Darkness Within, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Darkness Within

Unread post#1 » 12 Jun 2010 13:38

>>>

Darkness Within: In Pursuit of Loath Nolder
2011 წლის ცივი ნოემბრის ერთ დღეს, მთავარ პერსონაჟს, დეტექტივ Howard Loreid-ს მისცემენ საქმეს, მან უნდა იპოვოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ეჭვმიტანილი რომლის გაცნობაც მას ყოველთვის სურდა - Loath Nolder. ამ საქმემ კი შეიძლება საერთოდ შეცვალოს მისი ცხოვრება ისე რომ ამის ასაღწერად სიტყვები არ კმარა. Loath Nolder ერთ დროს წარმატებული კერძო დეტექტივი იყო, მან ბევრი საქმე გახსნა და სახელიც დაიმკვიდრა Wellsmouth-ში, თუმცა ეს იყო მისი ბოლო საქმე, რომელის გამოც მან შეწყვიტა მუშაობა და წავიდა საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, ეს მოგზაურობა 5 წელი გაგრძელდა. როგორც ამბობენ ის იყო აფრიკის და ოკეანიის ქვეყნებში, ცხოვრობდა იქაურ ხალხთან, რომელთანაც ზოგი კანიბალიც კი იყო. იქაური შამანებისგან მრავალი რამ გაიგო, მათ შორის საკუთარ თავზეც. როდესაც დაბრუნდა, ის ძველი Loath Nolder აღარ იყო, მისი გარეგნობა და აზროვნება რადიკალურად იყო შეცვლილი. როდესაც ჩამოვიდა ის არ დაკონტაქტებია არავის ისე განაგრძო თავისი გამოძიება. ამ 5 წლიანი არ ყოფნის შემდეგ მან კვლავ მიიღო ახალი საქმე, ვინმე Clark Field ის გაუჩინარების შესახებ, მაგრამ გაურკვეველი მოვლნების გამო ის გახდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი და გაუჩჳნარდა. მის გაუჩინარებაზეც აღიძრა საქმე და დაევალა Howard-ს, რომელიც აღტაცებული იყო Loath Nolder ით. მოკლე ხნის შემდეგ Loath Nolder ნაპოვნი იქნა უგონო მდგომარეობაში. ის გადაიყვანეს საავადმყოფოში მაგრამ უცნაურ ვითარებაში მოახერხა გაქცევა და კვლავ გაუჩინარდა. ახლა კი Howard-მა თვალი უნდა გაუსწოროს საშინელ სიმართლეს რომელიც საუკუნეების მანძილზე იმალება, მან უნდა იპოვოს Loath Nolder.
თამაში არის 3D Adventure Horror, ეს არის პირველი სერია. თამაშის სთორი შექმნილია H.P. Lovecraft ის ნაშრომების მიხედვით და ვითარდება Wellsmouth-ში. ამიტომაც მოთამაშეს მოუწევს ბნელ და შემაძრწუნებელ სამყაროში მოხვედრა. თამაშის სამყარო და გმირები ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოახდინოს მოთამაშეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აგრძნობინოს თავი Lovecraft ის სამყაროში.

Torrent Download

>>>

>>>

Darkness Within 2: The Dark Lineage
კიდევ ერთხელ ჩაუდეგით კვალში Howard Loreid-ს და ჩაიძირეთ ამ შემაძრწუნებელ Lovecraft-ისეულ სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო ბნელი ხდება. ამ ნაწილში Howard Loreid შეიტყობს თავიდი ბნელი წარსულის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია იმ სიგიჟესთან, რამეც საერთოდ შეილება მოიცვას ის. Dark Lineage მიგიყვანთ იქ სადაც წარსულის საგნები კვლავ ცოცხლობენ და სადაც მოგონებები რომელიც დიდი ხნის დავიწყებული უნდა იყოს დღესაც იხსენებენ, მათ შორის დეპრესიული ატმოსფეროს მქონე ქალაქ Akhamend ში და ვიქტორიანულ სასახლეში რომელიც საშინელ საიდუმლოებებს ინახავს.
თამაშის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2009 წლის პირველ ნახევარში , მაგრამ გადმოიწია 2010 წლის გაზაფხულისაკენ. ახალი და რეალისტური Advanture თამაში. წინა სერიისგან განსხვავებით ეს ნაწილი იყენებს first person პერსპექტივას უმრავლესობა fps ების მსგავსად. ასევე თამაში შესაძლებლობას იძლევა თავისუფალი მოძრობის, შეიძლება საგნების აღება და სროლა, თითოეული დეტალის შემოწმება, და ეს ყველაფერი თამაშს ბევრად საშიშს ხდის ვიდრე წინა ნაწილი იყო.

Torrent Download

>>>

მომავლისვის დაგეგმილია მესამე, ბოლო სერიის გამოსვლაც
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Darkness Within

Unread post#2 » 13 Jun 2010 00:11

მაგარი საინტერესო რამე ჩანს. გააქ ნათამაშები რომელიმე?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Darkness Within

Unread post#3 » 13 Jun 2010 10:13

მეორეს ვიწერ, გეიმფლეი ვნახე და ძალიან გამისწორდა, რაღაცით პენუმბრასაც მივამგვანე, რაღაცით Dark Fall 3 საც, Call of Cthulhu-ს ხო გავს და გავს, კაროჩე ძალიან მაგარი რამე ჩანს, მარა როგორც ვფიქრობ ძნელი puzzle ები იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Darkness Within

Unread post#4 » 13 Jun 2010 13:56

დაწერე როგორი იქნება გიო, დამაინტერესა მაგრა, მეორე უფრო ორიგინალური ჩანს თითქოს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Darkness Within

Unread post#5 » 13 Jun 2010 14:06

შეხედე გეიმფლეის რა დედანაქაჩი ატმოსფეროა

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Spawn
Posts: 157

Darkness Within

Unread post#6 » 13 Jun 2010 14:14

პირველის თამაში ღიირს? ძაან ზანტი gameplay-აქ Gamespot - (3.5) X-)
მეორეს ვნახავ
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Darkness Within

Unread post#7 » 13 Jun 2010 14:52

პირველს Myst-ის გეიმფკლეი აქვს, გეიმსპოტზ კი აქვს დაბალი ქულა მარა მაინც ღირს თამაში, მასე barrow hill საც დბალი ქულა ქონდა მარა ღირს მაგისი თამაშის, სხვებტან შედარებით შეიძლბა არ ვარგა მარა თავის პონტში კარგებია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Darkness Within

Unread post#8 » 25 Jun 2010 01:39

ვერ დავამუღამე და წავშალე :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Slacker
Posts: 358

Darkness Within

Unread post#9 » 02 Jul 2010 01:04

არ დამევასა : |
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Darkness Within

Unread post#10 » 19 Jun 2011 01:14

ბიჯო მეორე მაქ ჩაწერილი ეხა და ამნეზიის მერე რო ჩავრთე ერთი კაცის გაკეთებულ თამაშს გავს, ერთი საათი ვითამაშე მარა არვიცი გავაგრძელო თუ არა. შენ რაქენი მეორე გიქაჩავს?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Darkness Within

Unread post#11 » 19 Jun 2011 19:15

ვერა მარა საინტერესო თამაშია, Penumbra-ს გირჩევდი უკეთესი გეიმფლეისთვის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 81 guests