Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: TV-Series

Unread post#1501 » 20 Dec 2021 20:02

ხო, თემა შემშლია. xD

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1502 » 21 Dec 2021 15:21

გადმოვსვი

ზოგადად ბაცანა ვიკინგებმა და მისმა ფანებმა დამაკარგინა ამ ნორდული სეთინგის მუღამი, მარა ეს რაღაც კარგია.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1503 » 22 Dec 2021 22:01

მატრიცაზე იაპონელების კომენტარები https://gamemag.ru/news/162680/kojima-a ... trix-movie

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1504 » 06 Jan 2022 13:43

ეს ფილმი ხოარ გეგულებათ სადმე https://www.imdb.com/title/tt7530340/?ref_=nm_flmg_dr_1

საინტერესოა რა გამოვიდა. მაინტერესებს ეს კაცი ქუჩის დღეებზე მაღლა თუ მოახერხებს ახტომას.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1505 » 06 Jan 2022 14:34

ბრაიტონი ახლახანს გადიოდა თბილისის კინოფესტივალზე, ჯერ არ დევს არსად.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Re: Movies

Unread post#1506 » 11 Jan 2022 07:39

https://www.adjaranet.com/movies/878546 ... quality=HD

ძაან კაი ფილმია
smothered in the crib

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1507 » 12 Jan 2022 19:33

phpBB [video]

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1508 » 14 Jan 2022 12:28

GHOST wrote:დიუნი ვნახე.

მოკლედ, ვნახე და მომეწონა. კარგად არის გადაღებული. ეს სიურეალისტური ვიზუალი რაც ეჭირა მაგრად გამისწორდა, განათება, ჩრდილები და ა.შ. კონტრასტი ფერადი კალადანიდან უფერულ არაკისზე. ჯიჰადის ხილვები, დუნკანის თავგანწირვა.
ამ ტიპმა პოლის როლი მოირგო ძალიან კარგად. რასაც ვერ ვიტყვი ლეტოზე და ჯესიკაზე. ნუ ბევრი დეტალი წიგნიდან არის იგნორირებული, შესაბამისად ლეტოს როლი იყო მცირე, მაგრამ ჯესიკა წარმოდგენილია ნამეტან ემოციურ დედად. უნდა ეჩვენებინა კონფლიქტი მასში, ბენე გესერიტსა და დედას შორის, მაგრამ მარტო დედა ჩანს და ბენე გესერიტი არსად. სხვა მედიუმია და მაინც იმ დეტალებზე ვერ დავძრახავ, რაც ამოიღო, შეიძლება ვერ ჩაატია ქრონომეტრაჟში. :დ


ველოდები მეორე ნაწილს.

გუშინ უყურე და ძალიან მომეწონა. ბევრი რამე დავიჭირე ისეთი რაც si-fi ჟანრში მიყვარს. მიყურებული, დაუნდობელი პლანეტა, რომელიც მარტო რესურსის გამოა აქტუალური - ზუსტად ეგ მინიმალიზმი და სურვაიველ სტილიაქ ფილმს. რო უყურებდი, ერთი რიდიკი აკლდა. ზუსტად ეგ განწყობაა ორივე თამაშში რაც აქ, და პრინციპში პირველ ფილმშიც.

თან ესეთ უპატრონო კაპიტალიზმში მადლია ამის ესეთი ფორმით ჩვენება. ბარონი და ბენე გესერიტი, თავის "ბოზებიანათ" იმდენად ახლოს მოდის ჩვენ რეალობასთანაც დღეს, რო მარტო მაგიტო ღირს ნახვა.

მე წიგნი არ მაქ წაკითხული და ჯესიკა აქ რაც ვნახე და რა განწყობაც დატოვა იყო ჩმორი დედის, რომელსაც ძალით მიაღებინეს ამ მემკვიდრეობით რიტუალში მონაწილეობა და ექსპერიმენტის სახით გააჩენინეს შვილი. სუფთა მსხვერპლია ფილმში და ეგ ძაან ღრმა ფსიქოლოგიურ კონტექსტს აძლევს მოქმედებას. დამთრგუნველია და დრამატულს ხდის პაოლის გმირს, ისევე როგორც ჯესიკას.

პ.ს. უშუალოდ "ეფექტები", ფილმის გაფორმება და გმირების გადაწყვეტა ცალკე დიდი და მაგარი თემაა. მოკლედ მეორე გვინდა ეხა აუცილებლად.

პ.ს.2 გოსთ ისე ამ ფილმში რამდენი წიგნის სიუჟეტია ჩატეული? რამდენ ფილმს უნდა ველოდოთ

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1509 » 14 Jan 2022 13:43

აქ ჩაატიეს პირველი წიგნის ნახევარი. ისე, 6 წიგნი აქვს ჰერბერტს დაწერილი. აქედან პირველ სამი არის "გადაბმული", შეიძლება ითქვას, მესამე პოლის შვილებზეა. მე4 სთან სხვაობა არის 4000 წელი, როგორც მახსოვს. რის გადაღებას აპირებს, სიმართლე ითვას, არ ვიცი. :დ თუ ორ ფილმს დადებს, გამოდის პირველ წიგნზეა. თუ სამს აპირებს, მგონი მეორეს მიაბამს და ნუ მესამეს არ გადაიღებს. თუ მაინც ტრილოგიაა და მხოლოდ პირველ წიგნზე, რაღაც არამგონია, რომ კიდევ ორი ფილმის მასალა იყოს დარჩენილი, თან 2.5 საათიან ფილმებს თუ დადებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1510 » 14 Jan 2022 13:54

მარტო პირველ წიგნს 8 საათიან სერიალადაც გემრიელად იზავ რო გინდოდეს მთელი კონტენტის ჩადება და ეგ იქნებოდა სრულყოფილი.
ლინჩმა ორ საათნახევარში ჩაატია პირველი ფილმი, ატმოსფეროსთვისაც დარჩა დრო და სურეალიზმისთვისაც.
ამან ორ საათში ერთი საათის მასალა ჩადო მარტო სიუჟეტურად მაქსიმუმ და დანარჩენი ან მომოას ჰოლივუდური ბრომანსია ან ლამაზი კადრების თვალიერება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1511 » 14 Jan 2022 15:39

დედა შვილის გაქცევის არკა დიდად დანარჩენი ფილმის შესაბამისი არც მე არ მომეჩვენა და მაგის გამო რაღაც სერიალის სერიისავით უფრო დამთავრდა, ცოტა ნაკლებად საინტერესო ფინალით, მარა მაინც ძალიან კარგია. იმედია არ დაუფეილდება მეორე და მომოას მე თავისუფლად ავიტან, თუ ესეთი დონის იქნა ( პრინციპში არ ვფიქრობ რო ამოვარდნილი იყო არც ეგ - მებრძოლი, ოჯახის დაახლოებული პერსონაჟი იდეალურად მოარგო რეჟისორმა, რავი ).

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1512 » 14 Jan 2022 16:53

ფეოდალიზმია მაგ სამყაროში (არ ვიცი რამდენად იგრძნობა ფილმში ეგ), იერარქია მუშაობს, ეგ კიდე იმენა ჰოლივიდური ჰერცოგის და ქვეშევრომის ურთიერთობაა სუფთა :D:D
მარა ეგ იმის ბრალია რო პერსონაჟების სიღრმე დაიკიდეს და საერთოდ ვინ ვინაა თითო სცენით გააიასნეს, ჰერცოგის კარზე სიტუაცია რაც წიგნში იმენა ბილდაფია, აქ სასწრაფოდ მშრალად გაირბინეს. მაგალითად გურნი ჰალეკი, პოლს რო ავარჯიშებს, ასევე ჰერცოგის მეგობარია, თან ბალისეტზე ბალადებს მღერის ჰერცოგის კარზე, ეგ პერსონაჟი სულ ორჯერ აჩვენეს მგონი. ექიმი იუეც დაფასებული სანდო კაცია და ეგ ღალატი რაც ხდება და დამხობა ოჯახის, ბევრად დრამატულად აღიქმება როცა თავიდან საფუძველი მომზადებულია. ღალატზე ლააპრაკი რო იწყება, ელოდები მერე ვინ იქნება მოღალატე. აქ კიდე იმენა მომოას "თქვენ წადით, მე გადაგარჩენთ იყო" მთელი ჰერცოგის კარის ურთიერთობის მწვერვალი. პირველი წიგნის მესამედი ჰერცოგის კარზე პერსონაჟების და სამყაროს გაცნობას ემსახურება.
ლიეტსაც ცოტა დრო დაუთმეს, წიგნში ნელნელა იასნდება რო ორმაგ თამაშშია. ფრემენებზეც ინტრიგა დაიკიდეს. აი ის კაცი რო შეახვიეს, რატო შეახვიეს ვინმე მიხვდა? ბარდემმა რო დააფურთხა, მაგისი ხაზი სად შეიკრა ბოლოს? ის კაცი უნდა წაეღოთ და სითხისგან გამოეწურათ, ან ეთქვათ მაინც :D:D
ჰარკონენებთანაც არ დარჩათ დრო რო და პოლის მთავარი nemesis ეჩვენებინათ, ბარონის მემკვიდრე ფეიდ რაუთა, რომელიც შემდეგ ნაწილში შემოვაო ვილნევმა, არადა ჰარკონენების ფიშკაა ეგ, ეგაც პოლივით დაგეგმილად გაჩენილია და იმპერატორის შვილი უნდა მოაყვანინონ ცოლად.
კაროჩე მე წიგნს ვუწევ რეკომენდაციას თუ დაგაინტერესა სამყარომ, წიგნის მერე ეს ისე აღიქმება თითქოს მაგარ კლიპს უყურებო, ძირითადი ჩონჩხი კი მიყვება მარა ბევრი ხორცია ჩამოჭრილი :D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1513 » 14 Jan 2022 18:59

ვის ახვევენ არ მახსოვს ))
ფილმის მთავარი მუღამი იმაში დავიჭირე, რო პერსონაჟებში იგრძნობა ის რასაც ეხა შენ წერ. ექიმშიც კარგად ჩანს რო ძაან ახლობელია ოჯახის და გურნი ჰალეკზეც ჩანს რო ჰერცოგის მეგობარია. მარტივი რეჟისორული სვლებით აქვს ეგ მომენტები გადმოცემული და გახვედრებს ვინ ვინ არი. ეგ მომეწონა ზოგადად ფილმის, რომ მინიმალიზმით გელაპარაკება ავტორი და ზუსტად მოაქ მესიჯები. თვითონ სეთინგს უხდება პირველ რიგში ეგეთი ენა. რიდიკის თამაშები მაგიტო ვახსენე, მანდ მქონდა ამ მინიმალიზმის და ბნელი კოსმოსის ექსფერიანსზე გაჭედილი. ჭრელი ფერებისგან დაცლილი, ბნელი si-fi მუღამი მოაქ ამასაც. არ მგონია რო წიგნი მაგ წარმოსახვით იყოს დაწერილი, საერთოდ სხვა დრო იყო და სხვა ხედვები, მარა რეჟისორის ეს ხედვა ძაან კრუტოი გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ როგორც იძახი ბევრი რამეაქ მოჭრილი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1514 » 14 Jan 2022 19:19

ჯამისს რო კლავს ბოლოს პოლი, ეგრევ წყლის მარაგად გააქანებენ მაგას :D:D:D:D

ხო არა მინიმალისტური არაა წიგნი :D მარა ეს პოლიტიკური კონტენტიც ძირითადად იმ მესამედშია.
მერე ბნელი და ჟუტკი ხდება, აი ეს მატლის თემა რო შემოდის და ფრემენების კულტურა, მაგარი გაუცხოების შეგრძნება გეუფლება, არ გსიამოვნებს, ვეღარ მიყვები პოლს იმ სამყაროში :D:D

ისე ეპოქის პონტში, ნავთობის თემის ალუზია უჭირავს მწერალსაც და რო ვთქვა დაძველდათქო აქტუალობით ვერა, რაც მაგრა გამიკვირდა, გეგონება 90-იანებშია დაწერილიო :D:D აუ მე დაჟე Dune-ს ვთამაშობდი სეგაზე ამერიკა რო სადამ ჰუსეინს ებრძოდა ))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1515 » 14 Jan 2022 19:48

აქ, როგორც ჩანს, სოფელში რომ მივლენ იქ "გააწყალებენ" ჯამისს და გადასცემენ პოლს.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1516 » 14 Jan 2022 20:27

ნავთობი ხო პირდაპირი ინსპირაციაა, მარა დღევანდელი მეგა კორპორაციებიც ძალიან მიაჯდა ფანტაზიას. ეგ თემა ზოგადად, დღეს მთელი მსოფლიო სიმდიდრე 3 პროცენტზე რო მოდის და ეგ 3 პროცენტი ვინ არი და რითი ხელმძღვანელობს, ხო ძაან საინტერესო სანახავია და აქ რაღაც მაგრად გამიცოცხლა ეგ წარმოსახვაში. დამაჯერებლად პასუხობს მაგასაც და ზოგადად არაკისზე ცხოვრებაც რეალისტურად აღიქმება. ეგეთი რაღაცეების გამო მომეწონა ფილმი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6139

Re: Movies

Unread post#1517 » 03 Feb 2022 21:24

GHOST
11 years later დელ ტორო პინოქიოს იღებს https://www.youtube.com/watch?v=Yo02mwsWbAI
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1943

Re: Movies

Unread post#1518 » 03 Feb 2022 22:33

ვააა. :დ

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1519 » 08 Feb 2022 18:57

The Handmaiden

ყველა ასპექტში დამუშავებული და კარგი ფილმია. ძაან საინტერესო და კარგი სიუჟეტიათ თან.

Riddick
Posts: 11703

Re: Movies

Unread post#1520 » 09 Feb 2022 16:13

True History of the Kelly Gang

არვიცი რამდენად სწორად არი რეალური მოვლენები ფილმში გადატანილი, ეგ ცალკე გასარკვევი თემაა, მარგამ როგორც ფილმი უმაგრესია. პირველ რიგში ატმოსფეროთი მოდის ახლოს და ზოგადად ამბავში აქცენტები ისეა გაკეთებული, რომ ბოლომდე გადაყავხარ იმ დროში და იმ ხალხთან.

პ.ს. ტრეილერი ჯობია რო არ ნახოთ და ისე უყუროთ, თუ ნახავთ.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests