System Shock 2023, შთაბეჭდილება

თამაშები ინდივიდუალურად < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11718

System Shock 2023

Unread post#1 » 17 Oct 2023 19:25

ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ჩავწერე გოგ ვერსია და ჩავრთე.
პირველ რიგში მაინტერესებდა ტოვებდა თუ არა სრულფასოვანი თამაშის შთაბეჭდილებას, თუ უბრალოდ ნოსტალგიაში მყოფი ფანბაზის სატყუარა იყო. მაინტერესებდა ასევე რამდენად წარმატებული გამოდგა ვიზუალური მხარე და მუშაობს თუ არა იმერსივ სიმში - ეს რაღაც რეტრო მულთფილმის მსგავსი გრაფიკა.
ორი დღის თამაშის ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოჩნდა.

ერთი მთლიანი სართულის გავლის შემდეგ, შემილია ვთქვა, რომ ხალტურის მაგივრად, საკმაოდ სიმპატიური, ორიგინალური ვიზუალის მქონე თამაში დამხვდა. ეტყობა, რომ დეტალებისადმი ყურადღებით და ორიგინალისადმი პატივისცემით არი გაკეთებული. თან რაც ყველაზე მეტად მომეწონა, დაბალბიუჯეტიანის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს და თუ სიტყვაზე ბიოშოკის დონის არ არი, როგორც იმერსივს სიმი, ეგრევე გაძლევს თამაშის გაგრძელების და ექსფლორაციის მუღამს.

უშუალოდ კომბატს და ვიზუალს, რაღაც "გემრიელი", რეტრო ბითემაფის ესთეტიკისკენ მიყავხარ, რაც ამ ჟანრშოც რატომღაც უცებ კარგად მუშაობს. ლოკაციების არქიტექტურაზე აშკარად ბევრია ნაფიქრი, ბევრი სხვადასხვა გზაა, რომელიც ეტაპობრივად იხსნება და ბოლოს ერთ დიდ ლეველს გიკრავს. ცუდი ორიენტაციის ხალხისთვის ცოტა კლაოსტროფობიული და დამაბნეველი ქინება, მარა პირადად მე ზუსტად ეგ მაინტერესებს. მოწინააღმდეგეებიც მომეწონა რაც ვნახე. ისეთი განსაკუთრებული ჯერ არცერთი არ ყოფილა (რაღაც მფრინავ პარაზიტს თუ არ ჩავთვლი), მარა მომეწონა მრავალფეროვნება. ასევე არიან ნეიტრალური NPC ები, რომლებიც უბრალოდ მოძრაობენ ლეველზე და რაღაც გვერდითს აკეთებენ (ატმოსფეროზე კარგად მუშაობს).

მოკლედ ჯერ პატარა სუპრიზივით არი, რომელიც ეხლა ყველაზე მეტად მჭირებოდა. ვნახოთ სიღრმეებში როგორი გახდება. შევეცდები დავწერო.

>>>

System Shock 2023
სქრინები - 1.2.3.4.5.6.7

godstimegodwin077
Posts: 1

Re: System Shock 2023

Unread post#2 » 25 Oct 2023 14:58

ჩემთვის ეს თამაში ისეთი გამოსავალია, რადგან ახალი თამაშები სხვა არაფერია თუ არა იმედგაცრუება

Riddick
Posts: 11718

Re: System Shock 2023

Unread post#3 » 01 Nov 2023 21:11

რამდენიმე დღე, სამი, ოთხი საათი გემრიელად ჩაუჯექი. ძაან კარგ დონეზეა, მითუმეტეს ბიუჯეტურობას და დეველოპერების სტაჟს თუ გავითვალისწინებთ.

ერთი რაც მიტყდება, რო პირველი არ მაქ დახურული, შესადარებელი რო მქონდეს. და მეორე რაც ძაან ტეხავს არი ნავიგაცია.

ზოგადად ორიენტაცია არ მეკარგებახოლმე ლოკაციებზე, მარა აქ ისეა მთავარი ქვესთები გაშლილი რუკაზე, რო აი სასტიკად შეილება დაგეკარგოს მიზანი.

რამეს რო აღებ, ხურავ, ასწორებ, არაფერზე კომენტარი არ არი. უბრალოდ სადღაც რაღაც იღება. და 8 9 სართულზე უნდა მიხვდე რა და სად შეილება მომხდარიყო, რის გამოც ერთი გემრიელად უკვე გავიჭედე და ეხა მეორედ, რადიაციის კოსტუმზე ვარ გაჭედილი (მეორე ვერსიამდე უნდა დავააფდეითო და მთელი შამანობა გიწევს).

იგივეა კარებების ფასვორდებზე, შეილება ფაზლის გაკეთების მერე, გვერდით ოთახში რაღაც მონიტორზე დაგიწეროს და ვერასდროს ვერ გაიგო.

მოკლედ ვიწვალე და თქვენც გაფრთხილებთ - ქვესთების მენეჯმენტი და ქვესტების ნავიგაცია საერთოდ არ არი თამაშში, ხოლო ლეველდიზაინი დამაბნეველი (კარი გამოგეპარება და ეძებ მერე ორი საათი).

ხელით რო არ გატარებენ ძაან მაგარია, მარა თან სპეციალურად რო გაბნევენ უკვე პიზდეც... არადა მთლიანობაში ფანტასტიური რამეა.

კიდე დავაფდეითდები

Riddick
Posts: 11718

Re: System Shock 2023

Unread post#4 » 06 Nov 2023 23:15

დღეს დავხურე და ნაცემი, მაგრამ ნასიამოვნები ვარ. თუ დახურვა გინდა ბოლომდე მზად უნდა იყო დისკომფორტისთვის, რასაც "პირველყოფილი" გეიმდიზაინი სრული პროგრამით დაგადებს სახეზე. კი შეილება ყურადღებით იყო, უსმინო ლოგებს, იკითხო, მარა რაღაცეებს უბრალოდ ვერ მიხვდები ინტუიტიურად და აქ დაიწყება რეალური სისტემ შოკი.

დასაწყისში მარტივი და უბრალო იმერსივ სიმი, ნელნელა კოშმარად იქცევა და არააქ მნიშვნელობა, რამდენად კარგი ლოკაციაზე ორიენტაციის გრძნობა გაქ, მაინც დაიკარგები, მაინც დაგავიწყდება სად რა არი და მაინც მოგიწევს ბოდიალი სართულიდან სართულზე, იმის გასაგებად თუ რა უნდა ქნა.

ფრუსტრაციის მომენტები თამაშის მთავარი მინუსი, მარა ამასთან ერთად მთავარი სტიმულატორია, რადგან როცა ხვდები როგორ უნდა მოიქცე, სად უნდა წახვიდე და მომდევნო რიჩაგის გადაწევით, რა გაიღო, სერიოზულ სიხარულს გრძნობ.

მაგრამ არ ვიცი რას იგრძნობს კლაუსტრაფობიანი, ლოკაციაზე ორიენტირების პრობლემების მქონე ხალხი, როცა ამ ფერების და ლაბირინთების სამყაროში მოხვდება. ეგეთებმა ალბათ ჯობია საერთოდ არ გაეკაროთ, იმიტო რო ის კარგი რაც წვალების უკან არი ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.

და თუ მაინც გარისკავთ, ეს არი რეალურად ტიტანისებრი შრომის შედეგი, ფაქტირად ორი თანამედროვე თამაშის ხელა იმერსივ სიმების მამა, რომელიც იმდენად მსუყე და კარგია, რომ ბოლოს მართლა პირადული, დასრულებული და სამაგალითო თამაშის გავლის შეგრძნებას დაგიტოვებთ, რაც იმდენად იშვიათი გახდა, რომ ძალიან დიდხანს გაგყვებათ და თან სამაგალითოდ.

უდაოდ საცალო მოვლენაა, რომელიც ყველა ამ სფეროს პატივისმცემელმა მოთამაშემ უნდა გამოცადოს თავის თავზე.

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 255 guests