Journey, PS3

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#1 » 18 Jun 2010 04:29

>>>

სტუდია thatgamecompany'მ პოპულარობა მიკრო ოგანიზმის სიმულატორის flOw'ს გამოშვების შემდეგ მოიპვა. ამას მოყვა უცნაური თამაში Flower. დღეს კი მოხდა მოულოდნელი მესამე თამაშიც ანონსიც - Journey, რომელიც ექსკლუზიურად PlayStation 3'ზე გამოვა.

სათამაშო პროცესი, წინა თამაშის მსგავსად, მარტივად ასათვისებელი და როგორც ჩანს, ისეთივე მედიტაციური იქნება, როგორიც Flower'ში. თამაშის გმირი უცნაურ სამყაროში იღვიძებს და წინაპრების საიდუმლოებების გამოსაძიებლად მიემგზავრება. ამ საინტერესო მოგზაურობის დროს მარტო ყოფნა არ მოგიწევთ, იქნებიან სხვა მოთამაშეებიც, რომელთა ნახვაც უდაბურ ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი.

მწარმოებლებს გრაფიკის თაობაზეც არ დავიწყებიათ. ერთი შეხედვით უბრალო სურათის მიღმა თანამედროვე გრაფიკული მიხწევები იმალება: ქარის და მოძრაობების ზემოქმედების დროს ტანისამოსი ლამაზად ფრიალს დაიწყებს, ხოლო ქვიშის დინამიური მოდელი რეალისტურთან ძალიან ახლოს იქნება მიყვანილი.

შეგახსენებთ, რომ Sony'ის ოფიციალურ პრეს კონფერენციაზე თამაშის შესახებ არაფერი არ თქმულა, მოცემული ინფორმაცია მხოლოდ NeoGAF'ის ფორუმიდან გაჟონილი ცნობების თანახმად გახდა ხელმისაწვდომი. ამბობენ, რომ მწარმოებლებს მოცემული ინფორმაციის გაპარვა ძალიან ეწყინათ რადგან გეიმერებისთვის სიურპრიზის გაკეთება თვითონვე ქონდათ გადაწყეტილი.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#2 » 01 Oct 2011 03:46

უკვე ყალიბდება რეალური შეხედულება, გამოიკვეთა გეიმფლეი და შეგიძლია აღიქვა როგორც თამაში. ძალიან ლამაზი მედიტაცია, საინტერესო სამყარო, სავარაუდოთ ხარისხიანი თავსატეხები და ორიგინალური ონლაინ შემადგენელი (დაწვრილებით პირველ პოსტში).
ესეც 20 წუთიანი გეიმფლეი ვიდეო და სანამ ამოჭრეს, გირჩევთ უყუროთ:

Journey Gameplay

User avatar
SLaYeR
Posts: 6151

Journey

Unread post#3 » 01 Oct 2011 10:32

მაგარი ვიდეოა, ვუყურე და რაღაც უცნაური შთაბეჭდილება დამიტოვა, სურეალისტურია, თან ატმოსფეროც კარგად არის დაჭერილი, მომენტებში shadow of the colossus-ს და prince of persia-ს მაგონებდა ლოკაციებით მარა საერთოდ არ ზის ატმოსფეროს მხრივ მაგ სტილში, სხვა თამაშია საერთოდ და ძალიან ორიგინალური, ბოლოსკენ ის თეთრი რაღაც რო გაჩნდა .hack სერიები გამახსენდა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#4 » 02 Mar 2012 02:59

პირველი შეფასებები:

TheSixthAxis - 10/10
Push Square - 10/10
Anait Games - 10/10
GodisaGeek - 10/10
PS3 Site Poland - 10/10
Videogamer - 10/10
SPOnG - 10/10
Vandal - 10/10
OPM - 10/10
STN - 6/6
Joystiq - 5/5
Digital Spy - 5/5
GAMElitist - 5/5
MediaKick - A+/A+
GamesCatalyst - A/A+
PSNation - A/A+
IncGamers - 9/10
Gametrailers - 9/10
IGN - 9/10
Eurogamer - 9/10
NowGamer - 9/10
CVG - 9/10
BeefJack - 8.3/10
EDGE - 8/10
JPS - 4/5

საერთოდ არ ვწერ ხოლმე, მაგრამ ეს იყოს, ყველა ჰეითერმა იცოდეს =))
P.S. თამაში ოფიციალურად 13 მარტს გამოდის

User avatar
SLaYeR
Posts: 6151

Journey

Unread post#5 » 02 Mar 2012 06:14

მშვენიერია, გაამართლა მოლოდინი..Flower-ს აქებდნენ ძალიან და არც ეს უნდა გმაოსულიყო ცუდი, თან რაც ვიდეოებზე ჩანდა რავიცი მე პირადად სიამოვნებით ვითამაშებდი : D თან ეს ხრიოკი მიწები და მიტოვებული ნაგებობები ყოველთვის მითრევს ატმოსფეროშI ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#6 » 18 Mar 2012 00:52

ოფიციალური რელიზის ინფო:
Release Date: Mar 13, 2012
Developer: ThatGameCompany
Genre(s): Adventure Games
Metascore 93 out of 100
User Score 9.1 out of 10

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#7 » 23 Mar 2012 16:17

ვიყიდე იქაჩება
შთაბეჭდილებებს დავწერ მალე, მარა მგონი ძალიან დადებითი იქნება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#8 » 23 Mar 2012 17:50

^_________________________^
ქვიშა, ოქროსფერი და მზის სხივები. ყოველგვარი უარყოფითი მოგონება და შეგრძნება უდაბნოს მიმართ წამიერად ქვრება. იმპულსი ეკრანთან მისვილს და ამ სილამაზის ხელით შეხების ძალიან ძნელი დასაძლევია.

ჰორიზონტზე ნაჭრის ალამი ირხევა ქარში, მის უკან კი დიდი ხეობა იხსნება, სავსე უცნაური მიტოვებული ნაგებობებით, სიხარბე გიპყრობს, ერთი მიმართულების არჩევა რთულია, ყველაფერი თავისკენ გიხმობს, ყველაფერში სიმარტივე და სილამაზეა.

გარემოს კვლევაში რომ იკარგები უცნაური მელანქოლიური შეგრძნება გიპყრობს, გონება ყოველთვის ითხოვს სახე, აზრი მიეცეს შეგრძნებებს, თავგადასავალს... წინაისტორია, პერსონაჟები, ლოკაცია. აქ კი ზუსტად ეს შეგრძნებებია თავგადასავლის, სიმარტოვის და გარემოს გადმოცემული პრიმიტიულ სუფთა ფორმაში, და ამით გაუზავებელი და ძლიერია. თამაში ყველა თავგადასავალს გახსენებს რომელიც გაგივლია, და თბილ მოგონებები, მომენტები გიდგება თვალწინ.
შენს წინაშე არის "Journey", მხოლოდ გასავლელი გზა თავგადასავლის, ყველაფერი ზედმეტი: კონფლიქტი, მიზნები, ტვირთი და მოვალეობა მოშორებული გაქ, გზის ბოლოს გესახება უზარმაზარის მთის სახით.

ჩაფლული თავგადასავლში შენნაირ დაკარგულ სულს ამჩნევ ჰორიზონტზე, შორიდან უყურებ როგორ ცდილობს შენსავით გაერკვეს გარემოში, ყველაფერი გამორჩეული როგორ იზიდავს და როგორ ცდილობს მათი საიდუმლოების ამოხსნას, ცოტა ხანში ხვდებით ერთმანეთს, თუმცა როგორც ყველაფერი კომუნიკაციაც მარტივი და შეგრძნების დონეზე დაყვანილი არის, არავითარი წარწერა პერსონაჟის თავზე, ჩათი ან ტექსტები.
ერთმანეთის ახლოს რომ ხართ, ზურგზე მოკიდებულ ნაჭერზე სიმბოლოები ინთება, რაც საშუალებას გაძლევს ჰაერში აფრენის, და ალბათ სხვა შემდეგში გახსნადი შესაძლებლობების, რაც ერთმანეთის დახმარების შემთხვევაში უსაზღვრო შესაძლებლობებს გაძლევს. ხმოვანი ტალღა რომელიც უბრალოდ გეიმპლის ელემენტია კი ერთადერთი საშუალებაა სხვისთვის რაღაც ნიშნის მიცემის.

ძალიან რთული იყო თამაშის გათიშვა, თუმცა სიცხით და უძილობით დაღლილ გონებაზე ამ ექსპერიენსის დახარჯვა არ შეიძლებოდა. ;/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#9 » 02 Apr 2012 13:52


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#10 » 06 Apr 2012 23:00

არამიწიერად ლამაზია <3
სუნთქვა მეკრვროდა მზის ჩასვლისა სცენაზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#11 » 07 Apr 2012 15:35


Bulletstorm
Posts: 104

Journey

Unread post#12 » 07 Apr 2012 20:53

PC ზე არ გამოვა?

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#13 » 07 Apr 2012 23:35

PS3 პოლიტიკის ნაწილია. ისეთი ექსკლუზივია რითიც ყოველთვის გამოირჩეოდა კონსოლი და ნაღდად არამგონია გამოვიდეს. აი x360 რო იყო დიდი შანსი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჰევი რეინი, სამწუხაროდ PS3 ექსკლუზია ესეც და ბედიც იგივე ექნება ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#14 » 14 Apr 2012 20:27

უდაბნო მთვარის შუქზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
და სტეალზი! სტელზი journey-ში! რანდენი წელია ის pure stealth experience არ განმიცდია რაც ამ პატარა ეპიზოდში იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#15 » 14 Apr 2012 21:24

დავხურე ^____________________________________________^
ადგილებში ისეთი ლამაზია რომ ამ მჯეროდა რას ვხედავდი, თამაშის ყოველი წამი შედევრია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#16 » 14 Apr 2012 23:29

თეთრი შურის ამბავია >>>
play time რამდენი გქონდა? ვიცი რო პატარაა

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Journey

Unread post#17 » 15 Apr 2012 00:00

3~4 საათი ალბათ ან ნაკლები, მაგრამ ერთი კვირა ვთამაშობდი, თითოჯერ თითო ეპიზოდს, ატმოსფერო და განწყობა მთელი დღე მყოფნიდა. თითოეული სცენა წარმოუდგენლად მაგარია, კოოპი ბოლოში არ ვიცი უბრალოდ, არ მინდა დავასპოილერო მაგრამ ბოლო ორი ეპიზოდი ვინც მეთამაშებოდა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ Battle Blood Brother-ივით არის :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Journey

Unread post#18 » 21 Jun 2012 23:40

thatgamecompany უშვებს 3 თამაშის - Flow, Flower, Journey bundle-ს. დარელიზდება ფიზიკურად
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Journey

Unread post#19 » 25 Jun 2012 21:57

I won't miss.

Riddick
Posts: 11737

Journey

Unread post#20 » 25 Jun 2012 23:42

ეს კოლექცია, დიდი ტელევიზორი და ერთი კაი კუსტი პლანი (დაუვიწყარი მეჯიქ Feelისთვის). ვაფშე ეგრე გავყიდდი მაღაზიაში, დისკი და პატარა პაკეტი =) კოლექტორს ედიშენ ))

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 87 guests