Unread post#1555 » 26 Oct 2021 23:04
მოვრჩი დილას. დავიწყე კომენტარის წერა, მარა ვერ მოვასწარი და საღამოს ვეღარ ვიპოვე. ტაბი ჩავხურე ალბათ.
ბოლოში ცოტა სპოილერით.
ერთი სიტყვით ვისიამოვნე. ვფიქრობ რო ფასეული სერიალი შეკრეს, იმის მიუხედავად, რომ ქრონომეტრაჟის გაწელვა მესამე სერიიდან დაწყებული, ბოლომდე იგრძნობოდა. მაგრამ ამ გაწელვასაც რაღაცნაირად კარგად გაართვეს თავი და სიტყვაზე ის ამერიკელი ვიაიპი მაყურებლები მე არ მომხვედრია ამოვარდნილად (ნუ რაღაცეები მომხვდა, მაგრამ მთლიანობაში არაა მოსატანი). მომეწონა სიუჟეტური გადაწყვეტები კონკრეტული სიტუაციების. რაღაც ახალი და საინტერესო იყო მომენტებში. იყო ბევრი სიტუაცია რომელიც არ მომეწონა, რადგან არ იყო საკმარისად დამაჯერებელი. ზოგადად სიკვდილი არ აღიქმებოდა შესაბამის დონეზე, რაც აკარგვინებდა სერიალს სერიოზულობას. უბრალოდ მთლიანობაში, როცა დამთავრდა და მივხვდი აქცენტებს ბოლომდე, იმასაც მივხვდი, რომ ძალიან ჯიგრული რამეა. თან რაც მთავარია იგრძნობა, რომ არი დღევანდელ რეალობაზე და ერგება მას. მისი გამოხმაურებაა.
დარწმუნებულივარ მოყვება მსგავსი თამაშების რეალური პრეცენდენტებიც ამ ყველაფერს, მისი პოპულარულობის გამო. უბრალოდ იმიტომ, რომ შესაძლებელია. იგივეს ვიტყვი ორგანოებით ვაჭრობის თემაზეც. მე ზოგადად მეგონა, რომ ორგანიზატორების ფულიც ზუსტად მაგ მეთოდით მოდიოდა, რომ დამარცხებულების ორგანოებს ყიდდნენ. ფაქტიურად მთელი ფილმი იმის იდეალური მაგალითი და ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა ჩაატარო რაიმე მსგავსი...
მაგრამ მაინც კარგი რამეა.
მე პირადად იმიტო მომეწონა, რომ "თანამედროვე" ანტაგონისტს დაეჯვა. ანუ ბაბუს, რომელსაც ადამიანების იმედიაქ დაკარგული და იმის გამო, რომ სხვები იქცევიან ცუდათ, თვითონ ყველაზე ამორალურად იქცევა. ეს ლოგიკა დღეს ჩვენს გარშემო ყველაზე გავრცელებულია და ყველა მეორე ნაბოზვარი, ესე იმართლებს თავს და ამართლებს მის აგრესიას. ეს არი მოჯადოვებული ჯაჭვი, რომელიც უსასრულოდ კვებას ზუზღს ხალხში. ერთგვარი ურყევი ლოგიკაა თანამედროვე ანტაგონისტის. ის კაპიტალისტიც იმიტო გაჯვავს თავზე, რომ ადამიანის რწმენააქ დაკარგული და გიმეტებს. გამოყენების მორალურ უფლებას პოულობს. მაგრამ აქ ეგ ტონკად გამოაჩინეს ბოლოს და გააკრიტიკეს. შეიკრა ნაწარმოები.
P.S. მარა ქალის პრიჩოსკა რატო აირჩია და არა კაცის, მაგას ვერ მივხვდი ))