Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1481 » 18 Oct 2021 01:16

ჰო, Year One კომიქსის პონტშია. იქ ზანგი არაა მარა შავგვრემანია და ახლოსაა ეს იმასთან. https://abload.de/img/2irss9.jpg
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1482 » 18 Oct 2021 02:06

Dune: Part One - ნორმალური ფილმია მარა წიგნთან შედარებით სუსტია მაინც. ცუდი არ არის. როგორც ადაპტაცია რავიცი, ბევრი რამე აკლია რა, არ აქვს წიგნის სიმდიდრე. ყველაფერს თითქოს ავთენტურად მიყვება, მარა როცა წიგნი გაჯერებულია პერსონაჟების ფიქრებით და დილემებით, აქ ატმოსფერული მუსიკა ანაცვლებს და რაღაც ექსპოზიციის თვალიერება უფრო გამოგდის ვიდრე ინტრიგაში ჩაძირვა. ამის გამო შესუსტებულია სიუჟეტური ინტრიგა წიგნთან შედარებით და თითქოს დროც არ ყოფნის თავიდან ბილდაფს. ნუ ეს პირველი ნაწილია მხოლოდ, მთავარი ამბები შემდეგ ნაწილში მოხდება და ერთიანად ალბათ უკეთესად შეფასდება პროდუქტი, მარა ისაც თუ ასე ნელა განვითარდება, შეიძლება დროც არ დარჩეს ყველა პერსონაჟის დასამუშავებლად.
პერსონაჟების კასტი მეტწილად კარგია და პერსონაჟების გაცნობაც კარგად ხდება, ძირითადად მსახიობების აქტინგის დამსახურებით, მარა გაცნობის იქით დიდად არ მიდის პოლის გარდა არავინ.
ჯესიკას კარგი მსახიობი ყავს მარა თითქოს შესუსტებულია მაგის როლი, წიგნში ბევრად კონტროლ ფრიკი მახსოვს, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და ძლიერი ფიგურაა. აქ ემოციური დედაა ძირითადად.
world building კარგია, დათმობილი აქვს ყურადღება გაცნობითი ხასიათის დეტალებს და იმუშავა მაგან, შემდეგი ნაწილისთვისაც რელიეფი მომზადებულია.
მატლი მაგარი ფიცარი ტიპი იყო აქ, ლინჩის ფილმში უფრო ეფექტურია.
ლოხი ზაკ სნაიდერის ფერებია ფილმში. უსიამოვნოდ გადანაცრისფრებული და მტვრისფერია ყველაფერი. შავთეთრი გადაეღო აწი, ვერ მივხვდი მუღამს. ლინჩის ფილმი ბევრად ატმოსფერული და ჩამთრევია მაგ მხრივ, გძირავს შიგნით თავისი უცნაური ეგზოტიკურობით და ზემოდან გაჭერს რო ბოლომდე ჩაგახრჩოს. აქ კიდე მატლს რო ერთხელ აჩვენებ წესიერად და ისაც ბნელ კადრში, მთელი არაკისის ეგზოტიკა კვდება მაგით. არაკისი კი არა ხაშურში უფრო მეტ ატმოსფეროს დაიჭერ ვიდრე აქ.
მუსიკალური გაფორმება მომეწონა, ეხმარება ძალიან სამყაროს აღქმას, მარა ლინჩის ფილმიდან ამ ერთი კონკრეტული საუნდტრეკის დონის არაფერი არ აქვს.

ერთ ფილმად 7/10 ვეშია რა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1483 » 18 Oct 2021 17:17

პოლ ატრეიდესი თეთრკანიანი მესია რატოაო ბობოქრობენ ქვედა საფეხურზე მდგომი ცხოველები.
ყველაფერში ცენზურას ითხოვენ ეს ფაშისტები..
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: Movies

Unread post#1484 » 27 Oct 2021 18:54

დიუნი ვნახე.


მოკლედ, ვნახე და მომეწონა. კარგად არის გადაღებული. ეს სიურეალისტური ვიზუალი რაც ეჭირა მაგრად გამისწორდა, განათება, ჩრდილები და ა.შ. კონტრასტი ფერადი კალადანიდან უფერულ არაკისზე. ჯიჰადის ხილვები, დუნკანის თავგანწირვა.
ამ ტიპმა პოლის როლი მოირგო ძალიან კარგად. რასაც ვერ ვიტყვი ლეტოზე და ჯესიკაზე. ნუ ბევრი დეტალი წიგნიდან არის იგნორირებული, შესაბამისად ლეტოს როლი იყო მცირე, მაგრამ ჯესიკა წარმოდგენილია ნამეტან ემოციურ დედად. უნდა ეჩვენებინა კონფლიქტი მასში, ბენე გესერიტსა და დედას შორის, მაგრამ მარტო დედა ჩანს და ბენე გესერიტი არსად. სხვა მედიუმია და მაინც იმ დეტალებზე ვერ დავძრახავ, რაც ამოიღო, შეიძლება ვერ ჩაატია ქრონომეტრაჟში. :დ


ველოდები მეორე ნაწილს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1485 » 27 Oct 2021 20:30

მე შეიძლება ცუდი კაცი ვარ მარა ლინჩის დიუნი უფრო შთამბეჭდავია ჩემთვის :(

თუ დეტალებს მაზავ და ასხვანაირებ, მაშინ რაღატოა ლინჩის დიუნი ცუდი ფილმი ეგაც აღარ მესმის.
ეს ორი გვერდიგვერდ რო დადო ახლა დიდი სხვაობა არცაა სიუჟეტურად და ატმოსფეროც, უცხო პლანეტის მუღამიც, ინტრიგაც იქ ბევრად ახლოს მოდის.

ვიზუალზეც, ფერადი კალადანი ნაცრისფერია
არაკისის დიუნებიც ნაცრისფერია
ჰარკონენების პლანეტაც ნაცრისფერია.
ბეტონის ფერია ყველაფერი ტო, მასეთი ხო თბილისშიცაა :DDD
მატლის მუღამიც რო რაღაც უცხო გიგანტური ორგანიზმი ერთხელ აჩვენეს სრული კადრი და ისაც ბნელში.
ეს ფრემენები სუფთა ზმანებით რო მოძრაობენ ეგაც მაგარი ნიტო მგონია, ეს ზენდაია მოსა**ნავად გასუფტავებული რო დგას და თმები უნიავებს )))))
Lawrence of Arabia-ს ფილმის დონის ეგზოტიკაც არ აქვს მაგ უდაბნოს, ერთერთი ინსპირაციაა ბოლო-ბოლო დიუნისთვის.
მითუმეტეს გავითვალისიწნოთ რო დიუნი როცა დაიწერა რა ვიზუალები იყო ხოდში, რა წარმოდგენით იმოძრავებდა ჰერბერტი, ცოტა იქიდანაც რამე ხო უნდა აიღო. ის რო ახლა ახლო აღმოსავლეთის სიმბოლიზმია, იმას ხო არ ნიშნავს რო ერაყის ფერები კიდე უფრო გარეცხო და ის ჩასვა :DDD
ფეოდალური წყობილება როა და იერარქია არსებობს, ეგაც არ ჩანს, ჰოლივიდურ ჯიგრულ პონტში მოძრაობს ეს პოლი ქვეშევრდმოებთან.
ლინჩის სცენებს რო ვუყურებ, ტიპი მაგრა ჟუტკად ცდილობს არაკისის აღწერას ყველა კომპონენტში და ეგ ბევრად ღირებულია ჩემი აზრით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: Movies

Unread post#1486 » 27 Oct 2021 20:35

მე მევასება ეგეთი ნაცრისფერი გარემო. თბილისი ჩემი იერუ... არაკისი ჩემი თბილისია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: Movies

Unread post#1487 » 27 Oct 2021 20:40

სიცოცხლით სავსე არაკისი
არაკისი მწვანე პლანეტა
- 41 ჰერცოგი კალაძე

უფასო კვება არაკისის საჯარო სკოლებში
100 სოლარისი არაკისელ პენსიონერს
- 5 ბარონი მელია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1488 » 04 Nov 2021 11:54

ჰობიტები გადმოვწერე. არ ვიცი რატო, მარა მომინდა რო კაი ხარისხში მენახა. მარტო პირველი მაქ ნანახი (ერთად ვიყავით კინოში). ეხაც პირველი ვნახე მარტო ჯერ. ბევრი აზრობრივი გაუმართაობა და აუხსნელი ლოგიკის მოვლენა ხდება, რომელიც დამაჯერებლობას და ფასეულობას უკარგავს დაჟე ზღაპარს, მარა მაინც გამისწორდა ატმოსფეროს გამო, კარგ ხარისხში. მეორე, მესამე სერიებიც ერთხელ ნახვად ღირს ალბათ და ჩაუჯდები. შეილება ფილმების ტრილოგიაც გადავაბა, კაიხანია არ მინახავს.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1489 » 05 Nov 2021 14:56

The Desolation of Smaug
სამი ფილმიდან, ფილმ ნახევარი არი გახურება. იდეაში არაფერი არ ხდება. როუდ მუვია, ჩითერობებით )) ამხელა ფანჯარა რო იყო, რა უშლიდა ხელს რო დვარფები პერსონალურად გაეცნოთ, ამ 4 საათი ნახევარში არ ვიცი. გაეშალათ პერსონაჟების ხასიათები, უაზრო სირბილის მაგივრად, ძაან კარგად შეავსებდა ფილმს. მარა ნუ არ ქნეს.
მეორე ფილმის მეორე ნახევრიდან, უკვე მივხვდი რო lotrs უყურებდი. ბევრი საეჭვო ლოგიკის მომენტია აქაც, მარა არი კარგი სცენები, სიტუაციები და რეპლიკები. არი ისეთი რაღაცეები რაც დაგამახსოვრდება და შეგივსებს პირველი სამი ფილმით შექმნილ წარმოსახვას.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მეორე ბევრად ჯობდა პირველს. რაც გამიხარდა.
ეხა მესამეს ჯერია, ვნახოთ.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1490 » 11 Nov 2021 16:14

The Battle of the Five Armies
არაფერი არ მუშაობს ფილმში, განსაკუთრებით ლოგიკა. სამარცხვინოდ აფსურდული რაღაცეები ხდება, თითქმის ყველა პერსონაჟის განვითარებაში. მერე ეს აფსურდული სიუჟეტური ხაზები, ერთმანეთს კვეთს და კიდევ უფრო დიდი აფსურდი ხდება.

Mega Shark vs. Giant Octopus დონეა

პ.ს. ეხა ვნახე ზედა პოსტი და დვარფების მაგივრად, გნომები მეწერა )) იმედაი ბორომირამ არ ნახა პოსტი

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: Movies

Unread post#1491 » 11 Nov 2021 20:39

ქართულად "ჯუჯაა". :დ

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1492 » 11 Nov 2021 22:24

ჯუჯა გნომიც არი და დვარფიც დიდი ალბათობით ))

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Re: Movies

Unread post#1493 » 13 Nov 2021 01:34

https://www.imdb.com/title/tt1703199/

მაგარი ჰორორია
smothered in the crib

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1494 » 14 Nov 2021 15:51

The Traitor
რაღაც ვიდეოს უყურე ამასწინათ, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მაფიის საქმეზე იყო, რომლის მსვლელობისაც 366 კოზანოსტრას ტიპი დაიჭირეს, თვითონ იტალიაში. ამ საქმის გარშემო, სასამართლოების ჩასატარებლად, მთავრობამ ცალკე სასამართლო შენობა ააშენა. ხოდა ეს ყველაფერი ბუნდოვნად რო მახსოვდა, ვნახე ეს ფილმი, რომელიც ზუსტად ამ ამბავზეა გადაღებული.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1495 » 17 Nov 2021 23:38

Vice
უყურე როგორც რაღაც შავ კომედიას და წავიდა. სინამდვილეში არ ვიცი რა და როგორ იყო, ან რას როგორ შეესაბამება ფილმი. იდეაში მგონია რო უბრალოდ ხელებს აწმიდავენ და ბევრად დიდი წრის საერთო დანაშაულია ის რასაც ფილმში გვანახებენ. მამენტ მაგ პრიზმით რო შეხედავ უფრო სასაცილო შავი კომედია ხდება. ვიღაც ლოთი უცებ მსოფლიო დონის აფიორებს ატარებს, პროსტა თითის დაწკაპუნებით )) ცუდი ბიჭი ეს.

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1496 » 20 Nov 2021 07:30


Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1497 » 25 Nov 2021 23:30

No Country for Old Men
ანალიზია ფილმის სიუჟეტის (y)

Riddick
Posts: 11701

Re: Movies

Unread post#1498 » 30 Nov 2021 00:45

https://www.youtube.com/watch?v=vG2FHtKxANE

რაღაც საკაიფო ჩანს

User avatar
GHOST
Posts: 1942

Re: TV-Series

Unread post#1499 » 20 Dec 2021 19:52

phpBB [video]


ვითჩისა და ლაითჰაუსის რეჟისორის ახალი ფილმი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Re: TV-Series

Unread post#1500 » 20 Dec 2021 19:59

ძლივს, ფერად ტუნიკებიანი და არატატუებიანი ვიკინგები :D:D ვიღაცამ დაარისერჩა როგორც იქნა.
ნუ ეს ნაცრისფერი ტონი უკარგავს ესთეთიკას მარა ბნელ ფსიქო ვეშებს აძრობს ეს რეჟისორი და გასაგებია.
ვალკირიას ბრეკეტები ქონდა? :DDDDDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 41 guests


cron