
Sega-ში მზად არიან გაითვალისწინონ გულშემატკივრების მოთხოვნები და გამოუშვან Shenmue-ს გაგრძელება. ამის შესახებ შემქმნელებმა Famitsu-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს. ამჯერად კომპანია Shenmue 3-მს სრულად დასაფინანსებლად მზად არარის. როგორც გაირკვა, წინა ნაწილების გაყიდვამ Sega-ს მხოლოდ დანაკარგები მოუტანა და ამჯერად გამომცემელმა თავის დაზღვევა ამჯობინა.
Sega-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გახსნილნი არიან შემოთავაზებისთვს Microsoft, Sony და Nintendo-ს მხიდან. თუ ჩამოთვლილი კომპანიებიდან რომელიმე გადაწყვიტავს თამაშის დაფინანსებას, Sega მზად არის Shenmue 3-ის მხოლოდ იმ კომპანიის პლათფორმის ექსკლუზივობაზე.
Shenmue-ს პირველი ნაწილი 1999-წელს გამოვიდა და იმ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებული თამაშების სიაში ნომერ პირველ ადგილს იკავებდა - მისი ბიუჯეტი 70 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, მაგრამ გამომცემლობამ ჩადებული თანხების ამოღება ვერ მოახერხა