Half Life 2, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Spawn
Posts: 157

Half Life 2

Unread post#1 » 19 Jul 2009 01:44

>>>

Half Life 2

  • ჟანრი: Action
  • დეველოპერი: Valve Software
  • გამომცემელი: Vivendi Games
  • გამოსვლის თარიღი: 16 ნოემბერი 2004
  • თამაშის ოფიციალური საიტი: halflife2.com
  • მინიმალური სისტემური მოთხოვნები: CPU 1.2 GHz, 256 Mb, 32 Mb Video
  • რეკომენდირებული სისტემური მოთხოვნები: CPU 2 GHz, 512 Mb, 128 Mb Video
დრო, მეგობრებო, მაინც ძალიან ჩქარა მიქრის. წარმოგიდგენიათ? პირველი Half Life-ის გამოსვლიდან - Half Life 2-ის გამოსვლამდე - არც მეტი არც ნაკლები - 6 წელი გავიდა - ეს მთელი ეპოქაა.. 1998-წლიდან Half Life 2-ის გამოსვლამდე ასობით თამაში გამოვიდა რომელთაც ჰქონდათ პრეტენზია რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც Half Life-ია ან უკეთესი ან უარესი მაინც არ ყოფილიყვნენ. იყო რა თქმაუნდა ისეთებიც რომლებიც იგნორირებას უკეთებდნენ Half Life-ს მაგრამ... რამე გახსოვთ ახლა მათ შესახებ? Half Life-ი წლების რევოლუციური თამაში იყო... ზოგადად არც ისე გლობალურმა გამოგონებებმა როგორიც არის სკრიპტული სცენები, ჰოლივუდური სიუჟეტი და ნიჭიერი დიზაინი, აქციეს Half Life ცოცხალ კულტად, ხოლო მხიარული კარლსონი Gabe Newell-ი - მილიონერად.
Half Life-ი ეს ჩვენი ინდუსტრიული "Beatles"-ია, რომელიც არ ძველდება მიუხედავად წლებისა. 2004 წელს პოლ მაკარტნიმ შეისყიდა პირად განკარგულებაში ყველა უფლება Beatles-ის შემოქმედებაზე სულ რაღაც 500 მილიონ დოლარად ეს თანხა თავისუფლად ეყოფა 100 ბრიტნი სპირსის შექმნას.
რისი თქმა მინდა ამითი, Half Life 1/2 იგივე Beatles-ია. ეს არის ბრილიანტი რომელიც მარადიულია. უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ უახლოეს მომავალში ძნელად თუ შეიქმნება ასეთი მძლავრი ატომური შედევრი, როგორიც ეს თამაშია.
ეპოქა უცხოპლანეტელების Action-ის და წვერიანი მეცნიერის, სახელად Gordon-ის, კინომატოგრაფიული კომპიუტერული თამაშების ეპოქა, არც აპირებს დამთავრებას

გმირობის ძირითადი ნიშნები Half Life 2-ის მაგალითზე.

>>>


- Gordon Freeman
ნამდვილმა გმირმა თავის თავში უნდა შეათავსოს როგორც კულტურული და განათლებული ადამიანის, ასევე ველური, პრიმიტიული თვისებები. მაპატიეთ მამაკაცებო - სხვანაირად მისგან რთული პიროვნება ვერ გამოვა. კარგი ფიზიკური მომზადების და ანტი-რადიაციული კოსტუმის გარეშე, რა თქმა უნდა, გმირობაზე არ უნდა ქონდეს პრეტენზია, თუმცა პიროვნების სრული სურათის შესაქმნელად არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტელიგენტური წვერი და პროფესორის ძველმოდური სათვალე. ასეთი გარეგნობის გმირი ახდენს ძლიერი, ნებისყოფიანი, ნაკითხი და სადღაც გულის სიღრმეში კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას. სწორედ ისეთის, რომელსაც მილიონობით ადამიანი გაჰყვება. და ბოლოს, იმისათვის რომ გმირი იყოს ამოუცნობი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მუნჯი, როგორიც გერასიმი, და მთელი თამაშის განმავლობაში 1 სიტყვაც არ წარმოთქვას.

- გმირის დამხმარე.
იმისათვის რომ, ხაზი გაუსვას თავის გმირულ ბუნებას, გმირს აუცილებლად სჭირდება მეორე რანგის პერსონაჟები, რომელბიც მუდმივად უნდა დაიცვას და გადაარჩინოს. გამარჯვებული ემანსიპაციის სამყაროში ასეთ პერსონაჟებად ხშირად წარმოგვიდგებიან მამაცი ქალი-მეცნიერები, რომლებიც ატარებენ კაცის ტანსაცმელს, ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს, ერკვევიან ფეხბურთში, ატარებენ მანქანებს და სწამთ მატრიარქატის.

- პირქუში ციტადელი
ნაწილობრივ - ეს არის მთავარი საზარელი გმირის სამყოფელი. რაღაც მიზეზების გამო, რომც არ ცხოვრობდეს იქ, ციტადელი არსებობს და თავის თავში აერთიანებს სიბნელეს, საშინელებას, ტოტალიტარიზმს და ფუტურისტული - ტეხნო-ტრილერის ყველა აუცილებელ თვისებას.

- შავი ყვავი
ყვავების გუნდი - სიბნელის, დაცემის, აპოკალიფსის და საშინელებათა აუცილებელი ატრიბუტია, ანუ იმ გარემოსი რომელიც ყველაზე მომგებიანია გმირული პიროვნებების წარმოშობის და განვითარებისათვის.
- შრომის იარაღი
ცივი იარაღის ფლობა (ისეთი აშკარად წვეტიანისაც კი როგორიც Crowbar) - უცბად გადააქცევს უიმედო "აჩკარიკსაც" კი მტკიცე, უშიშრ და უკომპრომისო პიროვნებად, გმირად, ერთი სიტყვით. ამას გარდა, Crowbar-ით ძალიან მოხერხებულია ხის ყუთებისა და უცხოპლანეტელი ქვეწარმავლების თავის გახლეჩვა.

- არტეფაქტი
გმირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია - უცხოპლანეტელთა ნადავლი. Half-Life 2-ის შემთხვევაში ეს ძალაუფლების სიმბოლო არის - სუნიანი ორგანო, რომელიც ამოცლილია დიდი ხოჭოს მუცლიდან. როგორც კი მის სუნს იგრძნობენ, გმირთან მაშინვე გაჩნდებიან ხოჭოები და ელოდებიან მის ბრძანებებს.

- საშინელი ქვეწარმავლის ნაშთები
ნათელი გმირული მომავლის შესანარჩუნებლად საჭიროა მუდმივად ვინმეს მოკვლა: ზომბების, მუტანტების, აირწინაღიანი ადამიანების, ხოჭო-ამფიბიების ან საშინელი ქვეწარმავლის - არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, იყოს ბევრი გვამი, სისხლი და ხორცი. სხვანაირად - არ გამოვა.

>>>

G-Man
ეს ყველა სერიის ყველაზე იდუმალი პერსონაჟია. G-Man-ი ყოველთვის 1 ნაბიჯით წინ არის Gordon-ზე, ის ყოველთვის ყველა მოვლენის კურსშია ის ყველგანაა და არსად არაა.
ზოგიერთი მას მიიჩნევს რაღაც ჩრდილოვანი მთავრობის წარმომადგენლად. ("G" პირველი ასოა სიტყვა "government-ის"), რომელიც ყველასგან უჩუმრად აკონტროლებს სიტუაციას. ზოგი მიიჩნევს უცხოპლანეტელად და არგუმენტად მოყავს მისი უცნაური ხმა და საუბრის არანაკლებ უცნაური მანერა. (სხვათა შორის G-Man-ს და Barn-ს ახმოვანებს ერთი და იგივე მსახიობი, მაგრამ თამაშში ეს ხმები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს).
მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა სიმართლესთან: G-Man-ი შეიძლება იყოს წინაამღდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი რომელიც ორგანიზებულია სხვა სამყაროების მიერ. თვითონ G-Man-ი არ ააშკარავებს თავის პიროვნებას, არც თავის მიზნებს არც მათ ვინც მის უკან დგას (ჩვეულებრივ ის ამბობს "ჩემი მეპატრონეები"). თავიდან გაუგებარ ფრაზაში “Sponsor: Classified” (Half Life 1-ის დასაწყისში როდესაც Freeman-ი მატარებლით მიდის სამსახურში) ალბათ იგულისხმება სწორედ G-Man-ი

>>>

ნათელის მოფენა იმაზე თუ ვინ არის ეს ადამიანი (არის რომ ადამიანი??), შეუძლია ამ ფოტოს, რომელიც ფანებმა იპოვეს თამაშის ერთ-ერთ ოთახში. მასზე გამოსახულია Black Mesa-ს ზოგიერთი თანამშრომელი რომელთა შორის შევნიშნავთ Eli Vance-ს პროფესორ Isaac Kleiner, თვით Gordon Freeman-ს... და ვიღაც იდუმალ სუბიექტს (მარჯვენა კუთხეში), რომელიც ძალიან გავს G-Man-ს. ამ ფოტოს ცენტრში მდგომი ადამიანის სახე წაშლილია და გადახაზულია ფლომასტერით (შესაძლებელია ეს არის ადმინისტრატორი Brin-ი)


Vortigaunts
თავდაპირველი მტრები პირველ ნაწილში, Vortigaunt-ები არიან. (სხვათა შორის, ესენი არიან Xen-ის ერთადერთი ბინადრები რომელთაც აქვთ ინტელექტი.), რომლებიც ამჟამად ადამიანების გვერდი-გვერდ იბრძვიან, ძნელი სათქმელია რამ უბიძგა მათ ამ ნაბიჯისაკენ. არის აზრი, რომ Freeman-ის მიერ Nihilanth-ის განადგურებამ გაანთავისუფლა ეს Vortigaunt-ები რის შემდეგაც ისინი ადამიანებს შეუერთდნენ. არის სხვა მოსაზრებაც, უფრო დასაბუთებული: Eli Vance-მა მოძებნა მათი კონტროლირების საშუალება ისეთი, როგორსაც ადრე იყენებდა Nihilanth-ი (გაიხსენეთ რას ამბობდა Judith Mossman-ი Black Mesa East-ში ლიფტით ასვლისას). სცადეთ დაელაპარაკოთ, იმ Vortigaunt-ებს რომელიც დატენის თქვენ Airbot-ს თამაშის ერთ-ერთ პირველ დონეზე, - მას შეუძლია თქვენ ბევრი საინტერესო რამ მოგიყვეთ.

ის ვისაც აქვს ოთხი თვალი
თავიდან მინდა ვთქვა: ამ თამაშის მთავარი ხიბლი არ არის დამუშავებულ გეიმფლეიში იარაღის სწორ ბალანსში, ჭკვიანურ სიუჟეტში, საუკეთსო დიზაინში ან ჰოლივუდურ სკრიპტულ სცენებში. ეს ყველაფერი ასე თუ ისე სხვა თამაშებშიც გვინახავს. აქ ინტერესი სხვა რამით არის გამოწვეული: Half-Life 2-ის თამაში მუდმივად საინტერესოა - თითოეულ საათში, თითოეულ წუთში რაღაც ახალი ხდება. ამასთან სიახლეს "ახალი მონსტრი", "ახალი ტექსტურა" ან "ახალი იარაღი" კი არ წარმოადგენს, არამედ ახალი ატმოსფერო რომელსაც შენთითონ ქმნი, ახალი სტილი, და ახალი გეიმპლეი, ბოლო ბოლო.
მთელი ეს წარმოდგენა იწყება ასე: ქუჩაში დაეხეტებიან შემზარავი ადამიანები შეუღწევად აირწინაღებში და ელექტროშოკებით ხელში. ისინი ყველანაირად ზღუდავენ მოქალაქეთა თავისუფლებას, მძიმედ სუნთქავენ საჰაერო ფილტრებში, სცემენ მშვიდობიან მოსახლეობას, ყოველ ათ წამში ამოწმებენ გამვლელების რეგისტრაციას, ავლებენ მავთულხლართებს, ჰაერში უშვებენ სათვალთვალო კამერებს, სახლების ფასადებზე ამონტაჟებენ უზარმაზარ ეკრანებს, საიდანაც მუდმივად მაუწყებლობს ვიღაცის ხმა..

>>>

ეს ჩვენ არ გვიქნია! ასე დაგვხვდა, უფროსო!

მოკლედ - თესავენ აშკარა ბოროტებას! და კიდევ! ეს ყველაფერი ხდება "ხრუშოვკის" ტიპის ბლოკის სახლების, სარეველა მოდებული საბავშვო მოედნების და მსგავსი ნაცნობი პოსტსაბჭოთა ლანდშაფტების ფონზე. სადღაც ზემოთ კი დაფრინავენ ორუელის და კუბრიკის უჩინარი ლანდები, ჰაერში კი საზიზღრობის და ტოტალიტარიზმის სუნი ტრიალებს. დასაწყისისთვის: ხდება ტვინის გამორეცხვა ერთ თვლაზე.
შემდეგ კი - უფრო მეტი. ანტიუტოპია უცბად იცვლება დისიდენტური ბრძოლებით. ვიღლებით პოლიციელთა დარბევებით და დამცირებით და მოვიპოვებთ რა Crowbar-ს, გადავიქცევით გააფთრებულ სოლჟენიცინად და ვიწყებთ ლიბერალური რევოლუციის მოხდენას. ვართმევთ აირწინაღებს ბოროტ ძალებს, პისტოლეტებს, მივიწევთ დანგრეული სახლებისკენ, დავხოხავთ, კანალიზაციებში და ამგვარი ექსცენტრული ხერხებით აღვადგენთ მსოფლიო სამართლიანობას.
შემდეგ მთელი ეს დავიდარაბა იცვლება გლისერების რბოლით - ყველგანმავალი-სკუტერით უზარმაზარი ქვემეხებით. ჰორიზონტიდან მოფრინავენ საშინელი ვერტმფრენები, სროლები ნელ-ნელა გადაიქცევა გადარჩენისთვის ბრძოლად, ხოლო ქალაქის ვიწრო ქუჩები - ტყის მასივებად, წყლის სივრცეებად. მზე, ჰარი, შეიდერი - ეს ახალი Half-Life 2 სულ არ ჰგავს იმას, რასაც 15 წუთის წინ ვთამაშობდით!

>>>

ეს არარის ბოროტი რობოტი, ეს არის Vance-ის შექმნილი კიბერ-ძაღლი რომელიც
შინაური ცხოველივით დაგყვება ხოლმე და გინთავისუფლებს გზას.

ეს-ესაა დავიღალეთ გლისერით, და Half-Life 2 უსწრაფესად გადაიქცევა სულ სხვა თამაშად. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რაღაც ქალაქის ტიპის დასახლებაში, ქუჩაში ბნელდება, სროლის ხმას ცვლის საეჭვო სიჩუმე.. ანუ სულ რამოდენიმე წამში სასტიკი ბრძოლები გადაიქცევა ჩვეულებრივ Horror-ად ყველა დამახასიათებელი ატრიბუტით: საშიში სილუეტები ჩაბნელებული მთვარის შუქზე, ღამის შემზარავი ხმები, გამხმარი ფოთლების შრიალი ქარში, შეშლილი მღვდელი სანადირო თოფით ხელში და ზომბების ბრბო.

>>>

რაღაც მომენტში უცხოპლანეტელებმა
როგორც ჩანს იწამეს ეშმაკი.

და ძლივს ვასწრებთ გაოცებისაგან დაბნევას, რომ უცბად, ახალი შემობრუნება. და, აი, თამაში აღარც ბოევიკია და აღარც Horror-ი, არამედ სრულიად ჩვეულებრივი რბოლა-Action-ი. გვაძლევენ კანალიზაციის მილებით შედუღებულ საეჭვო კონსრტუქციის მანქანას, რომელიც, მიუხედავად თავისი შეუსაბამო კონსტრუქციისა, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, გამაყრუებლად ღმუის ძრავით და უფსკრულებსაც ახტება. და კვლავ რბოლის ველური რიტმი - არაადამიანური სიჩქარისგან ყურებში გვიწივის, ბამპერი ხრაჭუნით გადაუვლის გიგანტ მწერებს, ბორბლებზე კი ჰომოსაპიენსების ნაწლავები ეხვევა...
ტრამ-ბამ! და კვლავ მიმართულების ცვლილება? ამ თავბრუდამხვევი რბოლის შემდეგ უცბად აღმოვჩნდებით დიდი აჯანყების ცენტრში და ნატურალურ ჯგუფურ ბრძოლას ვათამაშებთ. მონაწილეობას ვიღებთ ქალაქის ბრძოლებში, ვუძღვებით პარტიზანებს, ვასუფთავებთ ქუჩებს ნაღმებისაგან, უშიშრად მივდივართ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის შტურმზე, და ვემალებით სნაიპერებს, მოკლე გადარბენებით გადავდივართ ერთ სადარბაზოდან მეორეში..
არ დამავიწყდეს: მთელი ეს მინი-ბოევიკები პერიოდულად წყდება, სრულიად მშვიდობიანი სიუჟტებით, მეორე რიგის ათობითი პერსონაჟის მონაწილეობით.

>>>

საძაგელი ქვიშის ხოჭოები თქვენს ბევრ სისხლს დალევენ როგორც
პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით.

რამდენიმე ძირითადი მთავარი გმირის გარდა თამაშში მონაწილეობენ მასობრივი სცენების მთელი გუნდები. ანუ ისეთები, კადრში გამოჩენისთანავე გულშიჩამწვდომ მონოლოგს რომ ამბობენ და მაშინვე იღუპებიან ყოვლისშემძლე სკრიპტის ბრძანებით. ამასთან ყველა ეს კინომატოგრაფიული სცენა დამუშავებულია "ფრიადზე".
პირველი დონიდან ფინალურ ტიტრებამდე თქვენ ნამდვილად არ მოიწყენთ, და თამაშს ბოლომდე არ გაივლით მხოლოდ სპორტული ინტერესის ან ფინალური როლიკის ნახვის სურვილის გამო, იმის სანახავად თუ რითი მთავრდება მთელი ეს უცხოპლანეტელების შემოსევით გამოწვეული დავიდარაბა , მეცნიერ-მებრძოლი Gordon Freeman-ის და სხვათა მონაწილეობით. Half-Life 2-ი Gameplay-ს ხელთათმანებივით იცვლის, და თითოეულ შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა! და თუ ვინმე ელოდა რევოლუციურ თამაშს - ეს სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

© Spawn
God made the priest – devil made the skomorokh

Hertz
Posts: 6

Half Life 2

Unread post#2 » 21 Jul 2009 01:37

ძალიან კარგი სტატიაა GJ Spawn

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Half Life 2

Unread post#3 » 19 Jul 2010 19:19

ადრე წავიკითხე მე ეს ძალიან მააგრია
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

morgoroth
Posts: 27

Half Life 2

Unread post#4 » 27 Jul 2010 21:35


User avatar
Ripster
Posts: 1854

Half Life 2

Unread post#5 » 29 Jul 2010 01:25

Hell Yeaaahhhh გორდონა The დეზლ (sun)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Half Life 2

Unread post#6 » 06 Aug 2010 22:02


User avatar
grigoli1970
Posts: 844

Half Life 2

Unread post#7 » 09 Aug 2010 22:59

როგორც იქნა გავაძლიერე კომპი და ამ თამაშის ყველა სერია დავხურე დამატებების გარდა, ჩემი აზრით უბრალოდ საუკეთესო შუთერია მთელ მოსფლიოში არცერთი ნაკლი არ აქვს და ყველა დეტალი უძლიერესი აქვს
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Half Life 2

Unread post#8 » 28 Dec 2012 03:57

ვეთანხმები და მსიამოვნებს მოცემული აზრის მოსმენა: Errant Signal: Half-Life

User avatar
Ripster
Posts: 1854

Half Life 2

Unread post#9 » 28 Dec 2012 13:07

სამწუხაროდ ჩემი ინგლისურის ცოდნის გადამკიდე ბოლომდე ვერ გავუგე რა უნდოდა ამ კაცს ))
მაგრამ მგონი იმაზე ბაზრობდა რომ თამაში მხოლოდ იმას გაძლევს რაც დეველოპერებს უნდოდათ რომ ეჩვენებინათო ))
ახლა გაიგო მაგ კაცმა რომ HL ერთი დიდი დასკრიპტული "ფილმია"?)) საქმეც მაგაშია რომ ასეთი დასკრიპტული და ყოველ ნაბიჯზე გაწერილი თამაშით ისეთი რაღაც შექმნეს რომ "რავი". ისეთი გულით არის გაკეთებული ყოველი დეტალი რომ გული გიჭუყდება იმენა )) მე პირადად ასე ვარ, თამაშის ყოველი დეტალი მიყვარს, მითუმეტეს პირველი სერიის. კიდე იმაზე ბაზრობდა რომ ერთი და იგივეს აკეთებ მთელი თამაშიო. მაგაში ვეთანხმები, მაგრამ ეგეც ისეთი ვეშია ახლა პირველი რომ გამოვიდა 1999 ში მაშინ ეგ პიკი იყო, მაშინ ასეთი თამაშები ძალიან ცოტა იყო. + შუთერია. ჩვეულებრივი პირველი პირის შუთერია, რომელსაც ძალიან მარტივი მექანიკა აქვს, მაგრამ დატვირთულია ატმოსფერული სცენებით, ლანდშაფტებით
ისეთი ლამაზი ქალაქები როგორიც HL 2შია მე არსად მინახავს.
ოვერრეითედი არ არის ჩემი აზრით. ეს არის შედევრი რომელიც უკვე შექმნილია და ასეთი ფორმულა მეტი აღარ გაამართლებს სხვა თამაშში. კი მოძველდა "მიწოდების" მექანიზმი, მაგრამ მე პირადად ახლა HL 3 რომ ვითამაშო ზუსტად იგივე მექანიკით რაც HL2 ია გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებ ვიდრე რამე სერიოზული ნოვატორული გეიმფლეიანი თამაშით. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ფაქტი სახეზეა
ამ თამაშმა თავისი ადგილი დაიკავა ისტორიაში და მოთამაშეების გულებში

ღმერთი გფარავდეს გორდონ.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Half Life 2

Unread post#10 » 28 Dec 2012 15:02

თამაშის მოჩვენებით სიღრმეებზეა საუბარი და საკმაოთ კარგად ხსნის (ჩემი აზრით)

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Half Life 2

Unread post#11 » 07 Feb 2013 20:28

წაკითხვის და ყურების შემდეგ ტამაში მომინდა.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Half Life 2

Unread post#12 » 17 Jun 2013 13:29

რამდენი ხანი უნდა ველოდოთ კიდე ამ კარგძაღლებს სანამ გამოუშვებენ შემდეგ სერიას :@ მარა ის მამშვიდებს რო 100 პროცენტიანი გარანტია გვაქ რო უმაღლესი დონის იქნება, მაგრა გამისწორდებოდა 5 წამით რო მანახა როგორი გეიმფლეი ექნება
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Half Life 2

Unread post#13 » 26 Mar 2015 20:36

ფანების მიერ ფაქტიურად Remaster Mod გაკეთდა, ტექსტურები, განათება და გამოსწორებული ბაგები. მოდი უფასოდ დაიდო სტიმზე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 105 guests


cron