Page 79 of 81

Re: Movies

Posted: 01 Oct 2022 19:08
by Riddick
clive barker's jericho ც გიყვარს შენ, როგორც მახსოვს

Re: Movies

Posted: 03 Oct 2022 19:03
by Ripster
Riddick wrote:clive barker's jericho ც გიყვარს შენ, როგორც მახსოვს

მაგ თამაშიდან დავამუღამე ეგ ავტორი, 2008 თუ 9 წელი იყო და რენდომად გადმოვწერე ღილაკებიან ტელეფონში მაგის წიგნი
კაი 1.5კ გვერდიანი რომანი გამოდგა უჰორორო მისტიკა და შევყევი მაგის მერე :whitewolf:

წელს გადავითამაშე jericho. სთორი/ლორის პონტში ძალიან კაი რამეა, ვიზუალურად და საუნდტრეკების ამბავშიც ძაააააალიან მაგარი რამეა. პროდიუსერად სადაც კლაივს ეთქმოდა რამე ყველაფერი ძალიან მომწონს. გეიმფლეის კუთხით და იმენა "თამაშის" პონტშია მაგარი გაუთლელი რამე ;დ
2001ში აქვს კიდე გამოშვებული თავის პროდიუსერობით თამაში და ეგ არ მიცდია არასოდეს
ჩავუჯდები უეჭველი მაგასაც :kaffee:

Re: Movies

Posted: 14 Oct 2022 01:14
by Riddick
Morbius
მსახიობები, ეფექტები, ზოგადად გადაღების ხარისხი იგრძნობა, უბრალოდ იმდენად ბალანულია რო ვერ უყურე გადახვევების გარეშე. ერთ წინადადებიანი სიუჟეტიაქ, რომელიც ალბათ ყველა კომქისის გმირს ერთნაირიაქ... აღარ შეილება ესეთი ფილმების გადაღება.

Re: Movies

Posted: 25 Oct 2022 02:28
by Riddick
Nightmare Alley
ძაან სერიოზული ფილმია და მაგრა გამიკრვიდა რო ეხა გავიგე. დელტოროა რეჟისორი და ყველა მიმართულებით ბოლომდეა დამუშავებული. ატმოსფერული, გემოვნებიანი და საინტერესო ფილმია, რომელშიც უბრალოდ პირველი ნახევარი უფრო მომეწონა, ვიდრე მეორე, მაგრამ მაგასაც აქვს თავის მუღამი. და Bradley Cooper არ მიყვარს კიდე, ვინმე სხვა უფრო გაასწორებდა მთავარ როლში. სანახავია.

Re: Movies

Posted: 09 Nov 2022 00:43
by Riddick
ბრენდერ ფრეიზერის ფილმი https://www.youtube.com/watch?v=D30r0CwtIKc

Re: Movies

Posted: 28 Nov 2022 12:38
by Riddick
TLOU ტრეილერი

რავი აბა რას ფიქრობთ? :bucktooth:

Re: Movies

Posted: 28 Nov 2022 13:17
by SLaYeR
ერთი-ერთში გაკეთებულს გავს და ეგ ასწორებს. კარგ სთორის ნახავენ სერიალის მაყურებლები.
მსახიობები არ მომწონს დიდად მე და ახლიდან გავლის სურვილი არ მაქვს, თამაში მყოფნის მაგ სიუჟეტის გამოცდილების მისაღებად.
ტრეილერის მუსიკა არ უხდება მაგის განწყობას.
იმედია გუსტავოს საუნდტრეკები ექნება სერიალსაც, ძალიან ბევრს დაკარგავენ მაგის გარეშე

Re: Movies

Posted: 09 Dec 2022 21:40
by Riddick

Re: Movies

Posted: 20 Dec 2022 20:38
by SLaYeR
პიზდეცია ბოლოს
https://www.facebook.com/watch/?v=1714688482258282

Re: Movies

Posted: 26 Dec 2022 05:46
by SLaYeR
https://www.imdb.com/title/tt11813216/ ინიშერინის ბანშიები - ძალიან მომეწონა. პატარა კარგი წიგნივის შეგრძნება დამიტოვა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და სევდიანი მარა ძალიან ადამიანური სურათი დახატა. ემოციურადაც ახლოს მოვიდა. გადაღება კიდე ისეთია ყოველ მეორე კადრს ვსქრინავდი მგონი ყურებისას.

Re: Movies

Posted: 26 Dec 2022 19:51
by Riddick
The Green Knight
სურიალიზმი ძაან მაგარი "ინსტრუმენტია", უბრალოდ ფილმების უმეტესობაში გადამლაშებული და მყვირალაა, რაც ამბის უკეთესად აღქმაში აი საერთოდ არ მეხმარება. ეს ფილმი კი ჩემი აზრით, არი მშვენიერი მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს ეკრანზე გადმოტანილი ზღაპარი. მომეწონა ფენტეზი კონსისტენციის დოზირება, რომელიც ზუსტად იმდენია, რაც ამბის მოყოლას ჭირდება და აქვს სტილი, რომელიც განწყობას გაძლევს.

ძაან რთულია ერთი ნახვით მიხვდე რა ხდება, მაგრამ ემოციურ დონეზე ისე მუშაობს, რომ ბოლოს კმაყოფილების და ნასწავლი გაკვეთილის განცდით გტოვებს. რეჟისორი გაძლევს ინტერპრეტაციის საოცარ სივრცეს და ფილმის ყურბის მაგივრად, იმდენად ღრმად ჩადიხარ ემოციებში, რომ რაღაც სიზმარში ყოფნის ასოციაცია გიჩნდება.

Re: Movies

Posted: 08 Jan 2023 12:56
by Riddick
SLaYeR wrote:ინიშერინის ბანშიები - ძალიან მომეწონა. პატარა კარგი წიგნივის შეგრძნება დამიტოვა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და სევდიანი მარა ძალიან ადამიანური სურათი დახატა. ემოციურადაც ახლოს მოვიდა. გადაღება კიდე ისეთია ყოველ მეორე კადრს ვსქრინავდი მგონი ყურებისას.

The Banshees of Inisherin 2022
საოცარი კადრებია, მეგონა რო ფოტო ალბომს ვათვარიელებდი. ამბავიც საინტერესოა, უბრალოდ ჩემთვის ბოლოსკენ ზედმეტად სიმბოლიზმში გადადის. მარა იდეაში მაინც ტოქსიკურ ურთიერთობებზეა, რომელიც შეილება იყოს როგორც ქალს და კაცს შორის, ასევე უბრალოდ მეგობრობაში. როცა ხვდები რო არაფერს არ გაძლევს ადამიანი, იმის გარდა, რომ უბრალოდ მისი მომდევნო, ეგოისტური და უმნიშვნელო ამბების მსმენელი ხარ.

ბევრი მაგალითი მაქ ცხოვრებაში Pádraic Súilleabháin, რომელიც მეგობარი რეალურად არასდროს ყოფილა...

Re: Movies

Posted: 17 Jan 2023 00:50
by Riddick
Free State of Jones

კადრები რო ვნახე, ხარისხი არ მომეწონა ფილმის, რაღაც მწვანე ფილტრი ადევს. დიდათ თითქოს არც ბიუჯეტი ეტყობა, იმის მიუხედავათ, რომ ბევრი მაშტაბური სცენაა შიგნით. მოკლედ დიდი ხანი უბრალოდ ფოლდერში მეგდო, მარა ძალიან საინტერესო და კარგი ფილმი გამოდგა.

აქ უბრალოდ რეალობასთან კავშირია მნიშვნელოვანი, რამდენად არი ფაქტები შეცვლილი. ნამდვილ კაცზეა, რომელმაც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს თავისი დამოუკიდებელი ტერიტორია შექმნა, თავის კანონებით. ზოგადად დემოკრატიის პრინციპებზე და რასიზმზეა, მარა იდეაში მთავარი მაინც ბიოგრაფიული ხასიათია ფილმის და ეგ პროპაგანდის ნაწილად არ ჩანს.

ველური დასავლეთისგან, რაღაც მეორე რედ დედის მსგავსი, გამოუსავლობის და დეპრესიის განწყობა მოიტანა აქაც, მარა მაინც ხიბლიაქ თავისი. თუ ძველი ვესტერნები ძაან რომანტიზირებულია, ესეთი ფილმები მაინც იმდენად არი რეალობაზე გადაბმული, რომ დოკუმენტურის აღქმააქ.

Re: Movies

Posted: 17 Jan 2023 13:10
by Riddick
სამი ბილბორდის ისტორია უფრო საინტერესო ყოფილა, ვიდრე ფილმი )))
+ დღემდე გამოუძიებელია საქმე

Re: Movies

Posted: 31 Jan 2023 01:48
by Riddick
დამეძინა პინოქიოზე

Re: Movies

Posted: 05 Feb 2023 13:29
by Riddick
All the Money in the World

ნამდვილ ამბავზეა და საინტერესო საყურებელი იყო. რაღაც მომენტები შელამაზებულია, რო მეტი დრამატულობა ქონდეს ფილმს, მარა ცუდათ არ აისახება და მუშაობს. დღეს ფილმებიც თამაშებივით არი, თითქმის სუ ხალტურა და მდიდრულად შეფუთული, საქმეზე ცარიელი რაღაცეები გამოდის, მარა ეს ძველი სკოლის ფილმია. ბიუჯეტიც ემჩნევა და ისტორიის გასაქანიც.

Re: Movies

Posted: 20 Jun 2023 15:43
by Riddick
რაღაც საინტერესო ტოპი შემხვდა ანიმეების და იქიდან ინსპირირებულზე Golgo 13 უყურე ))

დასავლური ბლოკბასტერებით ინსპირირებული, იაპონელების ანიმეა, 100% იაპონური კოლორიტით და ესთეტიკით. ორ წინადადებიან სიუჟეტზეა აწყობილი, მარა ისეთი მაგარი სტილი და კადრირებააქ, რო უყურებ და გისწორდება. მუსიკაც ნოსტალგიაზე მუშაობს. თან სასაცილოა იმდენად პრიმიტიულია მომენტებში, მარა რაღაც მომენტების ფასეულობა ისევ აქ.

ეს მუღამია, ოღონ იაპონური, ანიმე და აგენტზე ))

Re: Movies

Posted: 11 Jul 2023 18:58
by Riddick
ისე შევჯექი თითქმის ყველა ვიდეოს უყურე https://www.youtube.com/@greengrassreal/videos

განსაკუთრებით საღამოს მიდის კარგად, ერთ ჭიქა ღვინოსთან ერთად ))

Re: Movies

Posted: 14 Jul 2023 09:05
by Riddick
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბლოკბასტერების მშობლელი სტუდიის - Carolco Pictures ისტორია

Re: Movies

Posted: 30 Jul 2023 22:48
by Riddick
Oppenheimer 2023

ძაან საინტერესო საყურებელი იყო, იქამდე სანამ Oppenheimer პირად საქმეზე არ გადის კინო (ბოდიში ცოტა სპოილერი თუა).

იგრძნობა იმ თემის სიმძიმე რაზეც არი ფილმი და ეგ იყო ძაან კარგი, ნასიამოვნები დამტოვა ბოლომდე და მტრობის გულისამრეობის კონტრასტიც კარგად დავინახე. საეჭვო მიღწევები და მათ გარშემო ოვაციების ფონზე, კოშმარი, იდეალურ სურიალისტურ და ამავდროულად რეალისტურ სცენებს იძლევა.

მარგამ არ მომეწონა თვითონ მთავარი პერსონაჟის გახსნის მომენტი. სურათი არ შეკრა რეჟისორმა გმირის და ცდილობს რეჟისორული ხრიკებით (ემოციურ დონეზე) დაგიმტკიცოს რო "დადებითი პერსონაჟია". უფრო ებრაელების ზოგად ღირსეულობაზე გელაპარაკება ფილმი ბოლოს, ვიდრე უშუალოდ Oppenheimer რეალურ პიროვნებაზე და მის მიზნებზე. კაცი იმდენად ახლოს იყო კომუნისტებთან, ფილმის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ძაან ეჭვი მეპარება, რომ მას რეალური კავშირები არ ქონოდა სპეცსამსახურებთან. მარა მაინც Strauss შეტენეს "ცუდი ტიპობა".

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვეულებრივი ჰოლივუდური პოლიტიკური ქვეტექტი და ტრაკის ლოკვის მომენტი ადგილზეა, ძალიან ხარისხიან ფილმში კვანტურ ფიზიკასა და ბირთვულ შეიარაღებაზე.