ვერ ვიტან სერიალებს, ძაან ცუდ და უაზრო ფორმატად მიმაჩნია. ყოველთვის ყველაზე დიდი პოტენციალი არსებობს რომ ისტორია არ დამთავრდეს. ისტორიამ კი ყოველთვის უნდა იცოდეს როდის დამთავრდეს.
სამწუხაროდ პაბლიშერების და შემკვეთი კომპანიების გავლენით, და მათზე მეტად ფანების ზეწოლით, ფანების რომლებსაც საყვარელ გმირებთან და სამყაროსთან დასარჩენად მზად არიან ეს სამყარო და გმირები გაუფასურდნენ, ხასიათი და მიზანი დაეკარგოთ და ერთი-დაიგივე კლიშე ისტორიების წრედში ჩაეფლონ.
სერიალებს არ აქვთ საერთო კარგად გააზრებული ისტორია, სერიალები გრძელდება ისტორიის და ლოგიკური არკის დასრულების შემდეგ, სერიალები ცუდი RPG-ების მსგავსად სავსეა დროის გასაზრდელი, Grinding ისტორიებით. ამ ყველაფრის გამო არ მიყვარს და არ ვცემ პატივს ისტორიის გადმოცემის ამ ფორმას.
ადრე კატეგორიულად არ ვუყურებდი არანაირ სერიალს, იუმორისტული ანიმაციების რამდენიმე სერიას გადმოვწერდი იშვიათად და ვუყურებდი. შემდეგ 44 in chest და იან მაკშელენის რამდენიმე ეპიკური ფილმის გადაბმის შემდეგ, მეგობარმა რომელიც ასევე არ უყურებს სერიალებს მირჩია Deadwood და გაკვრით Pillars of the earth, Medieval განწყობაზე ვიყავი და ვნახე რამდენიმე სერიიანი უკვე დასრულებული ისტორია კათედრალის შენებაზე, რამდენიმე სერიიანი ფილმივით იყო გაკეთებული.
მას შემდეგ რამდენიმე სერიალი ვნახე, ძირითადათ ავადმყოფობის დროს, როცა სიცხით გადაღლილს სხვა არაფრის ენერგია მქონდა გარდა უბრალო არაინტერაქტიული ყურებისა. ყველაზე მეტად Deadwood მომეწონა.
>>>ეს არის პროექტი რომელიც იკვლევდა როგორ ყალიბდება საზოგადოება ახალ ველურ მიწებში, სერიალის დასაწყისში მხოლოდ ბორდელი და რამდენიმე შენობა დგას ქალაქში და რამდენიმე სეზონის განმავლობაში შენს თვალწინ შენდება ქალაქი. ძალიან ბუნებრივი, რეალისტური და საინტერესო პერსონაჟები, საინტერესო სიტუაციები და ძალიან განსხვავებული ტიპიური ჰოლივუდური "მაგიის"გან. ძალიან მომეწონა.
შემდეგ სიმპსონებს ჩავუჯექი, ექსპერიმენტი ჩავატარე და უკუღმა ვუყურე, ბოლო სეზონიდან პირველამდე. RPG-ების ჟანრის კვლევისას აღმოვაჩინე რომ ასეთი მეთოდით უკეთ ხედავ ისტორიას, მექანიკას და განვითარებას ჟანრის ან სერიის, ყოველ შემდეგ ეპიზოდში რაღაც აკლდება და მკვეთრად აღიქვავ ამ ნაკლებობას და ნაკლული ნაწილის მნიშვნელობას და როლს საერთო სურათში. სიმპსონების მაგალითზე, უკანსკნელი 20 წლის ისტორია განვითარდა ჩემს თვალწინ, ყოველდღიური სოციალური, ხალხის განწყობის და მენტალიტეტის, პოპ კულტურის ისტორია რომელსაც ვერც წიგნში და ვერც დოკუმენტურ ფილმში ნახავ. ყველა სერია იმდროს აქტუალურ მოვლენებს პასუხობდა და ძალიან საინტერესო სანახავი და გასახსენებელი იყო.
ნუ შემდეგ Game of Thrones, დიდი ხანი ვუტრიალებდი როცა გავიგე რომ გამოდიოდა. წიგნები რამდენჯერმე მქონდა გადაკითხული და განწყობის გაფუჭება არ მინდოდა, ბოლოს მაინც ვუყურე რამდენიმე მსახიობის თამაშმა მომხიბლა პრომო ტრეილერებიდან. არ მინანია ნახვა, მათვის ვისაც წიგნი არ აქ წაკითხული მოვლენა იქნებოდა სერიალი, მაგრამ წიგნის შემდეგ კარგი ჩანს, მაგრამ მაინც ჩანს რომ ისტორია ისეთ დეტალებში ვერ გადმოიცემა და ბევრი პერსონაჟი იკარგება, The Hound მაგალითად ერთერთი საუკეთესო პერსონაჟია წიგნში, მაგრამ სერიალში არ ჩანს თითქმის.
მაგის გარდა მგონი მარტო ორ სერიალს ვუყურე,
>>>Breaking Bad - დაიწყო როგორც სიუჟეტის გადმოცემის შედევრი, ყველა პერსონაჟი, დეტალი, ყოველი წამი იდეალურად გადმოცემს ისტორიას, სუფთა სთორის გადმოცემის research მხრივ იმდენად საინტერესო არის რომ ღირს ყურება. მაგრამ აქაც არ დამთავრდა ისტორია, 5 სეზონის შემდეგ რამდენჯერმე ქონდათ ცხოვრების გადამტრიალებელი მომენტი, სასიკვდილოთ იჩხუბეს და შერიგდნენ, ეპიზოდები რომლებსაც ამხელა დატვირთვა ქონდა და დაძაბული ვუყურებდი გაუფასურდა, მოსაწყენი და გაწელილი გახდა.
ბოლოს
Boardwalk Empire ვნახე, Lawless-ის გავლენით.
აქაც მსგავსი ისტორია, კარგად დაიწყო და უაზრობამდე გაწელილი და გაუფასურებული ისტორიით გრძელდება.
ეხაც არ მომწონს მაგის გამო სერიალები და ნებისმიერი სხვა ფორმა მირჩევნია სიუჟეტის გადმოცემის. ძირითადი დანიშნულება მაინც დროის უაზროდ გაყვანაა, ყოველდღიურობის მოწყენილობის დეპრესიის ტაბლეტებია, იმათვის ვინც საკუტარი ინტერესის სფეროს მისთვის კომფორტული მედიის გადმოცემის ფორმატში ამოწურა და ახლის ათვისებისთვის არაა მზად ჯერ, So just to pass another boring second...