Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Movies

Unread post#1621 » 28 Apr 2024 03:49

https://adjaranet.in/filmebi-qartulad/sashineleba/3098-astrali-witeli-kari-qartulad.html

ჩემი ერთერთი საყვარელი ფილმია ასტრალის სერიები მარა ამ ბოლო ნაწილმა ვაბშე გაასწორა არ ველოდი
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1622 » 21 Jul 2024 21:37

The Boy and the Heron https://www.imdb.com/title/tt6587046/ შედევრი დადო კაცმა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1623 » 07 Aug 2024 00:55

არა ვერ მომეწონა მესამე დედპული აშკარად. ბევრი ვეცადე, მარა ისეთი მარაზმია ვერ შევიტენე ტვინში )) ღადაობებიც არ ვარგოდა, ერთი ორჯერ გამეცინა რეალურად, დანარჩენი რაღაც გეი შუტკები იყო და უფრო მქრინჯავდა

მეორე ნაწილი მაინც ყველაზე ახლოს მივიდა იმასთან, როგორიც წარმომიდგენია და მინდა რო დედპული იყოს. ეს უკვე შეიწოვა სიბნელემ უკან... დედპულში დრამაზე რო ააწყობ სიუჟეტს, ტეხავს

სიუჟეტში ის მომეწონა, რო პოპულარობის მიხედვით ცხოვრობენ გმირებიო გეუბნება და ვაფშე გაასწორებდა, რამდენ ფულს მოიტანენ იმის მიხედვითო, რო ეთქვათ, მარა მანდ უკვე ვეღარ გარისკეს და რაღაც მეგობრობის გეი თემა შეტენეს, ვითო მაგის გამო იბრძოდნენ მთავარი გმირები ))

მოკლედ გმირი უთესლესია, მარა ეს კომიქსების ფილმები საერთოდ უფსკერო ყ**ობაა რაღაც, რომელიც ბოლომდე უნდა მოკვდეს

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1624 » 07 Aug 2024 01:49

ფანსერვისი იყო, არ გამისწორდა არც მე.
მარა მე არც წინა ნაწილები გამისწორდა დიდად, იმის მიუხედავად რო ერთი ამოსუნქთვით ვუყურე.
მეორე ნაწილით მაინც ყველაზე უფრო გავერთე მაგ სამეულიდან, ეგაც სხვა პერსონაჟებმა შემოიტანეს მრავალფეროვნება და მაგიტომ.
თვითონ დედპული ნამეტანი ტუალეტის იუმორია და რამდნეიმე ხუმრობის მერე დამღლელია. მგონია რო მარტო brain dead ამერიკელები იცინიან მაგაზე.
პირადი დრამა კიდე სამივე ფილმში შეტენეს და მართლა ზედმეტია სამ ფილმად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1625 » 16 Aug 2024 22:37

Longlegs

Midsommar დონე არ არი, მარა კარგი ჰორორია, ღირს ნახვა

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1626 » 26 Aug 2024 23:19

Kingdom of the Planet of the Apes - ცარიელი და მშრალი ***ობა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1627 » 27 Aug 2024 18:35

Longlegs - ატმოსფერული და უსიამოვნო სეთინგია და ეგ ასწორებს, მარა ნიკოლას კეიჯზე მეცინებოდა და მაგან გამიტრუხა მაგრად. ვერ მოეშვა კაცი ამ უნიჭო overacting-ებს. თან ბოლოს რაც მოხდებოდა ნამეტანი ადრე ჩანდა და კლიშეებში მოექცნენ მაინც. ბევრად მეტი პოტენციალი ქონდა ფილმს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1628 » 05 Oct 2024 23:02

Perfect Days https://www.imdb.com/title/tt27503384/ დიდებული ფილმია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1629 » 08 Oct 2024 23:08

Past Lives https://www.imdb.com/title/tt13238346/ - სევდიანი ფილმი იყო მარა ვერ მივხვდი რეჟისორს რა უნდოდა ბოლომდე. თუ ფილმი ძველი ამბების დახურვაზეა და ამ ქალის არჩეული ცხოვრების კონტრასტზე, მაშინ ამ ქალის სხეულის ენა სხვა რამეს მეტყველებს. თუ სიყვარულის თემაა და აშკარად არის, მაშინ ქმრის პოზიციები მეტად ყვერებიანად უნდა წამოეწიათ. ისე გამოვიდა ფილმი რო ერთი ქალი როგორც უნდა ისე ჭრის და ისე კერავს, ქალი რეჟისორიც ხელს უწყობს მაგაში.
ქალი ასეთი სხეულის ენით რო მოძრაობს სხვა ტიპთან, პირდაპირ უნდა დაულაგო თემა რო ზედმეტი რიჟა ბაზრის გარეშე წავიდეს და ბედნიერი იყოს, თუ რა თქმა უნდა კარგი გინდა ქალისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1630 » 09 Oct 2024 22:49

Joker: Folie à Deux

მინდა რო უყუროთ ვინმემ, რაღაც შეწუხებულივარ ეს დღეებია და ვერ უზიარებ ვერავის ))

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1631 » 13 Oct 2024 17:47

მოკლედ დიდიხანია მინდა და გუშინ მოვიწყე Dune რევოჩი.
კინოში რაღაც მომენტები ვერ გავიგე ბოლომდე და ამჯერად მინდოდა ამოხსნასავით. მაგრად ვისიამოვნე და ფაქტიურად ახლიდან გადავაფასე. ვიზუალი ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა სხვა დანარჩენთან ერთად. სიუჟეტის მოწოდებაც ძაან კარგია და ყველა მხარეს მიმდინარე მოვლენების ყურებას თავის მუღამი აქ. მსოფლიო კულტურების ზეგავლენაც, როგორც ალბათ ყველაფერი ფილმში ძალიან გემოვნებიანია და იდეალურად ჯდება ჩემი აზრით. მოკლედ აშკარად ღირდა ერთად ყურება.

ერთადერთი რაც ამჯერადაც ცოტა გაუგებრად მომხვდა, არი ბოლოს იმპერატორის არაკისში ჩასვლის მომენტი. შეილება მე მომეჩვენა ეგრე, მარა ძალიან მიყრილია მოვლენები და გაუგებრობას იწვევს. რამდენჯერმე უყურე ბოლო სცენებს რო გამეგო რა, რის მერე და რის გამო ხდება. ზოგადად მაინც ვერ გავიგე რატომ უნდა ჩასულიყო პირადად იმპერატორი თავის არმიით ესე უცებ და თან რატო აღმოჩნდა ისე რო ჰარკონენებმა არაფერი არ იცოდნენ პაულის შესახებ. ბოლო ბრძოლაც რაღაც ქაოტური გამოვიდა, თავის ატომური იარაღებით და ქარიშხალით.

არვიცი, შეილება მე მომეჩვენა ესე და საინტერესოა თქვენი აზრი. მაგრამ მთლიანობაში უსერიოზულესი რამეა და იმედია რო ბოლომდე ესეთი დონის იქნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Movies

Unread post#1632 » 18 Oct 2024 20:00

Substance - უეჭველი სანახავია. ისეთი იქსფერიენსია რო არ შეიძლება გამოტოვება. ყოველგვარი ტრეილერის და დასპოილერების გარეშე ჩართეთ და ნახეთ. თემატურადაც კარგად ეხება ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს. კაცი რო უნდა დაჯდეს და იკაიფოს ბოროტად, მასეთი რამეა )))

Alien Romulus - პირველი ორი ფილმის მერე ყველაზე ელიენური ფილმია, ოღონდ თინეიჯერებით (ყოველშემთხვევაში პატარებს გვანან). უსაფრთხოდ მიყვებიან ელიენის ფორმულას და მუშაობს ეგ. ლორის თემაშიც საინტერესო ელემენტი ჩასვეს, რაც დიდი ხანია ისედაც კომიქსებიდან თუ წინა ნაწილებიდან ბევრჯერ ნაცადი თემაა, მარა ყველაზე საკაიფოდ მაგის შედეგი აქ გამოუვიდათ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1974

Re: Movies

Unread post#1633 » 19 Oct 2024 00:13

ორივე ჩამოწერილი მაქვს, ამ კვირას ჩავუჯდები. :დ

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1634 » 19 Oct 2024 01:01

მეც ))

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1635 » 20 Oct 2024 17:28

Substance
რა ფილმს მაყურებინა კაცმა ტო ))) ძაან ცუდათ ვარ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1636 » 25 Oct 2024 23:52

+
ახლა მოვრჩი ყურებას.
არჩევნებზე აღარ წავალ ალბათ.
I won't miss.

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1637 » 26 Oct 2024 00:54

დილის პორცია კარგი ვიდეოების ღირსია, ერთი ორი თვე ))

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1638 » 27 Oct 2024 20:31

Napoleon
ძალიან უცნაური ფილმია. ვერ გავიგე სათქმელი. სიუჟეტის სტრუქტურა იყო მაგარი უცნაური, ბილდაფი არ იგრძნობა პერსონაჟების სამ საათ ნახევრიან ფილმში. ვერ ხვდები რისი თქმა უნდა რეჟისორს, თითქოს დასამცირებლად იყო ფილმი გადაღებული. ნაპოლეონ ბონაპარდზეა და ნაპოელეონი თითქოს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია მთელი ფილმი. მოკლედ არ მომეწონა.

Riddick
Posts: 11834

Re: Movies

Unread post#1639 » 29 Oct 2024 23:33

Alien: Romulus
თავიდან ვითო ცოტა ორიგინალურად დაიწყო, მარა... უკვე იმდენჯერააქვთ ერთიდაიგივე სასფენსის მოდელი გამოყენებული ელიენის გარშემო რო ფიზიკურად არ მუშაობს და კიდე იგივე ფორმით რო გტენიან გული გერევა, ინტერესისი მაგივრად :) სრულიად უსახური ფილმია, მუხლზე დაწერილი სცენარით. ცენტრალური იდეა შეილება კიდე რაღაც დონეზე საინტერესო იყოს, სხვა ტიპის გავრცობა რო ქონდეს, მარა მთლიანობაში ფილმი არი 0. სადღაც 70% დან გადახვევით უყურე.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: Movies

Unread post#1640 » 30 Oct 2024 15:34

Riddick wrote:Napoleon
ძალიან უცნაური ფილმია. ვერ გავიგე სათქმელი. სიუჟეტის სტრუქტურა იყო მაგარი უცნაური, ბილდაფი არ იგრძნობა პერსონაჟების სამ საათ ნახევრიან ფილმში. ვერ ხვდები რისი თქმა უნდა რეჟისორს, თითქოს დასამცირებლად იყო ფილმი გადაღებული. ნაპოლეონ ბონაპარდზეა და ნაპოელეონი თითქოს მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია მთელი ფილმი. მოკლედ არ მომეწონა.

ნაგავია, სამწუხაროდ კინოში ვნახე
I won't miss.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests