Hitman:Blood Money, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 845

Hitman:Blood Money

Unread post#1 » 29 Mar 2010 03:30

>>>


Hitman: Blood Money

  • შემქმნელი: IO Interactive
  • გამომცემელი: Eidos Interactive
  • გამოსვლის თარიღი: 2006 წლის 26 მაისი
  • პლატფორმები: Windows, PlayStation 2, , Xbox 360
  • ჟანრი: stealth-action,Shooter
  • თამაშის რეჟიმები: ერთი მოთამაშე
Hitman: Blood Money არის მეოთხე ნაწილი თამაშების სერიაში Hitman, რომელიც მოგვითხრობს მელოტი, მკვლელი კლონის შესახებ. თამაშის შექმნას კომპანიამ IO Interactive 2 წელზე მეტი მოანდომა, თამაშის შემქმნელები ყველანაირად ეცადნენ, რომ მათი ყველა დაპირება ამ თამაშის შესახებ შეესრულებინად , თუ რამდენად გამოუვიდათ ეს ამ სტატიაში ნახავთ:

>>>

ახალი დეტალები
თამაშში გამოჩნდა უამრავი ახალი დეტალი, მაგალითად მოთამაშეს შეუძლია ტყვედ აიყვანოს ნებისმიერი გამვლელი და ამავდროულად მტერს იარაღით ცეცხლი გაუხსნას, ამ შემთხვევაში ტყვე 47-ს ფარის მაგივრობას უწევს. თამაშის ამ ნაწილში 47-ს შეუძლია მის მსხვერპლს უბედური შემთხვევა მოუწყოს, ამ შემთხვევაში მას ვერავინ გაშიფრავს. ასევე მოთამაშეს შეუძლია სხვადასხვა იარაღი განავითაროს (მაგალითად გაუკეთოს პისტოლეტს ოპტიკური სამიზნე, გლუშიწელი და ასე შემდეგ). ამ თამაშში მოთამაშე მისიის შესრულებისთვის იღებს ფულს, რისი საშუალებითაც მას შესაძლებლობა ეძლევა, შეიცვალოს პირადობის მოწმობა, განავითაროს იარაღი, მოიცილოს მოწმეები და ასე შემდეგ. თამაშში გამოჩნდა მოთამაშის ამოცნობის ახალი სისტემა მაგალითად, თუ მოთამაშე მისიის შესრულების დროს შეიჭრება შენობაში M4-ით და ამოხოცავს ყველას ვინც გზაზე გადაუდგება და ამ ყველაფერს დააფიქსირებს კამერა, მაშინ მისი ფოტოსურათი ყველაზე ცნობილი გაზეთის ყდაზე აღმოჩნდება და შემდეგი მისიის შესრულებისას მას ადვილად გაშიფრავენ. თამაშში წინა ნაწილებთან შედარებით გაცილებით მაღალია ატმოსფეროს შთამბეჭდაობა მაგალითად, ერთ-ერთ მისიაში წვეულებაზე იმყოფება 2000 ადამიანი.

შინაარსის მოკლე აღწერა
აგენტი 47 ისევ საქმეშია. სააგენტოს, რომლისთვისაც ის მუშაობს, გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტები, ისინი ცდილობენ 47-ის ხელში ჩაგდებას და მისი საშუალებით იდეალური კლონების შექმნას. 47-ს უწევს მთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენა იმისათვის,რომ გაუმკლავდეს მის მტერს და საკუთარი თავი მაინც გადაირჩინოს.

>>>


თამაშის პროცესი
Hitman: Blood Money-ში წინა ნაწილებთან შედარებით გეიმპლეი გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, რაც ახალი დეტალების დამატებამ გამოიწვია, მაგალითად, 47-ს შეუძლია აძვრეს მილზე და შენობის სახურავზე აღმოჩნდეს. თამაშში გამოჩნდა მსხვერპლის მოშორების ახალი გზა—”უბედური შემთხვევა”. იმისათვის, რომ 47-ის მიერ ჩადენილი მკვლელობა სხვებმა უბედურ შემთხვევად მონათლონ საკმარისია მიზნის აივნიდან გადაგდება, მისი მიმართულებით მძიმე საგნის სროლა. ამ ნაწილში მოთამაშეს ასევე შეუძლია მის მოწინააღმდეგეს დანა ესროლოს. Hitman: Contracts-ის ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ მოთამაშეს საბრძოლო იარაღის ძებნა მისიის შესრულების დროს უწევდა, ეს მინუსი თამაშის მეოთხე ნაწილში გამოსწორდა და ამჯერად 47-ს ყოველთვის თან აქვს ორი შპრიცი გამაყუჩებელი საშუალებით, ორი შპრიცი შხამით და დისტანციური მართვის მქონე ბომბი. ასევე მოთამაშეს შეუძლია შპრიცები რომლებიც მას აქვს შეარჭოს შემხვედრ მოწინააღმდეგეს, ან ჩაასხას მასში მყოფი ნივთიერება ჭიქაში, რომლითაც მისი მსხვერპლი სასმელს დალევს. Hitman: Blood Money-ში დაბრუნდა ფულის მიღების სისტემა, რომელსაც აქამდე მხოლოდ Hitman: Codename 47-ში ჰქონდა ადგილი. მოთამაშე მისიის შესრულების შემდეგ, მისი რეზულტატების გათვალისწინებით მიიღებს ფულად პრიზს, რომელიც ისაზღვრება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით. თუ მოთამაშე დახოცავს ზედმეტ ხალხს,სადმე დატოვებს მის ტანსაცმელს ან იარაღს, მას ამის გამო დააკლდება ფული. მიღებული ფულის გამოყენება შეიძლება 47-ის შენიღბვის გასაძლიერებლად, რაც მისი პირადობის გამოცვლით შეიძლება, იარაღის გასაუმჯობესებლად, მაგალითად მიზნის დამაახლოვებლის გაკეთება ამა თუ იმ იარაღზე და ასე შემდეგ. თუმცა ფული რომელსაც მოთამაშე ამ მიზნებისთვის ხარჯავს ძალიან დიდია და შეიძლება იგი ქულებადაც აღვიქვად მაგალითად: გლუშიწელი პისტოლეტისთვის 200 000 $ დოლარი ღირს. თამაშის GamePlay-ში მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ”ცნობის” მაჩვენებელი. თუ მისიის შესრულებისას 47 მოხვდება ვიდეოკამერის წინ, ან შემთხვევით მოხვდება რომელიმე ტურისტის მიერ გადაღებულ კადრში, აგენტ 47-ის ცნობის შანსი გაიზრდება და თუ ის მიაღწევს გარკვეულ ზღვარს, მაშინ მალე ყველა გაიგებს მის შესახებ და ქუჩაში შემხვედრი ხალხი მისი დანახვისას პანიკას ატეხს. ცნობის მაჩვენებლის დაგდება შეიძლება მისიებს შორის იმ ხალხის მოსყიდვით, რომლებმაც 47 დაინახეს, პოლიციის უფროსის მოსყიდვით, იმ კასეტის მოპარვით, რომელზეც 47-ია დაფიქსირებული (თვითონ მისიის დროს). ასევე მოთამაშეს შეუძლია პირადობის შეცვლა, ამით ის გაუშიფრავი დარჩება, ამ ყველაფრისთვის ფულია საჭირო. ყოველი მისიის შესრულების შემდეგ 47-ს ეძლევა საშუალება, წაიკითხოს ესა თუ ის გაზეთი, სადაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მკვლელობები იქნება აღწერილი, უარეს შემთხვევაში გაზეთში მისი ფოტორობოტიც შეიძლება გამოჩნდეს. ამ თამაშის GamePlay-ს ერთ-ერთი პლიუსი არის პერსონაჟების ანიმაციის დონე,მათი დეტალიზაცია.

>>>


სიუჟეტი
თამაში იწყება 47-ის მოგონებით იმ კონტრაქტის შესახებ, რომელიც მან გასართობ პარკ, ბალტიმორთან დაკავშირებით დადო. 2 წლის წინ ეშმაკის ბორბლის გაუმართავობის გამო, რომელიც ამ პარკში იდგა, უამრავი ადამიანი დაიხოცა. 2004 წლის იანვარში ერთ-ერთი დაღუპულის მამამ, სააგენტოს, რომელშიც 47 მუშაობდა, მისცა შეკვეთა, პარკის ყოფილი დირექტორის მკვლელობის თაობაზე, რომელიც რაღაც უცნაური მიზეზების გამო, სასამართლოზე გაამართლეს. 47 სიამოვნებით დათანხმდა ამ შემოთავაზებას. გარდა რამდენიმე მისიისა რომლებიცაა ”ყვავების მკვლელობა”, ”შოუმენის სიკვდილით”, ყველა მისია რომელიც 47-ს ახსენდება თანმიმდევრობით მიდის:
2005 წლის შემოდგომა. ცნობილი გაზეთის რეპორტიორი სტუმრობს ფებეერის ყოფილ დირექტორ ლილენდ ”ჯეკ” ალექსანდრს იმისათვის, რომ აიღოს მისგან ინტერვიუ თეთრ სახლზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც სულ ახლახან მოხდა, მაგრამ ალექსანდრმა გამოიყენა ინტერვიუ იმისათვის, რომ ჟურნალისტისთვის 47-ზე ინფორმაცია მიეწოდებინა. ისინი იხილავენ 47-ის მიერ ჩადენილ საქმეებს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (2004-2006). ალექსანდრი უყვება რეპორტიორს იმაზე, თუ როგორ ნადირობდა ის 47-ზე, იმიტომ რომ მისი საშუალებით ბოროტ ხალხს არ შეექმნა დაუმარცხებელი კლონების არმია. თუმცა მოთამაშე ხვდება, რომ ალექსანდრი რაღაცას იტყუება, ის ამბობს, რომ ერთხელაც მან შეძლო 47-ის კვალის მიგნება.

სააგენტოს მიერ დაქირავებულ მკვლელებს კლავენ ერთი მეორის მიყოლებით, დიანა იძულებულია დახუროს სააგენტო. 2005 წლის 15 აგვისტოს მორიგი დავალების შესრულების შემდეგ 47 მიემგზავრება ლას-ვეგასიდან, მაგრამ ის ხვდება მის ძველ მეგობარს, ცეერუს აგენტ სმიტს. ის სთავაზობს 47-ს უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებას, რომელშიც ის რამდენიმე მილიონს გადაიხდის — 47-მა უნდა მოკლას ვიცე-პრეზიდენტი დანიელ მორისი და კლონი-ალბინოსი მარკ პარკეცი III, რომელმაც მიიღო დავალება პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით. ისინი ორივე არიან ბურუსით მოცული ორგანიზაციის წევრები, რომელიც დაკავებულია კლონირებით, მათ უნდათ კლონირების აღკვეთა, პრეზიდენტმა კი მისი გადაწყვეტილებით, კლონირების ლეგალიზაციის შესახებ შეიძლება მათ ხელი შეუშალოს. 47 შეძლებს შეასრულოს დავალება 22 სექტემბერს, რომელსაც დაერქვა ”თეთრ სახლზე თავდასხმა”. 47-ის მტრების ოპერატიული დაჯგუფებები იწყებენ მასზე ნადირობას, 47 იძულებულია დაიმალოს მის თავშესაფარში, რომელიც ბალტიმორში მდებარეობს. მალე მასთან მოულოდნელად მიდის დიანა, რომელიც ამბობს, რომ იცის როგორ გაანთავისუფლოს 47 მისი მტრებისგან, ის 47-ს მოტყუებით დაალევინებს შხამს, მასთან მიდიან ოპერატიული დაჯგუფების წევრები, რომლებსაც 47-ის სხეული თან მიაქვთ. სწორედ ამ დროს იფიცება ჯეკი რეპორტიორთან, რომ მან მოახერხა 47-ის მოკვლა და საბუთად ის მის დაკრძალვაზე მიჰყავს, რომელიც იმ წუთებში მიდიოდა.

47-ის სხეული დევს კუბოში, რომელიც დაცვით არის გარშემორტყმული. დიანა ყველასგან დაფარულად რაღაცას ისვამს ტუჩებზე, მიდის აგენტთან, უდებს მას გულზე პისტოლეტებს Silverballer და კოცნის. ხდება ნათელი, რომ შხამი, რომელიც მან შეიყვანა 47-ის სხეულში, არ იყო ნამდვილი და მან ტუჩებზე მისი საწინააღმდეგო ხსნარი წაისვა. ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება მოხდეს ორი დასასრული:
1. ცუდი დასასრული. შხამსაწინააღმდეგო საშუალებამ არ იმოქმედა და 47-ის სხეული ეშვება საფლავში.
2. კარგი დასასრული. 47 იღვიძებს. მართვა გადადის მოთამაშის ხელში. მთავარი გმირი დგება პისტოლეტებით ხელში, და მას ეძლევა დავალება, გარშემო ყველა დახოცოს, ლილენდის ჩათვლით. ამასთან მან განუწყვეტლივ, ჩქარ-ჩქარა უნდა აჭიროს კლავიშ W-ს.

ამ ყველაფრის შემდეგ, დიანა როგორც ჩანს ისევ ხსნის სააგენტოს. ის იღებს ზარს ვიღაცისგან, ვისაც ეძახის ”თქვენო უდიდებულესობავ”, ის პასუხობს მას, რომ 47-ის კვალი გაქრა. ამ დროს 47 იმყოფება ბორდელში და ლაპარაკობს ჩინელთან, რომელიც ტრადიციულადაა გამოწყობილი, მას გაჰყავს 47 კულისებში, ამის შემდეგ ეკრანი შავდება და ჩნდება ტიტრები.


>>>

    მინიმალური სისტემური მოთხოვნები
  • Operating System: Microsoft Windows 2000/XP (Windows 95/98/ME/NT Not Supported)
  • CPU:Â Pentium 4 1.5Ghz or Athlon XP Equivalent
  • RAM: 512MB
  • Graphics: 100% DirectX 9.0c compatible video card which supports Hardware TnL and Pixel Shader 2.0 (GeForce FX / Radeon 9500 or higher)
  • Sound: 100% DirectX 9.0c Compatible Sound Card
  • DVD-Rom: Quad-speed (4x) Dvd-Rom Drive
  • Hard Drive: 5.0GB free disk space
  • Input Devices: 100% Windows 2000/XP compatible Mouse and Keyboard (Gamepads and controller are not supported)

    რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები
  • CPU: Pentium 4 2.4Ghz or Athlon XP/64-bit equivalent
  • RAM: 1024MB
  • Graphics: ATI X800 series, Nvidia GeForce 6800 series or higher video card
  • Sound: 100% DirectX 9.0c Compatible Sound Card, Sound Blaster X-Fi series
  • DVD-Rom: Eight-speed (8x) DVD-Rom drive or faster
  • Hard Drive: 5.0GB free disk space
smothered in the crib

Riddick
Posts: 11700

Hitman:Blood Money

Unread post#2 » 30 Mar 2010 05:06

გადავიკითხე და პირველ რიგში რაც მინდა რო ვთქვა - ბევრად კარგადაა დაწერილი სხვა სტატიებთან შედარებით, ანუ სხვა LvL-ზე გადახვედი აშკარად რაც ძაან კარგია =). თამაშს რაც შეეხება, ყველაზე მეტად ეს სერია მომწონს და მართლა მაგრად ჩამითრია ამის თამაშმა. ყველას რო დახოცავ და გაზეთში რო გამოჩნდები ეგ არვიცოდი ნაღდათ, საინტერესო მომენტია ნამდვილათ. იარაღების ფასს რაც შეეხება მართლა სასაცილოა ერთი შეხედვით 200 000 გლუშიწელში მარა არი ამაშიც რაღაც ლოგიკის, შეილება ნამდვილთან მიახლოებული ფასების დაწერა არუნდოდათ და მაგიტო მოხდა ეგ ფაქტი. უბედური შემთხვევების და ქუჩაში ბევრი ხალხის ამბავი მაგრად გამისწორდა მეც, დებილივით დავდიოდი ამ ხალხში და ბავშვური სიხარულის გრძნობა მომაწვა )))).

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Hitman:Blood Money

Unread post#3 » 30 Mar 2010 18:50

მე მარტო ეს ნაწილი მაქვს დახურული, ენდინგი დამევასა დასაფლავებაზე რო წამოვხტი, ძალიან სერიოზულად ვიბრძოლე, ბოლოს ბოლო ტყვიით დავაგდე ინვალიდი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

Hitman:Blood Money

Unread post#4 » 30 Mar 2010 19:00

მე პირადად Hitman: Blood Money დამევასა,შესანიშნავი გეიმპლეი აქვს და Hitman: Sillent Assasin დამევასა ენდინგის გამო, კინაღამ ცრემლები წამომივიდა როცა დამთავრდა, ბოლო სცენის გამო :D . არ ვიცი რამ წამოუარათ მაგ სცენის შექმნის დროს თამაშის შემქმნელებს მარა მართლა მაგარი გამოუვიდათ.
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Hitman:Blood Money

Unread post#5 » 30 Mar 2010 22:31

ხო sa მაგარი ენდინგი აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Disturbed
Posts: 192

Hitman:Blood Money

Unread post#6 » 01 Sep 2011 22:03

A House of Cards - ეს მისია მევასება მაგრად და Silent Assassin-ის სტატუსით გავდივარ როგორც ამ მისიას,ისე სხვა დანარჩენებს.მაგრად მისწორდება შორი მანძილიდან w2000-ის გამოყენება.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 85 guests


cron