Kingdom Come: Deliverance II, ანონსის დეტალები / Action-RPG / Multi Platform /

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11725

Kingdom Come: Deliverance II

Unread post#1 » 19 Apr 2024 16:08

18 აპრილს, Warhorse Studios-მ ოფიციალურად მისი შემდეგი პროექტი
- Kingdom Come: Deliverance II წარმოადგინა.

>>>

აუდიტორიისადმი მიმართვისას ჩეხმა დეველოპერებმა Kingdom Come: Deliverance II თავიანთი „ოცნების თამაში“ უწოდეს. მათი თქმით, მათ ამჯერად ყველა იმ იდეის რეალიზება შეძლეს, რომელიც ბიუჯეტის, ან დროის უქონლობის გამო პირველ ნაწილში ვერ იქნა განხორციელებული.
გახსნილი სამყარო პირველზე ორჯერ დიდი იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად საგრძნობლად გაიზრდება მისი დეტალიზაცია. ასევე გაიზრდება სიუჟეტური ვიდეო რგოლების, როგორც ხანგრძლივობა, 3 დან 5 საათამდე, ასევე შესრულების ხარისხი.

>>>

KCD II მთავარი გმირი კვლავ სკალიცელი ჰენრი გახდება. მშობლების მკვლელების შურისძიების გზაზე დამდგარი, იგი წესიერი ჯარისკაცისგან ნელნელა მეამბოხე გადამტრიალებლი ხდება და წითური მელიის ზედმეტსახელით ცნობილი, უნგრეთის მეფის წინააღმდეგ იბრძვის.
დაკაცებულ ჰენრის XV საუკუნის სისასტიკით სავსე ბოჰემიაში ბევრი დაუვიწარი თავგადასავალი და საინტერესო პერსონაჟთან ურთიერთობა მოელის.
მთავარი გმირისადმი დამოკიდებულებაზე და ბოჰემიის ომის მიმდინარეობაზე, მოთამაშის სრულიად განსხვავებული ქმედებები მოახდენს ზეგავლენას.
თამაშის მსვლელობაში დიდ როლს რეპუტაციის სისტემაც ითამაშებს - ბევრი ქვესთის და სხვადასხვა ტიპის დავალების გადაწყვეტა უშუალოდ მასზე იქნება დამოკიდებული.
იცვლება ზოგადი განწყობაც - მიუხედავად იმისა, რომ ომი არსად წასულა, მთავარი გმირი ცხოვრების მეტად სასიამოვნო და არა ძალადობრივ აქტივობებში ჩაბმასაც ეცდება.

>>>

Warhorse Studios-მა განაახლა საბრძოლო სისტემა, რაც მას უფრო ბრუტალურს, მაგრამ ამავდროულად ინტუიტიურს და გასართობს გახდის. დეველოპერი გვპირდება "საოცარ ბრძოლებს, რეალურ დროში, ისტორიულად ავთენტური იარაღებით".

>>>

შუასაუკუნეების ევროპის ცხოვრების მოთამაშისთვის კარგად დასანახებლად, თამაშში უამრავი დამატებითი დავალება იქნება შესული - ჰენრის იარაღის ჭედვის, ნადირობის და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესწავლა მოუწევს.

მოცემულ მომენტში თამაშზე 250 ადამიანი მუშაობს - Warhorse Studios ისტორიაში ეს ყველაზე მაშტაბური გუნდია. თამაშის შესაქმნელად CryEngine ძრავი გამოიყენება.
შეგახსენებთ, რომ Kingdom Come: Deliverance ორიგინალი 2018 წელის მარტში გამოვიდა. 6 წლის განმავლობაში თამაშის 6 მილიონი კოპია გაიყიდა. წელს თამაშის პირველი ნაწილი Nintendo Switch -ზეც დაპორტეს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2101

Re: Kingdom Come: Deliverance II

Unread post#2 » 25 Apr 2024 14:46

კაცის ვალი რო გაქ, ისე ვარ ამდენი ხანი რომ არ მითამაშია პირველი ნაწილი, მგონია გიშავებ რაღაცას)))

დაწყებული მაქვს, მაგრამ აჯობებს თავიდან დავიწყო ალბათ და ამჯერად ბოლომდე მივიყვანო.
I won't miss.

Riddick
Posts: 11725

Re: Kingdom Come: Deliverance II

Unread post#3 » 25 Apr 2024 16:27

ჩემ გამო, ან რამის გამო, არა. როცა მოგინდება მაგ სეთინგის კარგი, ბევრ რამეში უნიკალური (უმაგიო, მარა მაგიური) RPG მაშინ ჩაუჯექი. ძაან სპეციფიური თამაშია მაინც და ყველას სხვადასხვანაირად წაუა დარწმუნებულივარ. უბრალოდ ის ფასეულობა რაც აქვს, უნდა ნელნელა დაინახო, ესე არ დაგეტაკება, ამიტო სხვის გამო მუღამს ვერ დაუჭერ.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 181 guests