ძალიან ორიგინალური და ლამაზი თამაში, ეს არის კიდევ ერთი იშვიათი თამაში, იშვიათობა როგორებადაც შეიძლება მოვიაზროთ Ico, Shadow of The Colossus, Braid...ვიზუალური და გრაფიკული თვალსაზრისით კი Ueda-ს თამაშებს ამსგავსებენ (Ico, Shadow of The Clossus). მე პირადად როგორც კი შევხედე ტრელერს Ico გამახსენდა. თამაშს ქმნის Hudson Soft (Bomberman ების შემქმნელი) ხოლო Publisher იქნება Konami. თამაშს თავიდან ერქვა Tower of Shadow. Lost in Shadow-ში მოთამაშე აღმოჩნდება იდუმალ კოშკში, ალტერნატიულ სამყაროში. კოშკი სავდეა მოძრავი აჩრდილებით. ფერიას დახმარებით მოთამაშე ეცდება გაანათოს გარე სამყარო და ამ შუქის დახმარებით გაიხსნას ახალი გზები აჩრდილთა სამყაროში. თამაშის მანძილზე აჩრდილი ბიჭი ამოხსნის საიდუმლოებს და შეებრძოლება მტრებს. თამაშის კომბინაციები: ჩრდილი, სინათლე, უკანა და წინა სამყაროები გეიმფლეის უნიკალური ნაზავია ცვალებად ლანდშაფტებთან და მხატვრულ ვიზუალიზაციასთან. ჩრდილის სამყაროს არანაირი შეხება არ ექნება გარე სამყაროსთან, რაც ასევე საინტერესო თემატური ელემენტია პროდიუსერის Shinichi Kasahara-ს თქმით.
არის სამყარო სადაც დგას კოლოსალური კოშკი. კოშკის სიმაღლე იმხელაა რომ ცამდე წვდება და უჩინარდება, მის გარშემო კი ულამაზესი ადგილებია რომელსაც ძნელია სხვა რამ დაერქვას თუ არა სამოთხე. კოშკში უამრავი აჩრდილია რომლებიც მაღლა და მაღლა მიიწევენ გარე სამყაროს სანახავად, როგორც ჩანს ისინი აქ რაღაც ბნელმა ძალამ გამოამწყვდია. ახლა კი ცოცხალი ბიჭის აჩრდილი მოევლინა მკვდართა აჩრდილთა განსათავისუფლებლად
>>>
საინტერესო სტატიები 1 2 3