი შუალედი.
ტიპი: ჩვენ გვაწყობს Backpacking ტიპის ჩანთა
ზომა: ძალიან მნიშვნელოვანია სწორე ზომის შერჩევა, ამისთვის უნდა გაზომოთ ზურგის სიგრძე ესე http://cdn.outdoorgearlab.com/photos/11 ... 7842_M.jpg და წაიკითხოთ მერე ჩანთა რა სიგრძეზეა გათვლილი. ზოგ ჩანთას რეგულირებადი აქ სიგრძე.
ზურგის სიმყარის ჩარჩო: სჯობს Internal Frame ჩარჩო, და მომრგვალებული ოდნავ. რაც უფრო გამძლე მით უკეთესი. AG- Anti Gravity თუ აწერია სჯობს.
დარბილება: რაც უფრო მსუქანი და ფუმფულა დარბილება ექნება მხრებზე და მუცლის გარშემო ქამარზე მით უკეთესი.


კომფორტის დეტალები:

ვენტილაცია: ზოგ ჩანთას აქ ზურგის ჩარჩოს გარშემო სპეციალური ნაჭერი რომ ზურგი არ გაგიოფლიანოს.
ჩანთის გახსნა: Top Access არის ჩვეულებრივი ჩანთა რომელიც ზემოდან იხსნება, Front Access იხსნება წინიდან მთელ სიგრძეზე. Front Access ჯობია რადგან მთელი ჩანთის ამოლაგება არ გიწევს ქვემოთ რაც გიდევს რომ ამოიღო.
საძილე ტომრის ნაწილი: ქვემოთ არის ხოლმე სპეციალური განყოფილება საძილე ტომრის, ზოგს უფრო მოზრდილი აქვს ზოგს უფრო პატარა
ჯიბეები და სამაგრები: ზოგ ჩანთას აქ სპეციალური ჯიბეები და სამაგრები სპეციალური ინვენტარისთვის: ტელეფონი, ფოტოაპარატი, ბოთლი, ნაჯახი და ა.შ.
საწვიმარი: გარედან ეკვრება ჩანთან რო არ დასველდეს წვიმაში.

ზურგის პრობლემები ვისაც აქ:
1) ხარისხიანი ჩანთა, რომელიც ქვემოთ წელზე გაწვება მხრების ნაცვლად.
2) ზურგის ვარჯიშები არის იდეალური ვარიანტი
3) სპეციალური სასიარული ჯოხები, http://www.amazon.com/dp/B002P5UXA0/ref ... J8BJRE00F3 გეხმარება სიარულში და ამორტიზაცია აქ
4) ნაკლები წონის წაღება, ზედმეტი არაფერი წამოიღოთ და რაღაცეებს სხვები წამოგაღებინებთ

სტატია: http://www.backpacking.net/bad-back.html

ჩანთის შეძენა:
კაი ბრენდს აქ დიდი მნიშნვნელობა, ესენი ითვლება კარგად Osprey(კაი, მაგრამ სიმარტივეს და ბევრ ელემენტებს შორის ბალანსს ვერ იცავენ), Arc'teryx(ინოვაციური და კაი), Gregory(ხარისხიანი, გამძლე, დიდ პახოდებზე გათვლილი, ძვირიანი) , Marmot, REI
უნდა აერიდოთ: NorthFace, Trespass
ბრენდებზე რჩევები დამატებითი:
https://www.quora.com/Who-makes-the-bes ... -backpacks

ამ მაღაზიებს უნდა ჩაუჯდეთ და სეილებს უყუროთ. გაფილტრეთ Backpacking Bag, price, Volume და 50% -იან ფასდაკლებას უყურეთ.

REI

CampSaver

Campor

BackCountry

Moose Jaw

დამატებითი Guide-ბი:
http://www.primermagazine.com/2009/spen ... tdoor-gear
http://www.outdoorgearlab.com/Backpacks ... ing-Advice
https://www.rei.com/learn/expert-advice/backpack.html

2) საძილე ტომარა - წონის მხრივ ბევრად ოპტიმალური ვარიანტია და პლედების და ა.შ. წამოღებას სჯობია. უფრო მსუბუქია და კარგად გაგათბობთ. მნიშვნელოვანი პარამეტრები აქ არის ტემპერატურა: რა მინიმალურ ტემპერატურაზე გაგათბობთ. უახლოეს მომავალში ჰარდკორ ტემპერატურებში არ მოვხვდებით ამიტომ 0 გრადუსის სავსებით საკმარისია. წონა და ფორმა, მუმიის ფორმის სჯობს ოთკუთხედს.

3) პარალონი - ყველა ქვა რო არ იგრძნოთ ზურგით ძილისას სასურველია გქონდეთ პარალონი. პარამეტრები: სისქე - თუ ძაან თხელია თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ფორმა: არსებობს უფრო მოსახერხებელი დასაკეცი ან გასაბერი პარალონები, და ჩვეულებრივი "რულონის" ფორმის პარალონი.

4) ფეხსაცმელი

- შეუსაბამო ფეხსაცმელში დაიტანჯებით. სასურველია ორი ტიპის ფეხსაცმელი გქონდეთ. 1) ხარისხიანი წყალგაუმტარი ბათინკი და 2) გამძლე სანდლები - ცოტა "მაზალო" რამეა, მარა ვიზუალურ კომიკურობას სულ ერთ ადგილზე დაიკიდებთ რომ მიხვდებით რამხელა კომფორტია ფეხი რო არ გიხურდება და არ გეღლება.


სანდლები:

გამძლეობას აქ დიდი მნიშვნელობა და რამდენად სრიალებს ძირი. ასევე სტაბილური(რო დაგისველდება ფეხი ან დაღმართზე რო ხარ რო არ გაგისრიალდეს ტერფი) რო იყოს უნდა ქონდეს თითის გასაყრელი ან უნდა იყოს დახურული ფორმის. სამწუხაროდ როგორც ჩანს ძირიც რომ კარგი ქონდეს, გამძლეც რომ იყოს და სტაბილურიც ეგეთი $100 დოლარის ფარგლებში ღირს.
ქვემოთ შესაძლო ვარიანტები
Teva Men's Terra Fi Lite $(40~60) - http://www.amazon.com/Teva-Terra-Fi-Lit ... B00DSNCQS0 - მოსახერხებელი, გამძლე და არ სრიალებს, სტაბილურობა აკლია
Chaco z2 Unaweep $(40~70) http://www.amazon.com/Chaco-Mens-Unawee ... B008FU15LU - ატომური აპოკალიპსი რომ მოხდეს და 20000 წლის მერე ამოთხაროს ვინმე, გარეცხავს და იხმარს მანამ არ მოკვდება არ გაუცვდება ისეთი გამძლე. ცოტა მოუხერხებელია და დრო ჭირდება რომ მოგაჯდეს ფეხზე. ძირი სრიალებს, კაი სტაბილურობა
Teva Men's Dozer 4 ~$50 http://www.amazon.com/Teva-Mens-Dozer-H ... B00KXIJM1W - ძნელი მოსარგები გაუზომავად. არც ისე გამძლე, კომფორტული, არ სრიალებს
Keen Newport H2 ~$80 http://www.amazon.com/Keen-Mens-Newport ... B002Y1XK50 - ყველაფერი კაი, ცოტა ძნელი ჩასაცმელია, უფრო ძვირი ღირს. უფრო ძნელი გასათვლელია ზომა

ბათინკი:
უნდა აირჩიო ტიპი და ზომა. დიდი და ძალიან გამძლე მეტი წონით, პატარა, მსუბუქი და საშუალოდ გამძლე და მაგათ შორის ვარიანტები. ფასი $80~$120
ტიპები:
Hiking shoes - დაბალ ყელიანი, დრეკადი ძირით. კაია ლაითი გასვლებისთვის.
Hiking boots - საშუალო-მაღალ ყელიანი. კარგი ბალანსი გამძლეობას და მოხერხებულობას შორის. რამდენიმე დღიანი გასვლისთვის.
Backpacking boots - სრულფასოვანი ჩექმა, მაღალი ყელით(კოჭამდე). ყველაზე გამძლე მარა დრო ჭირდება მიჩვევას. მყარი ძირით. ასევე წყალგაუმტარობასა და ჰაერის გამტარობას შორის მოგიწევთ არჩევანი. წყალგაუმტარში ფეხი მეტად ჩაგიხურდება.

ყურადღება მისაქცევი თვისებები:
ნაჭერი :
Full-grain leather: გამძლე, არ იხევა ადვილად და კაი წყალგაუმტარობა. ჭირდება დრო რომ მოერგოს ფეხს. ჰაერს არ ატარებს კარგად და "ფეხი არ სუნთქავს"
Split-grain leather: ნილონის და ტყავის ნაზავი. უფრო იაფი ღირს მარა უფრო ადვილად იხევა და წყალს მეტად ატარებს.
Nubuck leather: კარგი გამძლეობა და წყალ გაუმტარობა. ერთი კვირა მაინც უნდა გეცვას მანამ პახოდში წაიღებ.
Synthetics: პოლიესტერის, ნილონის და სინთეტური ტყავის ნაზავი. ადვილად ეჩვევა ფეხი, იაფი ღირს მაგრად ნაკლებად გამძლეა.
წყალგაუმტარი: წყალს არ ატარებს, მაგრამ უფრო ჩაკეტილია ამის ხარჯზე. ფეხი ჩაგიხურდება წაფხულში.
Vegan: ბუნებრივი წყავის გარეშე.
Insulated: დამატებითად ჩათბილებულია. ორიენტირებული ზამთრის პახოდებზე.
ძირი - რამდენიმე ფენად იყოფა:
Midsoles
EVA - უფრო რბილი, მსუბუქი და იაფიანი. EVA density(მოცულობა) ვარირებს.
Polyurethane - უფრო მყარი და გამძლე. ნაკლებად კომფორტული.
Support Components
Shanks - Midsoles-ს (შუაფენას) ეხმარება წონის დატვირთვის მიღებაში. სხვადასხვა სიგრძე აქ და ზოგი ნაწილს ფარავს ფეხსაცმლის ძირის, ზოგი მთლიანად.
Plates - თხელი, ნახევრად-დრეკადი ფირფიტები რომელიც იცავს ფეხს ქვებზე სიარულისას.
Outsoles
რაც უფრო მყარია მით გამძლე, მარა სრიალებს მეტად.
Lug pattern - ნაკლებად სრიალებს ფეხი.
Heel brake - იგივე.

შეძენა:
იგივე პრინციპი რაც ჩანთაზე იგივე საიტებზე. ფასდაკლებით იყიდეთ.
აუცილებლად დააკვირდით და შეისწავლეთ ზომა.

Guide-ები:
https://www.rei.com/learn/expert-advice ... boots.html
http://www.outdoorgearlab.com/shoes-and-boots

5) ჭიქა, ბოთლი, დანა და ა.შ. წვრილი ინვენტარი. არაა აუცილებელი მარა ედვენსედ კემპერისთვის მოსახერხებელია.


Team ინვენტარი: (რაც მთელ თიმს გამოადგება და წონის დაზოგვის მიზნით ჯობია არ გამეორდეს)

1) ჭურჭელი - 4 დღე ბეისიქ საჭმელზე და წყალზე ყოფნა მოშნად აგდებს მორალს და პახოდში დიდხანს ყოფნის მუღამს. ამიტომ დაგვაქ შეწვის/მოხარშვის ინვენტარი. ჩაი, სუპი, ა.შ. ეხა გვაქ რაღაცეები უკვე მარა უფრო მსუბუქი და ოპტიმალური ვეშებით შეილება აპგრეიდი.

2) განათება - ძაან ხშირად გვაღამდება ხოლმე ვიდრე ბანაკს გავშლით და განათება სერიოზული დისკომფორტი ხდება. კაი განათებით შეგვეძლება სიბნელეშიც ვიაროთ და როცა მოგვინდება მაშინ გავშალოთ ბანაკი და არა როცა დაგვაღამდება.

3) პორტატული ბატარეები - ტელეფონების, აპატატების, ფანრების დასატენად.

4) ტაქტიკური აღჭურვილობა - ეს ეხა დიდად არ გვჭირდება ჯერ მარა გააჩნია სად წავალთ. ნაჯახი, ხერხი, ნიჩაბი, GPS და ა.შ.

5) გართობა - პორტატული ვინჩესტერები, დინამიკები, კარტი, ბოარდ გეიმი ა.შ. იდეები კემპინგის დროს გასართობად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#2 » 27 Apr 2016 16:14

განათებაზე არის ეს ორი ვარიანტი კარგი:
http://www.amazon.com/Camping-TaoTronic ... _pC_nS_ttl

http://www.amazon.com/ThorFire-Camping- ... _pC_nS_ttl
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#3 » 28 Apr 2016 11:45

ჩანთებს ვუზივარ ეხლა და ვავა. არ ვიცი სნობები არიან ძაან აუდიოფილებივით თუ მართლა ესე მაღლა იწყება ხარისხიანი ჩანთები მარა 200$ ნაკლებს ყველა პროფესიონალი კემპერი აგინებს სტატიებში. რაღაც სერიოზული ჩასაჯდომი თემაა კარგი და იაფიანის ყიდვა.

ჯერჯერობით ერთადერთი გატესტილი ვარიანტია სლეიერას ჩანთა მარა მაგი სერიების წარმოება გააჩერა კომპანიამ ახალი ვერსიები გამოსცა რაღაცა და ძნელად იშოვება ძველი.
https://www.amazon.co.uk/Marmot-Apollo- ... QKKF78FZ3J
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Camping Equipment

Unread post#4 » 28 Apr 2016 15:28

საჭირო თემაა ძალიან
ჩანთა მაქვს ზუსტად დასათრევი შემდეგი პახოდისთვის :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6188

Re: Camping Equipment

Unread post#5 » 28 Apr 2016 16:48

REI Flash შეგიძლიათ. 50% სეილს ადებს ხოლმე და 100$-ად იშოვება.
Osprey Volt 75-ზე იყო კიდე სეილი 2 კვირის წინ სადღაც, 75 თუ არ გედიდებათ ღირს ჩაჯდომა ამაზეც.
ჩემნაირი ბრიტანულ ამაზონზე აქვთ კიდე Marmot Apollo 60, (50 პატარაა მგონი) მარა ფასები ხშირად იცვლება ცოტა როა მაგის გამო, ორი კვირის წინ 145$ გამოდიოდა დსადღაც, ეხლა 200$+ ზეა ასული.

სეილს თუ არ დაელოდე გაწეწვაა, მარა ნაკლებიანი მართლა არ ღირს რასაც გადავხედე. მაგარი ჩანთა 250$+ არის, კარგი ჩანთა 200$+ მარა სეილზე თუ მოარტყავ მაგარ პონტში ხარ ძალიან. თან ღირს იმიტო რო ძალიან დიდი ხანი შეგრჩება და გარანტია გექნება რო ჯანმრთელობაზე პრობლემას არ შეგიქმნის. გირჩევთ ისეთი ჩანთა აიღოთ რომელიც შუაში გაღუნულია ზურგზე, წონის განაწილება კარგად ხდება და ბეჭზე და წელზე კუნთოვანებზე აწვება მარტო, ისე რო მთელი ხერხემალი დაცულია, ზომები გაქთ უბრალოდ გასარკვევი, ზოგი საერთოდ One Size არის, დღეს უკვე ასეთი ჩანთები გამოდის წამყვანი ბრენდების და ერთი 150$ და სეილზე ჩასატკავება მოგიწევთ საკაიფო შენაძენი რო გააკეთოთ.

კარგი საიტები რომელიც შეგიძლიათ ათვალიეროთ სეილბისთვის:

Amazon.com და Amazon.co.uk
REI
Campsaver
Campmor
Backcountry
Moosejaw
Siera Trading Post

ბრიტანეთიდან Inex.ge გამოიყენეთ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#6 » 28 Apr 2016 18:00

ვა კაი ინფოა. ხო ზურგის თემა ვაბშე რიპსტერასთვის და რიდიკასთვის გასარკვევია რომელი ჯობია.
სერიოზული რისერჩის თემაა :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#7 » 29 Apr 2016 14:52

დასასტალკერებელი ლინკები სეილებზე პირდაპირ :D სლეირას ლისტიდან
REI

CampSaver

Campor

BackCountry

Moose Jaw
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#8 » 04 May 2016 13:43

>>>
ანატომიას შევისწავლი ეხა ბრატცი და ხვალე გაკვეთაში გვექნება გაკვეთილი :shades:

მთელი ფილოსოფია ყოფილა :D
http://www.outdoorgearlab.com/Backpacks ... ing-Advice

http://manmakesfire.com/choose-best-backpacking-pack/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#9 » 04 May 2016 19:28

ფასის და ხარისხის ჩარტი კაი ჩანთებზე http://www.outdoorgearlab.com/Backpacks ... ews/Charts

სეილებია საფერმი სერიოზულად :D
ბევრი რამე გავარკვიე მარა რაღაცეები დამჩა კიდე, მერე დავწერ როგორ შეარჩიო ჩანთა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#10 » 05 May 2016 13:43

ჩანთის სექცია პირველ პოსტში განვავრცე. თუ რამე კითხვები გაქვთ მოიწერეთ.

ეხა დანარჩენ სექციებს ჩავუჯდები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11810

Re: Camping Equipment

Unread post#11 » 05 May 2016 14:56

მე სანამ ჩანთას არ ვიყიდი ვერ წამოვალ სერიოზულ პახოდში. ხერხემლის სერიოზული პრობლემამაქ და ნუ 250 დოლარიც რომ იყოს გადავიხდი, თუ მეცოდინება რო უფრო არ დავიზიანებ რამეს. უბრალოდ ჯერ არ მაქ თანხა, მარა თუ ავარჩიე კონკრეტული მოდელები, მერე ფასდაკლებას დაველოდები და იქნებ ერთ თვეში, თვენახევარში მაინც ვიყიდო (ვისესხებ კარგი ვარიანტი თუ გაიჩითა უცებ). მაგრად გამისწორდა თემა, პროსტა დრო არ მქონდა რო წესიერად წამეკითხა და დამეკომენტარებინა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#12 » 09 May 2016 15:58

ფეხსაცმელზე ინფო დაემატა პირველ პოსტს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#13 » 11 May 2016 12:39

დამატებითი რისერჩის შედეგად დავასკვენი რომ საკმაოდ სარისკო საქმეა ფეხსაცმლის გამოწერა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი კარგად გერგებოდეს რომ კომფორტული იყოს პახოდში და ყველა ბრენდს თავისი ზომა აქ და ზოგჯერ კონკრეტული ფეხსაცმელი ცოტა სხვა ზომისაა.
ეხა შაბათშს მოვივლი აქაურ მაღაზიებს ვნახავ რეებია. North Face-ს აქ მაღაზია მაგალითად რაც საუკეთესო ბრენდი არაა მარა რამდენიმე კაი ფეხსაცმელი აქვთ. ბოლო-ბოლო შეილება აქ მოზომება და მერე ონლაინით ყიდვა რო გეცოდინება რა გაჯდება კარგად.

ასევე ორი ფილოსოფია არსებობს ასე ვთქვათ კემპინგის შესახებ. არის ხალხი ვინც აწვება 50ლიტრამდე ჩანთას და სარბენ ფეხსაცმელს, და ამბობს რომ მინიმალისტური რაოდენობის ნივთები ატარო. და არის მეორე სექტორი ვინც 50~70 ლიტრამდე ჩანთანს და კემპინგის ჩექმებს აწვება. ორივე მუშაობს საერთო ჯამში. პროსტა მსუბუქ ფეხსაცმელს არ აქ იმდენი ამორტიზაცია და მუხლის საპორტი რომ უვარჯიშებ ადამიანს გამოადგეს. ნავარჯიშები ფეხით თუ გინდა კეტებში იარე კლდეზე მარა დამწყებისთვის ცოტა უფრო დიდი ტიერის ფეხსაცმელი ჯობია. მაგრამ აქ მოდის მეორე პრობლემა, მძიმე ფეხსაცმელი რეალურად უფრო ღლის და მეტ ენერგიას გაცლის ვიდრე ჩანთა ზურგზე. ამიტომ ალბათ იდეალური ბალანსი იქნება Hiking Shoe- ტიპის ნახევრად ბათინკის აღება და რამე სანდლის მეორე წყვილად.

წყალგაუმტარს საერთო ჯამში დიდი აზრი არ აქ თუ ტრადიციული მაღალ ყელიანი ჩექმა არ გაცვია. ჯობია სანდალით იარო მდინარეებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11810

Re: Camping Equipment

Unread post#14 » 11 May 2016 18:32

ზაფხულში გინდა კარგი სანდლები და რამე ნორმალური ბოტასი. ამორტიზაცია და წყალგაუმტარი ტანკები კაია, მარა 45 გრადუს სიცხეში რაღაც არამგონია გაასწოროს. წყალია? იცმევ სანდლებს. ცივა? იცმევ ბოტასს. თოვლი, ყინვა და თემები უკვე სხვა თმეაა

North Face-ის მაღაზიაში, ვჟაზე როა იმას თუ გულისხმობ, 4 ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე გამოწერილი. ბანდიტების არი ეგ ჩაყოლება. პუმაც და რიბოკიც მანდაა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#15 » 11 May 2016 18:34

მანდ მოვიზომავ ფეხსაცმელს და მერე ონლაინით ვიყიდი :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11810

Re: Camping Equipment

Unread post#16 » 11 May 2016 18:39

კი ბაზარი არაა. პროსტა რო მიხვალ პუმაშიც და ადიდასშიც შედი. 36 დოლარად ნაყიდი ჩემი ადიდასის ბოტასი ვნახე 600 ლარად მანდ. და მერე რაღაცა მინდოდა პახოდისთვის და
North Face რო შევედი დედის გინებით გამოვედი უკან.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#17 » 11 May 2016 19:06

კი საშინელი ფასები აქვთ - ალბომების სახით უდევთ ინვენტარი
https://www.facebook.com/TheNorthFaceMa ... tos_albums
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#18 » 13 May 2016 13:50

გარანტირებულად ძალიან მაგარი ჩანთა http://www.amazon.com/gp/product//B00U3O8GRW/
$250 ღირს თ_თ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#19 » 14 May 2016 10:11

კაროჩე ყოველდღე ვუვლი მე საიტებს მაინც ჩანთებზე. და თუ გინდათ დამიწერეთ რა ზომის ჩანთა გერგებათ, რამდენ ლიტრიანი გინდათ, რა ფასი/ხარისხი გაინტერესებთ და რამე თუ გაეძრო დაგილინკავთ.
ზომაზე ესე უნდა გაიზომო - http://cdn.outdoorgearlab.com/photos/11 ... 7842_M.jpg
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Camping Equipment

Unread post#20 » 16 May 2016 10:56

ამაზონზე Deal of the day არის Merrel-ის ფეხსაცმელები:
http://www.amazon.com/b/ref=lp_13519865 ... PDKIKX0DER
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests


cron