Grim Fandango, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Spawn
Posts: 157

Grim Fandango

Unread post#1 » 27 Dec 2009 22:50

>>>

Grim Fandango

  • შემქმნელები: Lucas Arts
  • გამომცემელი: Lucas Arts
  • დიზაინერი: Tim Schafer
  • პლატფორმა: Microsoft Windows
  • გამოსვლის თარიღი: 1998
>>> >>> >>>

სტუდია Lucas Arts ფართოდ არის ცნობილი თავისი შემოქმედებით. მაგრამ ყველაზე პარადოქსული ისაა რომ ის უყვართ და პატივს სცემენ არა იმდენად თამაშისთვის (Star Wars) , არამედ არაჩვეულებრივი ქუესთებისთვის რომლებმაც გაიპრწყინა 1990-1998 წლებში.
ვარსკვლავების სახელები შეიძლება ბევრი ვახსენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი გვექნება Lucas Arts-ის სტუდიის ერთ-ერთ მთავარ შედევრზე თამაშზე Grim Fandango და ერთ-ერთ წამყვან დიზაინერზე Tim Schafer-ზე.

>>>

ისევე როგორც ნებისმიერ კარგ სათავგადასავლო თამაშში აქაც არის ძალიან კარგი სიუჯეტი, მასში მოთხრობილია უბრალო ახალგაზრდაზე, Manny Calavera-ზე, რომელიც გახდა... საიქიოში სულების გაგზავნის აგენტი. მარტივად რომ ვთქვათ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში (ქუესთის კვალობაზე, რა თქმა უნდა) საწყალ Manny-ს მოუწევს არაერთი ათეული სულის თანამგზავრობა და არაერთი გლობალური პრობლემის გადაჭრა.

მთლიანობაში თამაში სტანდარტული სათავგადასავლოა. ჩვენ გავდივართ სხვა და სხვა დონეს, ვაგროვებთ სხვადასხვა საგნებს, ვსწავლობთ გარემოს, ურთიერთობა გვაქვს პერსონაჟებთან და ვიყენებთ მოცემულ ნივთებს. პრინციპში, Grim Fandango ცოტათი თუ განსხვავდება სხვა ქუესთებისაგან. მაგრამ ეშმაკი როგორც ვიცით, იმალება უმნიშვნელო დეტალებში.
გრიმ ფანდანგო იყო აბსოლიტურად სამ განზომილებიანი პირველი ქუესტი. მანამდე ყველა ქუესთი იყო ან ფსევდოსამგანზომილებიანი, ან ორგანზომილებიანი. თუმცა ეს გეიმფლეის დიდად არ ცვლიდა მაგრამ მაინც. სიმართლე ის არის, რომ თამაშში დავემშვიდობეთ საკმაოდ მოსახერხებელ მართვას - ჩვეული “point’n click” ის ნაცვლად ვიყენებით ისრებს, მოქმედების ღილაკი არის ENTER-ზე ხოლო მაუსი საერთოდ არ მუშაობს.

>>>

თვითონ თამაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მოდერნის, 40-60 იანი წლების არ-დეკოს და თანამედროვე ანტურაჟის ნაზავი გვეხმარება ატმოსფეროს შეგრძნებაში. ასევე პრწყინვალეა თამაშის მუსიკა - ჯაზი, ბლუზი, და ლათინო არაჩვეულებრივად უხდება ადგილობრივ გეიმფლეის და გარემოს.
პრწყინვალეა ასევე გახმოვანება, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ორიგინალში - Lucas Arts-მა შეარჩია შესანიშნავი არტისტები.
და ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ მთელ მოქმედებას გასდევს მშვენიერი დარენდერებული როლიკები, რომლებიც არაჩვეულებრივად არის დადგმული და რეჟისურაც დასაფასებელიაქვს.

***
ერთ-ერთი ყველაზე მოდული და საინტერესო ქუესთი Lucas Arts-ისაგან. ერთადერთი მინუსი, რომელიც პლიუსების მთის ქვეშ არის მოყოლილი, არც თუ ისე მოსახერხებელი მართვაა. ყველაფერი დანარჩენი (სიუჟეტი, ნახატი, გეიმფლეი, გახმოვანება, ატმოსფერო), ყველანაირ ქებას იმსახურებს. თქვენ ვერ დაიკვეხნით რომ ხართ სათავგადასავლო თამაშების მოყვარული თუ არ გინახიათ რას წარმოადგენს თამაში Grim Fandango.

Download (Torrent)
God made the priest – devil made the skomorokh

Hexblade
Posts: 103

Grim Fandango

Unread post#2 » 27 Dec 2009 23:04

არ მითამაშია ეს, მარა დიდიხანია უკვე მინდა ამის თამაში, გადმოსაწერი ლინკი ხომ არ იცი?

User avatar
Spawn
Posts: 157

Grim Fandango

Unread post#3 » 27 Dec 2009 23:10

მივამატე torrent'ი
God made the priest – devil made the skomorokh

Riddick
Posts: 11696

Grim Fandango

Unread post#4 » 27 Dec 2009 23:43

კარგი სტატიაა, დიდი გამოცდილება არმაქ ამ ჟანრში მარა ნანახიმაქ თამაში და ვიცი რამდენათ კოლორიტული პერსონაჟებს ააქვთ თავი მოყრილი :) Tim Schafer მართლა ხელოვანი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ, მჯერა რო თამაშებს მატერიალური მოგების თვალსაზრისით არ ქმნის და ეს ძაან იშვიათია დღეს. Tim Schafer-ის დამსახურება ძალიან დიდია ამ ჟანრის განვითარებაში საერთოდ და ალბათ ეს ყველამ იცით :)

Hexblade
Posts: 103

Grim Fandango

Unread post#5 » 28 Dec 2009 00:18

Spawn wrote:მივამატე torrent'ი

მადლობთ Spawn, სტატიაც კარგია, საღოლ )

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Grim Fandango

Unread post#6 » 28 Dec 2009 04:52

It shone pale as bone
as I stood there alone
and I thought to myself how the moon,
that night, cast its light
On My Hearts True Delight And
The Reef Where Her Body Was Strewn
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Hexblade
Posts: 103

Grim Fandango

Unread post#7 » 28 Dec 2009 22:15

ხმის პრობლემები მაქ... მენიუს რო ვხსნი ხმა იკარგება და ზოგჯერ არაფრის გამო იკარგება ხმა... ნუ 5 წუთი ვითამაშე და ხმა დაიკარგა...

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Grim Fandango

Unread post#8 » 29 Dec 2009 00:13

ფან ლოადერი გინდა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Grim Fandango

Unread post#9 » 12 Oct 2011 20:49

Grim Fandango-ს ნოსტალგიამ შემომიტია ეს ორი დღეა, ძალიან იშვიათია თამაში ასეთი სკრიპტით, სტილით, პერსონაჟებით, მუსიკით და ატმოსფეროთი, იმის მიუხედავად რო ძველია ამ თამაშს ერთერთი გემოვნებიანად შექმნილი ლოკაციები აქვს მხატვრულ დიზაინერული თვალსაზრისით.
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Grim Fandango

Unread post#10 » 21 Apr 2014 14:54

თამაშის შოვნა დღეს თითქმის შეუძლებელი გახდა, გაყიდვით არ იყიდება, LucasArts-ის იმედიც აღარ არსებობს Disney-იმ დაითრია და საერთოდ თუ დაინტერესდებიან კლასიკების გაცოცხლებით არავინ იცის. თუ ვინმე სადმე ხელს გამოკრავს თანამედროვე სისტემებზე გასაშვებად პაჩებია საჭირო და ისაც ბოლომდე უპრობლემო არაა. ამიტომ ScummVM ემულატორის შემქმნელებმა 3D adventure-ებისთვის შექმნეს ახალი ემულატორი ResidualVM რომლითაც შესაძლებელია გაშვება. ვისაც ჯერ კიდე არ აქვს ნათამაშები ეს შედევრი შანსი ეძლევა ცადოს, თუ ვინმეს დისკი აქვს შეუძლია ამ Guide-ს მიყვეს, თუ არადა ტორენტი დაიდო სადაც დისკიდან ამოღებული ფაილები, მაუსის მოდი და ემულატორი ერთად არის მოთავსებული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Grim Fandango

Unread post#11 » 10 Jun 2014 23:55

PlayStation 4 და PS Vita-სთვის Grim Fandango-ს რიმეიკს გამოუშვებენ. პროექტს თვითონ ტიმ შეფერი უხელმძღვანელებს - >>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Grim Fandango

Unread post#12 » 11 Jun 2014 17:05

თან ეს მომავალში შეიძლება გასცდეს Playstation-საც, ზეიმი უნდა მოაწყოს კაცობრიობამ ეს რო PC-ზე დაიდოს

რეტროსპექტივა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Grim Fandango

Unread post#13 » 15 Jun 2014 08:32

რამდენჯერმე ვცადე სხვადასხვა ვერსიებით ჩართვა, მარ ვერა ;ს;ს ამასაც ვცდი ეხა.
სხვათა შორის, ძაან მაგარი ვიდეოა რეტროპერსპეკტივაზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Grim Fandango

Unread post#14 » 10 Jul 2014 10:51

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Grim Fandango

Unread post#15 » 19 Aug 2014 09:17

ძაან არ შეცვალონ ვიზუალურად და დალშე ჩემი ფული აქვთ!

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Grim Fandango

Unread post#16 » 05 Sep 2022 15:36

რემასტერიც დავხურე. იგივე თამაშია ზუსტად, შეიფერის ხელმძღვანელობით გაკეთებული, არც გადაკეთებულია არაფერი, პირიქით კაი რამეებია დამატებული და თან ყველაფერი ორიგინალის დევს options-ში. აი ეს არის სწორი რემასტერი გრაფიკული აფდეთითაც და საუნდითაც. ერთი-ორი ბაგი ჰქონდა ოღონდ, მარა ორიგინალსაც ჰქონდა ერთი-ორი ბაგი.
დავიწყებული მქონდა და საკაიფოდ ვიფიქრე ფაზლებზე, მაგრა გამისწორდა. ორი მომენტი ვნახე მარტო ნეტში და მაგასაც მივხვდებოდი რო დამესვენა და ისე დამეექსპლორებინა ახლიდან:

1. სალვადორის წერილი საერთოდ ვერ დავინახე მაგიდაზე რო იდო
2. ბოლოს მტრედს რო უნდა აჩვენო ჰექტორის წერილი


დრო კი წაიღო ფაზლებმა მარა ასეთი თამაშის ფაზლს თუ დრო არ დაუთმე და დაგენანა, ჯობია სულ არ ითამაშო. ძალიან გემოვნებიანი და ნაფიქრი დიზაინია ყველაფერში და არ იმსახურებს ინტერნეტით დასპოილერებას, მითუმეტეს რო მაგარ პატივს ცემს თამაში მოთაამშის ინტელექტს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron