- Kingdom Come: Deliverance II წარმოადგინა.

აუდიტორიისადმი მიმართვისას ჩეხმა დეველოპერებმა Kingdom Come: Deliverance II თავიანთი „ოცნების თამაში“ უწოდეს. მათი თქმით, მათ ამჯერად ყველა იმ იდეის რეალიზება შეძლეს, რომელიც ბიუჯეტის, ან დროის უქონლობის გამო პირველ ნაწილში ვერ იქნა განხორციელებული.
გახსნილი სამყარო პირველზე ორჯერ დიდი იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად საგრძნობლად გაიზრდება მისი დეტალიზაცია. ასევე გაიზრდება სიუჟეტური ვიდეო რგოლების, როგორც ხანგრძლივობა, 3 დან 5 საათამდე, ასევე შესრულების ხარისხი.

KCD II მთავარი გმირი კვლავ სკალიცელი ჰენრი გახდება. მშობლების მკვლელების შურისძიების გზაზე დამდგარი, იგი წესიერი ჯარისკაცისგან ნელნელა მეამბოხე გადამტრიალებლი ხდება და წითური მელიის ზედმეტსახელით ცნობილი, უნგრეთის მეფის წინააღმდეგ იბრძვის.
დაკაცებულ ჰენრის XV საუკუნის სისასტიკით სავსე ბოჰემიაში ბევრი დაუვიწარი თავგადასავალი და საინტერესო პერსონაჟთან ურთიერთობა მოელის.
მთავარი გმირისადმი დამოკიდებულებაზე და ბოჰემიის ომის მიმდინარეობაზე, მოთამაშის სრულიად განსხვავებული ქმედებები მოახდენს ზეგავლენას.
თამაშის მსვლელობაში დიდ როლს რეპუტაციის სისტემაც ითამაშებს - ბევრი ქვესთის და სხვადასხვა ტიპის დავალების გადაწყვეტა უშუალოდ მასზე იქნება დამოკიდებული.
იცვლება ზოგადი განწყობაც - მიუხედავად იმისა, რომ ომი არსად წასულა, მთავარი გმირი ცხოვრების მეტად სასიამოვნო და არა ძალადობრივ აქტივობებში ჩაბმასაც ეცდება.

Warhorse Studios-მა განაახლა საბრძოლო სისტემა, რაც მას უფრო ბრუტალურს, მაგრამ ამავდროულად ინტუიტიურს და გასართობს გახდის. დეველოპერი გვპირდება "საოცარ ბრძოლებს, რეალურ დროში, ისტორიულად ავთენტური იარაღებით".

შუასაუკუნეების ევროპის ცხოვრების მოთამაშისთვის კარგად დასანახებლად, თამაშში უამრავი დამატებითი დავალება იქნება შესული - ჰენრის იარაღის ჭედვის, ნადირობის და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესწავლა მოუწევს.
მოცემულ მომენტში თამაშზე 250 ადამიანი მუშაობს - Warhorse Studios ისტორიაში ეს ყველაზე მაშტაბური გუნდია. თამაშის შესაქმნელად CryEngine ძრავი გამოიყენება.
შეგახსენებთ, რომ Kingdom Come: Deliverance ორიგინალი 2018 წელის მარტში გამოვიდა. 6 წლის განმავლობაში თამაშის 6 მილიონი კოპია გაიყიდა. წელს თამაშის პირველი ნაწილი Nintendo Switch -ზეც დაპორტეს.