რამე განსხვავებულის და შედარებით პატარა თამაშის ნახვის სურვილით დავიწყე. იდეაში მაინც "პერო" ინდი მეგონა და გარკვეულწილად ეგეთიც აღმოჩნდა, უბრალოდ "ნამდვილი" ელემენტებიც აქვს, რის გამოც ღირს ნახვა და შევეცდები გავშალო.
არვიცი რატო, მარა ექსფერიანსით ძალიან მივამსგავსე Journey. საერთოჯამში ესეც მედიტაციური და ვიზუალიდან სიამოვნების მიღებაზე ორიენტირებულია.
თამაშის ალბათ მთავარი პლიუსი არი სილამაზე. ლოკაციების კომპოზიციაზე, დეტალიზაციაზე და განათებაზე დახარჯულია ტონა დრო და ყველა ადგილს ეტყობა. ესეთი ფოტოგენური თამაში ბევრი ნამდვილად არ არი. სქრინების გადაღებაზე უფრომეტი დრო დავხარჯე, ვიდრე უშუალოდ თამაშზე.
პლიუს ამას, თვითონ კატის მომენტი როგორც შინაარსობრივად, ასევე გეიმფლეის მხრივ ძალიან კარგია. არ მახსოვს ბოლოს სად მომეწონა და გამიტაცა პარკურმა. ეს არი ზუსტად ეგ შემთხვევა, რომელშიც ძრომიალი არი საინტერესო და ავთენტური. გაასწორა კატობამ ))
თამაში ძირითადად სწორხაზოვანია, მარა რამდენიმე ჰაბ ლოკაციაზე გადის, რომლების კვლევაც ალბათ იყო ყველაზე კარგი რაც Stray აქვს. იაპონური კიბერპანკის, დეპრესიული, ურბანული ესთეტიკა ძალიან კარგად მუშაობს ატმოსფეროზე.
პარკურის მსგავსად, თამაშს ძაან უხდება ფაზლები და სტელსი რომლებიც მინდოდა რო ბევრად მეტი ყოფილიყო და რთული. აშკარად დიდი პოტენციალია მაგ მხრივ. იმედია მეორე ნაწილისთვის მიხვდებიან საჭიროებას და გააღმავებენ.
აი ცენტრალურმა სიუჟეტმა და რობოტებმა ცოტა ზედაპირული შთაბეჭდილება დატოვა. დიალოგები უბრალოდ იმიტო არი, რომ იყოს, რაც დამღლელია და იმერსიაში ხელს გიშლის. თან რაც ასევე მაღიზიანებს, არი რობოტების ოვერ ჰუმანიზირების მცდელობა, რაც ყოველთვის უკარგავს რეალიზმსს გარემოს და მაგანაც უფრო "პერო" ინდისკენ წაიყვანა, ვიდრე რამე რეალური ფასეულობისკენ.
ზოგადად კატის, მისი პატარა დამხმარე რობოტის, სხვა რობოტებთან კომუნიკაციის გარეშე რო ყოფილიყო თამაში, მგონი ბევრად კაი რამე გამოვიდოდა, მარა ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ მაგრად გაუჭირდებოდათ რამე აზრიანის აწყობა ეგრე.
არადა თავიდან, სხვა კატებთან ერთად, საერთოდ სხვა მოლოდინები გამიჩდა. მსგავსის გარშემო სიუჟეტის განვითარებას ბევრად დიდი სიამოვნებით ვნახავდი.

ყველა მინუსის და პლიუსის მიუხედავად, მე ნამდვილად გირჩევთ. სასიამოვნო და ორიგინალური, პატარა ექსფერიანსია, რომელიც ერთ რიგში დგას Journey , ABZÛ , INSIDE გვერდით.