Movies, საერთო თემა > ფილმები

მთავარი ფორმატები < საერთო თემა < მოვლენა < გამოკითხვა < სია < განცხადება
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Re: Movies

Unread post#1581 » 02 Aug 2023 14:38

მეც ძაან ვისიამოვნე, ახალ ლეველებს დებს კაცი რეჟისორულად.

ერთი ის მიკვირს, რატომ არ იყო ფილმში რიჩარდ ფეინმენი? ბევრისთვის აინშთაინის შემდეგ პირველი ტვინია ფიზიკაში, მონაწილეობდა მანჰეტენის პროექტში.

edit: ყოფილა) როგორ გავმაზე.
დაჟე ეს მომენტიც ჩაუდიათ ფილმში: სათვალეები რომ დაგვირიგეს იმდენად მუქი იყო მოვიხსენი და მანქანის მინიდან უყურებდა აფეთქებას, სათვალის გარეშეო (ულტრაიისფერ სხივებს ეგეც არ გაატანდაო)
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1862

Re: Movies

Unread post#1582 » 03 Aug 2023 12:56

ძალიან მომეწონა
ორჯერ ვიყავი :whitewolf:
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1583 » 05 Aug 2023 23:51

მეც მომეწონა, თან ძაან

მარა ოუფენჰეიმერის ბილდაფი არ მომეწონა როგორც პერსონაჟის, შეკრული სახე არ მომცა, არაცალსახა იყო ის ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებოდა და უფრო სიღრმეში მაინტერესებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო თითქოს გადაიფარა რაღაცეები და ეინშტეინთან ბოლო ლაპარაკმა, ზოგად ებრაელობაზე ცოტა უგემოვნო ფიქშენისკენ და პოლიტ ტრაკში ძრომისკენ წაიღო. თითქოს "გამოაძვრინეს" იმის გამო, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი იყო, არადა რეალობა მაინც სხვა დარჩა. მარა ნუ შეილება მე მომეჩვენა ესე.

ძაან კარგი ფილია დანარჩენში რეალურად და მეორეჯერ წასვლითაც წავიდოდი.

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1584 » 09 Aug 2023 14:11

Los renglones torcidos de Dios 2022

ფილმების იმედი დამიბრუნა ამ ფილმმა. ყველაფერი მომეწონა საერთოდ, სცენარიდან დაწყებული, გადაღების სტილით დამთავრებული. ძალიან დიდი დეტალებისადმი ყურადღებით არი გადაღებული და სიუჟეტიც ძაან მომეწონა. თან ფსიქიატრიულის რაღაც უნიკალური ატმოსფეროა დაჭერილი. პატარა კუნძულივით აღიქვავ, თავის მაცხოვრებლებით და შიდა ისტორიებით.

The Whaler Boy

ეს კიდე ცალკე თემაა. არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდი, მარა ნამდვილი და ცოცხალი არტჰაუსი შემრჩა. ფილმი რეალურად თანამედროობას ეხმარურება და საინტერესოა როგორც პირდაპირი, ასევე სურიალისტური, ან თუნდაც ფილოსოფიური დატვირთვით. ძაან მომეწონა. გულით გადაღებული, ერთიანად უბრალო და რთული ფილმია.

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1585 » 24 Sep 2023 00:51

Greyhound 2020

სასიამოვნო ატმოსფერო წამოიღო, აი გემრიელად რო გაიხსენებ ძველი, მეორე მსოფლიო ომის ფორმატის ფილმებს, ისეთი

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1586 » 28 Sep 2023 21:56

გრეიჰაუნდმა მეორე მსოფლიოს სეთინგის მუღამი მოიტანა და Enemy at the Gates უყურე.

სუ მინდოდა, ნაწყვეტები მქონდა ნანახი და მეგონა რო ძაან კაი ფილმი იყო, მაგრამ საქმეზე მოძველებული და პრიმიტიული რაღაც დამხვდა.

შეილება ყურება, მარა დიდი ვერაფერი. 7.5 ფილმი აი ნამდვილად არაა.

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1587 » 05 Oct 2023 12:35

The Creator 2023

დიდიხანია ესეთი ყ*ეობა არ მინახია :) პროსტა იმიტო უნდა ნახო კაცმა, რო მიხვდე რამდენად სამარცხვინო და დეგრადირებულ დონეზეა უკვე დასავლური პროპაგანდა ) არადა 80 მილიონიანი ფილმია და ვიზუალურად არი ძალიან კარგი

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1588 » 05 Oct 2023 13:25

The Boy and the Heron

დაგვიბრუნდა ბაბუა

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1589 » 05 Nov 2023 00:20

The Nest 2020

კაი კინოა. პარალელების გაკეთებაც საინტერესოა, თუ საკუთარ თავთან არა, გარემოცვასთან მაინც

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1590 » 25 Nov 2023 01:55

Sicario Day Of The Soldado 2018

იდეაში მეორე ნაწილია. კარგი საყურებელია, იგივე დუხიაქ, მარა ძაან სერიალის სერიასავით მთავრდება და ცოტა დავიბენი. იდეაში მესამეც საინტერესო ქინება თუ გამოვა, იმიტო რო ფაქტიურად შუაში გაწყდა ფილმი.

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1591 » 27 Nov 2023 13:46

The Man Who Wasn't There 2001

მომეწონა. ნოარის სტილიც უხდება და თხრობის მანერაც.

User avatar
GHOST
Posts: 1931

Re: Movies

Unread post#1592 » 01 Dec 2023 11:14

https://www.youtube.com/watch?v=Ys8NiuJCHHs

საგიჟეთი იქნება(იმედია).

მაგრამ, ფური როადისგან არ ველოდი და ისეთი გაასწორა, რომ უკვე დიდი მოლოდინებით ვარ განწყობილი.

Riddick
Posts: 11804

Re: Movies

Unread post#1593 » 11 Dec 2023 13:13

ბარბი ვითო ნოსტალგიით და თვითკრიტიკით რო დაიწყო, ვიფიქრე რაღაც საკაიფოათქო. შუიდან ისეთი გულის ამრევი რაღაც გახდა პროსტა წავშალე

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests


cron