Disco Elysium, გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Disco Elysium

Unread post#1 » 11 Jan 2023 18:57

>>>

რაღაც ციკლური პროცესია. შედიხარ, იღლები ტექსტის კითხვით, გამოდიხარ, გაინტერესებს მერე რა ხდბეა, შედიხარ, იღლები ტექსტის კითხვით და ესე. რაღაც მომენტები არი, განსაკუთრებით თავიდან იყო, იმდენი ვიცინე, არც კი მახსოვს როდის ვიცინე თამაშში ესე. პერსონაჟები და ქვესთები, აბსურდი და სიღრმე, სტილი. მაგრამ პარალელურად არი ნაკლებად საინტერესო ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, სოციალური ჩაჭერები და ალეგორიები თანამედროვე სამყაროზე, რაც ისე დიდხანს იწელება რო უბრალოდ გინდა, რომ პერსონაჟის გამოძრავების საშუალება მაინც მოგცეს თამაშმა, ცოტა ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად. ეს "ჩაჭერები" არც თუ ისე იშვიათია და შეიძლება როგორც რაიმე სერიოზულზე, ასევე სრულიად აფსურდულზე მოხდეს.
ესე უშუალოდ ერთ პერსონაჟთან დგომა და სამი, ოთხი სახვადასხვა მიმართულების თემაზე ბაასი აშკარად ჩემი არ არი, მაგრამ მთლიანობაში იმდენად საინტერესოა, რომ გამოსვლისთანავე მინდა რო შევიდე და ვნახო შემდეგ რა იქნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Disco Elysium

Unread post#2 » 11 Jan 2023 19:09

კომუნისტური ჩაჭერები აქვთ ზოგან, ეგ ლაითად გაატარე. იქაური გრიშა ონიანები არიან მაგ მხრივ )))

სამყაროზე რო ბაზრობენ ეგ არის საინტერესო და სიუჟეტთანაც კავშირდება Pale რო ფართოვდება, რაღაც სტალკერის ზონის მაგვარი ფენომენი. ქალი როა ნავთან ჯოისი ეგ იძლევა მაგაზე მსუყე ინფოს. მწერს რო ეძებს კაცი ეგაც საინტერესოა. ვეტერანი რო დგას პარკში ეგაც კარგ კონტექსტს იძლევა სიუჟეტისთვის. და ზემოთ შენობაში ხელოვანი გოგოა ერთი, ეგაც საინტერესო იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#3 » 11 Jan 2023 19:14

ხო რაც სამყაროს აღრმავებს ეგეთი პერსონაჟების ინფოს მიღება კიდე საინტერესოა, მარა აი ჰედ მეჟერასთან ვარ ეხა და მაგრად მეზარება ამის გავლა. ანუ არი თემები რომლებიც შეილება საერთოდ არ გაინტერესებდეს და გიწევს რო ბოლომდე ჩაერთო რო პროგრესი არ დაკარგო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Disco Elysium

Unread post#4 » 11 Jan 2023 19:31

აუ ეგ მაგარი ***ა ბიჭო, დამღალა ))) ძალით გავიარე. დავჯექი და მეთქი ეხლა ყველაფერს მოვუსმენ და გავიაზრებ რა უნდათქო და ჩვეულებრივი ბიგოტია ტიპი, უინტერესო ჩაქუჩი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#5 » 12 Jan 2023 19:17

ცოტა აკრიფა დინამიკა თამაშმა და უკვე რეალურად რო ერთვები მოვლენებში ხვდები რო ძაან კრუტოი რამეა ეს დიალოგების გეიმფლეი. ტარანტინოს ფილმების მსგავსი, საკულკტო დიალოგების სცენები იდგმება და რეალურად ყურადღებით თუ ხარ გეხმარება რო შენთვის სასიკეთოდ მოაბრუნო სიტუაციები, რაც ძაან გავს რეალურ ცხოვრებას და იშვიათი აზარტიაქ. მოკლეთ მგონი ნელნელა მოდის იმის აღქმა, თუ რასთან მაქ საქმე.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Disco Elysium

Unread post#6 » 13 Jan 2023 16:09

აი ძალიან კარგად აქვს დიალოგების გეიმფლეი გაკეთებული

ჟანრის ბუმბერაზებთან შედარებითაც კი

იმენა სამაგალითოა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#7 » 14 Jan 2023 17:57

Measurehead გავლახე, არ მინდოდა რასისტი გავმხდარიყავი და არ ვიცი ეხა სწორად მოვიქეცი, თუ არა )) მარა თვითონ სცენა ღირდა, 17% მქონდა გარტყმის ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Disco Elysium

Unread post#8 » 15 Jan 2023 07:14

მეც წიხლი მივეცი სახეში ))))) ერთი ორჯერ დავალოუდე რო დაბალ პროცენტში გამმართლებოდა + ზმანი ჩავიცვი მოსამატებლად
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#9 » 18 Jan 2023 20:50

ძაან დინამიურად ვითარდება სიუჟეტი, უკვე დიდი ფაზლი გაიშალა და ნელნელა ივსება სხვადასხვა მხრიდან, საინტერესოდ. მაგის გამო, ეს თითქოს ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფი, ფილოსოფიური გაჭედვებიც აღარაა, ყველაფერს ერთიანი სახე მიეცა და პოლიტიკაც საინტერესოთ მოერგო.

ეხა ვრთავ სადღაც ნახევარი, ერთი საათით, რამე პატარა ეპიზოდს გავივლი. თითქოს ვიზოგავ , რევაშოლში ვარ )) პროსტა ჯერ არც სახელი ვიცი ჩემი ბოლომდე, არც იარაღი მიპოვნია და არც პირადობა. ხეზე დაკიდებულ გვამთან კიდე ახლოს ვერ მივდივარ, იმიტო რო ლპება, სუნი ასდის და გულს მირევს.

ა და სპორტულები ვიყიდე დღეს ძაან მაგარი :whitewolf:
არ დამილევია ორი დღეა

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Disco Elysium

Unread post#10 » 20 Jan 2023 16:28

Riddick wrote:ხეზე დაკიდებულ გვამთან კიდე ახლოს ვერ მივდივარ, იმიტო რო ლპება, სუნი ასდის და გულს მირევს.

ვიცინი
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#11 » 26 Jan 2023 16:47

ერთი ორი ეპიზოდი ძაან გამეწელა. შევდიოდი, ერთი საათი ერთ ადგილას ვიდექი, ვკითხულობდი, ვიღებდი რაღაც რეპლიკებს შორის გადაწყვეტილებებს, ვიღლებოდი, ვრთავდი. ანუ ისე გამოვიდა რო ორი ჩართვა მარტო ერთ ადგილას ვიდექი )) მგონი ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, მარა ისეთ სიღრმეებში შემიყვანეს ბოლოს რო, უნიკალური ექსფერიანსის გამო ვპატიობ ))
სადმე სხვაგან რო მიქნან იგივე, ვაგინებ ))

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#12 » 07 Feb 2023 13:59

ბომჟისგან სამედიცინო სპირტი ვიყიდე და დისკო ჰალსტუკმა მითხრა რო ეს ორალურად მისაღები და გასაფუჭებელი სითხე არ არის, ეს ტრაკიდან უნდა შეუშვათო.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Disco Elysium

Unread post#13 » 27 Dec 2023 14:18

Riddick wrote:ბომჟისგან სამედიცინო სპირტი ვიყიდე და დისკო ჰალსტუკმა მითხრა რო ეს ორალურად მისაღები და გასაფუჭებელი სითხე არ არის, ეს ტრაკიდან უნდა შეუშვათო.


თემის ბოლო პოსტი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Disco Elysium

Unread post#14 » 21 Feb 2024 15:45

ზუსტად ერთი წელი გავიდა რაც გადავდე... ეხა მივხვდი... მარა არ წამიშლია. მინდოდა დაბრუნება, უბრალოდ მეზარებოდა ძალიან, პირველ რიგში იმიტო რო რაღაცეები მეგონა რო დამავიწყდა. ესეთ თამაშთან შუიდან მიბრუნება რეალურად რთული ამბავია, მარა ერთი წელი ... )

იმის გამო რო ეს წელი დიდათ არაფერი არ მითამაშია, უცებ აღვიდგინე და შევყევი.

ეხა ვხვდები უბრალოდ რატომაც გამიწყდა თამაში. იმის მიუხედავად, რომ უშუალო სიუჟეტი, გამოძიება, ექსფლორაცია და პერსონაჟებთან კომუნიკაცია ძაან მომწონს, აი გვერდით, ზოგად, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ფილოსოფიურ პასაჟებზე რო გადადის თამაში მანდ უმეტეს შემთხვევაში სიღრმისეული ქრინჯი მეწყება ) უცებ უნდა მოწყდე უშუალოდ თამაშს და შეხვიდე რაღაც ლექციაზე, რომელიც რეალურად 45 წუთიანი იქნება, იმდენი ტექსტია და ბოლოს ხვდები, რომ ეს თემა ვაფშე არ გაინტერესებს.
განსაკუთრებით დამღლელია პოლიტიკური ტოპიკები, როცა თამაში თითქოს მტენის კომუნიზმს, ან კაპიტალიზმს და უნდა რო რომელი პოზიციაში დამაფიქსიროს... ცოტა არ მესმის და მაღიზიანებს ეგ მომენტი.

საინტერესოა თუ გქონდათ ამაზე იმერსიიდან ამოგდების თემა თქვენც ?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Disco Elysium

Unread post#15 » 21 Feb 2024 20:40

იმერსიიდან არ ამოვუგდივარ იმიტო რო თითონ სამყაროა ეგეთი weird, სარკასტულად აღვიქვავდი, მარა ეგ კომუნიზმზე თემები და ეკონომიკური გასვლები 1-2 გან მაგარი დამღლელი ლექცია იყო და სწრაფად გარბენას გირჩევ, არაა დიდად ღირებული.

შენობაში რო შედიხარ მანდ დავიღალე კომუნიზმის თემით და დირექტორი როა მანდ კონტეინერში ვიღაც ვიპოვე და მანდ დავიღალე ეკონომიკის თემით.

დამღლელი შეიძლება lore-თემაც იყოს ნავზე ქალი რო ყვება, მარა ეგ საინტერესოა სრული კონტექსტისთვის, ცალკე იქსფერიენსად რჩება თამაშის ბოლოს მაგ სამყაროს აღქმა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 107 guests


cron