Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი თემების ფორმატები:
⫸ გამოკითხვა ⫸ ტოპი ⫸ განცხადება ⫸ საერთო თემა ⫸ მოვლენა
User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1561 » 01 Oct 2022 19:08

clive barker's jericho ც გიყვარს შენ, როგორც მახსოვს

Ripster
Posts: 1838

Re: Movies

Unread post#1562 » 03 Oct 2022 19:03

Riddick wrote:clive barker's jericho ც გიყვარს შენ, როგორც მახსოვს

მაგ თამაშიდან დავამუღამე ეგ ავტორი, 2008 თუ 9 წელი იყო და რენდომად გადმოვწერე ღილაკებიან ტელეფონში მაგის წიგნი
კაი 1.5კ გვერდიანი რომანი გამოდგა უჰორორო მისტიკა და შევყევი მაგის მერე :whitewolf:

წელს გადავითამაშე jericho. სთორი/ლორის პონტში ძალიან კაი რამეა, ვიზუალურად და საუნდტრეკების ამბავშიც ძაააააალიან მაგარი რამეა. პროდიუსერად სადაც კლაივს ეთქმოდა რამე ყველაფერი ძალიან მომწონს. გეიმფლეის კუთხით და იმენა "თამაშის" პონტშია მაგარი გაუთლელი რამე ;დ
2001ში აქვს კიდე გამოშვებული თავის პროდიუსერობით თამაში და ეგ არ მიცდია არასოდეს
ჩავუჯდები უეჭველი მაგასაც :kaffee:
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1563 » 14 Oct 2022 01:14

Morbius
მსახიობები, ეფექტები, ზოგადად გადაღების ხარისხი იგრძნობა, უბრალოდ იმდენად ბალანულია რო ვერ უყურე გადახვევების გარეშე. ერთ წინადადებიანი სიუჟეტიაქ, რომელიც ალბათ ყველა კომქისის გმირს ერთნაირიაქ... აღარ შეილება ესეთი ფილმების გადაღება.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1564 » 25 Oct 2022 02:28

Nightmare Alley
ძაან სერიოზული ფილმია და მაგრა გამიკრვიდა რო ეხა გავიგე. დელტოროა რეჟისორი და ყველა მიმართულებით ბოლომდეა დამუშავებული. ატმოსფერული, გემოვნებიანი და საინტერესო ფილმია, რომელშიც უბრალოდ პირველი ნახევარი უფრო მომეწონა, ვიდრე მეორე, მაგრამ მაგასაც აქვს თავის მუღამი. და Bradley Cooper არ მიყვარს კიდე, ვინმე სხვა უფრო გაასწორებდა მთავარ როლში. სანახავია.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1565 » 09 Nov 2022 00:43

ბრენდერ ფრეიზერის ფილმი https://www.youtube.com/watch?v=D30r0CwtIKc

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1566 » 28 Nov 2022 12:38

TLOU ტრეილერი

რავი აბა რას ფიქრობთ? :bucktooth:

User avatar
SLaYeR
Posts: 6119

Re: Movies

Unread post#1567 » 28 Nov 2022 13:17

ერთი-ერთში გაკეთებულს გავს და ეგ ასწორებს. კარგ სთორის ნახავენ სერიალის მაყურებლები.
მსახიობები არ მომწონს დიდად მე და ახლიდან გავლის სურვილი არ მაქვს, თამაში მყოფნის მაგ სიუჟეტის გამოცდილების მისაღებად.
ტრეილერის მუსიკა არ უხდება მაგის განწყობას.
იმედია გუსტავოს საუნდტრეკები ექნება სერიალსაც, ძალიან ბევრს დაკარგავენ მაგის გარეშე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1568 » 09 Dec 2022 21:40


User avatar
SLaYeR
Posts: 6119

Re: Movies

Unread post#1569 » 20 Dec 2022 20:38

პიზდეცია ბოლოს
https://www.facebook.com/watch/?v=1714688482258282
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6119

Re: Movies

Unread post#1570 » 26 Dec 2022 05:46

https://www.imdb.com/title/tt11813216/ ინიშერინის ბანშიები - ძალიან მომეწონა. პატარა კარგი წიგნივის შეგრძნება დამიტოვა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და სევდიანი მარა ძალიან ადამიანური სურათი დახატა. ემოციურადაც ახლოს მოვიდა. გადაღება კიდე ისეთია ყოველ მეორე კადრს ვსქრინავდი მგონი ყურებისას.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1571 » 26 Dec 2022 19:51

The Green Knight
სურიალიზმი ძაან მაგარი "ინსტრუმენტია", უბრალოდ ფილმების უმეტესობაში გადამლაშებული და მყვირალაა, რაც ამბის უკეთესად აღქმაში აი საერთოდ არ მეხმარება. ეს ფილმი კი ჩემი აზრით, არი მშვენიერი მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს ეკრანზე გადმოტანილი ზღაპარი. მომეწონა ფენტეზი კონსისტენციის დოზირება, რომელიც ზუსტად იმდენია, რაც ამბის მოყოლას ჭირდება და აქვს სტილი, რომელიც განწყობას გაძლევს.

ძაან რთულია ერთი ნახვით მიხვდე რა ხდება, მაგრამ ემოციურ დონეზე ისე მუშაობს, რომ ბოლოს კმაყოფილების და ნასწავლი გაკვეთილის განცდით გტოვებს. რეჟისორი გაძლევს ინტერპრეტაციის საოცარ სივრცეს და ფილმის ყურბის მაგივრად, იმდენად ღრმად ჩადიხარ ემოციებში, რომ რაღაც სიზმარში ყოფნის ასოციაცია გიჩნდება.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1572 » 08 Jan 2023 12:56

SLaYeR wrote:ინიშერინის ბანშიები - ძალიან მომეწონა. პატარა კარგი წიგნივის შეგრძნება დამიტოვა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და სევდიანი მარა ძალიან ადამიანური სურათი დახატა. ემოციურადაც ახლოს მოვიდა. გადაღება კიდე ისეთია ყოველ მეორე კადრს ვსქრინავდი მგონი ყურებისას.

The Banshees of Inisherin 2022
საოცარი კადრებია, მეგონა რო ფოტო ალბომს ვათვარიელებდი. ამბავიც საინტერესოა, უბრალოდ ჩემთვის ბოლოსკენ ზედმეტად სიმბოლიზმში გადადის. მარა იდეაში მაინც ტოქსიკურ ურთიერთობებზეა, რომელიც შეილება იყოს როგორც ქალს და კაცს შორის, ასევე უბრალოდ მეგობრობაში. როცა ხვდები რო არაფერს არ გაძლევს ადამიანი, იმის გარდა, რომ უბრალოდ მისი მომდევნო, ეგოისტური და უმნიშვნელო ამბების მსმენელი ხარ.

ბევრი მაგალითი მაქ ცხოვრებაში Pádraic Súilleabháin, რომელიც მეგობარი რეალურად არასდროს ყოფილა...

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1573 » 17 Jan 2023 00:50

Free State of Jones

კადრები რო ვნახე, ხარისხი არ მომეწონა ფილმის, რაღაც მწვანე ფილტრი ადევს. დიდათ თითქოს არც ბიუჯეტი ეტყობა, იმის მიუხედავათ, რომ ბევრი მაშტაბური სცენაა შიგნით. მოკლედ დიდი ხანი უბრალოდ ფოლდერში მეგდო, მარა ძალიან საინტერესო და კარგი ფილმი გამოდგა.

აქ უბრალოდ რეალობასთან კავშირია მნიშვნელოვანი, რამდენად არი ფაქტები შეცვლილი. ნამდვილ კაცზეა, რომელმაც ამერიკის სამოქალაქო ომის დროს თავისი დამოუკიდებელი ტერიტორია შექმნა, თავის კანონებით. ზოგადად დემოკრატიის პრინციპებზე და რასიზმზეა, მარა იდეაში მთავარი მაინც ბიოგრაფიული ხასიათია ფილმის და ეგ პროპაგანდის ნაწილად არ ჩანს.

ველური დასავლეთისგან, რაღაც მეორე რედ დედის მსგავსი, გამოუსავლობის და დეპრესიის განწყობა მოიტანა აქაც, მარა მაინც ხიბლიაქ თავისი. თუ ძველი ვესტერნები ძაან რომანტიზირებულია, ესეთი ფილმები მაინც იმდენად არი რეალობაზე გადაბმული, რომ დოკუმენტურის აღქმააქ.

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1574 » 17 Jan 2023 13:10

სამი ბილბორდის ისტორია უფრო საინტერესო ყოფილა, ვიდრე ფილმი )))
+ დღემდე გამოუძიებელია საქმე

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1575 » 31 Jan 2023 01:48

დამეძინა პინოქიოზე

User avatar
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#1576 » 05 Feb 2023 13:29

All the Money in the World

ნამდვილ ამბავზეა და საინტერესო საყურებელი იყო. რაღაც მომენტები შელამაზებულია, რო მეტი დრამატულობა ქონდეს ფილმს, მარა ცუდათ არ აისახება და მუშაობს. დღეს ფილმებიც თამაშებივით არი, თითქმის სუ ხალტურა და მდიდრულად შეფუთული, საქმეზე ცარიელი რაღაცეები გამოდის, მარა ეს ძველი სკოლის ფილმია. ბიუჯეტიც ემჩნევა და ისტორიის გასაქანიც.

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 43 guests


cron